ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

მოთამაშის გრძელვადიანი განვითარების გზის ეტაპები

მაშინ როცა თითოეული ეტაპი დაკავშირებულია ქრონოლოგიურ ასაკთან,მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ ადრეული ეტაპებზე ქრონოლოგიურ ასაკი ზუსტი საზომი არაა ახალგაზრდა მოთამაშის ფიზიკური განვითარების ეტაპის დასადგენად. მაგრამ დასაწყისში აღსანიშნავია ის რომ ხანდახან შეიძლება აშკარა იყოს ფიზკიურ აღნაგობას და განვითარებას შორის,განსაკუთრებით პირველ 3 ეტაპზე,მაგრამ გუნდის თამაშებისთვის ორგანიზება/მომზადების პრაქტიკულობა გვაიძულებს ზოგადი უცვლელი მიდგომა ვიქონიოთ. პირველ ცხრილში ნაჩვენებია განვითარების სხვადასხვა ეტაპები.შენიშვნა მოხერხებულობისთვის თითოეული ეტაპი გათანაბრებულია ქრონილოგიურ ასაკის ჯგუფებთან.

 

 

 

განვითარების ასაკი

განვითარების ასაკი ასოცირებულია განვითარების სხვადასხვა ეტაპთან. ამ ეტაპების განმავლობაში ახალგაზრდა მოთამაშის ფიზ.მომზადების კომპონენტები, მოძრაობის უნარების ფიზიკური კომპეტენციაც მოცემულ ქრონოლოგიურ ასაკთან საკმაოდ განსხვავებული იქნება. როცა ვარჯიშს ვგეგმავთ ზემოთაღმიშნული მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გვახსოვდეს. მაგ გარდატეხვამდე ახალგაზრდა მოთამაშეებს არ ექნებათ იგივე ფიზიოლოგიური უნარები ძალაზე ვარჯიშის ადაპტაციისთვის რაც ექნებათ უფრო მოზრდილ გარდატეხვა გავლილ მოთამაშეებს. მაშასადამე ადრეულ ეტაპზე უპრიანი იქნება მოძრაობის უნარების სწავლა გაუმჯობესება(მაგ სირბილი, სპრინტი, მიმართულების ცვლა) და სარგაბო ძირითადი უნარების ვიდრე მაქსიმალური ძალის განვითარება.მაგრამ გარდატეხვამდელ მოთამაშეებს რათქმა უნდა შეუძლიათ ძალის მომატებაზე მუშაობა ვარჯიშების ტექნიკის შესწავლით და საკუთარი სხეულის წონის გამოყენებით, ანაც მსუბუქი განტელების და სხვა მსუბუქი წონების გამოყენებით.

 

ფუნდამენტური მოძრაობის უნარების მნიშვნელობა

როცა ფუნდამენტური მოძრაობის უნარები არასაკმარისადაა განვითარებული მაშინ სპორტის სპეციფიური უნარების განვითარებაც ბევრად უფრო რთულია (Gალლაგჰუე ანდ Dონნელლყ, 2003). ეს კი წინ უძღვის ე.წ "გაწაფულობის ბარიერს" რაც კი იმას ნიშნავს რომ მოთამაშეს არ ექნება ფუნდამნტ.მოძრ უნარების საკმაო დონე რომელიც საჭიროა სპორტის სპეციფიური უნარების დასახვეწ-გასაუმჯობესებლად .გაწაფულობის ბარიერი წააგავს ლექსიკონში სიტყვების მარაგის ნაკლებობას რის გარეშეც ვერ ვადგენთ რთულ წინადადებებს .ანუ ადამიანი თავის აზრებს ვერბალურად ნათლად ვერ გამოხატავს.იგივეა სპორტშიც უნარების ნაკლებობა მოთამაშეს ხელს უშლის სრული პოტენციალის გამოვლენაში.

 

 

ტექნიკურ კონტექსტში გაწაფულობის ბარიერი შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა მხრივ. მაგ მოთამაშე ვერ ეუფლება ხელიდან შორ და მოკლე ფეხის დარტყმებს და ა.შ. გაწაფულობის ბარიერს შეიძლება თავი გავართვათ პროგრესული გეგმით ფეხის დარტყმაში. როგორც გუნდის ვარჯიშის დროს ასევე
ცალკე.გაწაფულობის ბარიერი შეიძლება გამოიხატოს მოთამაშის ცრუმოძრაობის,ფინტის არაკომპეტენტურობაში და ა.შ.შეიძლება მიმართულების ცვლის უნარი რაც მოძღაობის უნარი არ იყო ჩართული მოთამაშია არაფორმალურ ან სტრუქტურიზებულ ვარჯიშების პროგრამაში. ყველაფერ ზემოთაღწერის შეიძლება ეშველოს მარტივი სწორად შერჩეული პროგრესული სავარჯიშოებით. ფიზ.მომზადების მწვრთნელებისთვის მნიშვნელოვანია რომ მათ ახალგაზრდა მოთამაშეები მოაქციონ სხვადასხვა სახის უნარების ქვეშ მ.გ.ვ.გ გზის ადრეული განვითარება/ჩამოყალიბების ეტაპზე. ყველაფრ ზემოაღწერილის მეშვეობით მოთამაშე საფუძველს ჩაუყრის მოძრაობის დიდი ლექსიკონს რომელიც შემდგომში გადაიზრდება დახვეწილ სპორტის სპეციფუირ უნარებში.ჩვენთვის საინტერესო უნარებია სირბილი(სხვადსახვა სისწრაფით, სხვადასხვა პოზიციიდან, მიმართულების ცვლით და ა.შ. გაჩერება(ბალანსით და კონტროლით). ზიგზაგურად სირბილი და დევნა,სხვადასხვა სახის ფეხის დარტყმა ორივე ფეხით,პასი,ბურთის დაჭერა,ხტომა, დაცემა, გადაგორება და ასე შემდეგ.ახალგაზრდა მოთამაშეებში ამ უნარების ნამდვილად გასავითარებლად საჭიროა მათთვის საშუალების მიცემა რომ მუდმივად იმუშაონ ამ საკითხებზე.როგორც მწვრთნელებს ამ სფეროში დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება.


 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf