ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 
  სხვადასხვა

 

ხეირი

 

თუ მეტოქემ წესი დაარღვია, მაგრამ [ბურთიანმა] გუნდმა ხეირი მაინც ნახა -- მსაჯს შეუძლია თამაში არ შეაჩეროს, რათა ბურთაობა [უფრო] უწყვეტი გახადოს.
1. ხეირი არსებობს
ა. ტაქტიკური -- თუ [მართალ] გუნდს შეუძლია [უფრო] თავისუფლად იბურთაოს.
ბ. ტერიტორიული -- თუ თამაშმა დამრღვევი გუნდის ლელოსკენ გადაინაცვლა.
გ. კომბინირებული -- თუ ორივე წინა პირობა ერთდროულად შესრულდა.
დ. ხეირი ცხადი და რეალური უნდა იყოს -- მისი მიღების [მხოლოდ] შანსი არ კმარა [არაფრის მაქნისია].
2. 'ხეირზე თამაში' სრულდება, თუ
ა. მსაჯს მიაჩნია, რომ [მართალმა] გუნდმა უკვე [საკმაოდ] იხეირა -- ამ დროს მსაჯი თამაშს აგრძელებს.
ბ. მსაჯს მიაჩნია, რომ [მართალი] გუნდი ვერ იხეირებს -- ამ დროს მსაჯი თამაშს აჩერებს და ნიშნავს იმ დარღვევის სარგო სასჯელს, რომლისთვისაც გუნდს ხეირზე ათამაშებდა.
გ. [მართალმა] გუნდმა თავად დაარღვია წესი, სანამ [საკმაოდ] იხეირებდა -- ამ დროსაც მსაჯი აჩერებს თამაშს და ნიშნავს პირველი დარღვევის სარგო სასჯელს. თუ ერთ-ერთი ან ორივე დარღვევა 'ბინძურად თამაშია', მსაჯი დამრღვევ(ებ)ს სათანადო სასჯელ(ებ)ს დააკისრებს.
დ. დამრღვევმა გუნდმა წესი კიდევ დაარღვია და [მართალი] გუნდი მაქედან ვერანაირად ვეღარ იხეირებს -- ამ დროს მსაჯი თამაშს აჩერებს და ნიშნავს [მართალი] გუნდისთვის [ტაქტიკურად | ტერიტორიულად] უფრო სახეირო სასჯელს.
3. ხეირის წესი არ გამოიყენება -- და მსაჯმა უმალ უნდა დაუსტვინოს, თუ
ა. ბურთი ან 'ბურთიანი მოთამაშე' მსაჯს შეეხო და ამით ერთ-ერთმა გუნდმა იხეირა.
ბ. შერკინებაში ბურთი გვირაბის ნებისმიერი ბოლოდან გამოვარდა.
გ. შერკინება 90 გრადუსზე მეტად დატრიალდა.
დ. შერკინებაში მოთამაშე იმდენად აწიეს, რომ მიწას ფეხ(ებ)ით აღარ ეხება.
ე. [კიდიდან] უცებ შემოგდება | [ჯარიმის | თავისუფალის] უცებ გათამაშება არა-სწორად შესრულდა.
ვ. ბურთი უქმი გახდა.
ზ. თამაშის გაგრძელება სახიფათოა.
თ. მსაჯი ეჭვობს, რომ მოთამაშე მძიმედ დაშავდა.

 


 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



სუფთა
dfdfdf