ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

რაქი

წესების განსაზღვრება: „რაქის“ დროს მეტოქე გუნდების თითო ან მეტი მოთამაშე  მიწაზე დადებული ბურთის გარშემო ერთმანეთს ზეზეულად ეჭიდება'

ფუნქციონალური როლი

პასუხისმგებლობა

აუცილებელი ტექნიკა

ბურთიანი მოთამაშე

  • თავი აარიდოს კონტაქტს თუ ეს შესაძლებელია
  • თუ კონტაქტი გარდაუვალია, გამოიყენოს მიმართულების ცვლის ტექნიკა, რათა თავი აარიდოს ფრონტალურ კონტაქტს და შეინარჩუნოს წინ მოძრაობა
  • ეცადოს კონტაქტისას ბურთი მიაწოდოს პარტნიორს 
  • თუ პასის გაკეთება შეუძლებელია, დააფიქსიროს ბურთი მიწაზე, რათა მიმყოლ მოთამაშეს შეეძლოს მისი სწრაფად აღება
  • მაქსიმალურად დაავიწროვოს ბოჭვის დერეფანი
  • არიდება
  • პასი კონტაქტში
  • ბურთის პრეზენტაცია (მიწაზე)
  • კომუნიკაცია

მიმყოლი მოთამაშე/ები

  • თუ არ არსებობს მოწინააღმდეგის მხრიდან ბურთის დაუფლების საშიშროება, აიღოს ბურთი და გააგრძელოს თამაში
  • თუ  არსებობს მოწინააღმდეგის მხრიდან ბურთის დაუფლების საშიშროება, გაიყვანოს მბოჭავი რაც შეიძლება შორს ბურთიანისაგან
  • სიტუაციის სკანირება ხიფათის აღმოსაჩენად
  • გადაწყვეტილების მიღება
  • ბურთის აღება მიწიდან/პასი
  • პასი კონტაქტში
  • წინსვლა კონტაქტში
  • კომუნიკაცია

დამცველი მოთამაშე/ები

  • ბურთისათვის ბრძოლა წესების ფარგლებში
  • მოწინააღმდეგის „გადაყრა“ ბურთიდან
  • ბოჭვის შემდეგ ფეხზე სწრაფად წამოდგომა
  • ფეხებით აქტიური მუშაობა
  • კომუნიკაცია

მოლი

წესების განსაზღვრება: „მოლი“ დაწყებულია თუ ბურთიანი მოთამაშე ერთმა ან მეტმა მეტოქემ დაიჭირა, ბურთიანს კი ერთი ან რამდენიმე  გუნდელი მიეშველა და შეეჭიდა

ფუნქციონალური როლი

პასუხისმგებლობა

აუცილებელი ტექნიკა

ბურთიანი მოთამაშე

  • თავი აარიდოს კონტაქტს თუ ეს შესაძლებელია
  • თუ კონტაქტი გარდაუვალია, გამოიყენოს მიმართულების ცვლის ტექნიკა, რათა თავი აარიდოს ფრონტალურ კონტაქტს და შეინარჩუნოს წინ მოძრაობა
  • გაუადვილოს ბურთის გამორთმევა მიმყოლ მოთამაშეებს

 

  • არიდება
  • ბურთის პრეზენტაცია (მიმყოლ მოთამაშეებს)
  • წინსვლა კონტაქტში
  • კომუნიკაცია

მიმყოლი მოთამაშე/ები

  • უზრუნველყოს ბურთის ფლობა
  • შეინარჩუნოს წინსვლა
  • მოაშოროს ბურთი კონტაქტის ზონას
  • ბურთის გამორთმევა (ჩახსნა)
  • მიწოლა ბურთის მიღმა
  • ბურთის გადაცემა
  • კომუნიკაცია

დამცველი მოთამაშე/ები

  • ბურთისათვის ბრძოლა წესების ფარგლებში
  • მოწინააღმდეგის წინსვლის შეჩერება
  • მიწოლით წინსვლა
  • მოლის შეჩერება წესების დაცვით
  • ბურთის ძალით წართმევა ხელიდან
  • წინსვლა კონტაქტში
  • კომუნიკაცია

 


 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



სუფთა
dfdfdf