რაქი
16. მოთამაშემ
ა. რაქში ბურთი ფეხ[ებ]ით არ უნდა აწიოს | ბურთი რაქიდან არ უნდა გამოაგდოს ფეხის მირტყმით -- ნებადართულია მხოლოდ [ტერფით] უკან გამოგორება.
ბ. რაქი განზრახ არ უნდა ჩააქციოს | იგი რაქს არ უნდა შეახტეს.
გ. სხვას განზრახ | განგებ არ უნდა დააბიჯოს.
დ. იგი რაქიდან გამომავალ ბურთს არ უნდა დაახტეს | დააწვეს. * სასჯელი: ჯარიმა.
ე. [რაქიდან] გამოსული ბურთი რაქში[ვე] არ უნდა მიაბრუნოს.
ვ. თუ რაქი ჯერაც გრძელდება, ისეთი არაფერი უნდა ჩაიდინოს, რაც მეტოქეს აფიქრებინებს, რომ რაქი დასრულდა. * სასჯელი: თავისუფალი.
17. თუ გუნდმა რაქში ბურთი ცხადად | თვალ-საჩინოდ მოიგო | მოიპოვა და მისით თამაში შეუძლია -- მსაჯი დაუძახებს 'გამოიტანეთ!' აქედან 5 წამში გუნდმა ბურთი რაქს უნდა განარიდოს | მოაშოროს. * სასჯელი: შერკინება.
18. თუ ბურთი რაქიდან გამოვიდა | უკვე ლელოშია [კარის ხაზზეა | მის გადაღმადაა] -- რაქი დასრულებულია და თამაში [ღიად] გრძელდება.
19. თუ ბურთი 'ჩაიხურა | ჩაიმარხა' [მისით თამაში შეუძლებელი გახდა] -- რაქი დასრულებულია. თუ მსაჯმა გადაწყვიტა, რომ ბურთი რაქიდან დროულად ვერ გამოვა -- შერკინება უნდა დანიშნოს.