ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 
  სხვადასხვა

 

თამაშ-გარე ღია თამაში

 

[რაგბი] უნდა ითამაშოს მხოლოდ 'თამაშში მყოფმა' და არა იმან, ვინც თამაშ-გარე[თა]ა.

1. მოთამაშე 'ღია თამაშში' თამაშ-გარეა -- თუ იგი წინაა 'ბურთიან გუნდელზე' | იმ გუნდელზე, რომელმაც ბურთით ბოლომ ითამაშა.
'თამაშ-გარეთ მყოფი' თამაშში არ უნდა ჩაერიოს -- არ უნდა
ა. ითამაშოს ბურთით.
ბ. შებოჭოს ბურთიანი მეტოქე.
გ. მეტოქეს ხელი შეუშალოს [თავისუფლად | გემოზე] თამაშში. * სასჯელი: ჯარიმა.
2. მოთამაშე თამაშ-გარეთ შეიძლება აღმოჩნდეს [სათამაშო] გარემოს ნებისმიერ ადგილას -- მოედანზე | ლელოში | კიდეზე.
3. თუ მოთამაშემ 'უნებლიეთ წინ ნასროლი | გადაწოდებული' ბურთი დაიჭირა -- თამაშ-გარეთ არაა.
4. 'თამაშ-გარეთ მყოფი' დასასჯელია, თუ
ა. თამაშში ჩაერია.
ბ. წინ -- ბურთისკენ გაიქცა | წავიდა | გადაადგილდა.
გ. გუნდელმა ბურთს ფეხი დაარტყა, თავად კი მასზე წინ იყო | იდგა და უმალ არ დაიხია იმ წარმოსახვითი ხაზის უკან, რომელიც მისი გუნდის მხარეს, მოედნის მთელ სიგანეზე, ბურთის დამჭერიდან | მიწაზე დაცემის ადგილიდან 10 მეტრზე ივლება. აქ სულ ერთია, ბურთი ჯერ კარის ძელ[ებ]ს | ხარიხას
მოხვდა თუ არა. თუ წესი რამდენიმე მოთამაშემ [ერთბაშად] დაარღვია -- ისჯება ის, რომელიც ბურთის დამჭერიდან | მიწაზე დაცემის ადგილიდან ყველაზე ახლოს იყო. ამ წესს [მოკლედ] '10 მეტრი' ჰქვია. იგი ძალაშია მაშინაც, როცა ბურთი მეტოქეს შეეხო | მეტოქემ ბურთით ითამაშა -- მაგრამ არ მოქმედებს მეტოქის მიერ [ფეხით] დარტყმაზე დაფარების დროს. * სასჯელი: მეტოქეს შეუძლია აირჩიოს
I. ჯარიმა -- დარღვევის ადგილზე.
II. შერკინება -- სადაც 'დამრღვევმა გუნდმა' ბურთით ბოლოჯერ ითამაშა.

5. მოთამაშე 'უნებლიეთაა თამაშ-გარე', თუ ბურთს | ბურთიან გუნდელს ვერ ასცდა | უნებლიეთ შეეხო. აქ მსაჯი მაშინღა უსტვენს, თუ დამრღვევმა გუნდმა იხეირა. * სასჯელი: შერკინება.
6. '10 მეტრის' [10.4გ მუხლის] გარდა -- 'თამაშ-გარეთ მყოფი' უკვე თამაშშია | თამაშში მობრუნდა, თუ
ა. თავად დაიხია | ჩამოვიდა
I. იმ გუნდელზე უკან, რომელმაც ბურთით ბოლომ ითამაშა.
II. 'თამაშში მყოფ' გუნდელზე უკან.
ბ. 'თამაშში მყოფმა' გუნდელმა გადაუსწრო და ეს გუნდელი [სათამაშო] არეშია | არეში უკვე დაბრუნდა.
გ. მეტოქემ
I. ბურთიანად გაირბინა 5 მეტრი -- სულ ერთია, საით.
II. პასი შეასრულა [გააკეთა] | სხვას უპასა.
III. ბურთს ფეხს დაარტყა. მეტოქე
IV. ბურთს განზრახ | განგებ შეეხო, მაგრამ არ | ვერ დაეუფლა.

7. თამაშ-გარეთ '10 მეტრში' მყოფი მოთამაშე [10.4გ მუხლი] თამაშში შეიძლება მობრუნდეს მეტოქის ერთად-ერთი მოქმედებით -- ეგაა [ფეხით] დარტყმაზე დაფარება.

8. თუ მოთამაშე რაქში | მოლში | შერკინებაში | დერეფანში თამაშ-გარეა -- თამაშ-გარეთვე რჩება მათი დასრულების შემდეგ.
9. აქ მოთამაშე 'უკვე თამაშშია | თამაშში მობრუნდა', თუ
ა. თავად უმალ დაიხია სათანადო 'თამაშ-გარეს ხაზის' უკან.
ბ. მეტოქემ ბურთიანად გაირბინა 5 მეტრი -- სულ ერთია, საით.
გ. მეტოქემ ბურთს ფეხს დაარტყა.
10. თამაშ-გარეთ მყოფი | ჩარჩენილი დასასჯელია, თუ
ა. უმალ კი არ დაიხია &ქუოტ;თამაშ-გარეს ხაზის&ქუოტ; უკან, არამედ უფრო ხელ-საყრელ ადგილზე მეტოქეს მოაბრუნებინა თავი.
ბ. თამაშში ჩაერია.
გ. ბურთისკენ გაიქცა | წავიდა | გადაადგილდა.

* სასჯელი: ჯარიმა.


 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf