ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 
  სხვადასხვა

 

აუტი | უცებ შემოგდება | დერეფანი

 

9. დერეფანი ეწყობა | დგება | იმართება &ქუოტ;აუტის მიჯნაზე&ქუოტ;.
10. [ორივე] გუნდი &ქუოტ;აუტის მიჯნის&ქუოტ; პარალელურად, თავისი ლელოს მხარეს, მიჯნიდან ნახევარ მეტრზე, 5- და 15-მეტრა წყვეტილებს შორის -- ცალკე, ერთ-მაგ ხაზად ამწკრივებს მოთამაშეებს. ეს 1-მეტრა შუალედი [მეტოქე] მწკრივებს შორის შენარჩუნებულ უნდა იქნას ბურთის მოწოდებამდე | აგდებამდე. * სასჯელი: თავისუფალი.
11. დერეფანში [თითო] გუნდიდან მინიმუმ ორი მოთამაშე უნდა დადგეს.
12. გუნდმა დერეფანში დადგომა | მოწყობა არ უნდა დაახანოს | გააჯანჯლოს. * სასჯელი: თავისუფალი.
13. გასამწკრივებელ მოთამაშეთა მაქსიმუმს ადგენს | განსაზღვრავს [კიდიდან] ბურთის მომწოდებელი გუნდი.
14. მეტოქემ მომწოდებელზე მეტი მოთამაშე არ უნდა გაამწკრივოს -- გამონაკლისია, თუ ბურთი დერეფნის მოწყობის-თანავე &ქუოტ;ავარდა&ქუოტ;. * სასჯელი: თავისუფალი.
15. მომწოდებლის მეტოქეს კიდის ხაზსა და 5-მეტრა წყვეტილს შორის უნდა ეყენოს ერთი მოთამაშე --

 

აუტის მიჯნიდან 2 მეტრზე, თავისი ლელოს მხარეს, და 5-მეტრა წყვეტილიდანაც 2 მეტრზე. * სასჯელი: თავისუფალი.
16. გუნდს შეუძლია დაიყენოს [მხოლოდ] ერთი მიმღები -- თავისი ლელოს მხარეს, მწკრივიდან 2 მეტრზე, 5- და 15-მეტრა წყვეტილებს შორის. * სასჯელი: თავისუფალი.
17. დერეფნის მოწყობის [დერეფნად დადგომის] შემდეგ მოთამაშეს მწკრივის მიტოვება შეუძლია მხოლოდ იმისთვის, რომ თუ თავად
ა. მომწოდებელი გუნდიდანაა -- ადგილი გაუცვალოს დერეფნის მონაწილე გუნდელს.
ბ. არა-მომწოდებელი გუნდიდანაა -- მის გუნდს დერეფანში მეტოქეზე მეტი მოთამაშე ა[ღა]რ ეყენოს. * სასჯელი: თავისუფალი.
18. დერეფნის მონაწილეს ბურთის 'ავარდნამდე' შეუძლია, ადგილი გაუცვალოს დერეფნისვე მონაწილე გუნდელს.
19. თუ მოთამაშე [ბურთის დასაუფლებლად ასახტომელი] გუნდელის აწევას აპირებს -- მისთვის ხელის წინდაწინ ჩავლება შეუძლია: უკნიდან -- შორტზე და ზემოთ, წინიდან კი -- ბარძაყზე და ზემოთ. * სასჯელი: თავისუფალი.
20. ვიდრე ბურთი [კიდიდან მისი] მომწოდებლის | ამგდების ხელის მტევანს არ მოსწყდება -- დერეფნელი არ უნდა ახტეს | აწიონ. * სასჯელი: თავისუფალი.
21. ბურთის 'ავარდნამდე' დერეფნელი მეტოქეს არ უნდა შეეხოს. * სასჯელი: ჯარიმა.

22. [კიდიდან] ბურთის მომწოდებელ მოთამაშეს ორივე ფეხი &ქუოტ;აუტის მიჯნაზე&ქუოტ;, [სათამაშო] მოედნის გარეთ უნდა ედგას. მომწოდებელმა ბურთის ავარდნამდე მოედანს [ფეხი] არ უნდა დააბიჯოს. * სასჯელი: მეტოქე აირჩევს დერეფანს | შერკინებას.
23. ბურთი [ხელით] უნდა იტყორცნოს
ა. პირდაპირ -- &ქუოტ;აუტის მიჯნის&ქუოტ; გასწვრივ.
ბ. მან მიწის | მოთამაშეთა შეხებამდე 5-მეტრა წყვეტილს უნდა უწიოს. * სასჯელი: მეტოქე აირჩევს დერეფანს | შერკინებას. თუ მეტოქემ დერეფანი აირჩია და თავადაც არა-სწორად მოაწოდა -- შერკინება ერგება იმ გუნდს, რომელმაც არა-სწორად პირველმა მოაწოდა.
გ. გაუჯანჯლებლივ, დერეფნის მოწყობის-თანავე. * სასჯელი: თავისუფალი.

 

1 2 3 4 5 6 7

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf