რაქი
რაქში ბურთი მიწაზეა, მოთამაშეები კი მის მოსაპოვებლად | დასაუფლებლად იბრძვიან.
1. რაქი იმართება | ხდება მოედანზე, მაგრამ არა -- ლელოში.
2. რაქია -- თუ ფეხზე მდგარი [დგომელა] მოთამაშე მიწაზე დებულ ბურთს, შებოჭილსა და მბოჭავ[ებ]ს 'თავზე დადგომია'.
3. რაქის განმავლობაში მის მონაწილეს 'თავი და ბეჭები' საკუთარ გავაზე დაბლა არ უნდა ჰქონდეს დახრილი. * სასჯელი: თავისუფალი.
4. რაქის შექმნის-თანავე, ორივე გუნდისთვის ცალკე | თითო 'თამაშ-გარეს ხაზი' ივლება მოედნის მთელ სიგანეზე -- 'კარის ხაზის' პარალელურად, ამ გუნდიდან რაქში ჩაბმულთა 'ბოლო ფეხზე'. თუ ეს 'ბოლო ფეხი' კარის ხაზზე | მის უკანაა -- ამ გუნდისთვის 'თამაშ-გარეს ხაზი' მისივე 'კარის ხაზია'.
5. რაქთან მისული მოთამაშე მასში 'თამაშ-გარეს ხაზის' უკან. ზეზეულად | დგომელა უნდა ჩაებას.
6. მოთამაშეს შეუძლია ჩაებას 'ბოლო ფეხის' გვერდით -- ოღონდ, წინ არა.
7. მოთამაშე უნდა შეეკრას გუნდელს | მეტოქეს -- 'ხელის მოხვევა' [დროში] უნდა უსწრებდეს | ემთხვეოდეს რაქთან სხეულის სხვა ნაწილით შეხებას.