ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

ბურთიანი მოთამაშე ვალდებულია:

  • ბურთი ეჭიროს ორ ხელში
  • მაქსიმალურად ირბინოს თავისუფალ სივრცეში და ერიდოს კონტაქტს
  • მოწინააღმდეგის პირისპირ, ეცადოს წაიყვანოს ის ერთი მიმართულებით (დააფიქსიროს მცველი) და შემდეგ აერიდოს მას სირბილის მიმართულების ან სისწრაფის შეცვლით.
  • გადაადგილდეს თავისუფალ სივრცეში, რომელიც მათ შექმნეს
  • აჩქარდეს პირდაპირ, რათა გასცდეს თავისუფალ სივრცეს

„შეტყდომა“

ბურთიანი მოთამაშე ვალდებულია:

  • ეთამაშოს  უახლოეს მცველს. ირბინოს მიკენ მისი პოზიციის დასაფიქსირებლად
  • მცველის სიახლოვეს, ერთ-ერთი ფეხის მძლავრი ბიძგით, შეცვალოს სირბილის მიმართულება (მაგ. მარჯვენა ფეხი-მარცხნივ წასასვლელად და პირიქით).
  • აჩქარდეს მცველისაგან რაც შეიძლება შორს, რათა გამოიყენოს მისი შეყოვნება

„შემორბენა“

  ბურთიანი მოთამაშე ვალდებულია:

  • ეთამაშოს  უახლოეს მცველს. ირბინოს მიკენ მისი პოზიციის დასაფიქსირებლად, შეუტიოს „შიდა“ მხარეს.
  • მცველისგან საკმაო მანძილზე შეცვალოს სირბილის მიმართულება და წავიდეს „გარეთ“ არსებულ თავისუფალ სივრცეში
  • აჩქარდეს მცველისაგან რაც შეიძლება შორს, რათა გამოიყენოს მისი შეყოვნება

სირბილი შეტევაში - ბურთიანის ახლო მყოფი მიმყოლი

მიმყოლი მოთამაშე ვალდებულია:

  • შეარჩიოს ისეთი პოზიცია, რომელიც საშუალებას მისცემს მაქსიმალურად დაეხმაროს ბურთიან მოთამაშეს. იდ    ეალური პოზიციაა ბურთიანის უკან, რათა ჰქონდეს  რეაგირების საშუალება მის მოქმედებებზე.
  • ჰქონდეს კომუნიკაცია ბურთიანთან
  • წინასწარ მოემზადოს იმ როლისათვის, რისი შესრულებაც მოუწევს მიხმარებისას, იყოს მზად, როგორც ამოგდებული ბურთის მისაღებად (ხელების პოზიცია),  აგრეთვე გადაყრაზე სათამაშოდ, თუ ამის აუცილებლობა იქნება.
  •  დაიცვას დისტანცია იმისათვის, რომ ჰქონდეს ბურთიანი მოთამაშის მოქმედებებზე რეაგირების საშუალება, უმჯობესია აჩქარდეს ბურთისაკენ/შევიდეს კონტაქტის ზონაში ვიდრე შეჩერდეს პასის მისაღებად
  • მიიღოს პასი/გავიდეს კონტაქტის ზონიდან და მიყვეს თამაშს

სირბილი შეტევაში - დავინახოთ თავისუფალი სივრცეები და შევუტიოთ მათ

მოთამაშეები ვალდებულნი არიან:

  • დააკვირდნენ დაცვის განლაგებას მათ წინ და დაიკაონ პოზიცია სივრცის შექმნისა და შეტევისათვის, სიღრმისა და სიგანის გათვალისწინებით
  • განსაზღვრონ როგორ დგას დაცვა:
  • სად არის ბზარი და პოტენციურად არათანაბარი დაპირისპირება, მაგ. ცენტრი ბურჯის წინააღმდეგ
  • დაცვაში მდგომი მოთამაშეების სხეულის მდგომარეობა და მათი განლაგება:
  • არიან განლაგებულნი ხაზად და მთელს სიგანეზე ასვლისათვის მზადყოფნაში თუ აქვთ ცუდი საწყისი პოზიცია და  კონცენტრირებულნი არიან კონტაქტის ზონაში
  • არის თუ არა თავისუფალი სივრცე დაცვის ხაზის უკან დიაგონალური დარტყმის ან „გადაკიდებისათვის“
  • მუდმივად აკვირდებოდნენ მოწინააღმდეგეს, რათა არ გამორჩეთ ცვლილებები დაცვის ხაზში
  • აცნობონ თანაგუნდელებს დაცვაში არსებული ბზარებისა და არათანაბარი დაპირისპირებების შესახებ
  • სწრაფად და თამამად შეუტიონ თავისუფალ სივრცეებს პარტნიორების დახმარებით უპირატესობის ხაზის გადასაკვეთად

სირბილი დაცვაში

მოთამაშეები ვალდებულნი არიან:

  • დააკვირდნენ შეტევის განლაგებას მათ წინ და დაიკაონ პოზიცია სივრცის დასაცავად
  • განსაზღვრონ როგორ დგას თავდასხმა:
  • სად აქვს თავდასხმას რიცხობრივი უპირატესობა
  • სად არის პოტენციურად არათანაბარი დაპირისპირება, მაგ. ცენტრი ბურჯის წინააღმდეგ
  • როგორია შეტევის ორგანიზაცია და დგომი: ღრმა, ბრტყელი, ვიწრო თუ განიერი ?
  • მუდმივად აკვირდებოდნენ მოწინააღმდეგეს, რათა არ გამორჩეთ ცვლილებები შეტევის ხაზში
  • აცნობონ თანაგუნდელებს შეტევის ორგანიზების, ინტერვალებისა და არათანაბარი დაპირისპირებების შესახებ
  • მოახდინონ დაცვის სწრაფი რეორგანიზაცია, რათა ბურთიან მოთამაშეს შეუმცირონ თამაშის გაგრძელების შესაძლო ვარიანტები:
  • დაცვის ხაზის სიგანე დავამთხვიოთ შეტევის ხაზის სიგანეს
  • შედარებით ნელი მოთამაშეები დავაყენოთ კონტაქტის ზონასთან ახლო
  • მინიმუმამდე დავიყვანოთ არათანაბარი დაპირისპირება
  • მზადყოფნისთანავე დაიწყონ წინ მოძრაობა შეტევის შესაჩერებლად და ეფექტური ბოჭვების მეშვეობით სცადონ ბურთის დაუფლება

ხელით თამაშის ტექნიკა

მაღალი ბურთის ჭერა

 მოთამაშე ვალდებულია:

  • გააგებინოს თანაგუნდელებს, რომ ეცდება ბურთის დაჭერას
  • დახვდეს ბურთს დაცემის ადგილზე და მუდმივად აკონტროლოს მისი ტარექტორია
  • განსაზღვროს შესაძლოა თუ არა ბურთის მიწაზე მიღება თუ ამისათვის ახტომაა საჭირო
  • თუ ბურთის მიღება მიწაზე ხდება:
  • დახვდეს ბურთს შესაძლო დაცემის ადგილზე და ჰქონდეს სხეულის რაც შეიძლება მყარი პოზიცია
  • მეტოქეს მხარი და თეძო დაუხვედროს
  • დაიჭიროს ბურთი თვალების დონეზე. მუდმივად ადევნოს თვალი ბურთს ვიდრე იგი მის ხელებში არ აღმოჩნდება
  • მზად იყოს, ბურთის მიღებისთანავე, პასის, მოძრაობის ან კონტაქტის გასაკეთებლად
  • თუ ხტება ბურთის დასაჭერად:
  • წინ იმოძრაოს ბურთისაკენ, რომელიც დაბლა ეშვება
  • ახტეს ცალ ფეხზე და მოახდინოს ნახტომის სინქრონიზაცია ბურთის მიღებასთან
  • მეორე ფეხი მოხაროს მუხლში მოწინააღმდეგისაგან თავის დასაცავად
  • მზად იყოს მოწინააღმდეგესთან შესაძლო შეჯახებისათვის
  • ხელები შეახვედროს ბურთს და იდაყვები ჰქონდეს ერთად
  • დაიჭიროს ბურთი თვალების დონეზე. მუდმივად ადევნოს თვალი ბურთს ვიდრე იგი მის ხელებში არ აღმოჩნდება
  • მზად იყოს, მიწაზე დაშვებისთანავე, პასის, მოძრაობის ან კონტაქტის გასაკეთებლად    

 

ბურთის აღება მიწიდან

მოთამაშეები ვალდებულნი არიან:

  • მიუახლოვდნენ ბურთს დაბალ, მყარ და სტაბილურ პოზიციაში
  • ბურთის აღებისას დაიკავონ პოზიცია  ბურთის ზევით და გვერდზე, ერთი ფეხი ბურთის წინ, მეორე უკან
  • დაიხარონ წინ და მოიხარონ მუხლებში
  • თავი მაღლა ასწიონ
  • ბურთი დაასტაბილურონ წინა ხელით და აიღონ უკანათი
  • მიიტანონ ბურთი მკერდთან
  • მზად იყვნენ, ბურთის აღებისთანავე, პასის, მოძრაობის ან კონტაქტის გასაკეთებლად

 

პასის გაშვება   

ბურთიანი მოთამაშე ვალდებულია:

  • ეჭიროს ბურთი ორ ხელში
  • მიიზიდოს მცველი
  • დაეყრდნოს შიდა ფეხს
  • მიაბრუნოს მხრები და თავი ბურთის მიმღები მოთამაშისაკენ
  • განსაზღვროს „სამიზნე“ ზონა - ბურთის მიმღების წინ, მკერდის სიმაღლეზე
  • ბურთი ეჭიროს წელსა და მკერდს შუა და ხელების სწრაფი მოძრაობით გაუშვას იგი
  • ბურთის გაშვებისას გამოიყენოს მკერდი, მხრები, იდაყვები და ხელის თითები პასის  სისწრაფისა და ტრაექტორიის გასაკონტროლებლად
  • ბურთის გაშვების შემდეგ გააყოლოს ხელები „სამიზნის“ მიმართულებით 
  • პასის გაშვების შემდეგ მიეხმაროს პასის მიმღებს

პასის მიღება

პასის მიმღები ვალდებულია:

  • იმოძრაოს ბურთისაკენ მის დასაჭერად
  • გაიშვიროს ხელები პასის მიმცემისაკენ, რათა აჩვენოს მას „სამიზნე“ და რაც შეიძლება ადრე დაიჭიროს ბურთი
  • ჰქონდეს ხელები მზად ბურთის მისაღებად (მხრების სიმაღლეზე, თითები გაშლილი, ცერა თითები ერთად) 
  • უყუროს ბურთს ვიდრე ათივე თითით არ დაიჭერს

 

დატრიალებული პასი

ბურთიანი მოთამაშე ვალდებულია:

  • დახაროს ბურთი დაახლოებით 30 გრადუსით
  • ზედა ხელის მეშვეობით მიანიჭოს ბურთს ტრიალი და პასს სიძლიერე
  • ქვედა ხელი მეშვეობით მიანიჭოს ბურთის სტაბილურობა და მისცეს პასს მიმართულება

შერკინების ნახევარმცველის პასი

ბურთიანი მოთამაშე ვალდებულია:

  • მიუახლოვდეს ბურთს დაბალ, მყარ და სტაბილურ პოზიციაში
  • დაიხაროს დაბლა და მოხაროს მუხლები
  • გადადგას ნაბიჯი წინ მარჯვენა ფეხით, როდესაც პასს მარჯვნივ უშვებს და პირიქით
  • მეორე ფეხი დადგას კომფორტულ დისტანციაზე რაც შეიძლება მეტი სტაბილურობისათვის და ისე, რომ ფეხის წვერი პასის მიმართულებით იყურებოდეს
  • თავი მუდმივად ბურთის ზევით და მზერა კონცენტრირებული ბურთზე
  • ერთი სწრაფი მოძრაობით გაუშვას ბურთი მიმღებისაკენ ისე, რომ მოერიდოს ჯერ წამოდგომას და შემდეგ პასის გაშვებას.
  • პასის მარჯვნივ გაშვებისას გამოიყენოს მარჯვენა ხელი პასის სტაბილურობისათვის,  ხოლო მარცხენა სიძლიერისათვის. პასის მარცხნივ გაშვებისას კი პირიქით
  • გააყოლოს ორივე ხელი ბურთს პასის მიმღების მიმართულებით

პასი ბოჭვისას

ბურთიანი მოთამაშე ვალდებულია:

  • მუდმივად იფიქროს იმაზე, რომ ბოჭვისას მოწინააღმდეგეს არ მისცეს ბურთის ბლოკირების საშუალება
  • ბურთი მყარად ეჭიროს ორივე ხელით, რათა დაიცვას იგი შეჯახების დროს
  • ცრუმოძრაობის მეშვეობით ეცადოს აირიდოს ფრონტალური კონტაქტი მოწინააღმდეგესთან და აიძულოს იგი გააკეთოს გვერდითი ბოჭვა
  • ბოჭვისას „ამუშაოს“ ფეხები, წინსვლის შესანარჩუნებლად
  • მყარად ეჭიროს ბურთი ორვე ხელით ბოჭვის ზონის ზევით
  • განსაზღვროს ბურთის მიმღები პარტნიორი და მისცეს მას პასი მიწაზე დავარდნამდე
  • თუ პასის გაკეთება შეუძლებელია მიწაზე დავარდნამდე, იდაყვები ჰქონდეს მკერდის დონეზე და მიმყოლ მოთამაშეს ბურთი  წაქცევის შემდეგ მისცეს
  • მიმყოლი მოთამაშის არყოფნის შემთხვევაში, წაქცევის შემდეგ მოახდინოს ბურთის    პრეზენტაცია

 

პასი კონტაქტში (ზურგით მოწინააღმდეგისაკენ)

ბურთიანი მოთამაშე ვალდებულია:

  • დაეტაკოს მოწინააღმდეგეს მხრის არეში
  • კონტაქტისას დარჩეს ფეხზე
  • შეტრიალდეს ზურგით მოწინააღმდეგისაკენ
  • არ მისცეს მოწინააღმდეგეს ბურთზე თამაშის საშუალება
  • „აუგდოს“ პარტნიორს მოკლე პასი

 

ფეხით თამაში

 ხელიდან დარტყმა

დარტყმის შესრულებამდე დამრტყმელი ვალდებულია:

  • ქონდეს სხეულის გაწონასწორებული, სტაბილური და მყარი პოზიცია
  • მარჯვენა ფეხით დარტყმისას მარცხენა მხარი შეაბრუნოს მარჯვნივ და პირიქით
  •  ეჭიროს ბურთი ორი ხელით ისე, რომ ბურთის ერთი წვერი დამრტყმელ ფეხს უყურებდეს და მეორე ზეცას
  • გამართოს მთლიანად ხელები (სწორი იდაყვები)
  • შეინარჩუნოს სხეულის მყარი პოზიცია, შემდეგ მოიხაროს მენჯებში და მოხაროს ფეხები მუხლებში
  • გაუშვას ბურთს ხელი ისე, რომ იგი ტერფის მიმართულებით დაეცეს და ამავე დროს შეინარჩუნოს ტანის სწორი პოზიცია, თავი ოდნავ წინ გადახრილი

დარტყმის შესრულებისას დამრტყმელი ვალდებულია:

  • გადადგას ნაბიჯი საყრდენი ფეხით რომელიც სამიზნეს უნდა უყურებდეს
  • გამართოს ფეხები
  • შეინარჩუნოს თავის გვერდზე და ოდნავ წინ გადახრილი პოზიცია
  • შეასრულოს დარტყმა ტერფის ზედა ძვლით ისე, რომ ფეხის თითები მიწისკენ იყოს მიმართული
  • დარტყმისას შეინარჩუნოს ფეხის მოძრაობის სისწრაფე

 

 

 

დარტყმის შემდეგ დამრტყმელი ვალდებულია:

  • შეინარჩუნოს სამიზნისაკენ მიმართული სხეულის მოძრაობა
  • მოძრაობის დასასრულებლად გააყოლოს დამრტყმელი ფეხი ბურთს
  • დარტყმის რიტმში საყრდენი ფეხით უბიძგოს სხეულს წინ
  • დარტყმის მიმართულებისა და სხეულის წონასწორობის შესანარჩუნებლად გამოიყენოს დამრტყმელი ფეხის მოპირდაპირე ხელი
  • შეინარჩუნოს თავის გვერდზე და წინ გადახრილი პოზიცია ვიდრე მოძრაობა ბოლომდე არ დასრულდება

არეკნით დარტყმა

დარტყმის შესრულებამდე დამრტყმელი ვალდებულია:

  • ეჭიროს ბურთი ისე, რომ მიწასთან შეხების შემდეგ იგივე ხაზზე ახტეს
  • გამართოს მთლიანად ხელები (სწორი იდაყვები)
  • შეინარჩუნოს სხეულის მყარი პოზიცია, შემდეგ მოიხაროს მენჯებში და მოხაროს ფეხები მუხლებში
  • საყრდენი ფეხის მხარი მიატრიალოს სამიზნისაკენ
  • დააგდოს ბურთი საყრდენი ფეხის ბარძაყის სიგანეზე

დარტყმის შესრულებისას დამრტყმელი ვალდებულია:

  • საყრდენი ფეხით გადადგას ნაბიჯი წინ ისე, რომ ფეხი გაუსწოროს სამიზნის მიმართულებას
  • გამართოს ფეხები
  • შეასრულოს დარტყმა ტერფის ზედა ძვლით ისე, რომ ფეხის თითები წინ და ზევით იყოს მიმართული
  • ბურთისათვის დაბალი ტრაექტორიის მისანიჭებლად დარტყმა მიწასთან ახლოს შეასრულოს, ხოლო მაღალი ტრაექტორიის მისანიჭებლად აცალოს ბურთს მაღლა ახტომა  

დარტყმის შემდეგ დამრტყმელი ვალდებულია:

  • გააყოლოს მოძრაობა საყრდენი ფეხის მიმართულებით
  •  დაიცვას წონასწორობა დამრტყმელი ფეხის საპირისპირო მკლავის მეშვეობით

დარტყმა მიწიდან

დარტყმის შესრულებამდე დამრტყმელი ვალდებულია:

  • აირჩიოს სამიზნე ძელებს შორის
  • დადოს ბურთი სადგარზე სწორად გასაბერი ნახვრეტით სამიზნისაკენ
  • დადგეს ბურთთან ისე, რომ დამრტყმელი ფეხი ბურთის უკან ჰქონდეს, ხოლო საყრდენი ფეხი იქ სადაც ის დარტყმის მომენტში იქნება
  • დაიხიოს უკან კომფორტულ პოზიციაზე
  • დაიწყოს ბურთთან დაახლოვება სირბილის რკალისებური ტრაექტორიით, მაქსიმალურად ძლიერი დარტყმისათვის

დარტყმის შესრულებისას დამრტყმელი ვალდებულია:

  • დამრტყმელი ფეხის მოპირდაპირე ხელი გაიშვიროსწინ, რათა მხარი სამიზნისაკენ შეატრიალოს
  • საყრდენი ფეხი დადოს თეძოს სიგანეზე ისე, რომ ბურთი ტერფის თაღი და სამიზნე ერთ ხაზზე იყოს
  • შეინარჩუნოს სხეულის მყარი პოზიცია, შემდეგ მოიხაროს მენჯებში და მოხაროს ფეხები მუხლებში
  •  გამართოს ფეხი
  • შეასრულოს დარტყმა ტერფის ზედა ძვლით, ბურთის ქვედა მესამედში
  • დარტყმისას შეინარჩუნოს ფეხის მოძრაობის სისწრაფე

დარტყმის შემდაგ დამრტყმელი ვალდებულია:

  • შეინარჩუნოს თავის წინ გადახრილი პოზიცია
  • გააყოლოს დამრტყმელი ფეხი სამიზნის მიმართულებით
  • საყრდენი ფეხის მეშვეობით იმოძრაოს წინ ვიდრე დამრტყმელ ფეხს მიწაზე დაადგამდეს

 ბოჭვა

ძირითადი ფაქტორები ბოჭვისას

მბოჭავი - მოწინააღმდეგესთან კონტაქტისას. მბოჭავი ვალდებულია:

  • იყუროს ზევით ბურთიანი მოთამაშის მიმართულებით, რათა შეინარჩუნოს თავის სწორი პოზიცია
  • თვალყური ადევნოს ბურთიანი მოთამაშის მოძრაობას და მიუახლოვდეს მას იმ მანძილზე, რომ შეძლოს მისი „შეფუთვა“ (ხელების შემოჭდობა ტანზე ისე, რომ ბურთი და მოწინააღმდეგის ხელები დაიბლოკოს )
  • მოემზადოს კონტაქტისათვის - მიიღოს სხეულის მყარი, გაწონასწორებული და დაბალი პოზიცია
  • თავი ჰქონდეს ბურთიანი მოთამაშის უკან ან გვერდზე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თავით შეხვდე ბურთიან მოთამაშეს
  • გაუშვას ხელი შებოჭილ მოთამაშეს, რაც შეიძლება ჩქარა წამოდგეს ფეხზე და იბრძოლოს ბურთის დაუფლებისათვის

ბურთიანი მოთამაშე-მიწასთან კონტაქტისას.

ბურთიანი მოთამაშე ვალდებულია:

  • ატაროს ბურთი ორი ხელით
  • დაიცვას ბურთი-ეჭიროს იგი მკერდთან ახლოს იდაყვები განზე
  • დაცემისას მიწას შეეხოს ჯერ თეძოთი და შემდეგ მხრით
  • არ ეცადოს დაცემის შეჩერებას ხელის ან ბურთის მეშვეობით
  • შემობრუნდეს თანაგუნდელისაკენ და გააკეთოს პასი, ბურთის ჩადება ან პრეზენტაცია
  • ადგეს ფეხზე რაც შეიძლება ჩქარა

ყველა შემდეგ მოსული მოთამაშე ვალდებულია ბოჭვის ზონაში დერენიდან შევიდეს. ბურთისათვის ბრძოლა მხოლოდ ფეხზე მდგომ მოთამაშეებს შეუძლიათ.

ყველა მოთამაშე რომელიც დაუმთავრებელი ბოჭვის ეპიზოდში ერთვება ვალდებულია:

  • მიიღოს სხეულის მყარი გაწონასწორებული და დაბალი პოზიცია
  • გამოიყენოს ხელები ბურთიანი მოთამაშის შესაბოჭად
  • მოერიდოს სხვა მოთამაშეების თავთან ან კისერთან კონტაქტს
  • მოწინააღმდეგე მიწაზე უსაფრთხოების სრული დაცვით წააქციოს

ოთამაშე, რომელსაც მცველის გაყვანა სურს მიწოლით ვალდებულია:

  • მიიღოს სხეულის მყარი გაწონასწორებული და დაბალი პოზიცია
  • მოაცილოს ნიკაპი მკერდს, თავი და ხელები არ დაუშვას ძირს
  • უყუროს სამიზნეს
  • ხერხემალი და მიწოლის მიმართულება ერთ ხაზზე უნდა იყოს
  • მიწოლა სხეულის დაბალი პოზიციიდან დაიწყოს
  • მოწინააღმდეგესთან კონტაქტში მხრების და ხელების გამოყენებით შევიდეს. არ გამოიყენოს კონტაქტისათვის თავი
  • ხელები შემოაჭდოს მოწინააღმდეგეს
  • მიაწვეს მოწინააღმდეგეს და გაანთავისუფლოს ბურთი

 

 

 

 

 

პირისპირ ბოჭვა

მბოჭავი ვალდებულია:

  • იყუროს ზევით
  • მიიღოს სხეულის მყარი გაწონასწორებული და დაბალი პოზიცია
  • დაუმიზნოს და გააკეთოს კონტაქტი მხრით მოწინააღმდეგის ბარძაყებზე
  • შეკრას მოწინააღმდეგის ფეხები და გააგრძელოს მიწოლა
  • გააგრძელოს მიწოლა ვიდრე ბურთიან მოთამაშეს მიწაზე არ წააქცევს
  • გაანთავისუფლოს ბურთიანი მოთამაშე და სწრაფად წამოდგეს ფეხზე
  • იბრძოლოს ბურთის დაუფლებისათვის

გვერდიდან ბოჭვა

მბოჭავი ვალდებულია:

  • იყუროს ზევით
  • მიიღოს სხეულის მყარი გაწონასწორებული და დაბალი პოზიცია
  • დაუმიზნოს და გააკეთოს კონტაქტი მხრით მოწინააღმდეგის ბარძაყებზე
  • შეკრას მოწინააღმდეგის ფეხები და გააგრძელოს მიწოლა ვიდრე ბურთიან მოთამაშეს მიწაზე არ წააქცევს
  • გადაბრუნდეს ისე, რომ ბურთიან მოთამაშეს ზევიდან მოექცეს
  • გაანთავისუფლოს ბურთიანი მოთამაშე და სწრაფად წამოდგეს ფეხზე
  • იბრძოლოს ბურთის დაუფლებისათვის

ბოჭვა „შეფუთვით“

მბოჭავი ვალდებულია:

  • ჩადგას წინა ფეხი ბურთიანთან ახლოს
  • დაუმიზნოს ბურთს (წელსა და მკერდს შორის)
  • ეცადოს შემოხვიოს ხელები ბურთიანს და ამგვარად დაუბლოკოს ბურთი და ხელები
  • მიაწვეს წინ კონტაქტის შემდეგ

სარმა ხელით

მბოჭავი ვალდებულია:

  • სდიოს ბურთიან მოთამაშეს და მიუახლოვდეს ისეთ მანძილზე, რომ შეეძლოს ნახტომში მისი მიწვდენა
  • გადახტეს და გამართული ხელით სარმა გამოსდოს ბურთიანს წვივზე ან ტერფზე
  • თავი რაც შეიძლება მოაშოროს მოწინააღმდეგის ფეხს

ბოჭვა უკნიდან

მბოჭავი ვალდებულია

  • სდიოს ბურთიან მოთამაშეს და მიუახლოვდეს ისეთ მანძილზე, რომ შეეძლოს ნახტომში მისი მიწვდენა
  • შემოხვიოს ბურთიან მოთამაშეს ხელები ბარძაყებზე/წვივებზე
  • გააკეთოს კონტაქტი მხრით ისე, რომ თავი გვერდზე ჰქონდეს და წააქციოსმოწინააღმდეგე
  • მაგრად შეკრას ხელები, თავი მუდმივად გვერდზე ჰქონდეს და ეცადოს ზევიდან მოექცეს ბურთიან მოთამაშეს

ტექნიკა კოლექტიური ფაზებისას

დერეფანი

ბურთის შემომგდები ვალდებულია:

  • მიიღოს მყარი და სტაბილური პოზიცია
  • დაიჭიროს ბურთი ორი ხელით
  • ბურთი შემოაგდოს თავს უკნიდან ისე, რომ მისცეს მას ტრიალი სამიზნისაკენ წყნარი და არა მკვეთრი მოძრაობით ამ დროს იდაყვები ერთად უნდა ჰქონდეს
  • მიყვეს ბურთს სამიზნისაკენ

მხტომელი/მიმხმარე ვალდებულია:

  • ჰქონდეს ეფექტური კომუნიკაცია თანაგუნდელებთან
  • მოუგოს მოწინააღმდეგეს სივრცე
  • ახტეს რაც შეიძლება მაღლა სწრაფად და  გამართული ხელებით
  • ზუსტად გადასცეს ბურთი თანაგუნდელებს ჰაერიდან ან მიწაზე დაშვების შემდეგ
  • უზრუნველყოს მყარი და ეფექტური დახმარება მხტომელისათვის აკონტროლოს მხტომელი ჰაერში და უზრუნველყოს მისი ძირს უსაფრთხო დაშვება

შერკინება

შერკინებაში მონაწილე მოთამაშეები ვალდებულნი არიან:

  • შეინარჩუნონ სხეულის მყარი, უსაფრთხო და სტაბილური პოზიცია შერკინების ბოლომდე
  • შეეკრან ერთმანეთს წესების დაცვით, მყარად და უსაფრთხოდ, როგორც ჰორიზონტალურად (მაგ. პირველი ხაზი ერთმანეთთან), ისე ვერტიკალურად (მაგ. მეორე ხაზი პირველთან)
  • მზად იყვნენ შერკინებაში შესასვლელად მხოლოდ მსაჯის შესაბამისი მითითების შემდეგ
  • შეეძლოს ინდივიდუალურად უსაფრთხოდ გადაადგილება წინ უკან და გვერდებზე, როგორც ხაზში თავის პარტნიორთან, ისე შერკინების მთლიან შემადგენლობასთან ერთად

შერკინების ნახევარმცველი ვალდებულია:

  • ბურთი ზუსტად შერკინების შუაში შეაგოროს

უკანა ზხაზის მოთამაშეები ვალდებულნი არიან:

  • გაარჩიონ ბოჭვისა და უპირატესობის ხაზები და კარგად იცოდნენ თავიანთი როლი

 შეტევაში

  • შეეძლოთ დაცვის სკანირება და ანალიზი
  • შეეძლოთ ეფექტური კომუნიკაცია თანაგუნდელებთან
  • შეეძლოთ მოედნის მთელი სიგანის აღება შეტევითი სივრცის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით
  • მოაწყონ და შეინარჩუნონ შეტევითი წყობა დასახული მიზნიდან გამომდინარე, მაგ.: ბურთის ჩატანა ფლანგზე - მეტი სიღრმე, ახლო დარტყმა - უფრო ბრტყელი დგომი
  • ეეძლოს დაცვის მანიპულირება: სირბილის ტრაექტორიის ცვლის, ბურთის ფლობის ტექნიკის, ეფექტური მიყოლის ხარჯზე
  • შეეძლოს დაცვის ხაზში არსებულ ინტერვალებში შეღწევა და ხელსაყრელი სალელოვე მომენტების გამოყენება

დაცვა ხაზის მოთამაშეების მიერ

ხაზის მოთამაშეები ვალდებულნი არიან:

  • გაარჩიონ ბოჭვისა და უპირატესობის ხაზები და კარგად იცოდნენ თავიანთი როლი

დაცვაში

  • შეეძლოთ შეტევითი წყობის სკანირება და ანალიზი
  • შეეძლოთ ეფექტური კომუნიკაცია თანაგუნდელებთან
  • მოაწყონ და შეინარჩუნონ დაცვის სისტემა შეტევითი წყობიდან გამომდინარე
  • იმოძრაონ წინ, რათა არ მისცენ შეტევას დროისა და სივრცის გამოყენების საშუალება
  • ჰქონდეთ ბოჭვის სოლიდური ტექნიკა და სივრცის დაცვის უნარი

 

 

 

თამაშის უწყვეტობა - არ „მოვკლათ“ ბურთი

ყველა მოთამაშე ვალდებულია:

  • გააცნობიეროს, რომ მოწინააღმდეგესთან კონტაქტზე მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა წავიდეს, როდესაც არიდებაზე თამაშის ან ბოჭვისაგან თავის დაღწევის საშუალება არ არსებობს
  • კონტაქტისას განაგრძოს წინ მოძრაობა, შეინარჩუნოს რიტმი და ეცადოს აჯობოს მოწინააღმდეგეს
  • თუ ბოჭვა გარდაუვალია, აიძულოს დამცველი გააკეთოს გვერდიდან ბოჭვა, მაქსიმალურად ეცადოს დარჩეს ფეხზე და განაგრძოს წინ მოძრაობა, რაც პასის გაკეთების საშუალებას იძლევა
  • თუ პასის გაკეთება შეუძლებელია წავიდეს მიწაზე და მოახდინოს ბურთის პრეზენტაცია რაც შეიძლება შორს მოწინააღმდეგისაგან
  • მიყოლაზე თამაშისას გადაწყვეტილება მიიღოს დაცვის მოქმედებიდან გამომდინარე, მაგ.: აიღოს ბურთი და შეუტიოს, გააკეთოს პასი ან ითამაშოს „გადაყრაზე“

რაქი

ბოჭვის შემდეგ ბურთიანი მოთამაშე ვალდებულია:

  • მოახდინოს ბურთის პრეზენტაცია თანაგუნდელების მხარეს, რაც შეიძლება შორს მოწინააღმდეგისაგან

შემდეგ მოსული მოთამაშე ვალდებულია:

  • შეინარჩუნოს სხეულის მყარი, სტაბილური და დაბალი პოზიცია რაქის დამთავრებამდე, თავი და მხრები მუდმივად თეძოზე მაღლა უნდა იყოს
  •  შეუერთდეს რაქს წესების დაცვით (რაქში მონაწილე ბოლო თანაგუნდელის ფეხიდან)
  • დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შეძლებს ბურთის დაცვას ნებისმიერი საფრთხისაგან
  • მოწინააღმდეგეს უნდა მიაწვეს ბურთის ხაზს იქით, რათა ბურთი უფრო ადვილად დასაუფლებელი გახდეს თანაგუნდელებისათვის

მოლი

მოლის დროს ბურთიანი მოთამაშე ვალდებულია:

  • ყოველი ღონე იხმაროს წინსვლის შესანარჩუნებლად და თანაგუნდელებისათვის ბურთის გადასაცემად

შემდეგ მოსული მოთამაშე ვალდებულია:

  • მიეხმაროს ბურთიან მოთამაშეს და ყოველი ღონე იხმაროს ბურთის შენარჩუნებისათვის: „ჩახსნას“ ბურთი ან წინიდან დაიფაროს ის
  • იყოს შეკრული უსაფრთხოდ და წესების დაცვით ისე, რომ თავი და მხრები თეძოებზე მაღლა ჰქონდეს
  • მიწოლისას შეინარჩუნოს სხეულის მყარი და უსაფრთხო პოზიცია
  • გადააადგილოს ბურთი ან ბურთზე მყოფი მოთამაშე უკან, როდესაც მოლში დამატებითი მიმხმარე ერთვება

როდესაც ბურთი მოლში ჩართულ ბოლო მოთამაშეს აქვს, მას შეუძლია:

  • გააგრძელოს მიწოლა
  • მოწყდეს მოლს
  • გადააწოდოს ბურთი თანაგუნდელს

საწყისი და 22 მ.-იანი დარტყმა - დამრტყმელი გუნდი

დამრტყმელი გუნდი ვალდებულია:

  • დარტყმის შედეგად მოიპოვოს ბურთის ფლობა ან მოიგოს მოედანი
  • დაარტყას და აყვეს ბურთს ეფექტურად
  • მოკლე დარტყმისას უზრუნველყოს საკმარისი სიმაღლე, რათა თანაგუნდელებს ჰქონდეთ საკმარისი დრო ბურთისათვის საბრძოლველად
  • შორი დარტყმისას უზრუნველყოს საკმარისი სიზუსტე, რათა საშულება მისცეს თანაგუნდელებს ეფექტურად „ჩახურონ“ მოწინააღმდეგე და ამგვარად მოშალონ მისი დაცვითი წყობა ან აიძულონ იგი მოედანში დაარტყას ფეხი

 საწყისი და 22 მ.-იანი დარტყმა - მიმღები გუნდი

მიმღები გუნდი ვალდებულია:

  •  დაეხმაროს ბურთის დამჭერ თანაგუნდელს (ნახტომში ბურთის ჭერისას ბურთის მიმღები მოთამაშე უსაფრთხოდ უნდა ჩამოვსვათ მიწაზე )
  • დაიჭიროს ბურთი ან მოიგოს იგი უკან თანაგუნდელებისაკენ
  • აიღოს უკან გადმოგდებული ბურთი ან მიიღოს იგი ბურთის დამჭერის მიწაზე დაშვების შემდეგ, ამ დროს მოწინააღმდეგის მოქმედებიდან გამომდინარე, შესაძლოა კონტაქტის აუცილებლობა წარმოიშვას

 

 

 

კონტრშეტევა

კონტრშეტევისას გუნდი ვალდებულია

  • თანაგუნდელებს ჰქონდეთ ერთმანეთის ნდობა და კონტრშეტევის განხორციელების კოლექტიური სურვილი-ბურთიანი მოთამაშე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მას თანაგუნდელები მიეხმარებიან
  • იქონიოს კომუნიკაცია თანაგუნდელებთან და მიანიშნოს მათ ყველაზე ხელსაყრელი ადგილები კონტრშეტევისათვის
  • იყოს მზად მცველისათვის 1x1 ორთაბრძოლის მოსაგებად
  • იყოს მზად მიეხმაროს ბურთიან მოთამაშეს: მისცეს მას არჩევანის გაკეთების საშუალება და საჭიროების შემთხვევაში დაიცვას იგი
  • შეეძლოს მოედნის სიღრმის აღება საპასუხო დარტყმის შემთხვევაში

 


 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf