ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 
  სხვადასხვა

 

მსაჯები

 

13. მსაჯს შეუძლია რჩევა თანა-მსაჯს ჰკითხოს ამის ფუნქციათა, ბინძურად თამაშის, [სათამაშო] დროისა და სხვა წესთა გამოც.
14. მსაჯს შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილება, თუ თანა- | კიდის მსაჯმა ალამი აწია და ამით 'აუტზე | ლელოს კიდეზე გადასვლა' ანიშნა; ანაც თანა-მსაჯმა ამავე ხერხით ანიშნა 'ბინძურად თამაში'.

15. ორგანიზატორს შეუძლია დანიშნოს ტელე-მსაჯი, რომელიც ტექნიკის მოშველიებით გაარკვევს
ა. დაამიწეს თუ არა ბურთი ლელოში.
ბ. ბურთის [ლელოში] დამიწებისას მოთამაშე ხომ არ გადავიდა აუტში | ლელოს კიდეზე, ანაც ბურთი უქმი ხომ არ გახდა.
გ. გავიდა თუ არა [ფეხით დარტყმული] ბურთი კარში.
დ. ლელოს გატანის პროცესში ხომ არ დაირღვა წესი | წესის დარღვევით ხომ არ იქნა ლელო თავიდან აცილებული.
ე. ბინძურად ხომ არ ითამაშეს | რა სასჯელი იქნება უპრიანი.
16. ტელე-განხილვის მოთხოვნა შეუძლია ნებისმიერ მსაჯს -- მათ შორის, თავად ტელე-მსაჯსაც. განხილვა მოქმედი პროტოკოლის მიხედვით წარიმართება.

17. მსაჯმა გუნდებს ანგარიში უნდა გამოუცხადოს და იგი ორგანიზატორსაც აცნობოს.
18. თუ მსაჯმა მოთამაშე [ბოლომდე | წითლით] გააძევა -- ორგანიზატორს ინციდენტის 'წერილობითი პატაკი' შეძლების და გვარად მალე უნდა წარუდგინოს.

19. თამაშს ორი თანა-მსაჯი | კიდის მსაჯი ემსახურება. თუ ორგანიზატორს ისინი არ დაუნიშნავს -- გუნდებმა თითო 'კიდის მსაჯი' უნდა გამოჰყონ.
20. ორგანიზატორს შეუძლია დანიშნოს 'სათადარიგო მსაჯი', რომელიც -- თუ საჭირო გახდა -- შეცვლის თანა-მსაჯს | კიდის მსაჯს. ეს პირი თამაშის დროს პერიმეტრში იმყოფება.
21. 'თანა- | კიდის მსაჯებს' რეფერი [მსაჯი] განაგებს. ამას შეუძლია 'თანა- | კიდის მსაჯს' განუმარტოს მისი საქმეები | როლი და გადაწყვეტილებაც შეუცვალოს | გაუუქმოს. თუ 'კიდის მსაჯი' მოვალეობას თავს ვერ ართმევს -- მსაჯს შეუძლია მისი გამოცვლა მოითხოვოს. მეტიც -- თუ მსაჯს მიაჩნია, რომ 'კიდის მსაჯი' უწესოდ იქცევა -- მას გააძევებს და ამის შესახებ ორგანიზატორს უპატაკებს.

22. ასპარეზის ორივე კიდეზე თითო 'თანა- | კიდის მსაჯი' მოქმედებს. 'თანა- | კიდის მსაჯი' სულ კიდეზეა. გამონაკლისია 'კარში დარტყმის' განსჯა. ამ დროს 'თანა- | კიდის მსაჯი' ლელოში, 'კარის ძელის' უკან დგება.
23. თუ 'ბინძურად თამაშის' შესახებ მსაჯს უნდა მოახსენოს -- თანა-მსაჯს შეუძლია, თამაშის პირველივე შეჩერებისას, მსაჯის დასტურით შევიდეს [სათამაშო] არეში.

1 2 3 4 5

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



სუფთა
dfdfdf