ჯარიმა
5. დარტყმა მალე [გაუჯანჯლებლივ] უნდა შესრულდეს.
6. დარტყმა გუნდის ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია -- გამონაკლისია 'ალალის' გამო დანიშნული თავისუფალი.
7. დამრტყმელმა უნდა გამოიყენოს ის ბურთი, რომლითაც თამაშობდნენ. 'უვარგისი ბურთის' გამოცვლა შეიძლება მხოლოდ მსაჯის დასტურით.
8. ბურთის დარტყმა შეიძლება ხელიდან | არეკნით | მიწიდან. გამონაკლისი: მიწიდან არ შეიძლება კიდეზე [აუტში] დარტყმა.
9. დარტყმა შეიძლება ნებისმიერ მხარეს [მიმართულებით].
10. დამრტყმელის [მთელი] გუნდი დარტყმამდე ბურთის უკან უნდა იყოს. გამონაკლისია მიწიდან დარტყმისას ბურთის დამჭერი.
11. დარტყმით ბურთი თვალ-საჩინოდ უნდა გადაადგილდეს: თუ დამრტყმელს ხელით უჭირავს -- ბურთი მტევანს ცხადად უნდა მოშორდეს. თუ ბურთი მიწაზე დევს -- ადგილი უნდა მოინაცვლოს. თუ დარტყმა სწორად შესრულდა -- დამრტყმელს ბურთით [ხელ-ახლა] თამაში არა-ნაირად არ ეზღუდება.
12. ჯარიმის | თავისუფალის დანიშვნის-თანავე მეტოქემ [ამ ადგილიდან] უმალ უკან უნდა დაიხიოს 10 მეტრით, ანაც თავის ლელოში [კარის ხაზამდე] ჩავიდეს -- თუ ეს უფრო ახლოა.
13. გინდ დარტყმა უცებ შესრულდეს და [დამრტყმელის] გუნდიც ბურთაობდეს -- მეტოქემ მაინც უკან უნდა იხიოს და დადგენილი მანძილის გავლამდე თამაშში არ ჩაერიოს.
14. თუ დარტყმა ისე სწრაფად შესრულდა, რომ მეტოქემ გაცლა ვერ მოასწრო -- არ უნდა დაისაჯოს. მას თამაშში ჩარევა შეეძლება 10 მეტრით უკან-დახევის შემდეგ, ან როცა მას გადაუსწრებს 'დარტყმის ადგილს' 10 მეტრით დაშორებული გუნდელი.
15. მეტოქე დამრტყმელს არ უნდა გადაეღობოს. მან [მართალ] გუნდს ხელი არ უნდა შეუშალოს დარტყმის დროულად | უცებ შესრულებაში -- მისგან შორს განგებ არ უნდა წაიღოს | გადააგდოს | ფეხით დაარტყას ბურთი. * სასჯელი: ხელ-ახალი ჯარიმა | თავისუფალი -- პირვანდელზე 10 მეტრით წინ. ეს დარტყმა რომ შესრულდეს -- მსაჯმა ჯერ 'ახალი ადგილი' უნდა მონიშნოს.
5. დარტყმა დანიშვნიდან 30 წამში უნდა შესრულდეს.
8. ბურთის დარტყმა შეიძლება ხელიდან | არეკნით -- მაგრამ არა მიწიდან.