1. ვიყოთ მიუკერძოებლები მოთამაშეებთან ურთიერთობისას
არ არის საჭირო კონცენტრირება მხოლოდ საუკეთესო მოთამაშეებზე. მცირე
შესაძლებლობების მოთამაშეებსაც მინიმუმ იგივე ყურადღება სჭირდებათ, თუ მეტი არა.
ყველაზე დაოსტატებული მოთამაშეები შეიძლება გამოვიყენოთ ახალბედებთან
მუშაობისათვის. საჭიროა ვიქონიოთ ისეთი სათამაშო სტილი, ან ვეცადოთ ისეთი სტილით
ვითამაშოთ, რომ მოთამაშეებს შეეძლოთ ვარჯიშისას მიღებული ცოდნის გამოყენება. არ
არის საჭირო მოთამაშესთან მის ნაკლოვანებებზე საუბარი სხვა მოთამაშის თანდასწრებით.
2. ვუჩვენოთ მაგალითი
ასეთი მისწრაფება უნდა გაგვაჩნდეს მრავალ სფეროში, მათ შორის:
- დავიცვათ წესები. ვასწავლოთ მოთამაშეებს, რომ საქმე ეხება ორმხრივ შეთანხმებას,
რომლის არც შეცვლის და არც დარღვევის უფლება არავის აქვს.
- პატივი ვცეთ მოწინააღმდეგეს, რადგან მათ გარეშე თამაში არ იარსებებს.
- პატივი ვცეთ მატჩის ოფიციალურ პირებს, განსაკუთრებით არბიტრებს, რადგან
მათთვის თამაშის მსაჯობა „საყვარელი საქმის“ სინონიმია და ამდენად უფლება
აქვთ ამით გარკვეული სიამოვნება მიიღონ.
- ყოველთვის გამოვიყურებოდეთ, როგორც ფორმაში მყოფი ზრდასრული ადამიანი,
მოვლილი და კარგი მანერების მქონე.
- ვიყოთ პუნქტუალურები, მოწოდების სიმაღლეზე და კონსტუქციულები.
მწვრთნელი ვალდებულია:
- იყოს მიუკერძოებელი მოთამაშეებთან ურთიერთობისას.
- იყოს სამაგალითო.
- წაახალისოს მოთამაშეთა ძალისხმევა პოზიტური ხერხებით.
- ჩართოს მოთამაშეები იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც გუნდს ეხება.
- დასახოს რეალისტური მიზნები გუნდისა და მოთამაშეებისათვის.
- იყოს გახსნილი მოთამაშეებთან ურთიერთობისა და სათამაშო სქემის მომზადებისას.
- რაც შეეხება სამწვრთნელო მეთოდიკას, იყოს სრულყოფილი, კომპეტენტური და
ეფექტური.
- იყოს მართალი საკუთარ თავთან და მოთამაშეებთან.
- ყოველთვის შეასრულოს პროფესიონალი მედიკოსების რჩევები.
- შექმნას სასიამოვნო ატმოსფერო რაგბის პრაქტიკისათვის.
საჭიროა გვახსოვდეს, რომ რაგბი უნდა განვიხილოთ, როგორც ჩვევებისა და ფიზიკური
კონდიციების განუყოფელი ელემენტი მთელი ცხოვრების მანძილზე, ამიტომ მისგან
მიღებული გამოცდილება კონსტუქციული და სასიამოვნო უნდა იყოს. მხოლოდ
სამაგალითო ქცევით შევძლებთ პატივისცემის მოპოვებას და ისეთი ურთიერთობების
ჩამოყალიბებას, რომლებიც ვარჯიშისათვის ძალზე ეფექტურ გარემოს შექმნის.
პატივისცემის მოპოვება ძნელია, დაკარგვა კი ადვილი.
3. მოთამაშეთა ძალისხმევის პოზიტიური ხერხებით წახალისება
გამოთქმული კრიტიკა უნდა იყოს ერთგვარი კომპრომისი კარგად შესრულებულული
მოქმედებისათვის შექებასა და უარესად შესრულებული მოქმედებების გაუმჯობესებისაკენ
მითითებებს შორის. თქვენ უნდა უკარნახოთ საშუალებები შესრულების ტექნიკის
გასაუმჯობესებლად და ზოგჯერ შესთავაზოთ ალტერნატიული გზები, რომლებიც შეიძლება
განსხვავებული და უფრო ეფექტური იყოს.
კარგი შესრულება ყოველთვის უნდა აღვნიშნოთ. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ჭირს
ამა თუ იმ მოქმედების ერთმნიშვნელოვნად შეფასება, უმჯობესია მუდმივად წავახალისოთ
პოზიტივი. მოთამაშეები, რომლებსაც წარმატების განცდა აქვთ, უფრო სწრაფად
ვითარდებიან.
4. ჩავრთოთ მოთამაშეები იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც გუნდს ეხება.
ეს ასპექტი დიდად იქნება დამოკიდებული თუ რამდენად ჩამოყალიბებულ მოთამაშესთან
გვაქვს საქმე. საერთო ჯამში, ახალგაზრდა მოთამაშეები უნდა წავახალისოთ ზოგიერთი
გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის გზით. ეს ჩართულობა კონტროლირებადი
უნდა იყოს და იგი ადვილად შეიძლება ვარჯიშის ნაწილი გახდეს. მაგ. ყოველი ვარჯიშს
შემდეგ შეიძლება ვთხოვოთ მათ ანალიზის გაკეთება. იმისათვის, რომ სასარგებლო
კომენტარები მიიღოთ მზად უნდა იყოთ მოსმენისათვის, ამასთანავე მოთამაშე უნდა
ხვდებოდეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თქვენ გეკუთვნით.
5. დავსახოთ რეალისტური მიზნები გუნდისა და მოთამაშეებისათვის.
ეს მიზნები ნათელი და სპეციფიური უნდა იყოს და შეიძლება მოთამაშეთა მონაწილეობით
განისაზღვროს. მიზანი ყველას უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული და თუ მათი განსაზღვრის
პროცესში მოთამაშეებიც არიან ჩართულნი ისინი მეტ ძალისხმევას გამოიჩენენ ამ მიზნების
მისაღწევად.
ძალზე ახალგაზრდა მოთამაშეებთან ერთად ერთი კონკრეტული მიზნის მისაღწევად
მუშაობაა მიზანშეწონილი. ამ შემთხვევაში უნდა გვესმოდეს, რომ მიზნები და
მისწრაფებები თქვენი კონკრეტული გუნდის ხასიათს უნდა ასახავდეს და არა იდეალური
გუნდისას.
6. ვიყოთ გახსნილი მოთამაშეებთან ურთიერთობისა და სათამაშო სქემის
მომზადებისას.
ეს მოთხოვს მოსმენის კარგ უნარს, უნდა შეგვეძლოს როგორც წარმატების ასევე
პრობლემების გათავისება. ეს უნარი მუდმივად უნდა დგამოვიყენოთ. ძალზე ხშირად ის კი
არ არის მთავარი რაც პირდაპირ ითქმება, არამედ ის რაც ამ ნათქვამის უკან იმალება.
თქვენ მუდმივად უნდა ეცნობოდეთ რაგბის განვითარების სიახლეებს და იყენებდეთ მათ
თქვენი მოთამაშეების ოსტატობის ასამაღლებლად. თქვენ მოთამაშეები უფრო მაღალ
დონეზე უნდა აიყვანოთ და ამავე დროს დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მათ შესაბამისი
ცოდნა გააჩნიათ.
7. სამწვრთნელო მეთოდიკის თვალსაზრისით, ვიყოთ სრულყოფილი, კომპეტენტური
და ეფექტური.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ვარჯიშისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა და
აღჭურვილობა იყოს თავისუფალი, საკმარისი, კარგ მდგომარეობაში და შეესაბამებოდეს
მოთამაშეთა ასაკსა და შესაძლებლობებს. ვარჯიშების სიხშირე და ხანგრძლივობა
განპირობებული უნდა იყოს მოთამაშეთა მომზადების დონით. უმჯობესია ვარჯიში იყოს
მოკლე, ინტენსიური და სახალისო. დროში გაწელილი ვარჯიში აქვეითებს მოთამაშეების
კონცენტრირების უნარს.
ვარჯიშისას შემდეგი მარტივი წესები უნდა დავიცვათ:
- დავიწყოთ ნაცნობი ტექნიკით და შემდეგ გადავიდეთ ახალზე.
- ვიმუშაოთ „მარტივიდან - რთულისკენ“ პრინციპით.
- ვიმუშაოთ თანმიმდევრულად: ინდივიდუალური, წყვილებად, ჯგუფური და
გუნდური მეთოდით.
- ინდივიდუალური და კოლექტიური ტექნიკური ილეთები დავყოთ მარტივ
შემადგენელ ნაწილებად და ეტაპობრივად შევისწავლოთ.
- ეცადეთ, რომ თქვენი მითითებები იყოს მარტივი, ზუსტი და ლაკონური.
- შეცდომები გაასწორეთ იმგვარად, რომ ამან არ დაარღვიოს ვარჯიშის დინამიკა.
თუ გვაინტერესებს რა დაიმახსოვრეს მოთამაშეებმა ნასწავლიდან და როგორ გამოიყენებენ
ამას თამაშში, უნდა შევქმნად შედარებით თავისუფალი სათამაშო გარემო. თუ მაინც
არსებობს დაძაბულობის გარკვეული დონე, როგორც ჩვეულებრივ თამაშის წინ ხდება
ხოლმე, თქვენ თავი უნდა შეიკაოთ „ბოლო, მცირე დაზუსტებების“ მიცემისაგან
8. ვიყოთ მართალი საკუთარ თავთან და მოთამაშეებთან.
თუ ყოველთვის სიმართლეს ილაპარაკებთ, თავს აარიდებთ შეუსაბამობების მახეში
მოხვედრას
9. ყოველთვის შევასრულოთ პროფესიონალი მედიკოსების რჩევები.
როდესაც გარდატეხის ასაკში მყოფ მოთამაშეებს ავარჯიშებთ, მათი ჯანმრთელობა
გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გუნდის წარმატება. არ ღირს ტრავმის დამძიმება
მოკლევადიანი წარმატების მისაღწევად. ეს განსაკუთრებით ეხება თავისა და
არტიკულაციის ტრავმებს, რადგან თუ ამ ზონებში მიღებულ დაზიანებებს უყურადღებოდ
დავტოვებთ ამას უარყოფითი ეფექტი ექნება გრძელვადიან პერსპექტივაში. ტრავმის დროს
ჩარევისას, აბსოლუტურად დარწმუნებულნი უნდა იყოთ თქვენი მოქმედების
ეფექტურობაში და შეგეძლოთ პირველი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა. კლუბმა
უნდა უზრუნველგყოთ პირველი დახმარების ნაკრებით, რომელიც მუდმივად
ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
10. შექმნას სასიამოვნო ატმოსფერო რაგბის პრაქტიკისათვის.
როგორც ცნობილია ბავშვებისათვის მთავარი გართობაა. ასაკის მატებასთან ერთად
მოთამაშეებისათვის სიამოვნების წყარო შეიძლება ტექნიკური ილეთების მაღალი ხარისხით
შესრულება გახდეს. რა თქმა უნდა, ტექნკური ილეთების კარგი შესრულება საბოლოო
ჯამში შედეგზე აისახება, მაგრამ პრიორიტეტი ყოველთვის სწავლა და ტექნიკის დახვეწა
უნდა იყოს. ბავშვები „პატარა დიდები“ არ არიან, ისინი განვითარების განსხვავებულ
სტადიაზე მყოფ, განსაკუთრებულ ინდივიდებს წარმოადგენენ.
მწვრთნელის პასუხისმგებლობა
მწვრთნელმა ყოველთვის უნდა იტვირთოს შემდეგი როლები:
- ლიდერი.
- პასუხისმგებელი და მმართველი, კარგი ორგანიზატორული თვისებებით.
- სოციალური სამსახური, რჩევების მიცემა.
- მეგობარი, რომელიც მხარში გიდგას და გამხნევებს.
- ფიზმომზადების მწვრთნელი, რიმელიც გეხმარება ფიზიკური კონდიციების
გაუმჯობესებაში.
- მასწავლებელი, რომელიც გაწვდის თანამედროვე ცოდნას და ანვითარებს
თამაშისადმი პოზიტიურ მიდგომას.
- მოსწავლე, რომელიც მზადაა მოსმენისა და სწავლისათვის.
- ნორმების განმსაზღვრელი, რომელიც ადგენს წახალისებისა და დასჯის სისტემას.
მწვრთნელმა უნდა დაამტიცოს თავისი კომპეტენტურობა შემდეგ საკითხებში:
- თამაში და მისი წესები.
- სამწვრთნელო ტექნიკა და კომპეტენცია.
- მოტივაცია.
- ფიზიკური კონდიციები.