აუტი | უცებ შემოგდება | დერეფანი
29. ბურთის ავარდნამდე და მოთამაშის | მიწის შეხებამდე -- დერეფნელი თამაშშია [თამაშ-გარეთ არაა], თუ აუტის მიჯნიდან თავისი ლელოს მხარესაა.
30. მოთამაშე თუ ბურთისთვის ახტა, მაგრამ ვერ დაიჭირა და აუტის მიჯნასაც გადასცდა -- უმალ უნდა დაბრუნდეს თავის მხარეზე.
31. ბურთის ავარდნამდე და მოთამაშის | მიწის შეხებამდე -- დერეფნელისთვის 'თამაშ-გარეს ხაზი' აუტის მიჯნაა, ხოლო შემდეგ -- თავად 'ბურთი' [ბურთზე მიჯნის პარალელურად გამავალი ხაზი].
32. თუ აუტის მიჯნაზე რაქი | მოლი გაიმართა, დერეფნის მონაწილე
ა. ან უნდა ჩაებას [ამ] რაქში | მოლში.
ბ. ანაც ჩა[მო]ვიდეს 'თამაშ-გარეს ხაზის' უკან -- ეს ხაზი რაქში | მოლში ჩაბმულ გუნდელთა 'ბოლო ფეხზე' გადის.
33. დერეფნელს ბურთის ავარდნის-თანავე შეუძლია 15- მეტრა წყვეტილის იქეთ | მიღმა გადასვლა. თუ ბურთი ამავე წყვეტილს არ გადასცდა -- მოთამაშე დერეფანს უმალ უნდა დაუბრუნდეს.
34. 'დერეფნის არა-მონაწილე' უნდა იდგეს | დარჩეს თავისი ლელოს მხარეს, აუტის მიჯნიდან მინიმუმ 10 მეტრზე -- ანაც თავის ლელოში | კარის ხაზზე, თუ ეს უფრო ახლოა. თუ ბურთი უკვე ავარდა და მოთამაშე თამაშ-გარეა -- უმალ უნდა ჩა[მო]ვიდეს 'თამაშ-გარეს ხაზის' უკან, თორემ დაისჯება. ეს მოთამაშე თამაშში ვერ მობრუნდება სხვების ვერა-ნაირი მოქმედებით.
35. 'დერეფნის არა-მონაწილეს' გუნდელის მიერ ბურთის მოწოდების-თანავე შეუძლია წინ გაქცევა | თამაშგარეს ხაზის გადაკვეთა. ამ დროს გამოქცევა 'არა-დერეფნელ მეტოქესაც' შეუძლია, მაგრამ თუ ბურთი 15-მეტრა წყვეტილს არ გადასცდა -- ორივენი უმალ უნდა ჩა[მო]ვიდნენ 'თამაშგარეს ხაზის' უკან, თორემ დაისჯებიან. * სასჯელი: ჯარიმა.
36. დერეფანი დასრულებულია, თუ
ა. ბურთი | ბურთიანი მოთამაშე
I. დერეფნიდან გავიდა.
II. კიდის ხაზსა და 5-მეტრა წყვეტილს შორის გადავიდა.
III. 15-მეტრა წყვეტილს გადასცდა.
ბ. მასში გამართულ რაქში | მოლში ჩაბმულთა ტერფები უკლებლივ გადასცდა აუტის მიჯნას.
გ. ბურთის თამაში შეუძლებელი გახდა.
37. დერეფნის დასრულებამდე 'დერეფნელი' მწკრივიდან არ უნდა გავიდეს. გამონაკლისია მიმღებად გადასვლა, თუ ეს პოზიცია თავისუფალია. * სასჯელი: ჯარიმა.
12. მსაჯის მიერ &ქუოტ;აუტის მიჯნის&ქუოტ; მითითებიდან 15 წამში -- გუნდი დერეფანში უნდა დადგეს. * სასჯელი: თავისუფალი.