შერკინება
2. შერკინება ეწყობა ზონაში -- მსაჯის მიერ მითითებულ ადგილზე.
3. მსაჯი 'კარის ხაზთა' პარალელურად, [მიწაზე ტერფით] მონიშნავს [შერკინების] 'შუა ხაზს'.
4. ამ მონიშვნიდან 30 წამში გუნდი შესარკინებლად მზად უნდა იყოს. * სასჯელი: თავისუფალი.
5. თუ ორივე გუნდს [მოედანზე] 15 მოთამაშე ჰყავს -- [ნაღდ | მიწოლიან] შერკინებაში, ნახატზე მოცემული წყობით, [სამ ხაზად], თითომ 8 მოთამაშე უნდა დააყენოს. გუნდს პირველ ხაზში სამი კაცი უნდა ეყენოს: ორი ბურჯი [აქეთ-იქეთ] და ერთიც კვაჭი [შუაში]; მეორეში -- ორი კაცი; მესამეში კი -- ასევე სამი. * სასჯელი: ჯარიმა.
6. თუ გუნდში რაიმე მიზეზით 15-ზე ერთით | ორით | სამით ნაკლები მოთამაშე დარჩა -- შეიძლება [ნაღდ] შერკინებაში [ორივე გუნდიდან] დასაყენებელთა რიცხვის ამდენით-ვე შემცირება, ოღონდაც მინიმუმ ხუთამდე. [ერთ-ერთმა] გუნდმა გინდაც ამ შეღავათით ისარგებლოს -- მეტოქეს იგივე არ მოეთხოვება.
7. მორკინალები [შერკინებაში ჩამდგარი მოთამაშეები] ერთმანეთს ასე უნდა შეეკრან:
ა. ბურჯები -- კვაჭს [ცალი ხელით].
ბ. კვაჭი -- ბურჯებს ორივე ხელით: ამათ მკლავებს ზემოთ | ქვემოთ.
გ. მეორე-ხაზელი -- წინ მდგომ ბურჯსა და გვერდით მდგომ მეორე-ხაზელს.
დ. მესამე-ხაზელი -- მეორე-ხაზელ[ებ]ს მინიმუმ ცალი ხელით. * სასჯელი: ჯარიმა.
8. მეტოქე მწყობრები | ჯგუფები პირისპირ დგებიან -- შუა ხაზის აქეთ-იქეთ, მის პარალელურად.
9. მეტოქე 'პირველი ხაზები' მკლავის ერთ გაწვდენაზე ისე უნდა დაუდგნენ ერთმანეთს, რომ მსაჯის მიერ მითითებულ ნიშნულზე კვაჭები მოხვდნენ.
10. თუ ორივე მწყობრი [უკვე] სწორადა და მყარად დგას და არც იძვრის -- მსაჯმა უნდა დაიძახოს 'დაიხარეთ!' [ინგლისურად &ქუოტ;ქრაუჩ&ქუოტ;]
ა. თუ პირველი ხაზები აქამდე არ დახრილან -- წინ იმდენად უნდა დაიხარონ, რომ ყოველ მოთამაშეს 'თავი და ბეჭები' საკუთარ გავაზე დაბლა არ ექნეს.
ასეთი დგომი პირველ-ხაზელმა შერკინების დასრულებამდე უნდა შეინარჩუნოს.
ბ. პირველი ხაზები ერთმანეთს 'ყურ-და-ყურ' უნდა დაუდგნენ -- ისე, რომ თითოეული მოთამაშის თავი უშუალო | მოპირდაპირე მეტოქის თავის მარცხნივ
ხვდებოდეს, ხოლო შუბლები ერთმანეთს სცდებოდნენ. * სასჯელი: თავისუფალი.
11. თუ ორივე მწყობრი [უკვე] სწორადა და მყარად დგას და არც იძვრის -- მსაჯმა უნდა დაიძახოს 'შეეკარით!' [ინგლისურად 'ბაინდ']
ა. 'მარცხენა ბურჯმა' მეტოქის 'მარჯვენა ბურჯს'მარცხენა მკლავი 'მარჯვენა მკლავის შიგნიდან' უნდა დაადოს.
ბ. 'მარჯვენა ბურჯმა' მეტოქის 'მარცხენა ბურჯს' მარჯვენამკლავი 'მარცხენა წინა-მხრის გარედან' უნდა დაადოს.
გ. ბურჯმა მეტოქის კვართს ხელი ზურგზე | გვერდზე უნდა ჩაავლოს.
დ. მოთამაშეები ასე შეკრულნი შერკინების დასრულებამდე უნდა დარჩნენ. * სასჯელი: ჯარიმა.