სამოსი
1. მოთამაშის სამოსის ყველა ნაწილი | ერთეული უნდა შეესაბამებოდეს 'მსოფლიო რაგბის'12. დებულებას.
2. მოთამაშეს აცვია: კვართი [მაისური], შორტი [მოკლე შარვალი] და საცვალი, გეტრები [წინდები] და ბუცები [წაღები]. კვართის სახელო მკლავს მხრიდან იდაყვამდე მინიმუმ სანახევროდ უნდა ფარავდეს.
3. მოთამაშეს დამატებით შეიძლება:
ა. ეცვას რეცხვადი ელასტიური | კუმშვადი ბანდაჟი.
ბ. გეტრის შიგნით ეკეთოს წვივ-საცავი.
გ. გეტრის შიგნითვე ეკეთოს არა-ლითონის კოჭსაცავი, რომელიც წვივის მესამედზე მაღალი არაა.
დ. ეკეთოს უთითო ხელ-თათმან[ებ]ი.
ე. კვართის შიგნით ეკეთოს ბეჭ-საცავ[ებ]ი.
ვ. პირში ედოს კბილ-საცავი.
ზ. თავზე ეფაროს ჩაფხუტი.
თ. ეკეთოს ნახვევი | თხელი თასმა | სხვა მსგავსი რამ.
ი. ეკეთოს დამცავი, დრეკადი სათვალე [ინგლისურად 'გოგლზ' ჰქვია].
კ. ბუცის ლანჩაზე ეკეთოს მორჩები, ანაც ეცვას სხმული რეზინის ლანჩიანი ბუცები.
4. ქალ მოთამაშეს კიდევ შეიძლება:
ა. ეკეთოს მკერდ-საცავი.
ბ. შორტისა და გეტრების შიგნით ეცვას ბამბა-ნარევი,
გრძელი, ფეხზე ცალ-შიგა-ნაკერიანი ელასტიკი.
გ. ეკეთოს თავ-შალი, რომელიც უხიფათოა თავისთვისა და სხვისთვისაც.
5. მოთამაშეს არ უნდა:
ა. ეცვას სისხლით დალაქავებული სამოსი.
ბ. ეკეთოს მჭრელი ან მქისე | უხეში რამეები.
გ. ეცვას | ეკეთოს ნებისმიერი რამ, რასაც მქისე | გამოჩრილი ხრახნი, რგოლი, დუგმა, ელვა ... აქვს.
დ. ეკეთოს სამკაულები.
ე. ეკეთოს თითებიანი ხელ-თათმანი.
ვ. ეცვას შორტი, რომელშიც დამცავი საფენია ჩაკერებული.
ზ. ეცვას | ეკეთოს ისეთი რამ, რაც წესებით დაშვებული კია, მაგრამ მსაჯის აზრით -- მოთამაშეთა დაშავება შეუძლია.
თ. ეკეთოს კავშირ-გაბმულობის მოწყობილობანი.
6. მსაჯს ნებისმიერ დროს შეუძლია დაასკვნას, რომ მოთამაშის სამოსის რომელიმე ნაწილი სახიფათო ან აკრძალულია. ამ დროს მსაჯმა მოთამაშეს ამ ნაწილის გახდა | მოხსნა უნდა მოსთხოვოს და სათამაშოდ მას შემდეგღა დაუშვას, რაც მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
7. თუ თამაშის წინ, სამოსის შემოწმებისას, რომელიმე მსაჯმა მოთამაშეს უთხრა, რომ აკრძალული რამ აცვია | უკეთია და მერე, თამაშისას გაირკვა, რომ მოთამაშეს ის არ გაუხდია | მოუხსნია -- დამრღვევი უწესობისთვისაა გასაძევებელი. * სასჯელი: ჯარიმა.
8. მსაჯმა მოთამაშე [სათამაშო] არიდან მხოლოდ მაშინ შეიძლება გაუშვას სამოსის გამოსაცვლელად, თუ ეს სისხლითაა დასვრილი.