ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

სხვადასხვა სტილის მწვრთნელები

 

არსებობს სხვადასხვა სტილი,რომელიც შეიძლება გამოიყენოს მწვრთნელმა

მწვრთნელზე ორიენტირებული სტილი:

  • წვრთნა ვარჯიშების მეშვეობით
  • მითითებების მიცემა (დიდაქტიკა)
  • მუშაობის აგება ტექნიკის გარშემო
  • კონცენტრირება ოსტატობის დახვეწაზე
  • ყურადღების გამახვილება „მოგების“ კონცეფციაზე
  • ყველა გადაწყვეტილებას იღებს მწვრთნელი
  • ავტორიტარული ლიდერობა
  • სტრუქტურირებულობა
  • ახსნა და ჩვენება
  • მენტორული (ახსნა) და ფორმალური მიდგომა

მოთამაშეზე ორიენტირებული სტილი:

  • წვრთნა თამაშის მეშვეობით
  • კითხვების დასმა პრობლემის უკეთ გაგებისათვის
  • აღსაზრდელის საჭიროებები
  • ინდივიდუალიზირებული სწავლება
  • კონცენტრირება პიროვნებაზე
  • ყურადღების გამახვილება ცოდნის მიღებაზე
  • გადაწყვეტილებებს მოთამაშეები იღებენ
  • დემოკრატიული ლიდერობა
  • ქაოსი
  • სტილი “აცადე გააკეთონ“
  • კითხვა და მოსმენა
  • ინტერაქტიული (ჩართულობა) და არაფორმალური მიდგომა

მწვრთნელს უნდა შეეძლოს გამოიყენოს ხერხების მთელი მრავალფეროვნება და შეარჩიოს ის სტილი, რომელიც ყველაზე უკეთ ესადაგება მოცემულ მოთამაშეებს, არსებული გარემოებებისა და დასახული მიზნების გათვალისწინებით. არც ერთი სტილი არ არის მეორეზე უკეთესი. არის მომენტი, როდესაც მითითება სჯობია და პირიქით უკეთესია უსმინო და დააკვირდე, მისცე მოთამაშეებს საშუალება იფიქრონ და აიღონ პასუხისმგებლობა. თქვენ შეგიძლიათ ყველა ეს სტილი ერთი ვარჯიშის განმავლობაში მოვუნაცვლოთ ერთმანეთს.

 

მწვრთნელზე ორიენტირებული სტილი

საკუთარ თავზე ორიენტირებულ მწვრთნელს შემდეგი ტიპიური ქცევა ახასიათებს:

  • იგი  წვრთნის ვარჯიშების მეშვეობით  - ვარჯიშები გულდასმითაა დაგეგმილი და მწვრთნელი მათ თანდათანობითი გართულების პრინციპით იყენებს. ეს ვარჯიშები შეიძლება სრულდებოდეს წინააღმდეგობის გარეშე, სუსტი ან რეალური წინააღმდეგობით. ხანდახან მწვრთნელი იყენებს ისეთ ვარჯიშებს, რომლებსაც რელურ თამაშთან არავითარი კავშირი არ აქვთ.
  • ავტორიტარია/იძლევა მითითებებს - დიდაქტიკოსი მწვრთნელი იძლევა ბევრ მითითებას და უმეტეს შემთხვევაში თვითონ ხსნის წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზს. მოთამაშეებს ძალზე მცირე შანსი აქვთ მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში, რადგან მწვრთნელს ყოველთვის აქვს მარაგში წინასწარ მოფიქრებული პასუხი არსებულ გამოწვევებზე. ასეთი მწვრთნელი პროცესს „რკინის ხელით“ მართავს და იგი, როგორც წესი, მკაცრი დისციპლინის მომხრეა. 
  • მუშაობას აგებს ტექნიკის გარშემო - მწვრთნელი დიდ დროს უთმობს ტექნიკის გაუმჯობესებაზე მუშაობას. ვარჯიშები მრავალჯერადი გამეორებებითა და წინააღმდეგობის გარეშე სრულდება. მწვრთნელი ძალზე ხშირად და კარგად აპელირებს ძირითად ფაქტორებზე.
  • ყურადღების გამახვილება „მოგების“ კონცეფციაზე - მწვრთნელს ახასიათებს ძალზე მოკლევადიანი მიზნების ქონა და ის მცირე ყურადღებას უთმობს  მოთამაშის გრძელვადიანი განვითარების გეგმას.
  • ყველა გადაწყვეტილებას იღებს მწვრთნელი და და მუშაობისას სტრუქტურირებულ  მეთოდს იყენებს - მწვრთნელს გააჩნია ვარჯიშის ძალზე სპეციფიური გეგმა და იგი უშუალოდ ერევა პროცესში. ასეთი მწვრთნელი ვარჯიშს უფრო მისთვის მისაღები რიტმით ანვითარებს და არა მოთამაშეების სწავლებისათვის მისაღები რიტმით. ასეთი მწვრთნელი თავს არაკომფორტულად გრძნობს, როდესაც ვარჯიშისას ქაოსია.
  • იგი ხსნის და აჩვენებს -  მწვრთნელ აქვს ვარჯიშების ან ტექნიკური ილეთების წარდგენის ფორმალური სტრუქტურა:  „ხსნის, უჩვენებს, აკეთებს“. 
  •  მენტორული (ახსნა) და ფორმალური მიდგომა - მწვრთნელი გეგმავს და ატარებს ვარჯიშს კონკრეტული  მიზნით. ვარჯიში მკაცრად სტრუქტურირებული და ფორმალური სახით მიმდინარეობს

 

მოთამაშეზე ორიენტირებული სტილი

მოთამაშეზე  ორიენტირებულ მწვრთნელს შემდეგი ტიპიური ქცევა ახასიათებს:

  • იგი წვრთნის თამაშების მეშვეობით, რათა დაეხმაროს მოთამაშეებს ამოცანის უკეთ გაგებაში და განუვითაროს მათ სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი - მწვრთნელი იყენებს „მთელი-ნაწილი-მთელის“ მეთოდს, ანუ ვარჯიშის დასაწყისში იყენებს ადაპტირებულ თამაშს წინააღმდეგობით, შემდეგ მუშაობს სპეციფიურ ტექნიკურ უნარებზე, რომლებიც გაუმჯობესებას მოითხოვენ და ისევ უბრუნდება თამაშს. ასეთ მწვრთნელს არ ეშინია ქიოსის და მოთამაშეების მიერ შეცდომების დაშვების, რაც საბოლოო ჯამში მოთამაშეებს აქეზებს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენისაკენ და უქრობს მათ შეცდომის დაშვების შიშს.
  • კითხვების დასმა უკეთ გაგებისათვის - მწვრთნელი მუდმივად ამოწმებს მოთამაშეების მიერ ამოცანის სწორად გაგებას. ეს შეიძლება მოხდეს, როგორც ვერბალური კითხვა პასუხის, ასევე ფიზიკური ქმედების საშუალებით. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ვერბალურმა კითხვა-პასუხმა ძალზე ბევრი დრო არ წაიღოს. ასეთი მწვრთნელი ყოველთვის გამონახავს დროს მოთამაშის მოსასმენად.
  • ინდივიდზე მორგებული სწავლების აუცილებლობა - ვარჯიშები შედგენილი და მოდიფიცირებულია მოთამაშეთა საჭიროებების გათვალისწინებით. ვარჯიშები ადაპტირებულია მოთამაშეთა მომზადების სხვადასხვა დონეზე იმგვარად, რომ ძლიერებს უფრო რთული ამოცანის შესრულება უწევთ, ხოლო სუსტებს უფრო იოლის.
  • ყურადღების გამახვილება ცოდნის მიღებაზე - მოთამაშეებზე ორიენტირებულ მწვრთნელს გრძელვადიანი ხედვა აქვს და მოთამაშის ფორმირებას შედეგზე წინ აყენებს. რა თქმა  უნდა მოგება მნიშვნელოვანია, მაგრამ ასეთი მწვრთნელის ძირითადი საზრუნავი მოთამაშეთა ფორმირება და გუნდის განვითარებაა.
  • დემოკრატიული ლიდერობა - მწვრთნელი აქტიურად რთავს გადაწყვეტილების მიღების პროცესში სტაფის წევრებსა და წამყვან მოთამაშეებს. სათამაშო სტრატეგია და ტაქტიკა საერთო შეთანხმების შედეგად დგინდება და ამდენად მისაღებია მთელი გუნდისათვის. მწვრთნელს შეუძლია გავლენა იქონიოს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. ასეთი მწვრთნელი გახსნილია სხვათა მოსაზრებებისადმი.
  • სტილი „აცადე გააკეთონ“ - მწვრთნელი გარკვეული დროით განზე დგება და მოთამაშეებს თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს ამ დროს იგი აკვირვება და აანალიზებს. რის შემდეგაც ინტერაქტიული ფორმით აწვდის ინფორმაციას მოთამაშეებს
  • ინტერაქტიული (ჩართულობა) და არაფორმალური მიდგომა - მწვრთნელი სწავლებისათვის თამაშებს იყენებს. სწავლა გამომდინარეობს ვარჯიშზე გამოყენებული, ადაპტირებული თამაშების რაობისაგან, რომლებიც თამაშის ცოდნასა და გადაწყვეტილების მიღების უნარს ანვითარებენ.
  •  

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby