ბინძურად თამაში
თუ მოთამაშემ ბინძურად ითამაშა -- მსაჯმა დროებით | ბოლომდე უნდა გააძევოს.
1. თუ ორი მეტოქე ბურთისკენ გარბის -- ერთმანეთს არ უნდა დაეჯახონ | ხელი ჰკრან. ამ დროს ნება-დართულია მხოლოდ 'მხრით მხარში' [მხარ-და-მხარ] ბიძგება.
2. 'თამაშ-გარეთ მყოფმა' მოთამაშემ განგებ არ უნდა დაბლოკოს მეტოქე და არც თამაშში ჩაერიოს.
3. მოთამაშემ მეტოქეს ხელი განგებ არ უნდა შეუშალოს ბურთიანის [შე]ბოჭვაში.
4. ბურთის მოსაპოვებლად ბრძოლის | ჭიდილის | ცილობის გარდა -- მოთამაშემ მეტოქეს ხელი სხვა-ნაირად არ უნდა შეუშალოს ბურთის თამაშში | დაუფლებაში.
5. 'ბურთიანი მოთამაშე' განგებ არ უნდა დაეჯახოს 'თამაშ-გარეთ მყოფ' გუნდელს და მეტოქეს ასე დაემალოს.
6. ბურთის უქმობის დროს მოთამაშემ მეტოქე არა-ნაირად არ უნდა შეაფერხოს. * სასჯელი: ჯარიმა.
7. მოთამაშემ განგებ არ უნდა
ა. არღვიოს თამაშის ნებისმიერი წესი.
ბ. [გა]დააგდოს | გადადოს | გა[და]აგოროს | ტყორცნოს -- ბურთი ხელით [მკლავით | მტევნით] [სათამაშო] არიდან [აუტში | ლელოს კიდეზე | 'ლელოს უკანა ხაზს' მიღმა].
გ. ჩაიდინოს ისეთი რამ, რაც მსაჯს აფიქრებინებს, რომ მეტოქემ წესი დაარღვია. * სასჯელი: ჯარიმა.
დ. წელოს დრო. * სასჯელი: თავისუფალი
8. გუნდმა ზედიზედ არ უნდა არღვიოს &ქუოტ;ერთი და იგივე&ქუოტ; | მსგავსი წესი.
9. მოთამაშემ წესები ზედიზედ არ უნდა არღვიოს. * სასჯელი: ჯარიმა.
10. თუ 'ერთი და იგივე | მსგავსი წესი' ზედიზედ გუნდის სხვადასხვა მოთამაშემ დაარღვია -- მსაჯმა ამ გუნდს [ზოგადი] შენიშვნა უნდა მისცეს. თუ გუნდი თავისას არ დაიშლის -- მსაჯმა დამრღვევ[ებ]იდროებით უნდა გააძევოს.
11. მოთამაშემ ისეთი არაფერი უნდა ჩაიდინოს, რაც სხვისთვის სახიფათო იქნება.
12. მოთამაშემ ფიზიკურად | სიტყვიერად არავინ უნდა შეურაცხჰყოს. 'ფიზიკურ შეურაცხყოფად' მიიჩნევა: კბენა, მუშტის დარტყმა, თვალის ხელ-ყოფა, მკლავით | მხრით | თავით | მუხლ[ებ]ით დარტყმა, დაწიხლვა | დაბიჯება, სარმა [კვანტის | ფეხის დადება], ფეხის დარტყმა | ჩარტყმა და მისთანები.
13. მოთამაშემ მეტოქე არ უნდა შებოჭოს ადრე | გვიან | სახიფათოდ. 'სახიფათო ბოჭვად' მიიჩნევა 'მხრებს ზემოთ ჩავლება' -- გინდაც მოთამაშემ მეტოქეს ჯერ დაბლა შეახოს ხელი, და მისთანები.
14. მოთამაშემ არ უნდა შებოჭოს | დაიჭიროს უბურთო მეტოქე.
15. შერკინების, რაქისა და მოლის გარდა -- 'უბურთო მოთამაშემ' არ უნდა დაიჭიროს 'უბურთო მეტოქე' და მას არც უბიძგოს | დაეჯახოს | გზა შეუკრას.
16. მოთამაშე 'ხელის ჩაუვლებლად' არ უნდა დაეჯახოს 'ბურთიან მეტოქეს' -- იგი არც ამგვარად წააქციოს.
17. მოთამაშემ არ უნდა შებოჭოს | დაიჭიროს მეტოქე, რომელიც მიწას ტერფებით აღარ ეხება -- მას არც დაეჯახოს | ჰკრას | სწვდეს.
18. მოთამაშემ არ უნდა აწიოს | აიყვანოს [მიწას ტერფებით მოსწყვიტოს] მეტოქე და იგი [მიწაზევე] დააგდოს თავით | 'ტანის ზემო ნაწილით' -- ესაა 'შუბური ბოჭვა'.
19. სახიფათოდ თამაში შერკინებაში
ა. 'პირველი ხაზი' არ უნდა დადგეს | დაეწყოს შორს და მეტოქისკენ გაექანოს.
ბ. პირველ-ხაზელმა მეტოქე თავისკენ არ უნდა მოწიოს.
გ. პირველ-ხაზელმა მეტოქე განგებ არ უნდა აწიოს | შერკინებიდან ამოდევნოს.
დ. პირველ-ხაზელმა შერკინება განგებ არ უნდა ჩააქციოს.
20. სახიფათოდ თამაში რაქში | მოლში
ა. მოთამაშე რაქს | მოლს არ უნდა დაეჯახოს -- მათში არ ჩაებას ისე, რომ უკვე ჩაბმულ სხვა მოთამაშეს არ შეეკრას | ხელი არ მოხვიოს [ჩაავლოს].
ბ. მოთამაშე მეტოქეს არ უნდა დაეჭიდოს 'მხრებს
ზემოთ'.
გ. მოთამაშემ რაქი | მოლი განგებ არ უნდა ჩააქციოს.
21. მოთამაშემ მეტოქეს სამაგიერო არ უნდა გადაუხადოს.
22. გუნდმა არ უნდა გამოიყენოს 'მხედრული' | 'სოლური'
ფანდები.
23. მოთამაშემ ფეხი არ უნდა დაარტყას ბურთს, თუ ეს
მეტოქეს ხელ[ებ]ით უჭირავს.
24. ბურთიანს შეუძლია მეტოქე &ქუოტ;ხელის კვრით&ქუოტ; ჩამოიშოროს -- ოღონდაც, ძალის ზომიერად დატანებით. * სასჯელი: ჯარიმა.
25. მოთამაშე განგებ არ უნდა დაეჯახოს [თავს დაესხას] მეტოქეს, რომელმაც ბურთს ეს-ესაა ფეხი დაარტყა -- და მას არც გზა შეუკრას. * სასჯელი: ჯარიმა.
'მართალ გუნდს' ჯარიმა ერგება | მისი მოთხოვნა შეუძლია:
ა. დარღვევის ადგილზე.
ბ. ბურთის მიწაზე დაცემის | &ქუოტ;დაცემამდე ბურთით შემდეგი თამაშის | მისი შეხების&ქუოტ; ადგილზე -- ოღონდ კიდიდან მინიმუმ 15 მეტრზე.
გ. თუ ბურთი აუტში პირდაპირ გადავიდა | დაეცა -- 15-მეტრა ხაზზე, ბურთის აუტში გასვლის ადგილის გასწვრივ.
დ. თუ ბურთი ლელოში | ლელოს კიდეზე | [ლელოს] უკანა ხაზზე | ამის გადაღმა დაეცა -- კარის ხაზიდან 5 მეტრზე: იმ ადგილის პირდაპირ, სადაც ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა -- ოღონდაც კიდიდან მინიმუმ 15 მეტრზე.
ე. თუ ბურთი კარის ძელს | ხარიხას მოხვდა -- ბურთის მიწაზე დაცემის ადგილზე.