ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 
  სხვადასხვა

 

ცნებები

 

ადგილზე გამავალი | გავლებული | გატარებული ხაზი -- თუ საპირისპირო არ თქმულა, ყოველთვის 'კიდის ხაზის' პარალელურია.
ალალად დაჭერა -- თამაშის შეჩერებისა და თავისუფალის მოპოვების ხერხი: მოთამაშემ თავის 22-ში | ლელოში პირდაპირ უნდა დაიჭიროს მეტოქის მიერ დარტყმული ბურთი და 'ალალი!' დაიძახოს.
არეკნი[] -- დარტყმა: ხელ[ებ]ით ჭერილ ბურთს ძირს განზრახ დააგდებენ და მიწიდან პირველივე არეკნისას დაარტყამენ ფეხს.
ასპარეზი -- 1. წესში, გეგმაზე გამოსახული მთელი მიდამო.
აუტის მიჯნა -- მოედანზე, კიდის ხაზის მართობულად, იმ ადგილზე გატარებული წარმოსახვითი ხაზი, სადაც ბურთი კიდიდან უნდა მოაწოდონ. მიჯნა კარის ხაზიდან 5 მეტრის ფარგალში ვერ იქნება.
ახლოს -- 1 მეტრის ფარგალში.
ბინძურად თამაში -- [სათამაშო] გარემოში ჩადენილი ნებისმიერი ქმედება, რომელიც 9. წესს არღვევს: გზის შეკვრა, უპიროდ თამაში, ზედიზედ დარღვევა, სახიფათოდ თამაში და უწესობა.
ბოლო ფეხი -- შერკინებაში | რაქში | მოლში ჩაბმულ გუნდელთა ის ფეხი, რომელიც მათი ლელოდან ყველაზე ახლოა.
ბოჭვა -- ბურთიანის დაჭერა და [მიწაზე] წაქცევა.
ბურთიანი -- მოთამაშე, ვისაც ბურთი უჭირავს | ვინც ბურთს ფლობს.
ბურჯი -- პირველი ხაზის განაპირა მორკინალი. ***
გადაღმა, უკან, წინ დგომა | ყოფნა -- მოთამაშე 'სათანადო ადგილზე' ორივე ფეხითაა [თუ არ ეწინააღმდეგება საღ აზრს].
გადაცემა | გადაწოდება [პასი] -- მოთამაშემ სხვას ბურთი ხელით გადაუგდო | უტყორცნელად გადასცა.
განახლება -- ოცდა ორიდან [22] არეკნით დარტყმა ლელოს დაცვის შემდეგ და სხვა შემთხვევებში. ***
გარემო -- [სათამაშო] არე და მისი გარემომცველი ზოლი, რომელსაც 'პერიმეტრი' ჰქვია.
გაძევება [ბოლომდე] -- მსაჯი დამრღვევს წითელ ბარათს უჩვენებს იმის ნიშნად, რომ 'იმ მატჩში' მეტად ვეღარ ითამაშებს.
გაძევება [დროებითი] -- მსაჯი დამრღვევს ყვითელ ბარათს უჩვენებს იმის ნიშნად, რომ თამაშს დროებით [მეტწილად 10 წუთით] უნდა გამოაკლდეს.
გვირაბი -- მეტოქე 'პირველ ხაზებს' შორის მოქცეული სივრცე. ***
გზის შეკვრა [ბლოკი] -- მოთამაშეს წესის დარღვევით აფერხებენ და თამაშში ხელს უშლიან.
გოლი -- ბურთი მოედნიდან დაარტყეს 'მიწიდან' ან არეკნით და მან მეტოქის კარის ხარიხას გადაუფრინა.
გუნდი [რაზმი] -- მოთამაშეთა ჯგუფი: [მეტწილად] 15 პირი, რომლებიც თამაშს | მატჩს იწყებენ, და მათი შემცვლელები | სათადარიგოები [მარქაფა].
დარტყმა -- ბურთისთვის ფეხის დარტყმა მუხლზე ქვემო ნებისმიერი ნაწილით, ოღონდაც მუხლისა და ქუსლის გამოკლებით. დარტყმის შედეგად ბურთი 'ხელის მტევანს' უნდა *** მოშორდეს, ან მიწაზე თვალსაჩინოდ გადაადგილდეს.
დგომელა | ზეზეულად -- მოთამაშე მიწას მხოლოდ ტერფებით ეხება და წაქცეულებს არ ებჯინება.
დერეფანი -- თითო გუნდიდან მინიმუმ ორ-ორი მოთამაშის 'მწკრივად დადგომა' [გამწკრივება] იმ მიზნით, რომ ამათ კიდიდან მოწოდებული ბურთის დასაუფლებლად იბრძოლონ.
დერეფნელი -- დერეფანში [ჩა]მდგარი მოთამაშე.
დერეფნის მონაწილენი -- დერეფნელები, გუნდიდან [მაქსიმუმ] თითო მიმღები, მომწოდებელი, მისი [უშუალო] მეტოქე.
ზონა -- მოედნის ის ნაწილი, სადაც შეიძლება შერკინების მოწყობა | დაყენება | გამართვა.
თავისუფალი -- დარტყმა, რომლითაც გუნდი ისჯება დარღვევისათვის | რომელიც გუნდს ერგება 'ალალზე დაჭერისთვის'.
თამაშ-გარეთ [ოფ-საიდ] -- პოზიციური დარღვევა: მოთამაშე ისეთ ადგილზეა, რომ არ უნდა ითამაშოს, თორემ დაჯარიმდება = თუ ითამაშებს -- დაჯარიმდება.
კავშირი -- 'მსოფლიო რაგბის' მიერ ხელ-დასხმული ორგანიზაცია, რომელიც პასუხს აგებს ამა თუ იმ გეოგრაფიულ არეში მატჩების დაგეგმვასა და გამართვაზე.
კაპიტანი -- გუნდის მიერ არჩეული მოთამაშე, რომელიც მასვე წინამძღოლობს, ეთათბირება მსაჯს და ამის შეკითხვაზე არჩევანს 'აკეთებს'.
კარის ხაზი -- მოედნის მოკლე 'შემომსაზღვრელი ხაზი', რომელიც მას არ ეკუთვნის.
კვართი -- ზედა ტანის სამოსი, რომელიც არაა მიკერებული | მიმაგრებული შორტსა და საცვალზე.
კვაჭი [ჰუქერ] -- პირველი ხაზის შუა მორკინალი. ***
კიდე -- [სათამაშო] მოედნის მეზობელი | მოსაზღვრე ზოლი: კიდის ხაზები და იქეთ.
კიდის სიბრტყე -- კიდის | ლელოს კიდის ხაზ[ებ]ისადმი მართობული | ვერტიკალური სიბრტყე.
ლელო -- 'კარის ხაზით', 'უკანა ხაზითა' და 'ლელოს კიდის ხაზებით' შემოსაზღვრული ნაკვეთი. ამ ხაზებიდან ლელოს ეკუთვნის მხოლოდ 'კარის ხაზი'. კარის ძელები და მათი შალითა ლელოში არიან.
ლელოს კიდე -- ლელოს მეზობელი | მოსაზღვრე ზოლი: ლელოს კიდის ხაზები და იქეთ.
მბოჭავი -- მეტოქე, რომელმაც ბურთიანი შებოჭა და თავადაც წაიქცა.
მეორე-ხაზელი -- პირველი ხაზის უკან მდგარი მორკინალი [ორნი არიან], რომელიც აწვება ბურჯსა და კვაჭს. ***
მიმღები -- მოთამაშე, რომელიც დერეფნის მწკრივის უკან დგება იქედან გადმოწოდებული | გადმოგდებული ბურთის მისაღებად.
მიწიდან -- დარტყმა: ბურთს წინდაწინ, საგანგებოდ დებენ | აყენებენ მიწაზე | სადგამზე.
მოედანი -- 'კარის ხაზებითა' და 'კიდის ხაზებით' შემოსაზღვრული ნაკვეთი. საზღვარი მოედანს არ ეკუთვნის.
მოლი -- თამაშის ფაზა: ბურთიანი მოთამაშე და მინიმუმ თითო მისიანი და მეტოქე, რომლებიც ზეზეულად ერთმანეთს ეჭიდებიან.
მსაჯები -- პირები, რომლებიც თამაშს უძღვებიან: [უბრალოდ] მსაჯი ანუ რეფერი და ორი 'კიდის მსაჯი'; აგრეთვე ტელე-რეფი და შვიდკაცაში -- ორი 'ლელოს მსაჯიც'.
მხედრული -- აკრძალული ფანდი: შემტევს ლელოსთან ჯარიმა ან თავისუფალი რომ ერგება, დამრტყმელის ნიშანზე მოიერიშეთა ჯგუფი შორიდან გამოექანება, დამრტყმელი კი ბურთს ფეხს მიჰკრავს და ერთ-ერთს მაშინღა მიაწოდებს, როცა ესენი ახლოს მივლენ.
ორგანიზატორი -- გაერთიანება, რომელსაც თამაშის გამართვა აბარია: შეიძლება იყოს 'მსოფლიო რაგბი', ქვეყნის | შტატის | კუთხის 'რაგბის კავშირი', კავშირთა ჯგუფი, ანაც 'მსოფლიო რაგბის' | 'რაგბის კავშირის' მიერ ხელ-დასხმული ორგანიზაცია.
ოცდა ორი [22] -- 'კარის ხაზით', '22-მეტრა ხაზითა' და 'კიდის ხაზებით' შემოსაზღვრული ნაკვეთი. ამ ხაზებიდან 'ოცდა ორს' ეკუთვნის მხოლოდ '22-მეტრა ხაზი'.
პირდაპირ აუტში -- ფეხით დარტყმული ბურთი კიდეზე ისე გადავიდა, რომ [სათამაშო] არეში მიწაზე არ დაცემულა და არც არავის [მოთამაშეს | მსაჯს]  ეჰხებია.
პირდაპირ დაიჭირა -- ისე დაიჭირა ბურთი, რომ ეს მანამდე არ შეხებია არც მიწას და არც სხვას არავის.
პირველ-ხაზელი -- შერკინების 'წინა | პირველი ხაზის' წევრი: მარცხენა ბურჯი, კვაჭი [ჰუქერი], მარჯვენა ბურჯი. ***
რაქი -- თამაშის ფაზა: მეტოქეთა 'თითო ან მეტი მოთამაშე' მიწაზე დებული ბურთის გარშემო ერთმანეთს ზეზეულად ეჭიდება. ***
სადგამი -- ორგანიზატორის მიერ მოწონებული მოწყობილობა 'მიწიდან დარტყმის' დროს ბურთის დასადებად | დასაყენებლად.
სათამაშო დრო -- სუფთა | ნაღდი დრო: პაუზების | საათის გაჩერების გამოკლებით
სამოსი -- ყველაფერი, რაც მოთამაშეს აცვია | უკეთია; უნდა შეესაბამებოდეს 'მსოფლიო რაგბის' 12. დებულებას.
სასჯელი -- თამაშის განახლების ხერხი [მეთოდი] დარღვევის | შეფერხების შემდეგ.
საცვალი -- უტოტებო | მოკლე-ტოტებიანი სამოსი, რომელიც ფარავს სხეულს წელიდან ქვემოთ, მუხლებამდე არ-მისული; ეხება კანს და შიგნიდან -- სხვა სამოსს, და არაა მიკერებული | მიმაგრებული კვართსა და შორტზე.
საჯარიმო ლელო -- მსაჯს მიაჩნია, რომ შემტევი ლელოს

სინბინი [განსაწმენდელი] -- [სათამაშო] არის გარეთ გამოყოფილი ადგილი, სადაც 'დროებით გაძევებული' უნდა მოთავსდეს.
სისხლი -- [მისახედი] სისხლ-მდენი ჭრილობა.
სოლური -- აკრძალული ფანდი: შემტევს ლელოსთან ჯარიმა ან თავისუფალი რომ ერგება, დამრტყმელი ბურთს ფეხს მიჰკრავს და წინ წავა, ან ბურთს გუნდელს
გადაუგდებს და ლელოსკენ ეს დაიძვრება. სხვა გუნდელები ბურთიანს უმალ ორივე მხრიდან მოხვევენ ხელს და მეტოქესთან დაჭიდებამდე სოლად ისე დაეწყობიან, რომ ზოგი მათგანი ბურთიანის წინაც კი იქნება.
უკანა ხაზი -- [სათამაშო] არის მოკლე 'შემომსაზღვრელი ხაზი', რომელიც ამ არეს არ ეკუთვნის.
უქმი ბურთი -- ვითარება: მსაჯმა თამაში დასტვენით შეაჩერა, ანაც გუნდმა გარდასახვა ვერ გაიტანა. უცებ შემოგდება -- ბურთის კიდიდან მოწოდება დერეფნის მოწყობამდე იმ გუნდის მიერ, ვისაც ეს დერეფანში უნდა ექნა | გაეკეთებინა.
ფაზა -- შერკინება | დერეფანი | რაქი | მოლი.
ფლობა -- მოთამაშე | გუნდი ბურთს აკონტროლებს, ან მოპოვებას | დაუფლებას ცდილობს.
ფრთა [ფლენქერ] -- მესამე ხაზის განაპირა მორკინალი.
***
ღია თამაში -- თამაშის მონაკვეთი ფაზებს შორის; ან ცენტრიდან | 22-დან დარტყმიდან, ჯარიმიდან, თავისუფალიდან შემდეგ ფაზამდე, ოღონდაც 'უქმი ბურთის' გამოკლებით.
შებოჭილი -- ბურთიანი, რომელიც მბოჭავ[ებ]მა დაიჭირა | დაიჭირეს და [მიწაზე] წააქცია | წააქციეს.
შეგდება -- შერკინებაში ბურთის შეგორება. ***
შეკვრა -- 'სხვა მოთამაშისთვის' მთელი მკლავის [მხრიდან მტევნამდე] მკვიდრად მოხვევა, 'მხრიდან გავამდე' ნებისმიერ დონეზე.
შემკვრელი [რვა | 8 ნომერი] -- მესამე ხაზის მორკინალი, რომელიც აწვება ორ მეორე-ხაზელს | მეორე-ხაზელსა და ფრთას. ***
შემტევი -- გუნდი, რომლის მეტოქის ნახევარზეც მიმდინარეობს თამაში.
შემცვლელი -- მოთამაშე, რომელმაც გუნდელი შეცვალა ტრავმის გამო | ტაქტიკური მოსაზრებით.
შერკინება -- თამაშის ფაზა: გუნდებიდან 8-8 მოთამაშე ერთურთს ჯგუფად ეჭიდება.
შესვენება -- შუალედი თამაშის ტაიმებს შორის.
შორტი -- მოკლე შარვალი: მუხლებამდე არ-მისული და წელში რეზინ | ზონარ-გაყრილი, რომელიც არაა მიკერებული | მიმაგრებული კვართსა და საცვალზე.
ცენტრიდან დარტყმა [ქიქოფ] -- თამაშის | 'დამატებითი დროის' თითოეული ნახევრის დაწყება არეკნით, ანაც არეკნითვე თამაშის განახლება ბურთის გატანის შემდეგ.
ცრუ შერკინება -- ამაში: ბურთი შემგდებმა გუნდმა უბრძოლველად უნდა მოიგოს; მიწოლა ორივე გუნდს ეკრძალება; და 'იტალიური წესით' -- ორივე გუნდი 8-8 მოთამაშეს [ჩა]აყენებს.
ცხრა [9 ნომერი] -- ვინც ბურთს შერკინებაში აგდებს. ***
წაქცეული -- მოთამაშე მიწას, ტერფების გარდა, სხვა რამითაც ეხება, ან სხვა წაქცეულს ებჯინება.
წითელი -- ბარათი, რომელსაც მსაჯი მოთამაშეს უჩვენებს 'ბოლომდე გაძევების' ნიშნად.
წინ -- მეტოქის [ლელოს] უკანა ხაზისკენ.
წინ გადაწოდება [წინ პასი] -- მოთამაშემ ბურთი წინ გადააგდო | ტყორცნა | უპასა: ტყორცნისას მკლავები წინ გაამოძრავა.
წინ თამაში -- ბურთის დავარდნა: მოთამაშემ ბურთი დაკარგა და ბურთი წინ წავიდა; მოთამაშემ ბურთი მტევნით | მკლავით წინ გადააგდო; მოთამაშეს ბურთი მტევანზე | მკლავზე მოხვდა, და [ყველა ამ შემთხვევაში] ბურთი მიწას ან 'სხვა მოთამაშეს' მანამ შეეხო, სანამ 'პირველად ხსენებული მოთამაშე' მას დაიჭერდა.
ჭერა -- მოთამაშე ბურთს ხელ[ებ]ით | მკლავ[ებ]ით ფლობს. ***
ჭიშკრიდან -- თავისი ლელოს მხრიდან.
ხეირი -- ცხადი და რეალური ტაქტიკური ან ტერიტორიული უპირატესობა, რომელიც გუნდმა მიიღო მეტოქის მიერ წესის დარღვევის შემდეგ | მიუხედავად.
ხელიდან -- დარტყმა: ბურთს ხელს განზრახ გაუშვებენ და ფეხს მიწის შეხებამდე დაარტყამენ.
ხელის კვრა -- ილეთი: 'ბურთიანი მოთამაშე' მეტოქეს 'გაშლილ მტევანს' [ხელის გულს] აგებებს გზიდან ჩამოსაშორებლად.
ჯარიმა -- დარტყმა, რომლითაც გუნდი ისჯება მძიმე | სერიოზულიდარღვევისათვის.

 


 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



სუფთა
dfdfdf