ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

სწავლების სავარაუდო შედეგი

ამ მონაკვეთის გავლის შემდეგ, მონაწილეებს შეეძლებათ ფუნქციონალური როლების ანალიზის გაკეთება, ამ ანალიზის საფუძველზე, პოსტების მიხედვით, მოთამაშეთა შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა და ამ კრიტერიუმების გამოყენებით გუნდის სელექცია

როდესაც რაგბის გუნდის სელექციას ვაკეთებთ, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სელექციონერებმა ერთი და იგივე კრიტერიუმებით იხელმძღვანელონ იმიტომ რომ ყველა მოთამაშე, რომელიც პრეტენზიას აცხადებს შემადგენლობაში მოხვედრაზე ერთნაირი კრიტერიუმებით უნდა შევაფასოთ. ფუნქციონალური როლების ანალიზი, რომელიც ამ მონაკვეთის დაწყებამდე გავაკეთეთ, აძლევს მწვრთნელებს მეთოდოლოგიას თუ როგორ გააკეთონ არჩევანი ამ კრიტერიუმების გამოყენებით. აქედან გამომდინარე ეს ტექნიკა არის გამოყენებული კრიტერიუმების საფუძველი. საქმე რომ შეგიმსუბუქოთ, ქვემოთ მოყვანილია აუცილებელი მოთხოვნები თითოეული პოსტისათვის.

 

 

მოთხოვნები პოსტების მიხედვით

მას შემდეგ რაც სელექციონერებს ექნებათ სათამაშო გეგმა, მათ შეეძლებათ თითოეული სათამაშო პოსტის შესწავლა და  იმ მოთხოვნების სიის შედგენა, რომლებიც აუცილებელია სათამაშო გეგმის შესრულებისათვის. ქვემოთ ჩამოთვლილია მოთხოვნები ცალკეული პოსტებისათვის. ეს ჩამონათვალი არ არის დაკავშირებული რაიმე სპეციფიურ სათამაშო გეგმასთან, ის უფრო საკონტროლო სიას წარმოადგენს სელექციონერებისათვის, რომლის შეცვლაც შესაძლებელია სათამაშო გეგმის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

 

 

 

 

 

 

 

ბურჯები

 

სათამაშო მონაკვეთი

მოთხოვნა

შერკინება

  • როგორც პირველი ხაზის მოთამაშეს შეეძლოს, შერკინების დამთავრებამდე, სხეულის მყარი და სტაბილური პოზიციის შენარჩუნება, მიწოლა და მიწოლისადმი წინააღმდეგობის გაწევა
  • როგორც პირველი ხაზის მოთამაშეს შეეძლოს, შერკინების დამთავრებამდე, წინსვლისა და უკან დახევის გაკონტროლება
  • შეეძლოს მყარი და ეფექტური შეკვრა კვაჭთან წესების დაცვით
  • შეეძლოს მყარი და ეფექტური შეკვრა მეორე და მესამე ხაზის მოთამაშეებთან წესების დაცვით
  • შეეძლოს მყარი და ეფექტური შეკვრა მოწინააღმდეგის ბურჯთან წესების დაცვით

 

აუტი

  • მხტომელის ჯგუფის შემადგენლობაში, ცრუ მანევრით მოატყუოს მოწინააღმდეგე
  • შეეძლოს მხტომელის აწევა მაქსიმალურ სიმაღლეზე მყარი, უსაფრთხო და ეფექტური შეკვრის წყალობით
  • შეეძლოს მხტომელის ჰაერში დაფიქსირება, რათა ამ უკანასკნელს გაუადვილდეს ბურთის ორი ხელით მოგება ან სწრაფი ჩამოგდება
  • შეეძლოს მხტომელის უსაფრთხო დაბრუნება მიწაზე
  • შეეძლოს, წესების დარღვევის გარეშე, დაიცვას მხტომელი მოწინააღმდეგისაგან მიწაზე დაშვების შემდეგ
  • ტაქტიკური სქემიდან გამომდინარე, ეფექტურად მიიღოს მონაწილეობა დერეფანში მიმდინარე მოქმედებებში
  • შეეძლოს მისკენ აგდებული ბურთის დაჭერა
  •  შეეძლოს მოწინააღმდეგის მიერ დაგდებული ბურთის დაუფლება
  • შეეძლოს შეტევითი მოქმედებების წარმოება დერეფნის ნებისმიერი ადგილიდან

ფეხით დარტყმული ბურთი

  • შეეძლოს ბურთის დაჭერა ან დავარდნილი ბურთის აღება
  • შეეძლოს მხტომელის მიხმარება ბურთის ჰაერში დაჭერის ან სწრაფი ჩამოგდების უზრუნველსაყოფად
  • შეეძლოს მხტომელის უსაფრთხო დაბრუნება მიწაზე
  • შეეძლოს, წესების დარღვევის გარეშე, დაიცვას მხტომელი მოწინააღმდეგისაგან მიწაზე დაშვების შემდეგ
  • შეეძლოს მოწინააღმდეგის მიერ დაგდებული ბურთის დაუფლება
  • შეეძლოს ბურთის საჭირო მანძილზე გადაცემა თანაგუნდელებისათვის

ღია თამაში

  • შეეძლოს ბურთიანად წინსვლა/ მოედნის მოგება
  • შეეძლოს სხვადასხვა სახის პასის მიცემა მარჯვნივ და მარცხნივ
  • შეეძლოს შეტევაში: კომუნიკაცია, თავისუფალი სივრცის შექმნა, დანახვა და გამოყენება
  • შეეძლოს დაცვაში: კომუნიკაცია, ინტერვალის დანახვა და შევსება
  • შეეძლოს მიყოლა შეტევასა და დაცვაში
  • შეეძლოს გვერდითი, ფრონტალური და უკნიდან ბოჭვის  შესრულება
  • რაქისა და მოლის დროს შეეძლოს სწორი არჩევანის გაკეთება და შესრულება

 

  

კვაჭი

 

სათამაშო მონაკვეთი

მოთხოვნა

შერკინება

  • როგორც პირველი ხაზის მოთამაშეს შეეძლოს, შერკინების დამთავრებამდე, სხეულის მყარი და სტაბილური პოზიციის შენარჩუნება, მიწოლა და მიწოლისადმი წინააღმდეგობის გაწევა
  • როგორც პირველი ხაზის მოთამაშეს შეეძლოს, შერკინების დამთავრებამდე, წინსვლისა და უკან დახევის გაკონტროლება
  • შეეძლოს მყარი და ეფექტური შეკვრა ბურჯებთან წესების დაცვით
  • შეეძლოს შერკინებაში თანაგუნდელების შეყვანა მსაჯის ნიშანზე
  • შეეძლოს ფეხით ბურთის მოგება შეკინებაში (მოწინააღმდეგის მიერ შემოგდებული ბურთისაც, თუ ამისათვის ხელსაყრელი მომენტი იქნება)

 

აუტი

  • შეეძლოს ნებისმიერ ზონაში, მხტომელისათვის ბურთის ზუსტად შემოგდება
  • იცოდეს დერეფანში ბურთის შემოგდების ყველა წვრილმანი და შეეძლოს მათი ოსტატურად შესრულება
  • შეეძლოს რეაგირება დავარდნილ ბურთზე და მისი დაუფლება
  • ტაქტიკური სქემიდან გამომდინარე, შეეძლოს  დერეფანში მიმდინარე მოქმედებებში მონაწილეობა
  • განახორციელოს პრესინგი მოწინააღმდეგის მიერ ბურთის გათამაშებისას
  • შეეძლოს 5 მ.-იანი დერეფნის დაცვა

ფეხით დარტყმული ბურთი

  • შეეძლოს ბურთის ჰაერში დაჭერა ან დავარდნილიბურთის აღება
  • შეეძლოს მხტომელის მიხმარება ბურთის ჰაერში დაჭერის ან სწრაფი ჩამოგდების უზრუნველსაყოფად
  • შეეძლოს მხტომელის უსაფრთხო დაბრუნება მიწაზე
  • შეეძლოს, წესების დარღვევის გარეშე, დაიცვას მხტომელი მოწინააღმდეგისაგან მიწაზე დაშვების შემდეგ
  • შეეძლოს მოწინააღმდეგის მიერ დაგდებული ბურთის დაუფლება
  • შეეძლოს ბურთის საჭირო მანძილზე გადაცემა თანაგუნდელებისათვის

ღია თამაში

  • შეეძლოს ბურთიანად წინსვლა/ მოედნის მოგება
  • შეეძლოს სხვადასხვა სახის პასის მიცემა მარჯვნივ და მარცხნივ
  • შეეძლოს შეტევაში: კომუნიკაცია, თავისუფალი სივრცის შექმნა, დანახვა და გამოყენება
  • შეეძლოს დაცვაში: კომუნიკაცია, ინტერვალის დანახვა და შევსება
  • შეეძლოს მიყოლა შეტევასა და დაცვაში
  • შეეძლოს გვერდითი, ფრონტალური და უკნიდან ბოჭვის  შესრულება
  • რაქისა და მოლის დროს შეეძლოს სწორი არჩევანის გაკეთება და შესრულება

 

მეორე ხაზი

 

სათამაშო მონაკვეთი

მოთხოვნა

შერკინება

  • როგორც მეორე ხაზის მოთამაშეს შეეძლოს, შერკინების დამთავრებამდე, სხეულის მყარი და სტაბილური პოზიციის შენარჩუნება, მიწოლა და მიწოლისადმი წინააღმდეგობის გაწევა
  • როგორც მეორე ხაზის მოთამაშეს შეეძლოს, შერკინების დამთავრებამდე, წინსვლისა და უკან დახევის გაკონტროლება
  • შეეძლოს მყარი და ეფექტური შეკვრა თავის მეწყვილესთან მეორე ხაზში, წესების დაცვით
  • შეეძლოს მყარი და ეფექტური შეკვრა პირველი ხაზის მოთამაშეებთან, წესების დაცვით

 

აუტი

  • მხტომელის ჯგუფის შემადგენლობაში, ცრუ მანევრით მოატყუოს მოწინააღმდეგე
  • ამწევების მეშვეობით ახტეს მაქსიმალურ სიმაღლეზე
  • შეეძლოს ბურთის ეფექტურად დაჭერა ჰაერში
  • შეეძლოს ბურთი სუფთად გადასცეს თანაგუნდელებს
  • ტაქტიკური სქემიდან გამომდინარე, შეეძლოს  დერეფანში მიმდინარე მოქმედებებში მონაწილეობა
  • შეეძლოს მოწინააღმდეგის მიერ დაგდებული ბურთის დაუფლება
  • შეეძლოს შეტევითი მოქმედებების წარმოება დერეფნის ნებისმიერი ადგილიდან

ფეხით დარტყმული ბურთი

  • შეეძლოს მიწიდან ბურთის აღება
  • შეეძლოს ჰაერში ბურთის დაჭერა მარტოს ან ამწევების დახმარებით
  • შეეძლოს მოგებული ბურთის თანაგუნდელებისათვის სუფთად გადაცემა
  • შეეძლოს მხტომელის მიხმარება ბურთის ჰაერში დაჭერის ან სწრაფი ჩამოგდების უზრუნველსაყოფად
  • შეეძლოს მხტომელის უსაფრთხო დაბრუნება მიწაზე
  • შეეძლოს, წესების დარღვევის გარეშე, დაიცვას მხტომელი მოწინააღმდეგისაგან, მიწაზე დაშვების შემდეგ
  • შეეძლოს მოწინააღმდეგის მიერ დაგდებული ბურთის დაუფლება
  • შეეძლოს ბურთის საჭირო მანძილზე გადაცემა თანაგუნდელებისათვის

ღია თამაში

  • შეეძლოს ბურთიანად წინსვლა/ მოედნის მოგება
  • შეეძლოს სხვადასხვა სახის პასის მიცემა მარჯვნივ და მარცხნივ
  • შეეძლოს შეტევაში: კომუნიკაცია, თავისუფალი სივრცის შექმნა, დანახვა და გამოყენება
  • შეეძლოს დაცვაში: კომუნიკაცია, ინტერვალის დანახვა და შევსება
  • შეეძლოს მიყოლა შეტევასა და დაცვაში
  • შეეძლოს გვერდითი, ფრონტალური და უკნიდან ბოჭვის  შესრულება
  • რაქისა და მოლის დროს შეეძლოს სწორი არჩევანის გაკეთება და შესრულება

 

ელყოსტტრIVEAU

 

ფრთის მესამე ხაზელები

სათამაშო მონაკვეთი

მოთხოვნა

შერკინება

  • როგორც მესამე ხაზის მოთამაშეს შეეძლოს, შერკინების დამთავრებამდე, სხეულის მყარი და სტაბილური პოზიციის შენარჩუნება, მიწოლა და მიწოლისადმი წინააღმდეგობის გაწევა
  • როგორც მესამე ხაზის მოთამაშეს შეეძლოს, შერკინების დამთავრებამდე, წინსვლისა და უკან დახევის გაკონტროლება
  • შეეძლოს მყარი და ეფექტური შეკვრა მეორე ხაზის მოთამაშეებთან და ბურჯებთან წესების დაცვით
  • შეეძლოს შეთანხმებული მოქმედება მეორე ხაზის მოთამაშეებთან  ბურჯების მისახმარებლად
  • საჭიროების შემთხვევაში, შეეძლოს ბურთის  #8-ისაკენ  მიმართვა
  • შეეძლოს უკანა ხაზის  შეტევებში მონაწილეობა 

 

აუტი

  • მხტომელის ჯგუფის შემადგენლობაში, ცრუ მანევრით მოატყუოს მოწინააღმდეგე
  • ამწევების მეშვეობით ახტეს მაქსიმალურ სიმაღლეზე
  • შეეძლოს ბურთის ეფექტურად დაჭერა ჰაერში
  • შეეძლოს ბურთი სუფთად გადასცეს თანაგუნდელებს
  • ტაქტიკური სქემიდან გამომდინარე, შეეძლოს  დერეფანში მიმდინარე მოქმედებებში მონაწილეობა
  • შეეძლოს მოწინააღმდეგის მიერ დაგდებული ბურთის დაუფლება
  • შეეძლოს შეტევითი მოქმედებების წარმოება დერეფნის ნებისმიერი ადგილიდან

ფეხით დარტყმული ბურთი

  • შეეძლოს მიწიდან ბურთის აღება
  • შეეძლოს ჰაერში ბურთის დაჭერა მარტოს ან ამწევების დახმარებით
  • შეეძლოს მოგებული ბურთის თანაგუნდელებისათვის სუფთად გადაცემა
  • შეეძლოს მხტომელის მიხმარება ბურთის ჰაერში დაჭერის ან სწრაფი ჩამოგდების უზრუნველსაყოფად
  • შეეძლოს მხტომელის უსაფრთხო დაბრუნება მიწაზე
  • შეეძლოს, წესების დარღვევის გარეშე, დაიცვას მხტომელი მოწინააღმდეგისაგან, მიწაზე დაშვების შემდეგ
  • შეეძლოს მოწინააღმდეგის მიერ დაგდებული ბურთის დაუფლება
  • შეეძლოს ბურთის საჭირო მანძილზე გადაცემა თანაგუნდელებისათვის

ღია თამაში

  • შეეძლოს ბურთიანად წინსვლა/ მოედნის მოგება
  • შეეძლოს სხვადასხვა სახის პასის მიცემა მარჯვნივ და მარცხნივ
  • შეეძლოს შეტევაში: კომუნიკაცია, თავისუფალი სივრცის შექმნა, დანახვა და გამოყენება
  • შეეძლოს დაცვაში: კომუნიკაცია, ინტერვალის დანახვა და შევსება
  • შეეძლოს მიყოლა შეტევასა და დაცვაში
  • შეეძლოს გვერდითი, ფრონტალური და უკნიდან ბოჭვის  შესრულება
  • რაქისა და მოლის დროს შეეძლოს სწორი არჩევანის გაკეთება და შესრულება
  • შეეძლოს წინმსწრები თამაში და სწრაფი გადასვლა შეტევიდან დაცვაზე და პირიქით
  • შეეძლოს იყოს დამაკავშირებელი რგოლი შერკინებასა და ხაზს შორის, თამაშის უწყვეტობის უზრუნველყოფისათვის

 

 

 

 

# 8

სათამაშო მონაკვეთი

მოთხოვნა

შერკინება

  • როგორც მესამე ხაზის მოთამაშეს შეეძლოს, შერკინების დამთავრებამდე, სხეულის მყარი და სტაბილური პოზიციის შენარჩუნება, მიწოლა და მიწოლისადმი წინააღმდეგობის გაწევა
  • როგორც მესამე ხაზის მოთამაშეს შეეძლოს, შერკინების დამთავრებამდე, წინსვლისა და უკან დახევის გაკონტროლება
  • შეეძლოს მყარი და ეფექტური შეკვრა მეორე ხაზის მოთამაშეებთან  წესების დაცვით
  • შეეძლოს ბურთის გაკონტროლება, რათა დაიცვას შერკინების ნახევარმცველი
  • შეეძლოს შერკინებიდან ბურთის აღება და შეტევის წამოწყება
  • საჭიროების შემთხვევაში შეეძლოს შერკინების ნახევარმცველისათვის ბურთის სწრაფად გადაცემა

 

აუტი

  • მხტომელის ჯგუფის სემადგენლობაში, ცრუ მანევრით მოატყუოს მოწინააღმდეგე
  • ამწევების მეშვეობით ახტეს მაქსიმალურ სიმაღლეზე
  • შეეძლოს ბურთის ეფექტურად დაჭერა ჰაერში
  • შეეძლოს ბურთი სუფთად გადასცეს თანაგუნდელებს
  • ტაქტიკური სქემიდან გამომდინარე, შეეძლოს  დერეფანში მიმდინარე მოქმედებებში მონაწილეობა
  • შეეძლოს მოწინააღმდეგის მიერ დაგდებული ბურთის დაუფლება
  • შეეძლოს შეტევითი მოქმედებების წარმოება დერეფნის ნებისმიერი ადგილიდან

 

ფეხით დარტყმული ბურთი

  • შეეძლოს მიწიდან ბურთის აღება
  • შეეძლოს ჰაერში ბურთის დაჭერა მარტოს ან ამწევების დახმარებით
  • შეეძლოს მოგებული ბურთის თანაგუნდელებისათვის სუფთად გადაცემა
  • შეეძლოს მხტომელის მიხმარება ბურთის ჰაერში დაჭერის ან სწრაფი ჩამოგდების უზრუნველსაყოფად
  • შეეძლოს მხტომელის უსაფრთხო დაბრუნება მიწაზე
  • შეეძლოს, წესების დარღვევის გარეშე, დაიცვას მხტომელი მოწინააღმდეგისაგან, მიწაზე დაშვების შემდეგ
  • შეეძლოს მოწინააღმდეგის მიერ დაგდებული ბურთის დაუფლება
  • შეეძლოს ბურთის საჭირო მანძილზე გადაცემა თანაგუნდელებისათვის

ღია თამაში

  • შეეძლოს ბურთიანად წინსვლა/ მოედნის მოგება
  • შეეძლოს სხვადასხვა სახის პასის მიცემა მარჯვნივ და მარცხნივ
  • შეეძლოს შეტევაში: კომუნიკაცია, თავისუფალი სივრცის შექმნა, დანახვა და გამოყენება
  • შეეძლოს დაცვაში: კომუნიკაცია, ინტერვალის დანახვა და შევსება
  • შეეძლოს მიყოლა შეტევასა და დაცვაში
  • შეეძლოს გვერდითი, ფრონტალური და უკნიდან ბოჭვის  შესრულება
  • რაქისა და მოლის დროს შეეძლოს სწორი არჩევანის გაკეთება და შესრულება
  • შეეძლოს წინმსწრები თამაში და სწრაფი გადასვლა შეტევიდან დაცვაზე და პირიქით
  • შეეძლოს იყოს დამაკავშირებელი რგოლი შერკინებასა და ხაზს შორის, თამაშის უწყვეტობის უზრუნველყოფისათვის

 

 

 

შერკინების ნახევარმცველი

სათამაშო მონაკვეთი

მოთხოვნა

პასი

  • შეეძლოს სხვადასხვა სახის პასის შესრულება, სხვადასხვა მანძილზე, სწრაფად და ზუსტად ორივე მხარეს
  • შეეძლოს მიწიდან პასის შესრულება, სხვადასხვა მანძილზე, სწრაფად და ზუსტად ორივე მხარეს

 

ფეხით თამაში

  • შეეძლოს სხვადასხვა სახის დარტყმის შესრულება ორივე ფეხით
  • შეეძლოს შერკინებიდან გამოსული ბურთის ზუსტად დარტყმა და დარტყმულ ბურთზე მიყოლა

ღია თამაში

  • რაქისა და მოლის დროს შეეძლოს სწორი გადაწყვეტილების მიღება და შესრულება, როგორც დაცვაში ისე შეტევაში
  • შეეძლოს ეფექტურად „მიებას“, როგორც შერკინებას ისე ხაზს თამაშის უწყვეტობის შენარჩუნებისათვის
  • შეეძლოს თანაგუნდელებთან კომუნიკაცია, განსაკუთრებით კი შერკინების მოთამაშეებთან, როგორც კონტაქტის დროს, ასევე შეტევისა და დაცვის ორგანიზებისას
  • შეეძლოს სხვადასხვა სახის პასის შესრულება მარცხნივ და მარჯვნივ
  • კონტაქტისა და ბურთის დაფიქსირების დროს შეეძლოს თანაგუნდელებისათვის დინამიური გაგრძელების შეთავაზება
  •  შეეძლოს შეტევაში: კომუნიკაცია, თავისუფალი სივრცის შექმნა, დანახვა და გამოყენება
  • შეეძლოს დაცვაში: კომუნიკაცია, ინტერვალის დანახვა და შევსება
  • შეეძლოს მიყოლა შეტევასა და დაცვაში
  • შეეძლოს გვერდითი, ფრონტალური და უკნიდან ბოჭვის  შესრულება

 

 

თავისუფალი ნახევარმცველი

სათამაშო მონაკვეთი

მოთხოვნა

პასი

  • შეეძლოს სხავადასხვა სახის პასის შესრულება, სხვადასხვა მანძილზე, სწრაფად და ზუსტად ორივე მხარეს
  • შეეძლოს დისტანციისა და სიღრმის შერჩევა შერკინების ნახევარმცველთან მიმართებაში, რათა საჭიროების შემთხვევაში თვითონ შეუტიოს, პასი შეასრულოს ან ფეხი დაარტყას

 

ფეხით თამაში

  • შეეძლოს, წნეხის ქვეშ, ორივე ფეხით სხვადასხვა სახის დარტყმის შესრულება, მოედნის მოსაგებად ან ტაქტიკური დარტყმა შემდგომი ჩახურვით ბურთის ფლობის დასაბრუნებლად

ღია თამაში

  • შეეძლოს შერკინების ნახევარმცველთან ეფექტური „მიბმა“, თამაშის უწყვეტობის უზრუნველყოფისათვის
  • შეეძლოს შეტევაში ხაზის საჭირო სიგანისა და სიღრმის უზრუნველყოფა
  •  შეტევაში შეეძლოს სწორი გადაწყვეტილების მიღება (გამწვავება, პასი, ფეხის დარტყმა), შესრულება და თანაგუნდელებთან კომუნიკაცია. სათამაშო გეგმის მიხედვით მოქმედება და საჭიროების შემთხვევაში ამ გეგმის შეცვალა
  • შეეძლოს შეტევაში: კომუნიკაცია, თავისუფალი სივრცის შექმნა, დანახვა და გამოყენება
  • შეეძლოს დაცვაში: კომუნიკაცია, ინტერვალის დანახვა და შევსება
  • შეეძლოს მიყოლა შეტევასა და დაცვაში
  • შეეძლოს გვერდითი, ფრონტალური და უკნიდან ბოჭვის  შესრულება

 

 

 

 

 

ცენტრალური სამმეოთხედები

სათამაშო მონაკვეთი

მოთხოვნა

პასი

  • დადგეს ღრმად, მაგრამ ირბინოს ბურთისაკენ, რათა მაქსიმალურად „დააბას“ დაცვა და ამავე დროს მისცეს მის უკან მდგომ თანაგუნდელებს საკმარისი დრო მათზე დაკისრებული როლის შესასრულებლად.
  • უმეტეს შემთხვევაში, ბურთის მიღებამდე იცოდეს ვის მიაწოდებს პასს
  • მისცეს პარტნიორს ისეთი პასი, რომელიც ამ უკანასკნელს არჩევანის საშუალებას დაუტოვებს
  • პასი მხოლოდ ყველაზე ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ პარტნიორს მისცეს
  • არ გახდეს იძულებული პასი გააკეთოს ისეთ ზონაში, სადაც მოთამაშეთა დიდი სიმჭიდროვეა. ამის მაგივრად შეინარჩუნოს ბურთი, ეცადოს ბოჭვისას დარჩეს ფეხზე და მოზიდოს ბურთისაკენ მიმყოლი მოთამაშეები.
  • შეეძლოს პასის გაკეთება ბოჭვამდე, ბოჭვისას და ბოჭვის შემდეგ
  • შეუქმნას სივრცე შეტევაში ჩართულ დამატებით მოთამაშეს ბურთისაკენ მოძრაობით და ამგვარად „გარეთ“ სივრცის განთავისუფლებით

 

ფეხით თამაში

  • ღია მხარეს ბურთის გაგზავნა უმეტეს შემთხვევაში ძალზე ეფექტურია, განსაკუთრებით შერკინებაში ბურთის მოგების შემდეგ, რადგან ღია მხრის ფრთის სამმეოთხედი იძულებულია დაცვის პირველ ეშელონში ამოვიდეს
  • აკონტროლოს მოკლე მხრის ფრთის სამმეოთხედის პოზიცია, რადგან ეს მოთამაშე ხშირად გადადის ერთი მხრიდან მეორეზე, როდესაც შეტევა გრძელ ფრთაზე ვითარდება, რაც მოკლე ფრთისაკენ ბურთის გაგზავნის საშუალებას იძლევა
  • აბრაგანის შემდეგ ჩახურვაზე ასვლისა და ბურთისათვის ბრძოლისას მუდმივად „ბურთის ქვეშ“ უნდა იმოძრაოს, რათა  ბურთის დაჭერა სახით თავისიანებისაკენ მოახერხოს, რაც ბურთის წინ დავარდნის საშიშროებას ამცირებს. ამასთანავე იგი ბურთისაკენ დროულად უნდა ახტეს, რათა დამცველს არ მისცეს ჰაერში ბურთის დაჭერის საშუალება

სირბილი

  • ირბინოს პირდაპირ, რათა შექმნას მარჯვნივ ან მარცხნივ ხაზის გაჭრის შესაძლებლობა
  • წინასწარ დაგეგმილი კომბინაციებისას დაიცვას დათქმული ტრაექტორია, რათა მიმყოლმა მოთამაშეებმა შეძლონ თავიანთი როლის შესრულება
  • მიმყოლ მოთამაშეებს შეუქმნას სივრცე. მარცხნივ წასვლით, როდესაც სივრცის შექმნა მარჯვნივ სურს და მარჯვნივ წასვლით, როდესაც სივრცის შექმნა  მარცხნივ სურს

 

  • სირბილისას შეინარჩუნოს წონასწორობა, რათა შეეძლოს ფინტისა და პასის ხარისხიანად შესრულება
  • როდესაც მცველი ტოვებს ზონას, რათა შემდეგი ინტერვალი დაიცვას, შეინარჩუნოს ბურთი, სწრაფად შეცვალოს სირბილის ტრაექტორია და შეიჭრას თავისუფალ ზონაში
  • მიყოლისას, დივერსიული თამაშის დროს, „დააბას“ მცველები რაც შეიძლება შორს იმ ინტერვალიდან, რომლის შეტევაც იგეგმება
  • დახვეწოს მიყოლაზე სირბილის ტრაექტორია ისე, რომ ბურთიანმა მოთამაშემ იცოდეს სად იმყოფება მიმყოლი
  •  შეეძლოს სირბილის რითმის ცვლა
  • ბოჭვის შემდეგ შეეძლოს ბურთის შენარჩუნება და  გამოყენება
  • თუ ბოჭვის არესთან ახლოს იმყოფება შეეძლოს ბოჭვისა და რაქის შემთხვევაში თანაგუნდელების დახმარება

 

დაცვა

  • დაიცვას ხაზი, რათა არ დაუშვას დაცვაში ბზარის გაჩენა და თავიდან ბოლომდე აკონტროლოს შეტევის განვითარება
  • მოახდინოს ბურთიანი მოთამაშის იენტიფიცირება და დაიცვას შიდა მხარე
  • განახორციელოს ბოჭვა, რათა არ დაუშვას მოედნის წაგება და თუ შესაძლებელი იქნება დაეუფლოს ბურთს

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფრთის სამმეოთხედი

სათამაშო მონაკვეთი

მოთხოვნა

პასი

  • შეეძლოს სხავადასხვა სახის პასის შესრულება, სხვადასხვა მანძილზე, სწრაფად და ზუსტად ორივე მხარეს

 

ფეხით თამაში

  • შეეძლოს, წნეხის ქვეშ, ორივე ფეხით სხვადასხვა სახის დარტყმის შესრულება, მოედნის მოსაგებად ან ტაქტიკური დარტყმა შემდგომი ჩახურვით ბურთის ფლობის დასაბრუნებლად

ღია თამაში

  • შეეძლოს  ცენტრალურ სამმეოთხედებთან ეფექტური „მიბმა“, თამაშის უწყვეტობის უზრუნველყოფისათვის
  • შეეძლოს შეტევაში საჭირო პოზიციის (სიგანე, სიღრმე)სწრაფად  დაკავება
  • შეტევაში შეეძლოს სწორი გადაწყვეტილების მიღება (გამწვავება, პასი, ფეხის დარტყმა), შესრულება და თანაგუნდელებთან კომუნიკაცია. სათამაშო გეგმის მიხედვით მოქმედება და საჭიროების შემთხვევაში ამ გეგმის შეცვალა
  • შეტევაში ჩართვით გააჩინოს გაგრძელების მეტი ვარიანტი
  • შეეძლოს ლელოს გატანის შესაძლებლობის გამოყენება
  • დაცვაში შეეძლოს სწორი გადაწყვეტილების მიღება, შესრულება და თანაგუნდელებთან კომუნიკაცია. სათამაშო გეგმის მიხედვით მოქმედება და საჭიროების შემთხვევაში ამ გეგმის შეცვალა
  •  შეეძლოს შეტევაში: კომუნიკაცია, თავისუფალი სივრცის შექმნა, დანახვა და გამოყენება
  • შეეძლოს დაცვაში: კომუნიკაცია, ინტერვალის დანახვა და შევსება
  • შეეძლოს მიყოლა შეტევასა და დაცვაში
  • შეეძლოს გვერდითი, ფრონტალური და უკნიდან ბოჭვის  შესრულება
  • კონტრშეტევისას შეეძლოს მცველთან და მეორე ფრთის სამმეოთხედთან ჯგუფური, შეთანხმებული მოქმედება
  • შეეძლოს დაცვაში ჯგუფური მოქმედებით სიღრმის უუსაფრთხოების უზრუნველყოფა თუ მცველი ან მეორე ფრთის სამმეოთხედი ჩათრეულია სათამაშო ეპიზოდში-მაგ. თუ მცველი ხაზშია ასული ბოჭვის გასაკეთებლად
  • შეეძლოს კონტაქტის ზონაში თანაგუნდელების მიხმარება
  • შეეძლოს ჰაერში ბურთის ეფექტურად დაჭერა

 

 

 

 

მცველი

სათამაშო მონაკვეთი

მოთხოვნა

პასი

  • შეეძლოს სხავადასხვა სახის პასის შესრულება, სხვადასხვა მანძილზე, სწრაფად და ზუსტად ორივე მხარეს

 

ფეხით თამაში

  • შეეძლოს, წნეხის ქვეშ, ორივე ფეხით სხვადასხვა სახის დარტყმის შესრულება, მოედნის მოსაგებად ან ტაქტიკური დარტყმა შემდგომი ჩახურვით ბურთის ფლობის დასაბრუნებლად

ღია თამაში

  • შეეძლოს  ცენტრალურ სამმეოთხედებთან და უკანა ხაზის მოთამაშეებთან ეფექტური „მიბმა“, თამაშის უწყვეტობის უზრუნველყოფისათვის
  • შეეძლოს შეტევაში საჭირო პოზიციის (სიგანე, სიღრმე)სწრაფად  დაკავება
  • შეტევაში შეეძლოს სწორი გადაწყვეტილების მიღება (გამწვავება, პასი, ფეხის დარტყმა), შესრულება და თანაგუნდელებთან კომუნიკაცია. სათამაშო გეგმის მიხედვით მოქმედება და საჭიროების შემთხვევაში ამ გეგმის შეცვალა
  • შეეძლოს ხაზში დინამიური და ეფექტური ჩართვით შექმნას შეტევის გაგრძელების დამატებითი ვარიანტები
  • დაცვაში შეეძლოს სწორი გადაწყვეტილების მიღება, შესრულება და თანაგუნდელებთან კომუნიკაცია. სათამაშო გეგმის მიხედვით მოქმედება და საჭიროების შემთხვევაში ამ გეგმის შეცვალა
  • შეეძლოს შეტევაში: კომუნიკაცია, თავისუფალი სივრცის შექმნა, დანახვა და გამოყენება
  • შეეძლოს დაცვაში: კომუნიკაცია, ინტერვალის დანახვა და შევსება
  • შეეძლოს მიყოლა შეტევასა და დაცვაში
  • შეეძლოს გვერდითი, ფრონტალური და უკნიდან ბოჭვის  შესრულება
  • შეეძლოს სწორი პოზიციის დაკავება მოედნის სიღრმის დასაცავად ამინდის, მოედნის მდგომარეობისა და მოწინააღმდეგის შესაძლებლობების გათვალისწინეით
  • შეეძლოს დაცვაში ჯგუფური მოქმედებით სიღრმის უსაფრთხოების უზრუნველყოფა თუ ერთი ან მეორე ფრთის სამმეოთხედი ჩათრეულია სათამაშო ეპიზოდში-მაგ. თუ  ხაზშია ასული ბოჭვის გასაკეთებლად
  • შეეძლოს კონტაქტის ზონაში თანაგუნდელების მიხმარება
  • შეეძლოს ჰაერში ბურთის ეფექტურად დაჭერა

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby