ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

32ა და 32ე, 33. = არ მოქმედებს =
შინ
++ ემატება
16'. ჩვენშიც მიღებული “ფრანგული წესით” კაცის მოკლება
ეხება სინბინსა და წითლით გაძევებასაც:
პირველივე “ცრუ შერკინების” მოწყობის წინ -- მისმა
გამომწვევმა გუნდმა უნდა მოიკლოს | მოედნიდან
გაიყვანოს [კიდევ] ერთი მოთამაშე -- და სინბინის
შემთხვევაში, იგი დაიბრუნოს ნაღდი | მიწოლიანი
შერკინების აღდგენის-თანავე.
1. მოთამაშის სამოსის ყველა ნაწილი | ერთეული უნდა
შეესაბამებოდეს “მსოფლიო რაგბის” 12. დებულებას.
2. მოთამაშეს აცვია: კვართი [მაისური], შორტი [მოკლე
შარვალი] და საცვალი, გეტრები [წინდები] და ბუცები
[წაღები].
კვართის სახელო მკლავს მხრიდან იდაყვამდე მინიმუმ
სანახევროდ უნდა ფარავდეს.
3. მოთამაშეს დამატებით შეიძლება:
ა. ეცვას რეცხვადი ელასტიური | კუმშვადი ბანდაჟი.
ბ. გეტრის შიგნით ეკეთოს წვივ-საცავი.
გ. გეტრის შიგნითვე ეკეთოს არა-ლითონის კოჭსაცავი,
რომელიც წვივის მესამედზე მაღალი არაა.
დ. ეკეთოს უთითო ხელ-თათმან[ებ]ი.
ე. კვართის შიგნით ეკეთოს ბეჭ-საცავ[ებ]ი.
ვ. პირში ედოს კბილ-საცავი.
ზ. თავზე ეფაროს ჩაფხუტი.
თ. ეკეთოს ნახვევი | თხელი თასმა | სხვა მსგავსი რამ.
ი. ეკეთოს დამცავი, დრეკადი სათვალე [ინგლისურად
“გოგლზ” ჰქვია].
კ. ბუცის ლანჩაზე ეკეთოს მორჩები, ანაც ეცვას სხმული
რეზინის ლანჩიანი ბუცები.
3. გუნდი 4. სამოსი
4. სამოსი 21
4. ქალ მოთამაშეს კიდევ შეიძლება:
ა. ეკეთოს მკერდ-საცავი.
ბ. შორტისა და გეტრების შიგნით ეცვას ბამბა-ნარევი,
გრძელი, ფეხზე ცალ-შიგა-ნაკერიანი ელასტიკი.
გ. ეკეთოს თავ-შალი, რომელიც უხიფათოა თავისთვისა
და სხვისთვისაც.
5. მოთამაშეს არ უნდა:
ა. ეცვას სისხლით დალაქავებული სამოსი.
ბ. ეკეთოს მჭრელი ან მქისე | უხეში რამეები.
გ. ეცვას | ეკეთოს ნებისმიერი რამ, რასაც მქისე |
გამოჩრილი ხრახნი, რგოლი, დუგმა, ელვა ... აქვს.
დ. ეკეთოს სამკაულები.
ე. ეკეთოს თითებიანი ხელ-თათმანი.
ვ. ეცვას შორტი, რომელშიც დამცავი საფენია ჩაკერებული.
ზ. ეცვას | ეკეთოს ისეთი რამ, რაც წესებით დაშვებული
კია, მაგრამ მსაჯის აზრით -- მოთამაშეთა
დაშავება შეუძლია.
თ. ეკეთოს კავშირ-გაბმულობის მოწყობილობანი.
6. მსაჯს ნებისმიერ დროს შეუძლია დაასკვნას, რომ მოთამაშის
სამოსის რომელიმე ნაწილი სახიფათო ან
აკრძალულია. ამ დროს მსაჯმა მოთამაშეს ამ ნაწილის
გახდა | მოხსნა უნდა მოსთხოვოს და სათამაშოდ მას
შემდეგღა დაუშვას, რაც მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
7. თუ თამაშის წინ, სამოსის შემოწმებისას, რომელიმე
მსაჯმა მოთამაშეს უთხრა, რომ აკრძალული რამ
აცვია | უკეთია და მერე, თამაშისას გაირკვა, რომ
მოთამაშეს ის არ გაუხდია | მოუხსნია -- დამრღვევი
უწესობისთვისაა გასაძევებელი. * სასჯელი: ჯარიმა.
8. მსაჯმა მოთამაშე [სათამაშო] არიდან მხოლოდ მაშინ
შეიძლება გაუშვას სამოსის გამოსაცვლელად, თუ ეს
სისხლითაა დასვრილი.
22
1. თამაში | მატჩი გრძელდება 80 წუთს და იყოფა ორ 40-
წუთა ნახევრად | ტაიმად. ტაიმებს ემატებათ მათში
“გაცდენილი დრო”.
გარდა ამისა, ორგანიზატორმა ფრედ დასრულებულ
თამაშზე შეიძლება დააწესოს “დამატებითი დრო”.
2. ტაიმებს შორის შესვენება მაქსიმუმ 15 წუთია -- ამას
აზუსტებს ორგანიზატორი.
შესვენებაზე გუნდებმა მოედნის მხარეები უნდა გაცვალონ.
მათ და მსაჯებს შეუძლიათ [სათამაშო] გარემოდან
გასვლა -- გასახდელში წასვლა.
3. ორგანიზატორს შეუძლია არა-სანაკრებო თამაშის
დამოკლება -- დროის შემცირება. თუ მას ხანგრძლიობა
არ დაუდგენია, მორიგება გუნდებს მართებთ, ხოლო
თუ ვერც ეს მოხერხდა -- მსაჯი გადაწყვეტს, გუნდები
რამდენ წუთს ათამაშოს.
4. დროს მსაჯი ინიშნავს, მაგრამ შეუძლია ეს საქმე გადააბაროს
ერთ-ერთ | ორივე თანა-მსაჯს, ანაც ოფიციალურ
“დროის მსაჯს”. სამივე შემთხვევაში მსაჯმა მათ
უნდა ანიშნოს საათის ყოველი გაჩერება | დაპაუზება
-- “გაცდენილი დრო”.
თუ თამაშს “დროის მსაჯი” არ ემსახურება და მსაჯი
დროის სისწორემ დააეჭვა, შეუძლია ეთათბიროს ერთერთ
| ორივე თანა-მსაჯს, ხოლო თუ ამათაც ვერაფერი
არგეს -- მხოლოდ ამ შემთხვევაში, შეუძლია სხვასაც
მიმართოს.
5. მსაჯს შეუძლია თამაში გააჩეროს და
ა. 1 წუთი გამოყოს დაშავებული მოთამაშის მისახედად,
მაგრამ თუ ტრავმა მძიმეა | სერიოზულია,
მოთამაშის [სათამაშო] არიდან გასაყვანად თამაშის
მეტი ხნით შეწყვეტაც უპრიანია;
ბ. ეთათბიროს [ამავე მატჩის მომსახურე] სხვა მსაჯებს.
6. თუ თამაში უკვე | ისედაც გაჩერებულია -- ანუ “ბურთი
უქმია”, მსაჯს შეუძლია
ა. გუნდს ადროვოს მოთამაშეთა შეცვლა.
ბ. მოთამაშეს -- სამოსის გამოცვლა | მოწესრიგება.
გ. მოთამაშესვე -- ბუცის ზონრის შეკვრა.
დ. მომსახურე პერსონალს -- [შორს გადავარდნილი]
ბურთის მოტანა.
7. ტაიმი სრულდება დროის ამოწურვის შემდეგ, [პირველსავე]
უქმ ბურთზე. თამაში გრძელდება [შემდეგ
უქმ ბურთამდე], თუ
ა. დროის ამოწურვამდე დანიშნული შერკინება | დერეფანი
| ცენტრიდან დარტყმა | 22-დან დარტყმა
არ დასრულებულა | წესისამებრ არ შესრულებულა
და ამდენად, მათ შედეგად არც ბურთი დაბრუნებულა
“ღია თამაშში”.
5. დრო
23
ბ. მსაჯმა დანიშნა ჯარიმა | თავისუფალი.
გ. გატანილ იქნა ლელო -- ამ დროს მსაჯი გუნდს გარდასახვას
ადროვებს.
დ. თუ მოთამაშემ ჯარიმა კიდეზე დაარტყა -- გაუთამაშებლადა
და სხვათა შეუხებლად.
8. ლელოს გამტან გუნდს შეუძლია გარდასახვის დარტყმაცა
და მასზე უარის თქმაც.
ა. თუ გუნდი უარზეა, ლელოს გამტანმა მოთამაშემ
ლელოს ჩათვლის-თანავე მსაჯს უნდა უთხრას “არ
ვურტყამთო”
ბ. თუ დარტყმა | “უარის თქმა” დროის ამოწურვამდე
მოესწრო, მსაჯი [სათანადო] გუნდს “ცენტრიდან
დაწყებას” ადროვებს.
გ. გარდასახვის დროდ ბურთზე ფეხის დარტყმის მომენტი
ითვლება.
9. თუ უსაშველოდ ცხელა | ჰაერია შეხუთული [ტენიანობაა
მაღალი], მსაჯს ტაიმის შუაში -- ბურთის გატანის
შემდეგ ან როცა თამაში “მოედნის შუა-წელშია”
გაჩერებული -- შეუძლია გამოაცხადოს 1-წუთიანი
“დასარწყულებელი ტაიმ-აუტი”
10. მსაჯს თუ მიაჩნია, რომ გაგრძელება სახიფათოა --
ნებისმიერ დროს შეუძლია დაასრულოს | შეწყვიტოს
თამაში.
5. დრო
ჭაბუკები
1. თამაში გრძელდება 70 წუთს და იყოფა ორ 35-წუთა
ტაიმად. ტაიმებს ემატებათ მათში “გაცდენილი დრო”.
გინდ შეჯიბრი “ოლიმპიური სისტემით” იმართებოდეს
-- მსაჯმა ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგაც კი
არ უნდა დანიშნოს “დამატებითი დრო”.
შვიდკაცა
1. თამაში გრძელდება 14 წუთს და იყოფა ორ 7-წუთა
ტაიმად. ტაიმებს ემატებათ მათში “გაცდენილი დრო”.
თუ ფრეზე დასანიშნია “დამატებითი დრო”, იგი --
1-წუთიანი შესვენების შემდეგ -- თითო თითოდ, 5-წუთა
მონაკვეთებად ეწყობა. თითოეულის შემდეგ გუნდები
მოედნის მხარეებს შეუსვენებლივ ცვლიან.
2. ტაიმებს შორის შესვენება მაქსიმუმ 2 წუთია.
შინ
+. კაცების “დამატებითი დრო” 20 წუთაა და ორ 10-წუთა
ტაიმად იყოფა. მის წინ 15-წუთა შესვენება ცხადდება
და წილიც ხელ-ახლა იყრება.
24
არსი
[ყოველ] თამაშს | მატჩს უძღვებიან მსაჯები: “მოედნის
მსაჯი” | რეფერი [ქვემოთ | მოკლედ -- უბრალოდ “მსაჯი”]
და ორიც “კიდის მსაჯი” ან თანა-მსაჯი.
ორგანიზატორმა თამაშზე კიდევ შეიძლება დანიშნოს |
დაუშვას “სათადარიგო მსაჯი”, ტელე-მსაჯი [ვიდეო-რეფი],
დროის მსაჯი, მატჩის ექიმი, გუნდების ექიმები, გუნდების
არა-მოთამაშე წევრები და “ბურთის მიმტანები”.
თანა-მსაჯმა | კიდის მსაჯმა [მოედნის] მსაჯს უნდა ანიშნოს
აუტში | ლელოს კიდეზე გადასვლა და კარში დარტყმის
შედეგი. მსაჯმა თანა-მსაჯი შეიძლება დაიხმაროს სხვა
მხრივაც -- ანიშნებინოს ბინძურად თამაშიც.
მსაჯის დანიშვნა
1. მსაჯს ნიშნავს ორგანიზატორი. თუ ამას მსაჯი არ
დაუნიშნავს -- გუნდები მსაჯს თავად აირჩევენ; ხოლო
თუ ვერ შეთანხმდნენ -- მსაჯს მასპინძელი გუნდი
დაასახელებს.
2 თუ მსაჯი თამაშს ბოლომდე ვერ გაუძღვა -- მისი შემცვლელი
ორგანიზატორის მითითების თანახმად
უნდა აირჩეს. თუ ორგანიზატორს ასეთი მითითება არ
გაუცია -- მსაჯი თავად დაასახელებს შემცვლელს;
ხოლო თუ მსაჯს ამის უნარი ვე[ღა]რ შესწევს -- ახალი
მსაჯი მასპინძელმა უნდა დანიშნოს.
მსაჯის საქმე თამაშამდე
3. მსაჯმა უნდა ჩაატაროს წილის-ყრა: ერთი გუნდის კაპიტანმა
“ბორჯღალი” | “თეთრი” აირჩიოს | თქვას,
მეორისამ კი -- მონეტა ააგდოს.
წილის მომგები აირჩევს ბურთს [თამაშის დაწყებას] ან
მოედანს [მოედნის მხარეს].
თუ მან მოედანი აირჩია -- თამაშს “მეტოქე გუნდი”
დაიწყებს, და პირუკუ:
თუ აირჩია ბურთი -- მოედანს აირჩევს მეტოქე.
4. მსაჯებმა უნდა შეამოწმონ, შეესაბამება თუ არა მოთამაშეთა
სამოსი და ბუცის მორჩები 4. წესის მოთხოვნებს.
მსაჯის საქმე თამაშის დროს
5. [სათამაშო] არის ფარგალში
ა. მსაჯი წესებს ერთ-პიროვნულად უთანადებს მოვლენებს.
მსაჯმა წესები ყოველთვის ზუსტად | განუხრელად
უნდა ამოქმედოს.
6. მსაჯები
25
ბ. მსაჯი ინიშნავს [სათამაშო] დროს. ერთია კია, ორგანიზატორს
შეუძლია დანიშნოს [ცალკე] “დროის მსაჯი”,
რომელიც ტაიმის ბოლოს | დამთავრებას [ხმოვანი
სიგნალით] საჯაროდ გამოაცხადებს.
გ. მსაჯი ითვლის ანგარიშს.
6. მსაჯი მოთამაშეებსა და შემცვლელებს [სათამაშო]
არეში შესვლის ნებას რთავს მაშინ, როცა ეს დროული
| უხიფათოა. ***
7. მსაჯი მოთამაშეს [სათამაშო] არიდან გასვლის ნებას
რთავს.
სასტვენი
8. მსაჯს თან უნდა ჰქონდეს სასტვენი და მას ჩაჰბეროს:
ა. თამაშის ორივე ნახევრის დაწყებისა და დამთავრების
ნიშნად .
ბ. თამაშის შესაჩერებლად -- მსაჯს ამის გაკეთება ნებისმიერ
დროს შეუძლია.
გ. “ბურთის გატანისა” და “ლელოს დაცვის” ნიშნად.
დ. დამრღვევის [დროებით | ბოლომდე] გასაძევებლად
-- აქ ჯარიმის დანიშვნის | “საჯარიმო ლელოს” ჩათვლის
დროს მსაჯმა [ხელ]მეორედაც უნდა დაუსტვინოს.
ე. ბურთის უქმად გახდომისას -- გამონაკლისია გაცუდებული
| აცილებული გარდასახვა.
ვ. თუ ბურთის თამაში შეუძლებელია [ბურთი “ჩაიხურა”].
ზ. ჯარიმის | თავისუფალის | შერკინების დასანიშნად.
თ. თუ თამაშის გაგრძელება სახიფათოა | მოთამაშის
მძიმედ დაშავება აშკარაა.
უქმი ბურთი
9. მსაჯმა ბურთი “უქმად” უნდა მიიჩნიოს, თუ
ა. ბურთი აუტში | ლელოს კიდეზე გადავიდა.
ბ. ბურთი ლელოში დაამიწეს.
გ. გარდასახვა შესრულდა | უკვე დაირტყა.
დ. გავიდა | ჩაითვალა ლელო ან “ჯარიმიდან | არეკნით
გატანილი” გოლი.
ე. ბურთი | “ბურთიანი მოთამაშე” შეეხო [ლელოს]
უკანა ხაზს ან “რამეს მის გადაღმა”.
ვ. ბურთი [სათამაშო] არის ზემოთ რამეს -- ჭერს, კამერას,
ნათურას მოხვდა | შეეხო.
6. მსაჯები
26
მსაჯის | “არა-მოთამაშის” შეხება
10. თუ ბურთი | “ბურთიანი მოთამაშე” შეეხო მსაჯს | არამოთამაშეს
[გარეშე პირს], მაგრამ ამით ვერავინ იხეირა
-- თამაში გრძელდება.
თუ რომელიმე გუნდმა მაინც იხეირა მოედანში -- მსაჯმა
შერკინება უნდა უბოძოს იმას, რომელმაც ბურთით
ბოლომ ითამაშა.
11. თუ “ბურთიანი მოთამაშე” მსაჯს | არა-მოთამაშეს
ლელოში შეეხო, ამით რომელიმე გუნდმა იხეირა და
ბურთს ფლობდა
ა. შემტევი -- მსაჯმა შეხების ადგილზე უნდა ჩათვალოს
ლელო.
ბ. დამცველი -- მსაჯმა შეხების ადგილზე “ლელო დაცულად”
უნდა მიიჩნიოს.
12. თუ ლელოში ბურთი მსაჯს | არა-მოთამაშეს შეეხო --
მსაჯმა უნდა შეაფასოს, უამისოდ რა მოხდებოდა, და
შეხების ადგილზე “ლელო გატანილად | დაცულად”
მიიჩნიოს.
თანა- | კიდის მსაჯთან ურთიერთ-ქმედება
13. მსაჯს შეუძლია რჩევა თანა-მსაჯს ჰკითხოს ამის ფუნქციათა,
ბინძურად თამაშის, [სათამაშო] დროისა და
სხვა წესთა გამოც.
14. მსაჯს შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილება, თუ თანა-
| კიდის მსაჯმა ალამი აწია და ამით “აუტზე | ლელოს
კიდეზე გადასვლა” ანიშნა; ანაც თანა-მსაჯმა ამავე
ხერხით ანიშნა “ბინძურად თამაში”.
ტელე-მსაჯი [ვიდეო-რეფი]
15. ორგანიზატორს შეუძლია დანიშნოს ტელე-მსაჯი,
რომელიც ტექნიკის მოშველიებით გაარკვევს
ა. დაამიწეს თუ არა ბურთი ლელოში.
ბ. ბურთის [ლელოში] დამიწებისას მოთამაშე ხომ არ
გადავიდა აუტში | ლელოს კიდეზე, ანაც ბურთი
უქმი ხომ არ გახდა.
გ. გავიდა თუ არა [ფეხით დარტყმული] ბურთი კარში.
დ. ლელოს გატანის პროცესში ხომ არ დაირღვა წესი
| წესის დარღვევით ხომ არ იქნა ლელო თავიდან
აცილებული.
6. მსაჯები
27
ე. ბინძურად ხომ არ ითამაშეს | რა სასჯელი იქნება
უპრიანი.
16. ტელე-განხილვის მოთხოვნა შეუძლია ნებისმიერ
მსაჯს -- მათ შორის, თავად ტელე-მსაჯსაც. განხილვა
მოქმედი პროტოკოლის მიხედვით წარიმართება.
მსაჯის საქმე თამაშის შემდეგ
17. მსაჯმა გუნდებს ანგარიში უნდა გამოუცხადოს და იგი
ორგანიზატორსაც აცნობოს.
18. თუ მსაჯმა მოთამაშე [ბოლომდე | წითლით] გააძევა --
ორგანიზატორს ინციდენტის “წერილობითი პატაკი”
შეძლების და გვარად მალე უნდა წარუდგინოს.
თანა- | კიდის მსაჯის დანიშვნა | მართვა
19. თამაშს ორი თანა-მსაჯი | კიდის მსაჯი ემსახურება. თუ
ორგანიზატორს ისინი არ დაუნიშნავს -- გუნდებმა
თითო “კიდის მსაჯი” უნდა გამოჰყონ.
20. ორგანიზატორს შეუძლია დანიშნოს “სათადარიგო
მსაჯი”, რომელიც -- თუ საჭირო გახდა -- შეცვლის
თანა-მსაჯს | კიდის მსაჯს. ეს პირი თამაშის დროს პერიმეტრში
იმყოფება.
21. “თანა- | კიდის მსაჯებს” რეფერი [მსაჯი] განაგებს. ამას
შეუძლია “თანა- | კიდის მსაჯს” განუმარტოს მისი
საქმეები | როლი და გადაწყვეტილებაც შეუცვალოს |
გაუუქმოს.
თუ “კიდის მსაჯი” მოვალეობას თავს ვერ ართმევს --
მსაჯს შეუძლია მისი გამოცვლა მოითხოვოს. მეტიც --
თუ მსაჯს მიაჩნია, რომ “კიდის მსაჯი” უწესოდ იქცევა
-- მას გააძევებს და ამის შესახებ ორგანიზატორს უპატაკებს.
თანა- | კიდის მსაჯი თამაშის დროს
22. ასპარეზის ორივე კიდეზე თითო “თანა- | კიდის მსაჯი”
მოქმედებს.
“თანა- | კიდის მსაჯი” სულ კიდეზეა. გამონაკლისია
“კარში დარტყმის” განსჯა. ამ დროს “თანა- | კიდის
მსაჯი” ლელოში, “კარის ძელის” უკან დგება.
23. თუ “ბინძურად თამაშის” შესახებ მსაჯს უნდა მოახსენოს
-- თანა-მსაჯს შეუძლია, თამაშის პირველივე შეჩერებისას,
მსაჯის დასტურით შევიდეს [სათამაშო]
არეში.
6. მსაჯები
28
თანა- | კიდის მსაჯის ჟესტები
24. გადაწყვეტილების სანიშნებლად “თანა- | კიდის მსაჯს”
ალამი ან მსგავსი რამ უნდა ეჭიროს.
25. გარდასახვა | ჯარიმის კარში დარტყმა
ამ დროს კარის ორივე ძელის უკან თითო “თანა- | კიდის
მსაჯი” უნდა დადგეს.
თუ ბურთმა ძელებს შორის, ხარიხის ზემოთ გაიფრინა
-- “თანა- | კიდის მსაჯებმა” გოლის ნიშნად ალმები
უნდა აწიონ.
26. აუტში გასვლა
ა. თუ ბურთი | “ბურთიანი მოთამაშე” აუტში | ლელოს
კიდეზე გა[და]ვიდა -- “თანა- | კიდის მსაჯმა” ალამი
უნდა აწიოს.
ბ. “თანა- | კიდის მსაჯი” უნდა დადგეს “აუტის მიჯნაზე”
და ხელი გაიშვიროს იმ გუნდისკენ, რომელსაც მოწოდება
ერგება.
გ. კიდიდან ბურთის მოწოდების შემდეგ “თანა- | კიდის
მსაჯმა” ალამი უნდა დაუშვას -- იმ შემთხვევათა
გარდა, როცა
I. ბურთის მომწოდებელმა თუნდაც ცალი ტერფის
ნებისმიერი ნაწილი [სათამაშო] მოედანს დააბიჯა.
II. ბურთი იმ გუნდმა მოაწოდა, რომელსაც არ
ერგებოდა.
III. “უცებ შემოგდებისას” გამოიყენეს სხვა ბურთი,
ან აუტში გასვლის შემდეგ ბურთს -- მისი “იქ
გადამტანისა” და “აუტიდან შემომგდების” გარდა
-- სხვა პირიც შეეხო.
დ. იმას, ბურთი სათანადო ადგილიდან მოაწოდეს თუ
არა -- წყვეტს მსაჯი და არა “თანა- | კიდის მსაჯი”.
27. ბინძურად თამაშის ნიშნება
ა. ორგანიზატორს შეუძლია, თანა-მსაჯს დაავალოს
მსაჯისთვის “ბინძურად თამაშის” ნიშნება.
ბ. მსაჯისთვის “ბინძურად თამაშისა” და უწესობის
სანიშნებლად -- თანა-მსაჯმა ალამი ჰორიზონტალურად
უნდა დაიჭიროს და მოედანში კიდის მართობულად
გადაფინოს.
გ. “ბინძურად თამაშის ნიშნების” შემდეგ თანა-მსაჯი
კიდეზე რჩება [თამაშის] მომდევნო შეჩერებამდე და
მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულებას
აგრძელებს.
დ. [თამაშის] პირველივე შეჩერებაზე თანა-მსაჯი
[სათამაშო] არეში შევა მსაჯის მიწვევით და მას ყველაფერს
მოახსენებს. ამის შემდეგ მსაჯი თავად გადაწყვეტს,
რა მოიმოქმედოს.
6. მსაჯები
29
ე. თუ მოთამაშე [ბოლომდე | წითლით] თანა-მსაჯის
[ზეპირი] ჩარევის გამო გააძევეს -- ამავე თანა-მსაჯმა
თამაშის შემდეგ, შეძლების და გვარად მალე -- “წერილობითი
პატაკი” უნდა წარუდგინოს მსაჯს, რათა ამან
იგი | ასლი ორგანიზატორსაც გადაუგზავნოს.
სხვა პირები
28. ექიმი | ფიზიო -- დაშავებული მოთამაშის მისახედად -
- ნებისმიერ დროს შეიძლება შევიდეს [სათამაშო] არეში,
თუ ამით “სახიფათო ვითარება” არ შეიქმნება.
29. მსაჯის უკითხავად [სათამაშო] არეში შესვლა შეუძლია:
ა. თულუჩხს -- მოთამაშეთათვის წყლის მზიდავს --
“ტრავმის გამო” თამაშის შეჩერებისას | ლელოს გატანის
შემდეგ.
ბ. “ბურთის სადგამის” შემტანს -- ჯარიმის კარში დარტყმისას
| ლელოს გატანის შემდეგ.
გ. მწვრთნელს -- შესვენებაზე, თავისი გუნდის დასამოძღვრად
| ჭკუის დასარიგებლად.
ოღონდაც, ეს პირები თამაშში არ უნდა ჩაერიონ, და
მათ მსაჯებს არ უნდა მიმართონ | არაფერი უთხრან.
30. შეცვლების გაძღოლა შეიძლება დაევალოს | დაეკისროს
ორგანიზატორის მიერ დანიშნულ “კიდის
მენეჯერ[ებ]ს” -- “მეოთხე | მეხუთე მსაჯ[ებ]ს”.
შვიდკაცა
++ ემატება
3'. მსაჯმა “დამატებითი დროის” წინ ამავე ხერხით წილი
[თავიდან] უნდა ჰყაროს.
ლელოს მსაჯები
31. თამაშს ორი “ლელოს მსაჯი” ემსახურება -- ორივე
ლელოში თითო მოქმედებს.
32. მსაჯი ისევე განაგებს “ლელოს მსაჯს”, როგორც თანა-
| კიდის მსაჯს.
33. გარდასახვის | ჯარიმის კარში დარტყმის დროს “ლელოს
მსაჯმა” [მოედნის] მსაჯს დარტყმის შედეგი უნდა
ანიშნოს.
34. თუ ბურთი | “ბურთიანი მოთამაშე” “ლელოს კიდეზე”
გადავიდა -- იქ მოქმედმა “ლელოს მსაჯმა” ალამი უნდა
აწიოს.
35. თუ მსაჯი “ლელოს გატანის | დაცვის” გამო შეეჭვდა --
რჩევას “ლელოს მსაჯს” დაეკითხება.
36. ორგანიზატორს შეუძლია “ლელოს მსაჯს” დაავალოს
ლელოში ჩადენილი “ბინძურად თამაშის” შემთხვევათა
[მსაჯისთვის] ნიშნება.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf