მსაჯები
24. გადაწყვეტილების სანიშნებლად &ქუოტ;თანა- | კიდის მსაჯს&ქუოტ; ალამი ან მსგავსი რამ უნდა ეჭიროს.
25. გარდასახვა | ჯარიმის კარში დარტყმა ამ დროს კარის ორივე ძელის უკან თითო 'თანა- | კიდის მსაჯი' უნდა დადგეს. თუ ბურთმა ძელებს შორის, ხარიხის ზემოთ გაიფრინა -- 'თანა- | კიდის მსაჯებმა' გოლის ნიშნად ალმები უნდა აწიონ.
26. აუტში გასვლა
ა. თუ ბურთი | 'ბურთიანი მოთამაშე' აუტში | ლელოს კიდეზე გა[და]ვიდა -- 'თანა- | კიდის მსაჯმა' ალამი უნდა აწიოს.
ბ. 'თანა- | კიდის მსაჯი' უნდა დადგეს 'აუტის მიჯნაზე' და ხელი გაიშვიროს იმ გუნდისკენ, რომელსაც მოწოდება ერგება.
გ. კიდიდან ბურთის მოწოდების შემდეგ 'თანა- | კიდის მსაჯმა' ალამი უნდა დაუშვას -- იმ შემთხვევათა გარდა, როცა
I. ბურთის მომწოდებელმა თუნდაც ცალი ტერფის ნებისმიერი ნაწილი [სათამაშო] მოედანს დააბიჯა.
II. ბურთი იმ გუნდმა მოაწოდა, რომელსაც არ ერგებოდა.
III. 'უცებ შემოგდებისას' გამოიყენეს სხვა ბურთი, ან აუტში გასვლის შემდეგ ბურთს -- მისი 'იქ გადამტანისა' და 'აუტიდან შემომგდების' გარდა -- სხვა პირიც შეეხო.
დ. იმას, ბურთი სათანადო ადგილიდან მოაწოდეს თუ არა -- წყვეტს მსაჯი და არა 'თანა- | კიდის მსაჯი'.
27. ბინძურად თამაშის ნიშნება
ა. ორგანიზატორს შეუძლია, თანა-მსაჯს დაავალოს მსაჯისთვის 'ბინძურად თამაშის' ნიშნება.
ბ. მსაჯისთვის &ქუოტ;ბინძურად თამაშისა&ქუოტ; და უწესობის სანიშნებლად -- თანა-მსაჯმა ალამი ჰორიზონტალურად უნდა დაიჭიროს და მოედანში კიდის მართობულად გადაფინოს.
გ. 'ბინძურად თამაშის ნიშნების' შემდეგ თანა-მსაჯი კიდეზე რჩება [თამაშის] მომდევნო შეჩერებამდე და მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულებას აგრძელებს.
დ. [თამაშის] პირველივე შეჩერებაზე თანა-მსაჯი [სათამაშო] არეში შევა მსაჯის მიწვევით და მას ყველაფერს მოახსენებს. ამის შემდეგ მსაჯი თავად გადაწყვეტს, რა მოიმოქმედოს.
ე. თუ მოთამაშე [ბოლომდე | წითლით] თანა-მსაჯის [ზეპირი] ჩარევის გამო გააძევეს -- ამავე თანა-მსაჯმა თამაშის შემდეგ, შეძლების და გვარად მალე -- 'წერილობითი პატაკი' უნდა წარუდგინოს მსაჯს, რათა ამან იგი | ასლი ორგანიზატორსაც გადაუგზავნოს.