ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

მოზარდთა ფსიქოლოგია


 

ბავშვის ფსიქოლოგიური და სოციალური ჩამოყალიბების თავისებურებები

ბავშვი: მორფოლოგია, ფიზიოლოგია, ფსიქოლოგია, მისი მოთხოვნილებები

(პროფ. ჟინე, ლიონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი)

9-დან 15 წლამდე ბიჭების ფიზიკური, ფიზიოლოგიური და ფსიქო-მოტორული მონაცემები. ამ ასაკის ბავშვის სოციალური და ინტელექტუალური განვითარების საკითხები და მისი მოთხოვნილებები.

 

პერიოდი, 9-დან 15 წლამდე, ბავშვის ცხოვრებაში მეტად ვრცელი მონაკვეთია, რომელზეც ბევრის თქმა შეიძლება. თემა არაერთგვაროვანი, საკითხები ძალზედ მრავლადაა: ეს ის პერიოდია, რომლის დროსაც ინდივიდი ყველაზე სერიოზულ ცვლილებებს განიცდის.

არსებობს ამ ასაკის ბავშვის განვითარების ორი ფაზა:

1) მოზარდობის წინა პერიოდი (9-დან 11-12 წლამდე)

2) მოზარდობის დასაწყისი (დაახლოებით 12 წელი)

 

ეს დაყოფა შემთხვევითი არაა: იგი შეესაბამება განვითარების რიტმებს. მოზარდობის წინა პერიოდის სიმშვიდე და გაწონასწორულობა უპირისპირდება მოზარდობის ასაკის კრიზისს. ზემოთთქმული სიმშვიდე მხოლოდ მოჩვენებითია, რადგან მის წიაღში მოზარდობის კრიზისი მწიფდება. ( აღსანიშნავია, რომ მითითებული წლოვანობები საშუალოა და ძალზე მნიშვნელოვანი ვარიაციები გააჩნია).

1. მოზარდობის წინა პერიოდი (9-12) წელი.

ამ დროს მთავრდება განვითარების ერთი ეტაპი, რომელიც დაახლოებით 6 წლის ასაკში იწყება. ამგვარად, საკითხის კარგად გასარკვევად აუცილებელია უკან დაბრუნება.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ 7 წლამდე ასაკის ბავშვისთვის დამახასიათებელია ეგოცენტრიზმი ( არ აგვერიოს ეგოიზმში. ეგოცენტრიზმი არის პიროვნების უუნარობა მიიღოს სხვისი თვალსაზრისი). ბავშვს ამ დროს თავი "სამყაროს ცენტრად " წარმოუდგენია და ანგარიშს მხოლოდ საკუთარ თვალსაზრისს უწევს. ( მაგალითი N1: თამაშისას ბავშვები დიდ დროს ანდომებენ წესებზე კამათს, თითოეულ მათგანს საკუთარი კონცეფცია გააჩნია და ძალიან უჭირთ შეთანხმება, მაგN2: ბავშვის უარი ათხოვოს სხვას თავის სათამაშო, რადგან ბავშვს არ ესმის და ვერ წარმოუდგენია "თხოვების" ცნება).

7 წლიდან მოყოლებული ვითარება იცვლება. Eეგოცენტრიზმს მოყვება ინდივიდუალიზმი: ბავშვს უჭირს გუნდური თამაში, მისი ინტელექტი ინტუიტიური ტიპისაა და არ ექვემდებარება ლოგიკას. იგი ყურადღებას არ აქცევს ლოგიკურ შეუსაბამობას. მისი მოძრაობა სპონტანურია. ეს არის ჟესტებისა და მოძრაობის შესწავლის ასაკი. ამ ასკაში ბავშვს არ შეუძლია თავისი მოქმედების კოორდინირება დანარჩენ მოთამაშეებთან.

8-9 წლისას უკვე გავლილი აქვს ეგოცენტრული პერიოდი. აქედან მოყოლებული საქმე გვაქვს გარკვეულ შემობრუნებასთან: ინდივიდი ამთავრებს ბავშვობას, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის მოზარდი.

ამ ეტაპისათვის დამახასიათებელია სოციალური ევოლუცია: ბავშვი ამყარებს ურთიერთობებს თანატოლ-მეგობართან. მისი ინტელექტი ლოგიკური ხდება. ბავშვს შეუძლია ფსიქო-მოტორული კონტროლი, იგი მართავს თავის მოტორულ აღგზნებებს, იგი ექვემდებრება კოლექტიურ წვრთნას. ეს ძალზედ მნიშვნელობანი მომენტია სწავლების თვალსაზრისით. ბავშვში იწყებს განვითარებას პასუხისმგებლობის გრძნობა, იგი უკვე ანგარიშს უწევს მორალურ კატეგორიებს ( დანაშაული, სოლიდარობა, სამართლიანობა და ასე შ.)

ა. ემოციური თვალსაზრისით: ეს არის სიმშვიდის ფაზა. ინდივიდი ძირითადათ საკმაოდ დისციპლინირებულია, ჯერ კიდევ არ კამათობს. არც ემოციური და არც სქესობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პრობლემები არ არსებობს. ბავშვს სქესობრივი საკითხები შეიძლება აინტერესბდეს, მაგრამ სირთულეებს არ უქმნის. ეს პრობლემები თავს მოზარდობის დროს იჩენს.

ბ. ინტელექტუალური თვალსაზრისით: ბავშვს გააჩნია ცოდნის დიდი წყურვილი. იგი ცნობისმოყვარეა, აქვს უამრავი კითხვა, აზროვნება ლოგიკური ხდება, ბავშვი ითვალისწინებს სიტუაციას, მრავალი თვლასაზრისის შესაბამისად იგი უკავშირდება გარშემომყოფთ.

ც. მორფოლოგიორი და ფიზიოლოგიური თვალსაზრისით: წონასწორობისა და სიმშვიდის მიღმა იწყება გარკვეული ცვლილებები. 6-9 წლებს შორის ბავშვი რა თქმა უნდა იზრდება, მაგრამ შენელებული ტემპით. 10 წლიდან კი ზრდის ტემპი მატულობს. 8-9 წლისები, მორფოლოგიური თვალსაზრისით,  მეტნაკლებად ჩამოყალიბებული ტიპები არიან, რომლებიც 10 წლის ასაკიდან მნიშვნელოვნად იცვლებიან – კარგავენ 8-9 წლის ასაკის დროინდელ გაწონასწორებულობას.]

ცვლილებები ინდივიდუალურია, ძალზედ სხვადასხვაგვარია. ამ დროს საქმე გვაქვს: არტიკულაციის პრობლემებთან, ასევე პრობლემებთან, რომლებმაც შეიძლება ტრავმები გამოიწვიოს. (მაგ.სქოლიოზი) სუნთქვის პრობლემებთან (სუნთქვის სიხშირე წუთში 35-დან 20-მდე ეცემა), იცვლება სუნთქვის ტიპი, ჩქარდება გულის ზრდა, იზრდება კუნთების ძალა (სამმაგდება 12-დან 18 წლამდე ასაკში)

ერთიი სიტყვით, ხდება საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები. მორფოლოგიური თვალსაზრისით ვღებულობთ 3 ტიპს:

1. ეკტომორფულს- მაღალსა და გამხდარს, სუსტი ფიზიკური განვითარებით, მოძრაობის სუსტი კოორდინაციით.

2. მეზომორფულის ანუ ათლეტურს, კარგად განვითარებული ძვლოვანი სისტემით.

3. ენდომორფულის – სიმსუქნისკენ მიდრეკილების მქონეს.

 

მოტორული თვალსაზრისით ბავშვი 8-9 წლის ასაკში გადის მოძრაობების მოქნილობისა და მოხერხებულობის დახვეწის სტადიას, რასაც 3 ფაქტორი განაპირობებს:

• ფიზიკური ძალის მატება

• მოძრაობის სისწრაფის გაზრდა

• ამტანობის განვითარება

მოძრაობები სულ უფრო და უფრო ლოგიკური და მიზანმიმართული ხდება (მაგ. ბავშვს უჩნდება ძალზე გამოკვეთილი სურვილი რაიმე მექანიკური საგნის აწყობისა) მას აქვს ორთაბრძოლის მოთხოვნილება (რომელიც ხანდახან ექსცესებში გადაიზრდება)

 

პრობლემები სოციალური განვითარების თვალსაზრისით

ბავშვს უკვე შესწევს უნარი წარმოიდგინოს და გამოსცადოს  ნამდვილი თანამშრომლობის შესაძლებლობა (გუნდური სულისკვეთება). უკვე არსებობს ჯგუფის შიგნით ამხანაგური ურთიერთობები, რომლებიც ჯერ კიდევ არ გადაზრდილა მეგობრულ ურთიერთობებში.

8-9 წლის ასაკიდან მოყოლებული იქმნება ჯგუფები და თამაშები პაექრობის ხასიათს იღებს. ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებიან და ცდილობენ გაიმარჯვონ. ეს კოლექტიური თამაშები გარკვეულ ორგანიზაციას მოითხოვს. უნდა შემუშავდეს წესები. თანდათანობით საქმე გვაქვს  შეჯიბრის ჩამოყალიბებასთან წამყვანის, ლიდერის გავლენით. ეს ლიდერი უკვე გამოირჩევა სხვებისგან, იგი ხელმძღვანელობს, კოორდინაციას უწევს ჯგუფის მოქმედებას და უზრუნველყოფს შეკავშირებას ჯგუფის შიგნით.

ამგვარად ჯგუფები საკმაოდ ცენტრალიზებულნი ხდებიან, ლიდერის ავტორიტეტი აბსოლიტური ხდება. მას ირჩევენ როგორც, ზოგადად დადებითი თვისებების, ასევე პირადი ინიციატივინიანობის გამო.

10-11 წლის ასაკში საქამე გვაქვს ლიდერის არჩევის პრინციპების ძირფესვიან ცვლასთან. ლიდერი ხდება ის,  ვისაც უკეთესი ფსიქოლოგიური და არა ფიზიკური მონაცემები აქვს ( ეს აღარ არის ყველაზე "ძლიერი" მოთამაშე) ლიდერს ირჩევენ იმათგან ვისაც მეტი ორგანიზატორული ნიჭი აქვს.

ჯგუფები თანდათან დემოკრატიზაციისკენ მიდიან.

ისმის საკითხი: როგორ დაიჭიროს თავი აღმზრდელმა ლიდერთან მიმართებაში?

ანგარიში უნდა გავუწიოთ ლიდერს, რომელიც აღიარებულია ჯგუფის მიერ, მაგრამ უნდა ვერიდოთ მხოლოდ ლიდერის აზრისათვის ანგარიშის გაწევას. 

ჯგუფის შიგნით თავს იჩენს ურთიერთობა და პატივისცემა. მოზარდობის წინა ასაკის ბავშვი გადადის ე.წ. მორალურ ავტონომიაზე ( წესების ცოდნა და გაზიარება, მაგრამ ამავე დროს წესების შეუმჩნევლად დარღვევის დასაშვებობა). 7 წლამდე წესების ჩუმად დარღვევა არ არსებობს, რადგან ამ ასაკის ბავშვი საერთოდ არ ცნობს წესებს. ახლა კი ასეთი დარღვევა შესაძლებელია, მაგრამ იგი მკაცრად იკიცხება.

2) მოზარდობა

მოზარდობა , პირველყოვლისა, არის კრიზისი და არა განვითარების ფაზა. ეს პერიოდი საზოგადოებას ბევრ პრობლემას უქმნის ( განსაკუთრებით მოზარდთა დამნაშავეობა).

იგი ხასიათდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური თვისებებით.

ფიზიკური ცვლილებები: წონის და სიმაღლის მატება. ეს ფიზიკური ცვლილებები დაკავშირებულია ქიმიურ და ბიოლოგიურ (სქესობრივ) ცვლილებებთან. სქესობრივი სიმწიფის ხანაა 13-14 წლის ბიჭებში და 12-13 წლის გოგონებში.

ფსიქოლოგიური ცვლილებები: დაკავშირებულია განცდებთან, რომელიც ფიზიკურ ცვლილებებს იწვევს. ინდივიდი პასიურია იმ გარდაქმნების მიმართ, რომელსაც სხეული განიცდის. მას არ შეუძლია მასზე ზემოქმედება. სწორედ  ეს არის საკმაოდ თავისუფალი და ძლიერი ემოციების მიზეზი. ამით აიხსენბა ის დიდი მნიშვნელობა, რომელსაც მოზარდი ანიჭებს უფროსებთან ურთიერთობას, რომლებსაც უკვე გავლილი აქვთ ეს პერიოდი. ისინი უამრავ კითხვას სვამენ. ( მაგ. ნორმალურია თუ არა ეს ცვლილებები? სასაცილოდ ხო მარ გამოვიყურები, და ასე შ) ეს კითხვები მიმართულია მწვრთნელის, მშობლებისა და უფროსებისადმი. მოზარდებში დრო და დრო ვხვდებით ერთგვარ მოუქნელობას. მას შეიძლება რცხვენოდეს საკუთარი სხეულისა, რომელიც იცვლება. იგი შეიძლება თავს უცნაურად გრძნობდეს, მას თავი განსაკუთრებული ჰგონია. ამის გამო იგი ბედნიერებას განიცდის და უხერხულებასაც. უპირველესი პრობლემა მოზარდებისთვის არის საკუთარი სხეულისა და მისი შესაძლებლობების ზღვარის შეცნება. მეორე პრობლემაა შეუსაბამობა იდეალურსა და მის საკუთარ სხეულს შორის. ამ შეუსაბამობის შეგრძნებამ შეიძლება გამოიწვიოს არასრულფასოვნების კომპლექსი. არის დეპრესიის საშიშროებაც. მოზარდი გარკვეულ კომპენსაციას ეძებს ( სპორტი, უმართავი აგრესია და სხვა). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე დაცინვა საერთოდ უნდა გამოირიცხოს, თვით მეგობრულ გარემოცვაშიც კი ( ყოველშემთხვევაში უკიდურესად ფრთხილად უნდა ვიყოთ.)

ერთი სიტყვით საქმე გვაქვს კრიზისთან – მოზარდმა დაკარგა ბავშვობისდროინდელი სიმშვიდე, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ შეიძინა მოზარდისათვის დამახასიათებელი წონასწორობა. პიროვნება ჯერ კიდევ:

- ბავშვია სოციალური და ემოციური თვალსაზრისით

- მოზრდილია სექსულაური და ინტელექტუალური თვალსაზრისით.

სხვა დამახასიათებელი ნიშნები:

ნარცისიზმი, რომელიც გამოიხატება საკუთარი თავის, საკუთარი იმიჯის სიყვარულში. მოზარდი იკეტება საკუთარ თავში. იგი ეძებს მარტოობას.

ოცნებები – გმირის, კუმირის სახის შექმნა და მისკენ ლტოლვა, მასთან განტოლების სურვილი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია მოზრდილის აღმზრდელობითი ურთიერთობა მოზარდთან. მოზარდი თავს მასზე ერთი საფეხურით ზევით მდგომ " აღმზრდელთან" გააიგივებს ( და არა რომელიღაც პოპულარულ გმირთან), რაც სირთულეების გადალახვაში წაადგება.

დასკვნა

შეიძლება დავასკვნათ, რომ საკითხების წრე საკმაოდ ფართოა. ზემოთ განხილული ბავშვთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური განვითარების საკითხები ძალზედ საყურადღებოა. წვრთნის პროცესში მასწავლებელმა/ აღმზრდელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ისინი და ვარჯიში ასაკობრივ ჯგუფთა ინტელექტუალურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს მიუსადაგოს.


 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf