ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 
  სხვადასხვა

 

მსაჯები

 

28. ექიმი | ფიზიო -- დაშავებული მოთამაშის მისახედად -- ნებისმიერ დროს შეიძლება შევიდეს [სათამაშო] არეში, თუ ამით 'სახიფათო ვითარება' არ შეიქმნება.
29. მსაჯის უკითხავად [სათამაშო] არეში შესვლა შეუძლია:
ა. თულუჩხს -- მოთამაშეთათვის წყლის მზიდავს -- 'ტრავმის გამო' თამაშის შეჩერებისას | ლელოს გატანის შემდეგ.
ბ. 'ბურთის სადგამის' შემტანს -- ჯარიმის კარში დარტყმისას | ლელოს გატანის შემდეგ.
გ. მწვრთნელს -- შესვენებაზე, თავისი გუნდის დასამოძღვრად | ჭკუის დასარიგებლად. ოღონდაც, ეს პირები თამაშში არ უნდა ჩაერიონ, და მათ მსაჯებს არ უნდა მიმართონ | არაფერი უთხრან.
30. შეცვლების გაძღოლა შეიძლება დაევალოს | დაეკისროს ორგანიზატორის მიერ დანიშნულ 'კიდის მენეჯერ[ებ]ს' -- 'მეოთხე | მეხუთე მსაჯ[ებ]ს'.

++ ემატება
3'. მსაჯმა &ქუოტ;დამატებითი დროის&ქუოტ; წინ ამავე ხერხით წილი
[თავიდან] უნდა ჰყაროს.

31. თამაშს ორი 'ლელოს მსაჯი' ემსახურება -- ორივე ლელოში თითო მოქმედებს.
32. მსაჯი ისევე განაგებს 'ლელოს მსაჯს', როგორც თანა- | კიდის მსაჯს.
33. გარდასახვის | ჯარიმის კარში დარტყმის დროს 'ლელოს მსაჯმა' [მოედნის] მსაჯს დარტყმის შედეგი უნდა ანიშნოს.
34. თუ ბურთი | 'ბურთიანი მოთამაშე' 'ლელოს კიდეზე' გადავიდა -- იქ მოქმედმა 'ლელოს მსაჯმა' ალამი უნდა აწიოს.
35. თუ მსაჯი 'ლელოს გატანის | დაცვის' გამო შეეჭვდა -- რჩევას 'ლელოს მსაჯს' დაეკითხება.
36. ორგანიზატორს შეუძლია 'ლელოს მსაჯს' დაავალოს ლელოში ჩადენილი 'ბინძურად თამაშის' შემთხვევათა [მსაჯისთვის] ნიშნება.

1 2 3 4 5

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf