- უსაფრთხოება თქვენი უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს
- ვარჯიშის გეგმა მიზნიდან უნდა გამომდინარეობდეს
- გახადეთ ახსნა უფრო ეფექტური დემონსტრირებისა და კითხვა-პასუხის მეშვეობით
- ტექნიკურ ილეთებზე მუშაობისას მოუნაცვლეთ ერთმანეთს სავარჯიშო და სათამაშო სიტუაციები
- განავითარეთ სიტუაციები თუ ხედავთ რომ მოთამაშეებისათვის ისინი მოსაწყენი ხდება
- გამოიყენეთ შემდეგი საშუალებები მოთამაშეთა სტიმულირებისათვის:
ა) ცვალეთ სათამაშო სივრცის ზომები
ბ) ცვალეთ მოთამაშთა რაოდენობა
გ) ცვალეთ მოთამაშეთა გადაადგილების სისწრაფე (სიარული, ძუნძული, სირბილი, სპრინტი)
დ) ცვალეთ მოთამაშეთა განლაგება
ე) ცვალეთ ეკიპირება, მაგ. 2 ბურთი ერთის ნაცვალდ.
- შექმენით ისეთი გარემო სადაც მოთამაშეებს არ შეეშინდებათ შეცდომის დაშვება
- დააკვირდით მოთამაშეთა ოსტატობის დონეს
- დაუთმეთ ყურადღება ცალკეულ მოთამაშეს, მოთამაშეთა ჯგუფს და მთელ გუნდს
- წაახალისეთ მოთამაშეთა ჩართულობა და გახადეთ ვარჯიში ინტერაქტიული
- უზრუნველყავით მოთამაშეთა მაქსიმალური ფიზიკური აქტივობა
- ვარჯიშის ბოლოს მოთამაშეებს უნდა ჰქონდეთ პროგრესის განცდა
- გააანალიზეთ ჩატარებული ვარჯიში
- გახადეთ ვარჯიში სახალისო