ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

რეკომენდაციები მგზავრობაში


 

რეკომენდაციები მგზავრობის დროს

მგზავრობის დროს საჭიროა ნორმების დაცვა ნეგატიური მოვლენების შესამცირებლად, სპორტსმენებში ძალიან გავრცელებულია კუნთების ტკივილი, დაჭიმულობა და სახსრების შესიება. არსებიბს გზები რათა თავიდან ავიცილოთ ამგვარი მოვლენები.

ხანგრძლივი მგზავრობის დროს გუნდს ხშირ შემთხვევაში უწევს დროის შუალედის ცვლილება და აწრსებობს ქცევის ნორმები, რომ თავიდან ავირიდოთ აკლიმატიზაციისგან გამოწვეული დისკომფორტი.

ნივთები მოგზაურობისათვის

როლერი

როლერი რომელსაც აქვს ღრუ არის იდეალური სამოგზაუროდ. გამოირენეთ როლერი აეროპორტში, რომ დაიჭიმოთ ზურგი და მოიხსნათ დაჭიმულობა კუნთებში. როლერის გამოყენება გაგიუმჯობესებთ, როგორც სისხლის მიმოქცევას კუნთებში ასევე დაგეხმარებათ კუნთებიდან ტოქსინების გამოდევნაში.

 

სამასაჟე ბურთები

თვითმფინავში, სამასაჟე ბურთები შეიძლება მამოიყენოთ მჯდომარე მდგომარეობაში დაჭიმულ კუნთებზე სამუშაოდ.

ბურთები შეიძლება გამოიყენოთ შემდეგ მიდამოებში:

-ზურგის კუნთები

-ხზჯდომი კუნთები

-ფეხის გულები

 

კისრის ფიქსატორი ბალიში

მოგზაურობა არაკომფორტულია, მაგრამ იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ კისრის დაჭიმულობა ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, კისრის ფიქსატორი ბალიში დაგეხმარებათ კომფორტულად ძილში და ხელს შეუშლის კუნთების დაჭიმულობას.

თვალების ნიღაბი

მგზავრობისას, კომფორტული ძილისთვის გამოიყენეთ თვალების ნიღაბი, შემაწუხებელი სინათლის თავიდან ასარიდებლად.

 

ყურის საცობი

ზოგადად ფრენა არის ხმაურიანი. იმისათვის რომ არ შეგაწუხოთ ფრენისგან გამოწვეულმა ხმაურმა, გამოიყენეთ ყურის საცობი.

 

ხმის ჩამხშობი ყურსასმენი

კიდევ ერთი გზა ხმის ჩასახშობად და კომფორტული ძილისათვის თვითმფირნავში არის ხმის ჩამხშობი ყურსასმენები.

 

ტანსაცმელი კომპრესიისათვის (ლეგინსები და წინდები)

კომპრესირებული ტანსაცმლის ტარება მგზავრობის დროს დაგეხმარებათ ტავიდან აირიდოთ სითხოვანი შეშუპება წვივების მიდამოებში. სითხე გროვდება თქვენს წვივებსა და ფერფებში ძირითადად უმოძრაობისა და ჯდომის მანერის გამო. შედეგი არის სისხლის დაგროვება წვივებსა და ტერფეში. კომპრესირებული წინდები და ლეგინსებიდაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ გარე შეკუმშვა. მათი ტარება ასევე კარგია მოგზაურობისას, თუ აღინიშნება ქვედა კიდურების დაზიანება, რადგანაც ანთებით პროცესი შეიძლება გაიზარდოს და გამოიწვიო უფრო დიდი ტკივილი.

 

ტენიანობა და ჰიდრატაცია

ტენიანობა არის წლის შემცველობა ჰაერში. ტენიანობობის ნორმალური დონე არის დაახლოებით 40 % თუმცაღა თვითმფრინავის სალონის ტენიანობის დონეები არაბუნებრივად დაბალია და მერყეობს  5-10% შორის. ასეთი ტენიანობის დონე გაცილებით ნაკლებია საჰარას უდაბნოზე! ეს იმას ნიშნავს რომ ფრენის დროს, რომ ფრენის დროს, ჰაერი ჩვენს გარშემო ნორმალურზე მშრალია. ჩვენ ვსუნთქავთ უფრო მშრალ ჰაერს, რაც აშრობს სასუნთ გზებს, სინუსებს და  იწვევს ჩვენში ავადმყოფობას და ინფექციას. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ფრენისას ჩვეულებრივზე მეტი წყლის მიღება.

 

კვება

გუნდი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ უზრუნველყოს მოთამაშეები კვებით, ფრენამდე და მის შემდეგ. აეროპორტში ყოფნისას და ფრენის დროს, მოთამაშე დვაპდებულია დარწმუნდეს, რომ ის არ ჭამს გადამუშავებულ პროდუქტს და შაქრის მაღალი დონის შემცველობის პროდუქტს. აგრეთვე რეკომენდირებულია მიირთვათ შედარებით ნაკლები რაოდენობის საკვები, ეს დაგეხმარებათ შეამციროთ აკლიმატიზაციისგან გამოწვეული მოვლენები.  მოგზაურობისას გათვალეთ თქვენი დაბალი ენერგეტიკული მოთხოვნები. ფრენის დროს დალიეთ ბევრი წყალი და წაიხემსეთ ხილით ან უმი თხილეულობით (არა მარილიანი ან მოხალული!) ეს დაგეხმარებათ გააძლიეროთ თქვენი იმუნური სისტემა.

 

დანამატები

შემდეგი დანამატები რეკომენდირებულია ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად:

პას დიფენს (PAS DEFENCE); ეს დდი დოზის მულტივიტამინი არის მაღალი ანტი-ოქსიდანტების შემცვლელი, ასევე შეიცავს პრობიოტიკებს (ჯანსაღი ბაქტერიები) იმუნური სისტემის გასაუმჯობესებლად

პას პრო ომეგა 3 (PAS PRO OMEGA 3): ეს თევზის ქონის დანამატი ასევე შეიცავს მაღალი ანტი-ოქსიდანტს და ვიტამინ D-ს, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელობისა და იმუნური სისტემისათვის.

გამოყენების ინსტრუქცია: მიიღეთ დრეში 3 აბი. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ თევზის გემო, მიიღეთ სადილის დროს.

მოგზაურობამდე 2 კვირით ადრე გააორმაგეთ დოზა, ნიიღეთ 2 აბი ყოველ ჭამაზე.

 

დროის ცვლილება

 

დროის ცვლილების გამო გამოწვეული დისკომპორტისგანსწრაფად გათავისუფლების საუკეთესო გზაა მიყვეთ ძილისა და გაღვიძების დროს იმ ქვეყანაში, სადაც ჩახვალთ. ეცადეთ, რომ იყოთ დაკავებული დღის განმავლობაში, დაიძინეთ მხოლოდ ღამით. ეს დაგეხმარებათ სწრაფად დროის კალაპოტში ჩაჯდომაში.

 

მელატონინის დანამატები

 

მელატონინი არის ბუნებრივი ჰორმონი, რომელსაც თქვენი სხეული გამოყოფს ღამით და გეხმარებათ ძილში. თქვენ ასევე უნდა მიიღოთ მელატონინის დანამატები, თუ გადაკვეთავთ ბევრი დროის ზონებს, ეს დაგეხმარებათ სწრაფად შეეგუოთ ახალ დაძინება-გაღვიძების ციკლს.

 


 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



სუფთა
dfdfdf