ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

 

ტრავმების მართვა

ტრავმები ნებისმიერი კონტაქტური სპორტის განუყოფელი ნაწილია. თუმცა რაგბიში იშვიათია სერიოზული ან სიცოსხლისთვის საშიში ტრავმები. ბევრი ტრავმის გამოსავალი შესაძლოა გაუმჯობესდეს ძალიან მარტივი პირველადი დახმარების უნარ-ჩვევებით, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე. რაგბის სამყაროში უმეტესწილად ძალზედ მცირედი კვალიფიციური სამედიცინო დახმარებაა ხელმისაწვდომი მოედანზე. თუმცა პირველადი დახმარების პასუხისმგებლობა შესაძლოა დაეკისროს კლუბის ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს, თანამოთამაშეებს, მშობლებს ან მსაჯებს.

 

ხშირად როცა ტრავმის წინაშე აღმოვჩნდებით, საკითხი ამგვარად დგას რა არ გავაკეთოთ და არა რა გავაკეთოთ, ანუ “არ ავნო”. ბევრი რამ შესაძლოა მცირეოდენ დროში გამოსწორდეს და როგორც წესი, სიტუაციის კონტროლის საკუთარ თავზე აღება და პანიკის პრევენცია არის სულ რაც საჭიროა მოთამაშის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე ან უფრო გამოცდილი დახმარების მოსვლამდე. ზოგიერთ ვითარებაში, მარტივი ღონისძიებები როგორიცაა თავისა და კისრის დაცვა, სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა და დაშავებული კიდურის მხარდაჭერა სრულებით საკმარისია ტრავმის მართვის გადაუდებელ ეტაპზე.

რა თქმა უნდა არსებობს ვითარება, როცა უბრალოდ მოთამაშის მხარდაჭერა და ლოდინი არასწორი იქნება, მაგ.: გულის გაჩერების დროს. ეს ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება და ერთერთი მიზეზთაგანია თუ რატომ უნდა იყოს ტრენირებული პირველადი დამხმარეები ხელმისაწვდომი თამაშისა და ვარჯიშების დროს. მსოფლიო რაგბი რეკომენდაციას იძლევა, რომ გარკვეულ დონეზე დაფარული იყოს პირველადი დახმარება ნებისმიერ თამაშზე ან ტრენირების სესიაზე. მსოფლიო რაგბი აწვდის ტრენირების სხვადასხვა დონეს და მეტი დეტალები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: playerwelfare.worldrugby.org/firstaidinrugby

დაშავებული მოთამაშის მოვლის ზოგადი პრინციპებია:

  • არ ავნო
  • გააკონტროლე
  • თავიდან აიცილე არასაჭირო მოძრაობა
  • დაელაპარაკე მოთამაშეს
  • მოიხმე დახმარება თუ საჭიროა
  • უზრუნველყავი უფრო გამოცდილი დახმარების გამოძახება
  • გამოიცანი როდის უნდა გააკეთო მეტი, რაც შეიძლება გულისხმობდეს სასწრაფო დახმარების გამოძახებასაც

 

გააკონტროლე სიტუაცია.

პანიკის პრევენცია მოთამაშის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე ან უფრო გამოცდილი დახმარების მოსვლამდე ფუნდამენტური საკითხია ტრავმირებული  მოთამაშის მოვლაში.

 

ყველა დაინტერესებულმა პირმა - მწვრთნელებმა, მსაჯებმა, მშობლებმა და თამაშში ჩართულმა ნებისმიერმა პირმა უნდა გაიაროს სულ მცირე საბაზისო პირველადი დახმარების ტრეინინგი.

 

სიცოცხლისთვის არასაშიში და კიდურისთვის არასაშიში ტრავმებისას

შეაფასე მოთამაშე მოედანზე TOTAPS სისტემით.

ნაბიჯი

შეფასება

მოქმედება

დაელაპარაკე

რა მოხდა? სად გტკივა?

 

დააკვირდი

შეხედე დაშავებულ არეს. განსხვავდება მეორე მხარისგან (შეშუპებული, სხვა ფერის, ა.შ.)?

თუ შეშუპებული ან დეფორმირებულია, მოიხმე პირველადი დახმარების გამწევი პირი

შეეხე

შეიგრძენი შეშუპება, მგრძნობელობის მატება ან ტკივილი.

თუ შეხებისას მგძნობელობა მომატებულია, მოიხმე პირველადი დახმარების გამწევი პირი.

აქტიური მოძრაობა

სთხოვე მოთამაშეს გაამოძრაოს ტრავმირებული ადგილი დახმარების გარეშე.

თუ ვერ ამოძრავებს ან გამოძრავება მტკივნეულია, გამოიძახე პირველადი დახმარების გამწევი პირი და გადაიყვანე მოედნიდან (non weight-bearing).

პასიური მოძრაობა

თუ მოთამაშე ამოძრავებს დაშავებულ ნაწილს აქტიურად, შემდეგ ფრთხილად გაამოძრავე იგი სრული ამპლიტუდით 

თუ ვერ აკეთებს ამას ან მტკივნეულია, მოთამაშე გაყვანილ უნდა იქნას მოედნიდან (non weight-bearing).

უნარების ტესტი

თუ აქტიური და პასიური მოძრაობები არ იწვევს ტკივილს, სთხოვე მოთამაშეს ადგეს და დააკვირდი თუ შეუძლია ქვედა კიდურებს წონის ატანა და სიარული. თუ ამას ვერ ახორციელებს, მოთამაშე გადაყვანილ უნდა იქნას მოედნიდან  

 (non weight-bearing for lower limb injuries).

თუ ამას ვერ ახორციელებს, მოთამაშე გადაყვანილ უნდა იქნას მოედნიდან  

 (non weight-bearing).

 

სისხლდენა

სისხლდენიანი მოთამაშის მოვლისას, აუცილებელია ხელთათმანების ხმარება რათა მოთამაშეც და მაშველიც / პირველადი დახმარების გამწევი დაცულნი იყვნენ სისხლით გადამდები ინფექციებისგან, როგორიცაა აივ და ჰეპატიტები. სისხლი არ უნდა გადაეცეს ერთი მოთამაშიდან მეორეს. ნებისმიერი ნივთი რასაც სისხლი მოედო უნდა იქნას დაბეჭდილი ცელოფნის ჩანთაში და სათანადოდ განადგურებული.

დიდი სისხლდენა რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას მიხედილი რათა შევამციროთ სისხლის ნაკადი, ვინაიდან ეს შეიძლება იყოს საკმარისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. პირდაპირი ზეწოლა უნდა განხორციელდეს პირველ რიგში ჭრილობაზე და თუ ეს შეუძლებელია უნდა განხორციელდეს არაპირდაპირი ზეწოლა. უნდა მოხდეს სასწრაფო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა საავადმყოფოში ან ექიმის ქირურგიულ განყოფილებაში.

 

რბილი ქსოვილების ტრავმები

რბილი ქსოვილების ტრავმები როგორც წესი არის იოგების დაჭიმულობა/გაწყვეტა, კუნთების დაჭიმვა/ღრძობა, გაწყვეტა და დაბეჟილობები. რბილი ქსოვილების დაზიანებები უნდა იქნას მოვლილი შემდეგი მეთოდით - PRICED.

 

Protect

დაცვა

ტრავმის შემდეგ, აუცილებელია დაშავებული ადგილი და თავად მოთამაშე დაცულ იქნას მომდევნო დაზიანებისგან. ამის შესრულების წარუმატებლობა პრობლემას ამძაფრებს და შეხორცების დაგვიანებას იწვევს.

  • გახეხვა / ლაცერაცია უნდა იქნას დაფარული
  • დაზიანებული სახსარი უნდა იმობილიზდეს ნახვევით (ტეიპით) ან ფიქსატორით
  • სიმძიმის აწევა უნდა იქნას აცილებული

Rest

დასვენება

სათანადო დასვენება აუცილებელია ქსოვილის შესახორცებლად და აღსადგენად ნებისმიერი დაზიანების დროს. გახსოვდეს, თუ მტკივნეულია, ეს სავარაუდოდ კარგი არ არის დაზიანებისთვის. სხეულის ტრავმულ ნაწილზე სიმძიმეს ნუ მოათავსებთ.

Ice

ყინული

ტრავმაზე ყინულის მოთავსება ხელს უწყობს სისხლდენისა და მომდევნო შეშუპების პრევენციას. ნამიან პირსახოცში გახვეული ყინულის ნატეხების რეგულარული დადება ამცირებს რეაბილიტაციის დროს და ამსუბუქებს ტკივილს. ტრავმაზე ყინული უნდა მოტავსდეს 20 წუთის განმავლობაში, ყოველ 2 საათში პირველი 48 საათის განმავლობაში. ვაზელინით კანის დაცვა თავიდან აგვაცილებს არასასურველ თერმულ დაზიანებას.

Compression

კომპრესია

რბილი ქსოვილის ტრავმის კომპრესია ახდენს შეშუპების პრევენციას და ამცირებს რეაბილიტაციის დროს. კომპრესია მყარი ნახვევის გამოყენებით ეფექტურია. დარწმუნდი რომ ნახვევი არც ისე მჭიდროა რომ ცირკულაციას უშლიდეს ხელს და იწვევდეს დაბუჟებას ან ტკივილს ნახვევის მიღმა. ნახვევის დადება უნდა მოხდეს ყინულით მკურნალობებს შორის.

Elevation

ელევაცია/აწევა

დაშავებული არის აწევა ამცირებს შეშუპებას და ტკივილს.

Diagnosis

დიაგნოზი

ადრეული დიაგნოზი კვალიფიციური ჯანდაცვის პროფესიონალის მიერ და სწორი მართვა არის უსწრაფესი გზა გამოჯანმრთელებისკენ. პროფესიონალი ექიმის კონსულტაცია აუცილებელია, განსაკუთრებით თუ დაშავებული ღელავს ტრავმის გამო, ტკივილი ან შეშუპება უარესდება ან არ მცირდება 48 საათის განმავლობაში.


ყინული ეხმარება სისხლდენისა და მომდევნო შეშუპების პრევენციას


ელევაცია ამცირებს შეშუპებას და ტკივილს

 

როცა ტრავმის დიაგნოზი დაისმება, ნებისმიერი მავნე HARM ელემენტი უნდა იქნას აცილებული პირველი 72 საათის განმავლობაში.

Heat სითბო

შესაძლოა გაზარდოს სისხლდენა, შეშუპება, გაამწვავოს ტკივილი და დაჭიმულობა.

Alcohol

ალკოჰოლი

შესაძლოა გაზარდოს სისხლდენა და შეშუპება, ამავდროს კი შენიღბოს ტკივილი და დაზიანების სიმძიმე.

Running

სირბილი

დასვენება აუცილებელია

Massage

მასაჟი

უმჯობესია არიდება ვინაიდან გაზრდის სისხლდენას და შეშუპებას, შესაბამისად დააყოვნებს გამოჯანსაღებას.

 

ტვინის შერყევა

ტვინის შერყევა სერიოზულად უნდა იქნას მიღებული, რათა მოთამაშის მოკლე და გრძელვადიანი კეთილდღეობა იქნას დაცული. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად გამოწვეულია თავზე დარტყმითი ზემოქმედების შედეგად, შესაძლოა განვითარდეს ტანზე დარტყმის დროსაც, როცა შეჯახების ძალა გადაეცემა ტვინსაც. ყოველთვის ცნობიერების დაკარგვასთან არ ასოცირდება.

ტვინის შერყევას ბევრი სხვადასხვა სიმპტომი და ნიშანი ახასიათებს და ბევრი მათგანი შესაძლოა იხილოთ მსოფლიო რაგბის ტვინის შერყევის გაიდლაინებში World Rugby Concussion Guidelines შემდეგ ბმულზე playerwlfare.worldrugby.org/concussion.

ჩვეული ხშირი სიმპტომები მოიცავს კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას, მეხსიერების დაკარგვას და წონასწორობის შენარჩუნების სირთულეებს. ტვინის შერყევის ამოცნობის ჯიბის ინსტრუმენტი (მოცემულია ქვევით) დაგეხმარებათ ტვინის შერყევის ამოცნობაში.

თუ ათლეტს საეჭვო ტვინის შერყევა აქვს, იგი უნდა იქნას გამოყვანილი სათამაშო მოედნიდან და არ უნდა დაბრუნდეს თამაშში.

თუ ტვინის შერყევიანი სპორტსმენი განაგრძობს თამაშს, იგი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს და აყენებს უფრო დიდი დაზიანების რისკის ქვეშ და ასევე უმტყუნებს გუნდსაც, ვინაიდან გაუჭირდება მის გარშემო მიმდინარე თამაშის გააზრება.

ახალგაზრდა მოთამაშენი უფრო მგრძნობიარენი არიან იშვიათი და საშიში ნევროლოგიური გართულებებისადმი, ფატალური შედეგის ჩათვლით, რაც შესაძლოა მეორადმა ტრავმამ გამოიწვიოს ტვინის შერყევის არსებობის ფონზე ან არასრულად გამოჯანსაღებულ პირში. ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც ტვინის შერყევის გამო იქნა გამოყვანილი მოედნიდან, უნდა შეფასდეს ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ. არ უნდა მიეცეთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. თამაშში დაბრუნება უნდა შეესაბამებოდეს ეტაპობრივ მიდგომას, რომელიც აღწერილია მსოფლიო რაგბის ტვინის შერყევის გაიდლაინებში.

 

რეაბილიტაცია

რეაბილიტაცის მოითხოვს ზედამხედველობას და მართვას სათანადოდ დატრენირებული სამედიცინო პერსონალის, ექიმების, ფიზიოთერაპევტების ან fitness advisors მიერ. რეაბილიტაციის მიზანია მოთამაშე დაუბრუნდეს ჯანსაღ ფიზიკურ მდგომარეობას, რაც მოიცავს:



  • კუნთების ძალის აღდგენა
  • სახსარში სრული ამპლიტუდის მოძრაობის შესრულების უნარი
  • კოორდინაციისა და ბალანსის აღდგენა
  • ჯანსაღი ფიზიკური მდგომარეობა მიღწეულ უნდა იქნას ისეთი დატვირთვის, როგორიცაა ველოსიპედის ტარება და ცურვა.
  • მზად ყოფნის შემთხვევაში - თანდათანობით რაგბისთვის სპეციფიური უნარების  შეტანა.
  • კონტაქტური წვრთნები (contact drills) თანმდევი სრული კონტაქტით (full contact).

 

თამაშში დაბრუნება

მოთამაშენი ვინც უბრუნდებიან თამაშს სრულ გაჯანსაღებამდე, საკუთარ თავს აყენებენ დიდი რისკის ქვეშ, გაამწვავონ ტრავმა ან განუვითარდეთ სხვა დაზიანებაც.

მოთამაშე უნდა დაუბრუნდეს თამაშს, როცა მწვრთნელი, ექიმი ან ფიზიოტერაპევტი მას შეამოწმებს და ჩათვლიან რომ მზადაა დაუბრუნდეს მოედანს.

დაბრუნებულმა მოთამაშეებმა უნდა აჩვენონ რომ Rugby Ready რაგბისთვის მზად არიან. ტესტები უნდა მოიცავდეს იმავე ტესტებს რაც გამოყენებულ იქნა სეზონის დასაწყისში და რაგბის უნარებსა და მოძრაობებს, რაც მოთამაშეს დასჭირდება თამაშში, მაგ.: ბოჭვა, გვერდითი ბიჯი, ხტუნვა და ა.შ. მოთამაშის პროფილის ინფორმაცია უნდა იქნას გამოყენებული შესადარებლად, რომ გადაწყდეს არის თუ არა კვლავ მზად რაგბისთვის. თუ მოთამაშე იმავე მონაცემებს აჩვენებს რაც ტრავმამდე აჩვენა, მაშინ იგი რაგბისთვის მზადაა.

ცვეულებრივ საუკეთესო რჩევაა - თუ გტკივა არ ითამაშო.

 

ტრავმათა ჩანაწერები

კლუბებმა უნდა აწარმოონ ტრავმების ჩანაწერები. ეს საშუალებას იძლევა შეიქმნას სქემა და მოხდეს ჩვეული ტრავმების იდენტიფიცირება და სათანადო პრევენციული ღონისძიებების მიღება. ეს ჩანაწერები ასევე გამოსადეგია თუ მოგვიანებით საჭირო გახდება რაიმე გამოძიებაზე ან საჩივარზე პასუხის გაცემა.

რეგიონების/პროვინციების ან კავშირების ტრავმათა ჩანაწერების სისტემები სასურველია შესაბამისობაში მოდიოდეს. ამ ტიპის ინფორმაცია ხელს უწყობს მოთამაშეს კეთილდღეობის კურსისა და ტრენირების, როგორიცაა Rugby Ready, შესახებ ინფორმირებაში.

მსოფლიო რაგბის ტრავმათა ჩანაწერების ფორმა შესაძლოა ჩამოიტვირთოს მომდევნო ბმულიდან

World Rugby Injury Report Form  rugbyready.worldrugby.org/en/downloads

 

პასუხისმგებლობის უარყოფა

ტრავმის მართვის ინფორმაცია მოწოდებული Rugby Ready პროდუქტში განსაზღვრულია როგორც ინსტრუმენტი ტრავმირებული მოთამაშის მოვლისა და მართვის პროცესში დასახმარებლად. იგი არ ცვლის სათანადოდ კვალიფიცირებული პერსონალის მიერ ტრავმის მკურნალობის სარგებელს. მსოფლიო რაგბი (მისი მოქმედი ორგანიზაცია World Rugby Limited და სხვა დაკავშირებული ორგანიზაციები) არ იღებენ არანაირ პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას დაუდევრობაზე ან სხვაგვარად ტრავმირებული მოთამაშის მკურნალობასთან, მოვლასთან ან მართვასთან კავშირში.

 


 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



სუფთა
dfdfdf