ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

მიმოხილვა

ამ თავის დასრულების შემდეგ, თქვენ უნდა შეგეძლოთ დემონსტრირება „გადაუდებელი დახმარების“ პრინციპების, კერძოთ დაშავებული/დაავადებული მოთამაშის სიცოცხლის გადარჩენის საბაზისო დამხარება დეფიბრილატორით.

მიზნები

  1. სიცოცხლის გადარჩენის ჯაჭვის გაგება
  2. გადამრჩენელის პოტენციური საფრთხის და დაცული მიდგომის განსაზღვრა
  3. ზრდასრულებისთვის გარე ავტომატური დეფიბრილატორის (AED – Automated External Defibrillator) გამოყენების ცოდნა
  4. ბავშვებისთვის, გარე ავტომატური დეფიბრილატორის გამოყენების ცოდნა

შესავალი

მოთამაშის ამოცნობისას, რომელიც დაეცა და აქვს გულის შეტევა, დაოყვნებლივ უნდა იყოს დარეკილი სასწრაფო დახმარებაში, რათა დარწმუნდეთ რომ დეფიბრილატორი მოაქვთ პაციენტისთვის და ხარისხიანი გულ-ფილტვის რეანიმაცია უტარდება მას, თუ არის რაიმე შანსი, რომ მოთამაშეს დაუბრუნდება სპონტანური ცირკულაცია.

დეფიბრილატორი ახლო-მახლო მოთხოვნა ან სასწრაფო დახმარებაში დარეკვა არის მნიშვნელოვანი პუნქტი სიცოცხლის გადარჩენის ჯაჭვში, რათა ხელი შეუწყოს გულის რითმსა ხელი და მართვის ხელმძღვანელობას.

ამ თავში ყურადრება დაეთმობა გარე ავტომატური დეფიბრილატორის გამოყენებას ზრდასრულებისთვის და ბავშვებისთვის, მიმოიხილება დეფიბრილაციის და არა დეფიბრილაციის დაშვების მქონე გულის შეტევების რითმების მართვა.

სიცოცხლის გადარჩენის ჯაჭვი

ზემოთ მოყვანილი დიაგრამა გვაჩვენებს, პაციენტში ნაადრევად გულის შეტევის აღმოჩენის და დაუყოვნებლივ სასწრაფოში დარეკვას მნიშვნელობას. როცა გულის შეტევა ამოცნობილია, დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს ხარისხიანი გულ-ფილტვის რეანიმაცია, მაშინ როცა დეფიბრილატორი მოტანილია პაციენტთან. როცა, გულის მოქმედება დაბრუნებულია, უმნიშვნელოვანესია პაციენტი გადაყვანილი ისეთ გარემოში, სადაც მაღალი ხარისხის პოსტ-რეანიმაციული დახმარება გაეწევა, სიცოცხლის ხარისხის აღდგენისთვის.

მშველელის უსაფრთხოება

უმნიშვნელოვანესია, სამედიცინო გუნდის წევრი დარწმუნდეს, რომ დაავადებულ ან ტრავმირებულ მოთამაშესთან მისვა უსაფრთხოა. SAFE მიდგომა არის:

  • S - დახმარების დაძახება
  • A - ადგილის შეფასება
  • F - დარწმუნება, რომ მისვლა უსაფრთხოა
  • E - მოთამაშის დათვალიერება

ეს პრინციპები დეტალურად განხილული იყო საწყის შეფასაბესა და სიცოცხლის გადარჩენის საბაზისო დახმარების ლექციაში. მნიშვნელოვანია ამ პრინციპის დაცვა, მოწინავე სიცოცხლის გადარჩენის დახმარების შესრულებისას.

დეფიბრილატორი პოტენციურად საშიშია მშველელისთვის. მნიშვნელოვანია პაციენტი არ იმყოფებოდეს მდგარ წყალში და გულ-მკერდის წინა კედელი მშრალი იყოს. ადამიანი ვინც აჭერს ღილაკს „შოკი“, პასუხისმგებელია დარწმუნდეს გუნდის ყველა წევრის უსაფრთხოებაში. ეს მიიღწევა ცხადი ბრძანებებით, სანამ შოკი იქნება გადაცემული და ფრთხილი და წინდახედული ხედვით, ვინმე ხო არ არის პაციენტთან კონტაქტში. ასევე, უმნიშვნელოვანესია დარწმუნდეთ, რომ ყველა ჟანგბადის მიმწოდებელი საშუალება იყოს მოხსნილი პაციენტისგან დებრილაციამდე.

 

 

ზრდასრულებისთვის სიცოცხლის გადარჩენის დახმარება დეფიბრილატორით

მნიშვნელოვანია შესრულებულია ხარისხიანი გულ-მკერდის კომპრესია (სიღრმე 5-6 სმ, სიხშირე 100-120 წუთში) და ეფექტური ჰაერის მიწოდება სიხშირით 30:2, მინიმალური შეწყვეტით. ამის გარეშე, უკიდურესად საეჭვოა, რომ სპონტანური ცირკულაციის დაბრუნება იქნება მიღწეული.

როცა, ავტომატური გარე დეფიბრილატორი იქნება ადგილას, ის უნდა ჩაირთოს. ავტომატური გარე დეფიბრალტორი უკარნახებს მშველელს, რომ დასაკრავი საფენები უნდა მოთავდეს პაციენტის შიშველ მკერდზე და უნდა შეუერთდეს ავტომატურ გარე დეფიბრილატორს. ერთი დასაკარავი საფენი უნდა მოთავსდეს მკერდის ძვლის მაღალ მარჯვენა მხარეს, პირდაპირ ლავიწის დაბლა, და მეორე დასაკარავი საფენი აქსიალური ხაზის გვერდის შუაში და მკერდის კუნთის ქვედა ქსოვილზე. დახმარებისთვის, ყველა დასაკრავ საფენს აქვს უკანა მხარეს სწორი მოთავსების მითითების ნახატი. გულ-ფილტვის რეანიმაცია არ უნდა შეჩერდეს, იმ დროს როცა დასაკარავი საფენების დამაგრება ხდება პაციენტის მკერდზე.

როცა დასაკარავი საფენები მოთავსებულია პაციენტის მკერდზე, ავტომატური გარე დეფიბრილატორი მშველელს მისცემს ინსტრუქციას, რითმის ანალიზის მიმდინარეობისას რომ შეჩერდეს. გარე ავტომატური დეფიბრილატორი გააკეთებს რიტმის ანალიზს და განსაზღვრავს საჭიროა თუ არა შოკის გადაცემა.

როცა ავტომატური გარე დეფიბრილატორი განსაზღვრავს რიტმს და შოკის საჭიროებას, ის რჩევას მოგცემთ, რომ შოკი უნდა გადაეცეს და მშველელს აუწყებს, რომ ავტომატური გარე დეფიბრილატორი იმუხტება. ამ დროის მიმდინარეობისას, ამჟამინდელი უწყება გვირჩევს, რომ გულ-ფილტვის რეანიმაცია უნდა დაიწყოს იმ წამიდან, რა წამსაც დასრულდება შოკის გადაცემა. სამწუხაროდ, უმეტესი ავტომატური გარე დეფიბრილატორი არ იძლევა ამის საშუალებას და რადგან, თუ ისინი აღმოაჩენენ რაიმე მოძრაობას, ისინი შეწყვეტენ დამუხტვას. ეს აჩვენებს იმის მნიშვნელობას, რომ ინდივიდიალური გამომყენებელი უნდა ცნობდეს მის აღჭურვილობას.

ავტომატური გარე დეფიბრილატორის ახალი მოდელები მაგალითად : FR3+, შესაძლებლობას იძლევა გულ-ფილტვის რეანიმაციის დამუხტვის დროს. მაშინ, როცა მანუალური დეფიბრილატორის გამოყენებისას საჭირაო გულ-ფილტვის რეანიმაციის შეწყვეტა, სანამ დეფიბრილატორი იმუხტება. უმნიშვნელოვანესია, რომ ავტომატური გარე დეფიბრილატორის განმკარგველი დარწმუნდეს, რომ პერსონალის ყველა წევრი განრიდებულია და ჟანგბადის წყარო არის მოშორებული იქამდე, სანამ შოკი იქნება გადაცემული მოთამაშისთვის.

როცა შოკი გადაცემულია, გულ-ფილტვის რეანიმაცია უნდა შესრულდეს დაყოვნების გარეშე. იმ შემთხვევაშიც კი, როცა დეფიბრილაცია იყო წარმატებული, არსებობს გულის მიოკარდიალური გაბრუების გარდამავალი პერიოდი გულის მუშაობაში, რა დროსაც არასაკმარისია სასიცოცხლო ორგანოების პერფუზია. ამრიგად, გულ-ფილტვის რეანიმიაცია უნდა გაგრძელდეს 2 წუთის განმავლობაში, მანამ სიცოცხლის ნიშნები არ გამოჩნდება.

2 წუთის შემდეგ, ავტომატური გარე დეფიბრილატორი მშველელს მისცემს ინსტრუქციას მოშორდეს პაციენტს, სანამ მიმდინარეობს გულის რითმის ანალიზი. თუ, ავტომატური გარე დეფიბრილატორი იძლევა რჩევას შემდგომი შოკის გადაცემას, მაშინ ის უნდა გადაეცეს და შოკის გადაცემის წრე უნდა გაგრძელდეს. თუ, რომელი დროს ავტომატური გარე დეფიბრილატორი იზლევა რჩევას, რომ შოკის გადაცემა არ არის საჭირო, მშველელი უნდა დაუბრუნდეს „შოკის არ საჭიროების ალგორითმის მხარეს“.

თუ, მანუალური დეფიბრილატორი გამოიყენებ, მშველელს არ მიეწოდება ინსტრუქციები 2 წუთის შემდეგ. შესაბამისად, ამ სიტუაციაში 2 წუთი უნდა იყოს დანიშნული. უხეშად, რომ ვთქვათ ორ წუთში დაახლოებით ათი ჩასუნთქვა არის შესაძლებელი, გულ-ფილტვის რეანიმაცისას -  სიხშირით 30:2. გულ-ფილტვის რეანიმაციის 2 წუთიანი პერიოდი უნდა დასრულდეს 30 კომპრესიით, ათი ჩასუნთქვის მიწოდების შემდეგ.

გულის შეტევის შოკის არ საჭიროების რითმი

როცა ავტომატური გარე დეფიბრილატორი ამოიცნობს შოკის არ საჭიროების რითმს, ის განაცხადებს „შოკი არ არის რეკომენდირებული“ და გირჩევთ განაგრძოთ გულ-ფილტვის რეანიმაციას. დაცემული მოთამაშისთვის გულ-ფილტვის რეანიმაცია უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ 2 წუთიანი მკერდის კომპრესიით. 2 წუთის შემდეგ ავტომატური გარე დეფიბრილატორი სთხოვს მშველელს გაიწოს, სანამ გულის რითმის ანალიზი ხორციელდება. თუ, 2 წუთის შემდეგ ავტომატური გარე დეფიბრილატორი განაცხადებს, რომ „შოკი არ არის რეკომენდირებული“, მაშინ მშველელმა უნდა შეასრულოს შემდგომი 2 წუთიანი გულ-ფილტვის რეანიმაცია და ასე წრეზე. თუ, ავტომაუტური გარე დეფიბრილატორი გირჩევთ შოკის გადაცემას, მაშინ ის უნდა გადაეცეს და შოკის გადაცემის წრე უნდა გაგრძელდეს.

შოკის არ საჭიროების ალგორითმი არის შეჯამებული ქვემოთ დიაგრაზე:

გულის შეტევის მქონე მოთამაშის მკურნალობისას, თუ არსებობს სიცოცხლის რაიმე ნიშანი, მაშინ მოთამაშის ABC შემოწმება უნდა შესრულდეს, რომ შემოწმდეს დაუბრუნდა თუ არა მას სპონტანური ცირკულაცია.

გთხოვთ, ამ თავის ბოლოს ნახოთ დანართი, სადაც მოყვანილია ამერიკის გულის ასოციაციის ვარიანტის მაგალითი.

 

პედიატრიული სიცოცხლის გადარჩენის საბაზისო ჯაჭვი

ხშირად ისმის კითხვა, რომელ ასაკში უნდა გამოიყენოს გამომხმაურებელმა პედიატრიული და არა ზრდასრულის ალგორითი. ზოგადად ეს გამოიყენება, თუ პაციენტი არის სქესობრივ მომწიფებამდე ასაკში.

პედიატრიული სიცოცხლის საბაზისო გადარჩენა მსგავსია ზრდასრულების სიცოცხლის საბაზისო გადარჩენისა. მნიშვნელოვანი განსხვავება არის გულ-ფილტვის რეანიმაციის დაწყებაში, სადაც 5 სამაშველო ჩასუნთქვა სრულდება, სანამ სიცოცხლის ნიშნებს შეაფასებთ, მაგალითად: საძილე არტერიის პულსი; და შემდეგ ეს გრძელდება 15:2 შეფარდებით გულის კომპრესიიდან ჩასუნთქვამდე. გთხოვთ, ნახოთ სიცოცხლის საბაზისო დახმარების თავი დამატებითი დეტალებისთვის.

როგორც ზრდასრულ პაციენტებისთვის ავტომატური გარე დეფიბრილატორი მშველელს მისცემს მითითებებს, რომ დასაკრავი საფენები მოათავსოს პაციენტის მკერდს და დააკავშიროს ის ავტომატურ გარე დეფიბრილატორს. თუ, შესაძლებელია გამოიყენეთ პატარა პედიატრიული დასაკრავი საფენები. თუ, ის არ არის ხელმისაჭვდომი, მაშინ ზრდასრულების დასაკავი საფენები უნდა იყოს გამოყენებული. დიდ ბავშვებში ისინი უნდა მოთავსდეს წინა-გვერდით პოზიციაში, როგორც აღწერია ზრდასრული პაციენტებისთვის, მაგრამ თუ პატარა ბავშვია პაციენტი, მაშინ დასაკრავი საფენები უნდა მოთავსდეს პაციენტის მკერდის წინა და უკანა მხარეს. საფენებს, უკანა მხარეს, ხშირად აქვთ გრაფიკული გამოსახულება, რათა დაგეხმაროთ დამაგრების პოზიციის დამახსოვრებაში.

ალგორითმია მსგავსია, როგორც ბავშვებში ასევე ზრდასრულებში, გულ-ფილტვის რეანიმაცია უნდა შესრულდეს 15 კომპრესიითა და 2 ჩასუთქვით. ავტომატური გარე დეფიბრილატორის გამოყენებისას, შოკის საჭიროების რითმისას, დეფიბრიალტორი ენერგიას გადასცემს თითოელ საფენს პაციენტს მკერდზე.

შეჯამება

როცა გეგმავთ დაცემული მოთამაშს დახმარებას დარწმუნდით, რომ მისვლა თქვენთვის არის უსაფრთხო და დარეკეთ დამხარებისთვის. შეაფასეთ მოთამაშე ABC მიდგომის გამოყენებით, სასუნთქი გზების გახსნა, სუნთქვის შეფასებისა და პულსის შეფასება 10 წამი. თუ, არ არის პულსი: დაუყოვნებლივ შეასრულეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია მას შემდეგ, როცა დარწმუნდებით სასწრაფო, რომ დახმარება გზაშია. განაგრძეთ ხარისხიანი გულ-ფილტვის რეანიმაციის განხორციელება, სანამ დახმარება არ მოვა ან სიცოცხლის ნიშნები არ გამოჩნდება. დარწმუნდით, რომ გულ-ფილტვის რეანიმაციის გაკათებისას მინიმუმანდეა დაყვანილი შეჩერებები, რადგან გულის კორონარული არტერის პერფუზი შენარჩუნდეს.

თუ, დამხარებას უწევთ დაშავებულ პედიატრიულ პაციენტს, იცოდეთ, რომ სანამ გულ-ფილტვის რეანიმაციას დაიწყებთ, სიხშირით 15 კომპრესია და 2 ჩასუნთქვა/ჰაერის მიწოდება, საჭიროა 5 სამაშველო ჩასუნთქვა/ჰაერის მიწოდება და სიცოცხლის ნიშნების შეფასება.

როცა, ავტომატური გარე დეფიბრილატორი ხელმისაწვდომია, ჩართეთ ის  და მიყევით მის ინსტრუქციას, რათა პაციენტზე დაამაგროთ დასაკრავი საფენები და დააკავშიროთ ის. ავტომატური გარე დეფიბრილატორი შეაფასებს გულის შეტევის მქონე პაციენტის რიტმს და ის გიხელმღძღვანელებთ, როდის არის შოკი დეკომდირებული. უმნიშვნელოვანესია, რომ კარგი ხარისხის გულ-ფილტვის რეანიმაცია შენარჩუნდეს მიმდინარეობისას და შეჩერდეს მხოლოდ მაშინ, როცა შოკის გადაცემაა მითითებული.

რაც შეიძლება მალე, პაციენტი გადაყვანილი უნდა იყოს უახლოეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, როცა ამის გაკეთება იქნება უსაფრთხო.

სწავლების მნიშვნელოვანი პუნქტები

  • უსაფრთხო (SAFE) მისვლა
  • ABC შეფასება
  • სასწრაფი დახმარების გამოძახება
  • დახმარების გაწევა, რათა აღმოიფხვრას გულის შეტევა, თუ შესაძლებელია
  • დაოყოვნებლივი გული-ფილტვის რეანიმაციის შეასრულება, ამოცნიბილი გულის შეტევის მქონე მოთამაშისთვის
  • ხარისხიანი გულ-ფილტვის რეანიმაციის შესრულება, რათა შენარჩუნდეს გულის კორონარული არტერის პერფუზია, სანამ დახმარება მოვა
  • გამოიყენეთ ავტომატური გარე დეფიბრილატორი უახლეს შესაძლებლობისას, გულ-ფილტვის რეანიაციის შეწყვეტის გარეშე
  • მიყევით ავტომატური გარე დეფიბრილატორის შემოთავაზებულ რჩევებს, აქვს თუ არ პაციენტის შოკის საჭიროების ან შოკის არ საჭიროების რიტმი
  • თუ, შოკი საჭიროა გადაეცით ის უახლოეს უსაფრთხო შესაძლებლობისას
  • თუ, შოკი არ არის საჭირო განაგრძეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია
  • ხელი შეუწყეთ მოთამაშის გადაყვანას უახლოეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, უახლოეს უსაფრთხო შესაძლებლობისას

განსაკუთრებული მადლობა

ავტორს, რედაქტორსა და მსოფლიო რაგბს სურს, რომ გამოხატონ მათი მადლიერება Resuscitation Council (UK)-სადმი მათი ნებართვისათვის, რომ მათი ალგორითმების გამოყენება მოხდა ტექსტში. ალოგირთმები შეგიძლიადთ გადმოწეროთ უფასოდ Resuscitation Council (UK)-ის ვეგ-გვერდიდან.

 


 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



სუფთა
dfdfdf