ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

თავი 6 -  სუნთქვის შეფასება და გულმკერდის ტრავმები

ამ თავის მიზნები

  1. იმის გაცნობიერება, რომ რაგბისტებს ქოშინი შესაძლოა აღენიშნებოდეთ როგორც ფიზიკური დატვირთვის, ასევე სერიოზული ტრავმის გამო.
  2. ნორმალური და პათოლოგიური სუნთქვის ნიშნების დიფერენცირება.
  3. გულმკერდის კედლისა და ფილტვების ტრავმების გაცნობა.
  4. იმის გააზრება, რომ პათოლოგიური სუნთქვა შესაძლოა დაკავშირებული იყოს გულის შეტევასთან ან შინაგან სისხლდენასთან.

 

ათლეტური სუნთქვა

სპორტსმენები სწრაფად სუნთქავენ. მატჩისა თუ ვარჯიშის უმეტეს შემთხვევებში, ისინი ან ძლიერი ფიზიკურ სამუშაოს ასრულებენ ან ასეთი სამუშაოს შესრულების შემდგომი აღდგენის პროცესში არიან. დაშავებული ან შეუძლოდ მყოფი მოთამაშეც შესაძლოა სწრაფად სუნთქავდეს. მოსვენებულ მდგომარეობაში უმრავლესობა სუნთქავს 15 სუნთქვა/წუთში სიხსირით და თითოეული ჩასუნთქვა დაახლოებით ერთი და იმავე სიღრმისა და ხანგრძლივობის იქნება.


ნორმალურ წყნარ სუნთქვაში ჩართულია დიაფრაგმა, თხელი კუნთოვანი “ფურცელი”, რაც გულმკერდსა და მუცლის ღრუს გამოყოფს ერთმანეთისგან. დიაფრაგმა სუნთქვისას ზევით-ქვევით მოძრაობს, და ეხმარება ფილტვებში ჰაერის მიწოდებას. ნეკნთაშუა კუნთები ასევე ხელს უწყობს გულმკერდის გაფართოებას, რათა ხელი შეუწყოს სუნთქვისას ჰაერის შეწოვასა და გამოდევნას.

როცა ადამიანი სწრაფად სუნთქავს, სუნთქვის სიხშირე მატულობს და გულმკერდის უფრო მეტი კუნთია ერთვება სუნთქვასი. ამას სუნთქვითი მუშაობა ეწოდება. ამ დროს აღინიშნება მუცლის კუნთების, ნეკნებისა და კისრის კუნთების მუშაობაც კი, რათა ხელი შეუწყონ სუნთქვას. თუ სუნთქვითი მუშაობა დროის განმავლობაში მცირდება, ეს კარგი ნიშანია. მაგრამ თუ სუნთქვის სიხშირე და მუშაობა არ მცირდება ან პირიქით, მატულობს, ეს შემაშფოთებელი ნიშანია და დახმარება დაუყოვნებლივ გამოსაძახებელია.

ციანოზი

სისხლის წითელი პიგმენტი - ჰემოგლობინი, პასუხისმგებელია შებოჭოს ჟანგბადი და უზრუნველყოს მისი ტრანსპორტირება მთელს ორგანიზმში. ჟანგბადის მოლეკულასთან ბმული ჰემოგლობინი ღია წითელი ფერისაა და განაპირობებს ტუჩების, ღრძილებისა და ენის მოწითალო შეფერილობას. ჟანგბადის გარეშე ჰემოგლობინი ლურჯ ფერს იღებს. თუ სუნთქვა არა ეფექტურია და ფილტვებს მიეწოდება არასაკმარისი ჟანგბადი რათა ისევ შეიბოჭოს ჰემოგლობინის მიერ, მაშინ ტუჩებს და ენას ლურჯი ელფერი დაედება. ამ ლურჯ შეფერილობას ციანოზი ეწოდება.

 

ციანოზი შესაძლოა თითებზეც აღინიშნებოდეს ცივი ამინდის დროს და ამას პერიფერიული ციანოზი ეწოდება. ეს არ არის სუნთქვის არა ეფექტურობის ნიშანი, მანამ სანამ ტუჩებს და ენასაც არ შეეცვლება ფერი (ცენტრალური ციანოზი), არამედ უბრალოდ სიცივეზე რეაქციას შეიძლება მიანიშნებდეს. ცენტრალური ციანოზი ყოველთვის ყურადსაღებია და სუნთქვის შეფასების დროს ყოველთვის უნდა ვეძებოთ მისი არსებობა. თუ ხედავთ ცენტრალურ ციანოზს, დაშავებული ვერ უზრუბნველოყოფს ორგანიზმს საკმარისი ჟანგბადით და თქვენ სასწრაფოდ დახმარება დაგჭორდებათ. ჟანგბადის ნაკლებობას ჰიპოქსია ეწოდება და ჰიპოქსიური ადამიანი შესაძლოა დაიღუპოს.

 

 

სწრაფი სუნთქვა

 

სწრაფი სუნთქვის პოტენციური მიზეზები

  1. ნორმალური - ვარჯიშის შემდგომ.
  2. ტკივილი ან პანიკა/შფოთვა.
  3. გულმკერდის კედლის ან ფილტვების დაზიანება.
  4. სხვა დაზიანებები - შოკი ან სისხლდენა.
  5. ჯანმრთელობის პრობლემები, მაგალითად ასთმა.

ათლეტი ბევრი მიზეზის გამო შეიძლება სუნთქავდეს სწრაფად, რომელთგან უმრავლესობა არ მიუთითებს სერიოზულ დაზიანებაზე. ეს მაშველისთვის ძალიან ართულებს სუნთქვის შეფასებას. თუმცა ფიზიკური დატვირთვისა და დროებითი ტკივილის გამო გახშირებული სუნთქვა რამდენიმე წუთში დაუბრუნდება ნორმას. პანიკაში მყოფ სპორტსმენს შესაძლოა უფრო ხანგრძლივად აღენიშნებოდეს სწრაფი სუნთქვა, მაგრამ მათი დაიმედება იმით, რომ დახმარება უკვე გზაშია, შეიძლება მათ დამშვიდებაში დაეხმაროს.

 

გულმკერდის კედლისა და ფილტვის დაზიანებები

გულმკერდის კედლის ან ფილტვის დაზიანების დროს მოთამაშის ზოგადი მდგომარეობა შესაძლოა ძალიან ცუდი იყოს და აღნიშნავდეს ძლიერ ტკივილს გარკვეულ ადგილას. გულმკერდის დაზიანებები როგორც წესი მსუბუქია, მაგრამ ძალიან მტკივნეულია. თუმცა, ყველა ის, ვინც ფიქრობთ რომ მიიღო ასეთი ტრავმა, უნდა იქნეს გასინჯული ექიმის მიერ. პრობლემა თვით გულმკერდის კედლის დაზიანება კი არაა, არამედ ნეკნების ქვეშ მოთვსებული ფილტვები და გული, რომელთა დაზიანებაც უნდა გამოირიცხოს. 

 

გულმკერდის კედლისა და ფილტვების დაზიანების ნიშნები

  1. მოთამაშე ძალიან შეწუხებულია ძლიერი ტკივილის ან სუნთქვის გართულების გამო.
  2. შესაძლოა მოახდინოს ტკივილის ლოკალიზაცია გარკვეულ ადგილას.
  3. შესაძლოა ჰქონდეს ნეკნების მტკივნეულობა ან შეშუპება, ანდა შესაძლოა ნეკნების მოძრაობა შეიგრძნოთ.
  4. სიმპტომები დროთა განმავლობაში არ უმჯობესდება.
  5. ფილტვის დაზიანების დროს შეამჩნევთ, რომ, გულმკერდის ცალი მხარე ისე არ მოძრაობს როგორც მეორე.

 

ნეკნთა ხრტილების დაზიანებები

ადამიანს აქვს 12 წყვილი ნეკნი, რომელთა დაახლოებით 2/3 ძვლოვანი, ხოლო 1/3 ხრტილოვანი ნაწილისგან შედგება. ხრტილოვანი ნაწილი წინ მდებარეობს და მათი საშუალებით ნეკნები ერთმანეთს უკავშირდება. სწორედ ამ ნაწილშია სადაც მოთამაშეს შეასაძლოა აღენიშნოს “გამოვარდნილი ნეკნის ხრტილი”. ეს მცირე, მაგრამ ძალიან მტკივნეული დაზიანებაა, გამოხატული ლოკალიზებული ტკივილით წინა ქვედა ნეკნებზე, და სუნთქვის დროს, ტკივილით დაზიანებულ სახსარზე. ეს მოიცავს ხრტილოვან სახსრებს, რითაც ნეკნები ერთმანეთს ერწყმის და ქმნის გულმკერდის კედლის წინა ქვედა ნაწილს.

 

ნეკნებისა და მკერდის ძვლის მოტეხილობა

ნეკნებზე შესაძლოა აღინიშნებოდეს დაბეჟილობა ან მოტეხილობა. ეს იწვევს ტკივილს სუნთქვის დროს “გამოვარდნილი ნეკნის ხრტილის” მსგავსად, მაგრამ დაშავებულმა შეიძლება ტკივილი აღნიშნოს უფრო უკან ნეკნების გაყოლებაზე მათ ძვლოვან ნაწილში. ნეკნებზე მსუბუქი შეხება შესაძლოა იყოს ან არ იყოს მტკივნეული, და შეუძებელია უბრალო დაბეჟილობის და მოტეხილობის დიფერენცირება მოედანზე (და ასევე ჰოსპიტალშიც). უფრო უსაფრთხოა, რომ გადაწყვეტილება დაეფუძნოს იმას, თუ მოთამაშეს შეუძლია ნორმლურად სუნთქვა თუ არა, და თუ იგი ფიქრობს რომ ძალიან მტკივნეული იქნება ხელმეორედ ამ ადგილში კონტაქტის მიღება.

 

მოტეხილმა ნეკნმა შესაძლოა განაპირობოს მის ქვეშ მდებარე ფილტვის გარშემო სისხლდენა (ჰემოთორაქსი) ან მოტეხილი წვეტიანი ბოლოთი გახვრიტოს კიდეც ფილტვი (პნევმოთორაქსი) და მისი დაჩუტვა (კოლაფსირება) გამოიწვიოს. შესაბამისად, ნეკნის მოტეხილობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ, მოთამაშე უნდა გამოვიყვანოთ მოედნითან და მოსვლამდე არ დავტოვოთ მარტო სანამ მას სამედიცინო პერსონალი გასინჯავდეს.


ქვედა ნეკნები ასევე იცავს მუცლის ღრუს სხვა ორგანოებსაც, მარჯვნივ - ღვიძლს, მარცხნივ - ელენთას და გარკვეულწილად უკნიდან - თირკმელებს. შესაბამისად, ნეკნის დაზიანება შესაძლოა ასევე ნიშნავდეს ნებისმიერი ამ ორგანოს დაზიანებასაც.

 

მკერდის ძვლის (სტერნუმის) ტრავმა განსხვავდება იმით, რომ გული მოთავსებულია უშუალოდ დაზიანებული ნაწილის ქვეშ. ისინი ვინც მკერდის ძვლის ტრავმა მიიღო და აღნიშნავენ მტკივნეულ “ტკაცუნს” ესაჭიროებათ შემოწმება საავადმყოფოში.

 

ფილტვების დაზიანებები

ფილტვები ღრუბლისებრი კონსისტენციის წყვილი ორგანოა, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმში ჟანგბადის მიწოდებას და დაგროვილი ნახშიროჟანგის გამოყოფას. ისინი იბერება და იჩუტება ბუშტის მსგავსად და შეიძლება გაიხვრიტოს ძვლის ბასრი ბოლოთი მოტეხილი ნეკნის დროს ან უბრალოდ ძლიერი ბოჭვით გამოწვეული შეჯახებით. გახვრეტა იწვევს “ფილტვის კოლაფსს”(დაჩუტვას) ანუ პნევმოთორაქსს.

 

პნევმოთორაქსი

ფილტვის კოლაფსისას შესაძლოა აღინიშნებოდეს გულმკერდის მწვავე ტკივილი, რაც ძლიერდება ჩასუნთქვისას. უმეტესი ჯანმრთელი ახალგაზრდა ზრდასრული ნორმალურად იტანს ფილტვის კოლაფსს, მაგრამ შეიძლება გამოეხატებოდეთ ციანოზი,თუ ჯანსაღი ცალი ფილტვით ვერ აწვდის ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს. შესაძლოა აღინიშნებოდეს გულმკერდის კედლის დაზიანების ნიშნები, როგორიცაა ტკივილი და ჭარბი მგრძნობელობა მოტეხილი ნეკნის გამო რაც “ჩხვლეტს” ფილტვს, ანდა გულმკერდის დათვალიერება შესაძლოა ნორმალური იყოს, თუ პნევმოთორაქსი “სპონტანურია”.

ჰემოთორაქსი

ფილტვების გარშემო სისხლდენა ასევე აფერხებს მათ ნორმალურ მუშაობას. სისხლდენა როგორც წესი გულმკერდის დაზიანებული კედლიდან მომდინარეობს, თუმცა შესაძლოა თვით ფილტვიდანაც წამოვიდეს, თუ მოტეხილი ნეკნის წვეტიანი ბოლოთი ჭრის ფილტვის ქსოვილს. გულმკერდის ღრუში სისხლდენა იწვევს სუნთქვის გახშირებას და სუნთქითი მუშაობის გაძლიერებას. გულმკერდის დაზიანებული მხარე შესაძლოა ისე არ მოძრაობდეს როგორც ჯანსაღი მხარე. დაშავებულს შესაძლოა გამოიყურებოდეს ფერმკრთალი ცირკულაციიდან სისხლის დაკარგვის გამო. მას შესაძლოა აღენიშნებოდეს დაბნეულობა, აჟიტირება, “შოკისა” და თავის ტვინის ჰიპოქსიის გამო.

ფილტვის ყველა დაზიანება უნდა ჩაითვალოს საგანგებო მდგომარეობად და პაციენტი სასწრაფო დახმარების მანქანით უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში:

  1. წამოაჯინეთ დაშავებული (სუნთქვა უფრო მარტივია მჯდომარე მდგომარეობაში).
  2. დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას.
  3. დაამშვიდე და დაეხმარე მას.

 

სწრაფი სუნთქვა

 

გახშირებული სუნთქვა სხვა მიზეზების გამო - სისხლდენა

ეს საკითხი დაწვრილებით იქნება განხილული თავში შოკის შესახებ.

ცირკულაციის მეშვეობით ხდება ორგანიზმის მომარაგება აუცილებელი ნივთიერებებით, როგორიცაა ჟანგბადი და გლუკოზა, და ორგანიზმიდან ნარჩენი პროდუქტების - ნახშიროჟანგის გამოტანა. თუ დავკარგავთ სისხლის მნიშვნელოვან რაოდენობას შინაგანი ან გარეგანი სისხლდენის გამო, შეიძლება დაირღვეს ცირკულაციის უნარი რომ უპასუხოს ორგანიზმის ჟანგბადის მოთხოვნილებას. შედეგად, ერთ-ერთი ცვლილება რაც მოხდება არის ის, რომ თავის ტვინი გამოიწვევს რომ ვისუნთქოთ უფრო ხშირად, რათა ჩავისუნთქოთ მეტი ჟანგბადი და გამოვდევნოთ მეტი ნახშიროჟანგი. დაშავებულებს რომელთაც არასაკმარისი სისხლი აქვთ ცირკულაციაში, შეიძლება აღენიშნებოდეთ სიფერმკრთალე, დაბნეულობა და შესაძლოა სუნთქავდნენ უფრო ხშირად, ვიდრე სიტუაციისგან იქნებოდა მოსალოდნელი.

 

დაიმახსოვრეთ, რომ სისხლის ჭარბი რაოდენობით დაკარგვის მერე მცირე დროა საჭირო რათა შოკის ნიშნები გამოვლინდეს. სუნთქვის ადრეული პრობლემები მეტწილად მიგვითითებს ტკივილსა და ტრავმაზე.

 

ჯანმრთელობის სხვა პრობლემები და ასთმა ცალკე თავში იქნება განხილული.

სუნთქვის სიხშირის შემცირება

ეს შედარებით იშვიათი, მაგრამ მეტად შემაშფოთებელი ნიშანია. დაშავებული ან შეუძლოდ მყოფი მოთამაშე ვინც ძალიან იშვიათად ან არათანაბრად სუნთქავს, შეიძლება მალე შეწყვიტოს სუნთქვა და შეიძლება უკვე განვითარებული ჰქონდეს გულის გაჩერება.

 

გულის შეტევის/გაჩერების ამოცნობა საკვანძო უნარია და ამ კურსის ფუნდამენტური ნაწილია და სხვა თავში დეტალურად იქნება განხილული. თუმცა, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ახლანდელი გაიდლაინები მიგვითითებს, რომ ტრავმირებული რომელიც არ სუნთქავს ნორმალურად და აღენიშნება იშვიათი არარეგულარული (აგონური) სუნთქვა, უნდა ჩაითვალოს გულის გაჩერების შემთხვევად და უნდა დაიწყოს კარდიო-პულმონური რეანიმაციის ჩატარება როგორც აბსოლუტური პრიორიტეტი. როგორ უნდა დავეხმაროთ დაშავებულს რომელიც არ სუნთქავს, განხილულია გულის გაჩერების თავში.

 

სუნთქვის შეფასება

როდესაც სუნთქვას ვაფასებთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ სასუნთქი გზები გამავალია. დააკვირდით 10 წამის განმავლობაში, რომ დაადგინოთ ნორმალურად სუნთქავს იგი თუ არა.

    • გახსენით სასუნთქი გზები.
    • daakvirdiT გულმკერდი მოძრაობს თუ არა.
    • mousmineT ჰაერის ამოსუნთვას თქვენს სახეზე.
    • SeigrZeniT ჰაერი თქვენი ლოყით.

     

    გაუხსენით სასუნთქი გზები და daakvirdiT, mousmineT da SeirZeniT სუნთქვა მაქსიმუმ 10 წამის განმავლობაში

     

    დაშავებულის სუნთქვის შეფასებისას მთელი რიგი კითხვები უნდა გავითვალისწინოთ:

    • სუნთქავს დაშავებული dakvirveba, mosmena, SegrZnebis გამოყენებით?
    • სუნთქვა “ნორმალურია”?
    • სუნთქვა რეგულარულია თუ არა?
    • სუნთქვა გახშირებულია (>25 სუნთქვა/წთ) თუ შენელებული (<10 სუნთქვა/წთ)?
    • გულმკერდის ორივე მხარე თანაბრად მოძრაობს?
    • დაშავებული კანი ვარდისფერია თუ ლურჯი?

     

    უგონო მდგომარეობაში მყოფი დაშავებული შენელებული არარეგულარული სუნთქვით უნდა იმართოს როგორც გულის გაჩერების შემთხვევა და დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს კარდიო-პულმონარული რეანიმაცია.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf