ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 
  სხვადასხვა

 

შერკინება

 

34. როცა წესი არ დარღვეულა -- მსაჯი თამაშს აჩერებს და შერკინებას ხელ-ახლა ნიშნავს, თუ
ა. ცხრამ ბურთი შერკინებაში შეაგდო, ის კი გვირაბის [ნებისმიერი] ბოლოდან გამოვარდა.
ბ. სანამ სხვაფრივ დასრულდებოდა -- შერკინება ჩაიქცა | დაიშალა.
გ. შერკინება 90 გრადუსზე მეტად დატრიალდა -- მისი შუა ხაზი კიდის ხაზისადმი პარალელურ მდგომარეობას გადასცდა.
დ. ბურთი ვერავინ მოიგო | მოიპოვა.
ე. ბურთი გვირაბიდან განგებ არ გამოუგდიათ. გამონაკლისი: თუ ბურთი გვირაბიდან ზედიზედ გამოაგდეს -- მსაჯმა ეს &ქუოტ;განზრახ დარღვევად&ქუოტ; უნდა მიიჩნიოს. * სასჯელი: ჯარიმა.
35. ხელ-ახალ შერკინებაში ბურთს იგივე გუნდი შეაგდებს.

36. შერკინება დასრულებულია, თუ
ა. ბურთი იქიდან ნებისმიერი გზით გამოვიდა -- გვირაბის გარდა.
ბ. ბურთმა 'ბოლო ფეხს' უწია და იგი აიღო 'ბოლო კაცმა' | გა[მო]იტანა ცხრამ.
გ. მსაჯმა დარღვევის ნიშნად დაუსტვინა.
დ. [ჯერაც] შერკინებაში მყოფი ბურთი უკვე ლელოშია [კარის ხაზზეა | მის გადაღმადაა]

37. შერკინებაში სახიფათო თამაშად ითვლება:
ა. პირველი ხაზი მეტოქისკენ რომ გაექანება.
ბ. მეტოქის 'შენსკენ' მოწევა | 'დაქაჩვა'. ***
გ. მეტოქის განზრახ აწევა | ამოდევნა.
დ. შერკინების განზრახ ჩაქცევა.
ე. განზრახ წაქცევა | ჩამუხლვა. * სასჯელი: ჯარიმა.
38. კიდევ იკრძალება:
ა. შერკინებიდან გამოსულ ბურთზე უმალ დახტომა | დაწოლა.
ბ. ცხრა რომ [ჯერაც] შერკინებაში მყოფ ბურთს ფეხს დაარტყამს.
გ. არა-პირველ-ხაზელი მეტოქეს რომ იჭერს | აწვება. * სასჯელი: ჯარიმა.

დ. შერკინებიდან გამოსული ბურთის იქვე მიბრუნება.
ე. არა-პირველ-ხაზელი გვირაბში რომ ბურთით თამაშობს.
ვ. ცხრა რომ მეტოქეს [ხელის დაქნევით] ატყუებს,
ბურთი შერკინებიდან გამომაქვსო.
* სასჯელი: თავისუფალი.

 

1 2 3 4 5 6

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf