ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

ბოჭვა

 

ბოჭვა ხდება | მისი წესი მოქმედებს მოედანზე, მაგრამ არა -- ლელოში. ბოჭვაზე მოთამაშეები ისე უნდა მოიქცნენ | გაისარჯონ, რომ ბრძოლა ალალი | თანა-სწორი | სამართლიანი გამოვიდეს და ბურთაობის უმალ გაგრძელებაც შესაძლებელი იყოს.

1. 'ბურთიანი მოთამაშე' შებოჭილია -- თუ იგი ერთმა | რამდენიმე მეტოქემ დაიჭირა და [მიწაზე] წააქცია.
2. 'წააქცია' ნიშნავს, რომ 'ბურთიანი მოთამაშე' მიწაზე წევს | ზის | მინიმუმ ცალი მუხლით ეხება მიწას, ან აწევს | აზის | მუხლითვე ეხება სხვა წაქცეულს.
3. 'დაიჭირა' ნიშნავს, რომ მბოჭავმა ბურთიანი წაქცევის შემდეგ 'ცოტა ხნით მაინც' გააკავა.

4. ბოჭვაში მონაწილეობენ:
ა. შებოჭილი [მოთამაშე].
ბ. მბოჭავ[ებ]ი.
გ. სხვები:
I. მოთამაშეები, რომლებმაც ბურთიანი დაიჭირეს, მაგრამ თავად არ წაქცეულან.
II. მოთამაშეები, რომლებიც ბოჭვაზე ბურთის მოსაპოვებლად | დასაუფლებლად | ასაღებად მივიდნენ.
III. მოთამაშეები, რომლებიც უკვე | ისედაც მიწაზე იწვნენ. ***

5. მბოჭავმა
ა. ბურთსა და შებოჭილს ხელი უმალ -- [ორივეს ***] წაქცევის-თანავე უნდა გაუშვას.
ბ. იგი უმალ უნდა გაეცალოს | მოეშვას შებოჭილსა და ბურთს | უმალ წამოდგეს.
გ. ვიდრე ბურთით | 'ბურთზე' ითამაშებდეს -- ჯერ უნდა წამოდგეს.
დ. მან შებოჭილს უნდა ადროვოს [აცალოს] | დაანებოს ბურთის გათავისუფლება | თამაში.
ე. შებოჭილს უნდა ადროვოს | დაანებოს ბურთის[გან] გაცლა | 'გადაგორება'. * სასჯელი: ჯარიმა.
6. თუ წინა მუხლის პირობებს იცავს და ჯერ რაქი არ შექმნილა | დაწყებულა -- მბოჭავს შეუძლია 'ბურთზე თამაში' -- ოღონდაც მხოლოდ ჭიშკრიდან | თავისი ლელოს მხრიდან. * სასჯელი: ჯარიმა.
7. შებოჭილმა უმალ [მყის]
ა. უნდა გაათავისუფლოს ბურთი თამაშის გასაგრძელებლად -- ბურთს ხელი გაუშვას | ბურთი მიწაზე [გა]დადოს ნებისმიერ მხარეს, ან ბურთი გადააწოდოს
[სხვას უპასოს] | მიწაზე გააგოროს -- ოღონდაც, წინ არა.
ბ. იგი უნდა გაეცალოს | მოშორდეს ბურთს | 'გადაგორდეს' | [უბურთოდ] უმალ წამოდგეს.
გ. ბურთზე | მის ახლოს ისე არ უნდა იწვეს, რომ მეტოქეს 'ბურთის დაუფლებაში' ხელი შეუშალოს. * სასჯელი: ჯარიმა.
8. სხვები
ა. არ უნდა წაიქცნენ. მათ უმალ უნდა [გა]უშვან ხელი ბურთსა და შებოჭილს.
ბ. მათ მხოლოდ ზეზეულად | დგომელა შეუძლიათ 'ბურთით თამაში'.
გ. ისინი ბოჭვაზე -- ბურთისთვის ბრძოლაში -- ჭიშკრიდან | თავისი ლელოს მხრიდან უნდა ჩაებან.

 


 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf