ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 
  სხვადასხვა

 

მსაჯები

 

8. მსაჯს თან უნდა ჰქონდეს სასტვენი და მას ჩაჰბეროს:
ა. თამაშის ორივე ნახევრის დაწყებისა და დამთავრების ნიშნად .
ბ. თამაშის შესაჩერებლად -- მსაჯს ამის გაკეთება ნებისმიერ დროს შეუძლია.
გ. 'ბურთის გატანისა' და 'ლელოს დაცვის' ნიშნად.
დ. დამრღვევის [დროებით | ბოლომდე] გასაძევებლად -- აქ ჯარიმის დანიშვნის | 'საჯარიმო ლელოს' ჩათვლის დროს მსაჯმა [ხელ]მეორედაც უნდა დაუსტვინოს.
ე. ბურთის უქმად გახდომისას -- გამონაკლისია გაცუდებული | აცილებული გარდასახვა.
ვ. თუ ბურთის თამაში შეუძლებელია [ბურთი 'ჩაიხურა'].
ზ. ჯარიმის | თავისუფალის | შერკინების დასანიშნად.
თ. თუ თამაშის გაგრძელება სახიფათოა | მოთამაშის მძიმედ დაშავება აშკარაა.

9. მსაჯმა ბურთი &ქუოტ;უქმად&ქუოტ; უნდა მიიჩნიოს, თუ
ა. ბურთი აუტში | ლელოს კიდეზე გადავიდა.
ბ. ბურთი ლელოში დაამიწეს.
გ. გარდასახვა შესრულდა | უკვე დაირტყა.
დ. გავიდა | ჩაითვალა ლელო ან 'ჯარიმიდან | არეკნით გატანილი' გოლი.
ე. ბურთი | &ქუოტ;ბურთიანი მოთამაშე' შეეხო [ლელოს] უკანა ხაზს ან 'რამეს მის გადაღმა'.
ვ. ბურთი [სათამაშო] არის ზემოთ რამეს -- ჭერს, კამერას, ნათურას მოხვდა | შეეხო.

10. თუ ბურთი | &ქუოტ;ბურთიანი მოთამაშე&ქუოტ; შეეხო მსაჯს | არამოთამაშეს [გარეშე პირს], მაგრამ ამით ვერავინ იხეირა -- თამაში გრძელდება. თუ რომელიმე გუნდმა მაინც იხეირა მოედანში -- მსაჯმა შერკინება უნდა უბოძოს იმას, რომელმაც ბურთით ბოლომ ითამაშა.
11. თუ 'ბურთიანი მოთამაშე&ქუოტ; მსაჯს | არა-მოთამაშეს ლელოში შეეხო, ამით რომელიმე გუნდმა იხეირა და ბურთს ფლობდა
ა. შემტევი -- მსაჯმა შეხების ადგილზე უნდა ჩათვალოს ლელო.
ბ. დამცველი -- მსაჯმა შეხების ადგილზე 'ლელო დაცულად' უნდა მიიჩნიოს.
12. თუ ლელოში ბურთი მსაჯს | არა-მოთამაშეს შეეხო -- მსაჯმა უნდა შეაფასოს, უამისოდ რა მოხდებოდა, და შეხების ადგილზე 'ლელო გატანილად | დაცულად' მიიჩნიოს.

 

1 2 3 4 5

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



სუფთა
dfdfdf