ბურთის გატანა
14. მეტოქის ყველა მოთამაშე უნდა ჩავიდეს თავისი კარის ხაზის უკან და ამ ხაზს არ გადმოაბიჯოს, სანამ დამრტყმელი ბურთისკენ არ გაექანება. როცა დამრტყმელი ამას იზამს, მეტოქეებს შეუძლიათ მას მიუხდნენ | თავს დაესხან ან|და ახტნენ დარტყმაზე დასაფარებლად, მაგრამ ერთმანეთის აწევა | ერთურთზე დაყრდნობა | შედგომა კი ეკრძალებათ.
15. მეტოქემ გარდასახვის დროს არ უნდა იყვიროს. * სასჯელი: თუ მეტოქემ წესი დაარღვია, მაგრამ ბურთი კარში გავიდა -- გოლი ითვლება. თუ ბურთი კარში
არ გასულა, დამრტყმელი გარდასახვას ხელახლა შეასრულებს, მეტოქეს კი თავ-დასხმა აეკრძალება. ამ დროს დამრტყმელს [მთელი] სამზადისის გამეორება
და დარტყმის ხერხის | ტიპის შეცვლაც შეუძლია.
16. თუ დამრტყმელს დაყენებული ბურთი მას შემდეგ წაექცა, რაც მისკენ გაექანა -- გამოქცეულ მეტოქეებს შეუძლიათ თავ-დასხმა განაგრძონ.
17. თუ მეტოქე ბურთს შეეხო, მაგრამ ბურთი კარში მაინც გავიდა -- გოლი ითვლება.
18. ასეთი გოლი გაიტანება მხოლოდ ჯარიმიდან.
19. გუნდმა დროულად უნდა ბრძანოს | გაამხილოს, კარში ვარტყამთო.
20. თუ გუნდმა მსაჯს უთხრა | ამცნო | ანიშნა, კარში ვარტყამთო -- ეგრევე უნდა მოიქცეს. თქმის გარდა, აქ განზრახვის გამხელად ითვლება ქვიშის | ნახერხის
| სადგამის მოედანზე შეტანა, ანდა დამრტყმელის მიერ მიწაზე ადგილის მონიშვნა.
21. დარტყმა უნდა შესრულდეს განზრახვის გამხელიდან [სათამაშო დროის] 60 წამში -- გინდაც დადებული ბურთი გადაგორდეს და ხელახლა დასაყენებელი გახდეს. * სასჯელი: დარტყმა უქმდება და ინიშნება [მეტოქის] შერკინება.
22. თუ გუნდმა მსაჯს ამცნო, კარში ვარტყამთო -- მეტოქე უძრავად, ხელებ-ჩამოშვებული [მიმკლავით] უნდა იდგეს დამრტყმელის გამოქანებიდან ბურთისთვის ფეხის დარტყმამდე.
23. თუ დამრტყმელს მსაჯისთვის არ უნიშნებია, კარში ვარტყამთო, მაგრამ არეკნით დაარტყა და ბურთი კარში გავიდა -- გოლი ითვლება.
24. დამრტყმელმა ბურთი უნდა დააყენოს მიწაზე, ქვიშაზე, ნახერხზე ან &ქუოტ;ბურთის სადგამზე&ქუოტ;. დამრტყმელს ბურთი შეიძლება დაუჭიროს გუნდელმა -- ნებისმიერი სხვა დახმარება იკრძალება. * სასჯელი: [მეტოქის] შერკინება.
25. მოთამაშეს ეკრძალება ჯარიმიდან კარში დარტყმული ბურთის განზრახ შეხება -- გოლის &ქუოტ;თავიდან ასაცილებლად&ქუოტ;.
26. მეტოქემ ჯარიმის კარში დარტყმისას არ უნდა იყვიროს.
27. თუ ჯარიმის კარში დარტყმისას მეტოქემ წესი დაარღვია, მაგრამ ბურთი კარში გავიდა -- გოლი ითვლება და მეტოქეს ახალი სასჯელი აღარ ეკისრება. თუ ბურთი კარში არ გასულა, [მართალ] გუნდს ერგება ახალი ჯარიმა -- თანაც, 10 მეტრით წინ. * სასჯელი: ჯარიმა.
28. ასეთი გოლი გაიტანება 'ღია თამაშიდან', არეკნით დარტყმის შედეგად.
29. თუ გუნდს თავისუფალი ერგო, ანაც მან თავისუფალი [თავად] აირჩია შერკინების | დერეფნის ნაცვლად -- გოლის არეკნით გატანა შეუძლია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბურთი ისევ უქმი გახდა | მეტოქემ ბურთით ითამაშა | მას შეეხო | 'ბურთიანი მოთამაშე' შებოჭა. ნებისმიერი 'უდროო' არეკნი აცდენილად ითვლება და თამაში გრძელდება.
7. ლელოს გამტან გუნდს შეუძლია გარდასახვის დარტყმა -- მხოლოდ არეკნით. 8გ. = არ მოქმედებს = 8დ. დარტყმა უნდა შეასრულოს ლელოს ჩათვლიდან
[სათამაშო დროის] 30 წამში * სასჯელი: გარდასახვა უქმდება.
14. მეტოქის ყველა მოთამაშე უმალ უნდა მოგროვდესთავის 10-მეტრა ხაზთან. * სასჯელი: = ეჭრება ბოლო სამი ფრაზა =
16. = არ მოქმედებს =
21. [ჯარიმიდან] კარში დარტყმა უნდა შესრულდეს განზრახვის გამხელიდან [სათამაშო დროის] 30 წამში. * სასჯელი: დარტყმა უქმდება და ინიშნება [მეტოქის] შერკინება.
24. [ჯარიმიდან] კარში დარტყმა უნდა შესრულდეს მხოლოდ არეკნით. * სასჯელი: [მეტოქის] შერკინება. ++ ემატება
30. 'დამატებით დროში' პირველივე ბურთის გამტანი გუნდიგამარჯვებულად ცხადდება და თამაში მთავრდება-- ლელოს შემდეგ გარდასახვა აღარ ირტყმება.