ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 
  სხვადასხვა

 

ასპარეზი

 

 

1. ასპარეზის ზედაპირი | საფარი უხიფათო უნდა იყოს.
2. თამაში ნება-დართულია ბალახზე, ქვიშაზე, თიხაზე, თოვლსა და ხელოვნურ გაზონზეც -- ამისი მახასიათებლები იხილეთ 'მსოფლიო რაგბის' 22. დებულებაში.
3. [სათამაშო] არის ზომები ნახაზზე წერია.

ა. [სათამაშო] არის ყველა ნაკვეთი მართ-კუთხაა.
ბ. საშინაო შეჯიბრებაში ზომათა ნებისმიერი ცვლა კავშირის საქმეა, ხოლო სანაკრებო | საერთაშორისო მატჩებზე 'მსოფლიო რაგბის' დასტურია საჭირო.
გ. თუ მოედნის სიგრძე 100 მეტრზე ნაკლებია -- სათანადოდ მცირდება მანძილი 10-მეტრა და 22-მეტრა ხაზებს შორის.
დ. თუ მოედნის სიგანე 70 მეტრზე ნაკლებია -- სათანადოდ მცირდება მანძილი 15-მეტრა ხაზებს შორის.
ე. თუ ხერხდება -- პერიმეტრის განი 5 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.

4. უწყვეტად ივლება
ა. [ლელოს] 'უკანა ხაზები' და 'ლელოს კიდის ხაზები'.
ბ. 'კარის ხაზები'.
გ. '22-მეტრა ხაზები'.
დ. 'შუა ხაზი'.
ე. 'კიდის | აუტის ხაზები'.
5. წყვეტილები ივლება
ა. ორივე 'კიდის ხაზთან' 5 მეტრზე -- მათ პარალელურად.
ბ. ორივე 'კიდის ხაზთან'; 15 მეტრზე -- მათ პარალელურად.
გ. 'შუა ხაზიდან' ორივე მხარეს 10 მეტრზე -- მის პარალელურად.
დ. ორივე 'კარის ხაზთან' 5 მეტრზე -- მათ პარალელურად. ამ წყვეტილთა შტრიხების სიგრძე 5 მეტრია.
6. ერთი ნახევარ-მეტრა ხაზი მოედნის 'შუა ხაზს' ცენტრში კვეთს.

 


 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf