ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

მიმოხილვა

ამ თავის დასრულების შემდეგ, თქვენ უნდა შეგეძლოთ დემონსტრირება სპორტში სახის ტრავმის საწყისი შეფესებისა და მართვის.

მიზნები

  1. სახის დაზიანების მქონე ტრავმირებული მოთამაშისთვის, განსაზღვრეთ შეფასების პრიორიტეტების სწორი მიმდინარეობა
  2. პირველადი და მეორადი დათვალიერების შესრულება ტრავმირებული მოთამაშის შეფასებისთვის
  3. სისტემური მიდგომის განვითარება, სახის დაზიანების მქონე მოთამაშის შეფასებისთვის
  4. რბილი და მყარი ქსოვილების მართვის სწორი მართვის გამოყენება
  5. როცა შემდგომი მკურნალობა და ჩარევაა საჭირო, მიმართეთ ექსპერტს დახმარებისთვის

შესავალი

სახის დაზიანება სპორტთან დაკავშირებული ტრავმების 8% შეადგენს. როცა სახის დაზიანება შეიძლება მასიური სისხლდენა გამოიწვიოს, პრაქტიკოსის ყურადღება არ უნდა გაიფანტოს და მანდ უნდა შეასრულოს სერიოზული ტრავმის მქონე მოთამაშეების მართვის და მკურნალობის საბაზისო პრინციპები.

როგორც ნათქვამია პირველ თავში - „მოთამაშის სერიოზული ტრავმის ან დაავადების შეფასება და მკურნალობა, მოითხოვს ტრავმის ან დაავადების სწრაფ შეფასებასა და დაწყებას შესაბამისი სიცოცხლის ან კიდურის გადარჩენაზე ზრუნვას დაცულ გარემოში. - სისტემური მიდგომა არის მოთხოვნილი“.

როცა პირველადი დათვალიერება და ნებისმიერი აღდგენა შესრულდება, შემდეგ საჭიროა სხვა ტრავმების შეფასება და მართვა, როცა სრულდება მეორადი დათვალიერება. ეს არის ის დრო, როცა ჩვეულებრივ სახის დაზიანებები ისაზღვრება.

სპორტულ არენაში, სახის დაზიანების მქონე პაციენტებს ჩვეულებრივ შეუძლიათ საკუთარი სასუნთქი გზების დაცვა. თუმცა, თუ პაციენტს აქვს დაქვეითებული გონებაზე ყოფნის დონე, სერიოზული შუა სახის მოტეხილობა, რაც იწვევს სისხლდენას პირის ღრუში, მაშინ სასუნთქი გზები არის რისკის ქვეშ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მოთამაშე ზურგზე წევს. სასუნთქი გზების პრობლემების მართვა განხილულია პირველ თავში.

უმნიშვნელოვანესია, მეორადი დათვალიერება განხორციელდეს სტრუქტურული მეთოდით. ამ გზით, ორივე, რბილი და მყარი ქსოვილები მოწმდება, ამ შემთვევაბაში არაფერია გამოტოვებული, პირველ რიგში პირის ღრუ.

რბილი ქსოვილები

მნიშვნელოვანი გზავნილი, სახის რბილი ქსოვილის დაზიანების მქონე მოთამაშის მართვაში არის, ჭრილობის გასუფთავება ყველა ნარჩენისგან - კბილის ჯაგრისით გასუფთავება, ხშირად არის სასარგებლო.

რისი მიღწევას ცდილობთ, როცა რბილი ქსოვილების დაზიანების მართვისას?

  • ოპტიმალური მკურნალობა, მინიმალური ესთეტიკური ან ფუნქციური დეფიციტით
  • მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილება
  • დაზიანებული ქსოვილის აღდგენა
  • მინიმალური ნაიარევის დატოვება

სახის დაზიანების მართვის პრინციპები

  • სხვა ტრავმების შეფასება
    • პირველადი დათვალიერება
    • მეორადი დათვალიერება
  • ჭრილობის გასუფთავება
    • ფიზიოლოგიური ხსნარით ზედმიწევნით გასუფთავება, რადგა დაბინძირებულმა ჭრილობამ კვალი დატოვოს სამუდამოდ

კონტუზიები და გახეხილობები

კონტუზია ასახავს რბილი ქსოვილის ტრავმას და ის დაკავშირებულია მგრძნობელობასთან, დასიებასა და სისხლჩაქცევასთან. მკურნობა არის, ყინულის დადება დაზიანებულ ადგილზე. ეს ტრავმები მოსალოდნელია, რომ რამდენიმე დღიდან 1 კვირამდე პერიოდში აღმოიფხვრება. გახეხილი ტრავმა არის, კანის ნაწილობრივი-სიმკვრივის დაკარგვა, რაც გამოწვეულია მჭრელი ძალით. ადეკვატური გასუფთავება სრულდება ადგილობრივი ანტიბიტიკური საცხის გამოყენებით, ერთ კვირის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ საკმარისი. ჩვეულებრივ ის პროგრესირებს ფუფხის ჩამოყალიბებამდე და შემდეგ სრულად აღმოიფხვრება.

ცხვირიდან სისხლდენის მართვა

თუ, სათამაშო მოედანზე ცხვირიდან სისხლდენა იჩენს თავს, კარგი დაოყოვნებლივი ქმედებაა, დენტალური ბამბის რგოლების მოთავსება ცხვირში - დენტალურ საანესთაზიოში წინასწარ გაჟღენთილი რგოლების თითო ნესტოში მოთავსება და ცხვირზე ზეწოლის შენარჩუნება. გააჩერეთ თავი წინ, რადგან ეს ხელს უწყობს სისხლის წინ და გარეთ დენას, ცხვირის ან პირის გავლით. ამ გზით დროს იგებთ სისხლის შეჩერებით, სანამ ტრავმირებული მოთამაშე მიგყავთ სამედიცინო ოთახში.

თუ, სისხლდენა არის მდგრადი მიუხედავად სწორად შესრულებული ზეწოლითა და ცხვირში მოთავსებით, მაშინ სამედიცინო პრაქტიკოსმა შეიძლება გაითვალისწინოს:

  1. Merocel-ის ცხვირის საფენი - ეს უნდა მოთავსდეს ორივე ნესტოში და შემდეგ, 5მლ წყალი უნდა იყოს შეშვებული მათში, რათა ისინი გადიდნენ. დამატებით, ასევე გამოიყენეთ თითებით გარე ზეწოლა.
  2. “Rapid Rhino” - ეს არის, ასევე ორივე ცხვირში მოთავსება. მაგრამ, ახლა 5-10მლ უნდა იყოს შეშვებული გასაბერ ზონდში.

თუ, სისხლდენა არის უკონტროლო, მაშინ ადგილობრივ გადაუდებელი დამხარების დეპარტამენტში მიმართვაა საჭირო.

მყარი ქსოვილები

ეს შეიძლება გაიყოს 3 ნაწილად:

  • ზემო სახე - შუბლის ძვალი
  • შუა სახე - ცხვირი, თვალის ბუდე, ყვრიმალი და ზედა ყბის ძვალი
  • ქვემო სახე - ქვედა ყბა

შემოწმება

  • შეხედეთ სახის ასიმეტრიულობას. დადექით პაციენტის პირდაპირ და შეხედეთ უხეშ ასიმეტრიულობას. ზემოდან და უკნიდან შეხედეთ დაბლა შეამოწმოთ ყვრიმალების დონე.
  • დაათვალიერეთ არის თუ არა დაბეჟილობა, გასიება, გახეთქვა, ქსოვილის დაკარგვა, უცხო სხეულები და სისხლდენა.
  • დაათვალიერეთ თვალი
    • შეამოწმეთ თვალის მოძრაობა
    • შეაფასეთ გუგები
    • შეამოწმეთ ჰიფემა
    • თუ ეჭვია თვალის ტრავმაზე, მაშინ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის მეშვეობით სასწრაფოდ მიმართეთ ოფთალმოლოგს, თუ საჭიროა
  • დაათვალიერეთ ცხვირი
    • მოსინჯეთ ცხვირის სირბილე
    • შეხედეთ დეფორმაციას
    • შეამოწმეთ ჰაერის მოძრაობა ორივე ნესტოთი
    • შეხედეთ სეპტალურ ჰემატომას
  • ყურები
    • დაათვალიერეთ ყურის გახევა ან გასიება
  • პირი და ყბა
    • შეამოწმეთ ენა და პირის ღრუ, ასევე მყარი და რბილი სასები
    • მოსინჯეთ ქვედაყბა და საფეთქლის-ქვედა ყბის სახსარი, რათა შეამოწმოთ მობილურობა და ჭრიალი. ასევე ნახეთ დაბეჟილობა, შიდა პირის ღრუსიც.
    • შეამოწმეთ Le Fort მოტეხილობა (იხილეთ ქვემოთ)
    • შეამოწმეთ კბილები. დაუკვირდით მოძრობილ ან მორყეულ კბილებს. ნახეთ თანკბილვის ანომალია. თუ, კბილი არის მოძრობილი, იყო ის გადაყლაპული?

თვალის ბუდე

თვალის ბუდე იყოფა რამდენიმე ნაწილად:

  • თვალის ბუდის ჩარჩო - სქელი ძვლის სტრუქტურა, რაც მოიცავს თვალის ბუდის რგოლსა და ყვრიმალის რკალს
  • თვალის ბუდის კედლები - თხელი კედლები, რომელიც შეადგენს ღია პირამიდას

თვალის ბუდის ძირის მოტეხილობა

თვალის ბუდის კედლების არის თხელი და მგრძნობიარე მოტეხილობისთვის, პირდაპირი ზეწოლით სფეროზე. ამრიგად, მნიშვნელოვანია თვალის ბუდის კედლის მოთეხილობის ნიშნების შეფასება.

თვალის ბუდის ქვედა კედლის მოტეხილობა

თვალის ბუდის ქვედა კედლის მოტეხილობის ნიშნები მოიცავს:

  • თვალის ბუდის სისხლჩაქცევა - ქუთოთოები/კონიუქტივა/სკლერა
  • თვალის გუგის შემცირება
  • ენოფტალმი
  • დიპლოპია და თვალის მოძრაობის შემცირება

დიპლოპია შეიძლება იყოს წარმავალი ან ქრონიკული

წარმავალი დიპლოპია

სისხლის ჩაღვრა ექსტრაოკულარულ კუნთებში და მის გარშემო ხელს უშლის მოქმედებას, რომელიც საჭიროა თვალის მოძრაობის კოორდინაციის შენარჩუნებისთვის - უფრო აშკარაა, ზემოთ და ქვემოთ გახედვაზე და ვლინდება ტრავმის მიღებიდან რამდენიმე დღეში.

ქრონიკული დიპლოპია

მოძრაობის მუდმივი შეზღუდვა კონკრეტულ მიმართულებით შეიძლება გახდეს აშკარა და ეს სავარაუდოდ, გამოწვეულია ექსტრაოკულარული კუნთების ქმედების აშლილობით. ამის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი არის ქვედა სწორი კუნთის შეზღუდვა, თვალის ბუდის ქვედა ძირის მოტეხილობაში.

ამ შემთხვევას, სჭირდება ყბა-სახის განყოფილებაში მიმართვა, რათა მოხდეს ჩარევა და მართვა

თვალის ბუდის შუა კედლის მოტეხილობა

თვალის ბუდის შუა კედლის მოტეხილობის ნიშნები მოიცავს:

  • ეპისტაქსისი
  • ქირურგიული ემფიზემა
  • ენოფტალმი
  • ჰორიზონტაური დიპლოპია

რეტრობულბარული ჰემორაგია

თვალის ბუდის გარშემო მოტეხილობისას, მნიშვნელოვანია, ყურადღებით იყოთ პოტენციური რეტრობულბარული ჰემორაგიზე, ტრავმის მიღებიდან მეხუთე დღის შემდეგ. მნიშვნელოვანია მოთამაშეს ამცნოთ, რომ ის დარჩეს კონტაქტზე და თუ, თავს იჩენს რაიმე ამასთან დაკავშირებით, მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ სამედიცინო გუნდს.

სპეციფიკურ ნიშნებს, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოს პრაქტიკოსმა, პოტენციური რეტრობულბარული ჰემორაგიისთვის მოიცავს:

  • პროტოზი - თვალის კაკალი გამოწეულია წინ და თვალზე წნევა ავლენს დაჭიმულ სტრუქტურას, არა ნორმალურ რბილ თვალის კაკალს
  • ოფთალმოპლეგია
  • ტრავმის პროპორციულობაზე უფრო ძლიერი ტკივილი
  • შემცირებული ხედვის სიმახვილე

თუ, შეუძლებელია ქუთოთოების გაღება, მაშინ ხედვის სიმახვილის შეფასების კარგი გზაა სანათიანი კალმის აღება და ქუთოთოს ზემო ნაწილის თავში მინათება. თუ, პაციენტს შეუძლია „სინათლის დანახვა“, მაშინ ხედვის სიმახვილე არის ასე თუ ისე კარგი, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება უზრუნველყოთ რეგულარული შემოწმება.

ყვრიმალის მოტეხილობა

ყვრიმალის მოტეხილობის ნიშნები და სიმპტომები:

  • სისხლჩაქცევები თვალის გარშემო
  • ეპისტაქსისი
  • ქვეკონიუქტიური ჰემორაგია
  • დიპლოპია
  • ენოფტალმი/ეკზოფტალმი
  • თვალის ბუდის ქვემო ანესთეზია
  • დეფორმაცია
  • ყბის შეზღუდული მოძრაობა
  • კანქვეშა სისხლჩაქცევა

Le Fort ტრავმები

Le Fort ერთი

დაიჭირეთ ცხვირის ძვალი ერთი ხელით და ზემოყბა მეორე ხელით. შეეცადეთ გაამოძრაოთ ხელი, რომლითაც გიჭირავთ ზემოყბა. [მოხსენით კაპი, კბილის პროთეზი] თუ, ხელი მოძრაობს ესეიგი ზემოყბა მოტეხილია და ეს არის Le Fort-ის ერთი მოტეხილობა.

Le Fort ორი

დაიჭირეთ ზედაყბა ერთი ხელით და თვალის ბუდის გვერდითი კედელი მეორე ხელით. შეეცადეთ გაამოძრაოთ ხელი, რომლითაც გიჭირავთ ზედაყბა. თუ, ხელი მოძრაობს, მაშინ ზედაყბა, შუა სახის ჩათვლით, მოტეხილია და ეს არის Le Fort-ის მეორე მოტეხილობა.

პაციენტი, რომელზეც არის სახის ძვლის მოტეხილობის ეჭვი, გადაყვანილი უნდა იყოს ადგილობრივ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში შემდგომი შეფასების, ჩარევისა და მკურნალობისთვის.

ცხვირის ძვლის მოტეხილობა

თუ, უხეშად მოტეხილობით გადაადგილებულია, მაშინ შესაძლებელია ზეწოლით უკან შუა ხაზზე დაბრუნება, თუ ეს კეთდება ტრავმის შემდგომ მალევე, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული!!!!!! შეხედეთ ცხვირის ტიხარს, რადგან ძირითადი ჩივილი არის, რომ ისინი ვერ სუნთქვენ ტიხრის გადაადგილების გამო. ასევე, მნიშვნელოვანია ტიხრული ჰემატომის შემოწმება. თუ, ეს იჩენს თავს, მაშინ ეს მითხოვს სასწრაფოდ ოტორინოლარინგოლოთან მიმართვას დრენაჟისთვის.

ქვედაყბის მოტეხილობა

ქვედა ყბის მოტეხილობის ნიშნები და სიმპტომები:

  • პარაესთეზიის ან ანესთეზის გავრცელება ქვედა კბილისა და მენტალური ნერვისთვის
  • დათვალიერება
    • დეფორმაციის ზომა
    • თაღის ფორმის დაკარგვა
    • თანკბილვის ანომალია; წინა ქვედა და ზედა კბილებს შორის სივრცე
    • სუბლინგვური ჰემატომა
    • რღძილში სიხდლენა ან გახევა
    • მორყეული ან დაკარგული კბილი
  • პალპაცია
    • ნაწილების მორყეულობა
    • ბუკალური ან ლინგვური ღარის დეფექტის ზომა

პაციენტი, რომელზეც არის ქვედა ყბის მოტეხილობის ეჭვი, გადაყვანილი უნდა იყოს ადგილობრივ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში შემდგომი შეფასების, ჩარევისა და მკურნალობისთვის.

მომძვრალი კბილი

კაპის გამოჩენის შემდეგ ეს უკვე ნაკლებად ხდება. პროგნოზი რეპლანტაციის შემდეგ,  კბილის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივების საპირისპიროდ პროპორციულია, კბილის ფოსოდან ამოვარდნის გაგრძნობითობის ხანგრძლივობისა. მკურნალობის არჩევანია, კბილის რეპლანტირება და დასტაბილურება, რაც შეიძლება მალე.

ყველა მაღალი წარმატების მიღწევა არის, თუ კბილი დაოყოვნებლივ ჩასმულია უკან ფოსოში, მაგრამ ეს შესაძლებლობისთვის მხოლოდ 2 საათიანი ფანჯარაა. მნიშველოვანი ფაქტორია, კბილის პერიოდონტალური იოგის შენახვა, ამრიგად კბილების ფესვის ფრთხილი დაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფესვი არ უნდა იყოს გახეხილი, რადგან ეს დააზიანებს ფესვის სუსტ უჯრედებს, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ შთანთქმა ან ანკილოზი. თუ შესაძლებელია, მოახდინეთ კბილების რეიპლანტირება ფოსოში. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ბუკალურ ღარზე დაყრდნობა არის გონივრული ალტერნატივა. მოთამაშემ სტომატოლოგი უნდა ნახოს, რაც შეიძლება სწრაფად.

შეჯამება

სახის დაზიანების მართვა მოითხოვს, სტანდარტულ სისტემატურ მიდგომას შეფასებისა და მკურნალობისთვის.

სპორტულ არენაში, სახის დაზიანების მქონე პაციენტებს ჩვეულებრივ შეუძლიათ სადამცველო რეფლექსებით საკუთარი სასუნთქი გზების დაცვა,  მაგრამ არსებობს გარემოებები, სადაც შეიძლება ეს შემთხვევა არ იყოს.

სასიცხლოდ მნიშვნელოვანია, დათვალიერების შესრულება ორგანიზებულად კონტრილირებული მეთოდით. ამ გზით, რბილი და მყარი ქსოვილები იქნება შემოწმებული, იმ იმედით, რომ არ გამორჩება არაფერი, მათ შორის პირის ღრუ.

მნიშვნელოვანი გზავნილი, სახის რბილი ქსოვილის დაზიანების მქონე მოთამაშის მართვაში არის, ჭრილობის გასუფთავება ყველა ნარჩენისგან და სწორი მართვის მეშვეობით, ხელის შეწყობა ოპტიმალური აღდგენისთვის მინიმალური ესთეტიკური ან ფუნქციური დეფიციტით და დაზიანებული ქსოვილის აღდგენა და მინიმალური ნაიარევის დატოვება.

მყარი ქსოვილის დაზიანების მართვისას, სისტემური შემოწმებას უმნიშვნელოვანესია, შეხედოთ სახის ასიმეტრიულობას, შეამოწმოთ დაბეჟილობა, გასიება, გახეთქვა, ქსოვილის დაკარგვა, უცხო სხეულები და სისხლდენა.

ყველა შემთხვევაში, თქვენ უნდა დარწმუნდეთ დიაგნოზში და/ან აუცილებელი მკურნალობისთვის მიმართეთ შესაბამის სპეციალისტს, ჩვეულებრივ უახლოეს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში მისვლით.

სწავლების მნიშვნელოვანი პუნქტები

  • განსაზღვრეთ, სახის ტრავმის დაზიანების მქონე მოთამაშის შეფასების სწორი პრიორიტეტების მიმდინარეობა
  • შეასრულეთ ტრავმირებული მოთამაშისთვის პირველადი და მეორადი დათვალიერება
  • სისტემური მიდგომის განვითარება, სახის დაზიანების მქონე მოთამაშის შეფასებისთვის
  • რბილი და მყარი ქსოვილების მართვის სწორი მართვის გამოყენება
  • როცა შემდგომი მკურნალობა და ჩარევაა საჭირო, მიმართეთ ექსპერტს დახმარებისთვის

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf