დრო
1. თამაში | მატჩი გრძელდება 80 წუთს და იყოფა ორ 40- წუთა ნახევრად | ტაიმად. ტაიმებს ემატებათ მათში 'გაცდენილი დრო'. გარდა ამისა, ორგანიზატორმა ფრედ დასრულებულ თამაშზე შეიძლება დააწესოს 'დამატებითი დრო'.
2. ტაიმებს შორის შესვენება მაქსიმუმ 15 წუთია -- ამას აზუსტებს ორგანიზატორი. შესვენებაზე გუნდებმა მოედნის მხარეები უნდა გაცვალონ. მათ და მსაჯებს შეუძლიათ [სათამაშო] გარემოდან გასვლა -- გასახდელში წასვლა.
3. ორგანიზატორს შეუძლია არა-სანაკრებო თამაშის დამოკლება -- დროის შემცირება. თუ მას ხანგრძლიობა არ დაუდგენია, მორიგება გუნდებს მართებთ, ხოლო
თუ ვერც ეს მოხერხდა -- მსაჯი გადაწყვეტს, გუნდები რამდენ წუთს ათამაშოს.
4. დროს მსაჯი ინიშნავს, მაგრამ შეუძლია ეს საქმე გადააბაროს ერთ-ერთ | ორივე თანა-მსაჯს, ანაც ოფიციალურ 'დროის მსაჯს'. სამივე შემთხვევაში მსაჯმა მათ უნდა ანიშნოს საათის ყოველი გაჩერება | დაპაუზება -- 'გაცდენილი დრო'. თუ თამაშს 'დროის მსაჯი' არ ემსახურება და მსაჯი დროის სისწორემ დააეჭვა, შეუძლია ეთათბიროს ერთერთ | ორივე თანა-მსაჯს, ხოლო თუ ამათაც ვერაფერი არგეს -- მხოლოდ ამ შემთხვევაში, შეუძლია სხვასაც მიმართოს.
5. მსაჯს შეუძლია თამაში გააჩეროს და
ა. 1 წუთი გამოყოს დაშავებული მოთამაშის მისახედად, მაგრამ თუ ტრავმა მძიმეა | სერიოზულია, მოთამაშის [სათამაშო] არიდან გასაყვანად თამაშის მეტი ხნით შეწყვეტაც უპრიანია;
ბ. ეთათბიროს [ამავე მატჩის მომსახურე] სხვა მსაჯებს.
6. თუ თამაში უკვე | ისედაც გაჩერებულია -- ანუ 'ბურთი უქმია', მსაჯს შეუძლია
ა. გუნდს ადროვოს მოთამაშეთა შეცვლა.
ბ. მოთამაშეს -- სამოსის გამოცვლა | მოწესრიგება.
გ. მოთამაშესვე -- ბუცის ზონრის შეკვრა.
დ. მომსახურე პერსონალს -- [შორს გადავარდნილი] ბურთის მოტანა.
7. ტაიმი სრულდება დროის ამოწურვის შემდეგ, [პირველსავე] უქმ ბურთზე. თამაში გრძელდება [შემდეგ უქმ ბურთამდე], თუ
ა. დროის ამოწურვამდე დანიშნული შერკინება | დერეფანი | ცენტრიდან დარტყმა | 22-დან დარტყმა არ დასრულებულა | წესისამებრ არ შესრულებულა და ამდენად, მათ შედეგად არც ბურთი დაბრუნებულა 'ღია თამაშში'.