ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 
  სხვადასხვა

 

გუნდი

 

26. კაცთა იმ ელიტარულ მატჩებში, რომლებზეც 'მსოფლიო რაგბმა' -- 10.1.4 და 10.1.5 დებულებათა თანახმად -- წინდაწინ გასცა სათანადო ნებართვა, ა. მოთამაშე, რომელსაც [ტვინის] შერყევაზე გასინჯვა | შემოწმება ჭირდება -- [სათამაშო] არიდან უნდა გავიდეს.
ბ. ნება-დართულია მის ნაცვლად 'დროებითი შემცვლელის' შესვლა.
გ. თუ გასასინჯად გაყვანილს შერყევა დაუდგინდა -- 'დროებითი შეცვლა' 'ბოლომდე შეცვლად' იქცევა. ***
დ. გასასინჯად გაყვანილს გინდაც არაფერი სჭირდეს -- თამაშში მაინც ვერ ჩაებმება 10 'ასტრონომიულ წუთზე' ადრე. ***

27. ნება-დართულია 'დროებითი შემცვლელის' დროებით შეცვლაც -- გინდაც გუნდს ყველა შემცვლელი | სათადარიგო უკვე გამოყენებული ჰყავდეს.
28. თუ 'დროებითი შემცვლელი' დაშავდა -- შეიძლება მისი [ბოლომდე] შეცვლაც.
29. თუ 'დროებითი შემცვლელი' წითლით | ბოლომდე გააძევეს -- 'მის მიერ შეცვლილი' ვეღარ დაბრუნდება. გამონაკლისია 3.18 და 3.19 წესები -- თუ გასულ [დროებით შეცვლილ] პირველ-ხაზელს დროულად უწამლეს და გუნდს იგი 'ნაღდ | მიწოლიან შერკინებაში' დაჭირდა.
30. თუ 'დროებითი შემცვლელი' სინბინში | ყვითლით | დროებითვე გააძევეს -- 'მის მიერ შეცვლილი' სინბინის ამოწურვის შემდეგღა შემოვა. გამონაკლისია 3.18 და 3.19 წესები -- თუ გასულ [დროებით შეცვლილ] პირველ-ხაზელს დროულად უწამლეს და გუნდს იგი 'ნაღდ | მიწოლიან შერკინებაში' დაჭირდა.
31. თუ 'დროებით შეცვლილის' დასაბრუნებლად დადგენილი ვადა შესვენებას დაემთხვა -- დამბრუნებელმა მეორე ტაიმი თავიდანვე უნდა დაიწყოს, თორემ 'ბოლომდე შეცვლილად' მიიჩნევა.

32. [ტაქტიკურად] შეცვლილ მოთამაშეს შეუძლია თამაშში ხელახლა ჩაებას -- შეცვალოს:
ა. დაშავებული პირველ-ხაზელი.
ბ. დასისხლიანებული მოთამაშე.
გ. [ტვინის] შერყევაზე გასასინჯად გაყვანილი მოთამაშე.
დ. თამაშის წინა ეპიზოდში 'ბინძურად თამაშის' გამო დაშავებული -- რისთვისაც მსაჯმა [მინიმუმ] ჯარიმა დანიშნა.
ე. 3.18 და 3.19 წესების თანახმად გაყვანილი | გაწირული მოთამაშე.

33. ორგანიზატორს ზოგ ლიგაში | რაგბის სახეობაში შეუძლია 'როტაციული შეცვლების' [შედი-გამოდი] შემოღება. ასეთ შეცვლათა მაქსიმუმი თორმეტია. სათანადო წესებს ორგანიზატორი თავად ადგენს.

8'. გუნდში გინდ 22 მოთამაშე იყოს -- მაინც აუცილებელია 6 პირველ-ხაზელის ყოლა: გუნდს უნდა შეეძლოს კვაჭისა და ორივე ბურჯის შეცვლა.
34. [ტაქტიკურად] შეცვლილ მოთამაშეს [უპირობოდ] შეუძლია აშავებული გუნდელის შეცვლა.

1. თამაშის დროს გუნდს [სათამაშო] არეში შეიძლება ჰყავდეს მაქსიმუმ 7 მოთამაშე.
2. = არ მოქმედებს =
4. ნაკრებთა თამაშზე გუნდს შეუძლია იყოლიოს და გამოიყენოს მაქსიმუმ 5 შემცვლელი [სათადარიგო].
5. სხვა თამაშებზე შემცვლელთა რაოდენობას -- მაქსიმუმ ხუთს -- ორგანიზატორი აწესებს. 8-13. და 15-19. = არ მოქმედებს =
30. თუ &ქუოტ;დროებითი შემცვლელი' სინბინში | ყვითლით გააძევეს და 'მის მიერ შეცვლილს&ქუოტ; დროულად უწამლეს -- ამას შესვლა სინბინის ამოწურვის შემდეგღა შეეძლება.

16'. ჩვენშიც მიღებული &ქუოტ;ფრანგული წესით&ქუოტ; კაცის მოკლება ეხება სინბინსა და წითლით გაძევებასაც: პირველივე 'ცრუ შერკინების' მოწყობის წინ -- მისმა გამომწვევმა გუნდმა უნდა მოიკლოს | მოედნიდან გაიყვანოს [კიდევ] ერთი მოთამაშე -- და სინბინის შემთხვევაში, იგი დაიბრუნოს ნაღდი | მიწოლიანი შერკინების აღდგენის-თანავე.

 


 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby