ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

გულშემატკივრები


 

გულშემატკივრის კოდექსი

მშობელთა კოდექსი


1. არ დააძალოთ ბავშვს რაგბის თამაში.
2. ბავშვები საკუთარი და არა მშობელთა სიამოვნებისათვის თამაშობენ .
3. თვალყური ადევნეთ, რომ ბავშმა წესების დაცვით ითამაშოს.
4. ასწავლეთ ბავშვს, რომ პატიოსნება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მოგება, რათა
დამარცხებამ ზღვარს გადასული იმედგაცრუება არ გამოიწვიოს.
5. მეტი აქცენტი გააკეთეთ სათამაშო ტექნიკის გაუმჯობესებასა და კარგ სპორტულ
სულისკვეთებაზე და ნაკლები მოგებაზე. არასოდეს დასცინოთ ბავშვს შეცდომის
გამო.
6. ტაში დავუკრათ სხვათა კარგ თამაშს. ბავშვები უკეთ სწავლობენ თუ მათ მაგალითს
ვუჩვენებთ.
7. არ გავაპროტესტოთ მსაჯის გადაწყვეტილება და არასოდეს დავაყენოთ ეჭვს ქვეშ
მისი პატიოსნება.
8. მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ნებისმიერი
სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის აღკვეთისაკენ
9. პატივი ვცეთ მოხალისე მწვრთნელების მიერ გაწეული სამუშაოს ხარისხსა და
მნიშვნელობას.

მაყურებელთა კოდექსი


1. მოთამაშეები რაგბის საკუთარი და არა მაყურებლის სიამოვნებისათვის თამაშობენ.
2. არ გამოიყენოთ უწმაწური გამოთქმები.
3. არ შეურაცხყოთ მოთამაშეები მწვრთნელები და მსაჯები.
4. ტაშით დააჯილდოვეთ კარგი თამაში ორივე გუნდის მხრიდან.
5. გამოხატეთ პატივისცემა მოწინააღმდეგის მიმართ, რადგან მათ გარეშე თამაში არ
არსებობს.
6. გაკიცხეთ უხეშობის გამოვლინებები.
7. პატივი ეცით არბიტრის გადაწყვეტილებებს. 

 

 


მარტივად ახსნილ რაგბი



სტატია სარაგბო ტერმინებზე 

 


 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



სუფთა
dfdfdf