ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 
  სხვადასხვა

 

შერკინება

 

12. თუ ორივე მწყობრი [უკვე] სწორადა და მყარად დგას და არც იძვრის -- მსაჯმა უნდა დაიძახოს 'შეეჭიდეთ!' [ინგლისურად 'სეთ']
ა. მწყობრებს შეჭიდება ამის შემდეგღა შეუძლიათ -- შერკინების მოწყობაც სრულდება და იქმნება გვირაბი, რომელშიც ბურთი უნდა შეაგდონ.
ბ. ყველა მოთამაშე ისე უნდა იდგეს, რომ მზად იყოს 'წინ მისაწოლად'.
გ. პირველ-ხაზელს ორივე ფეხი მიწაზე უნდა ედგას, სიმძიმე კი მყარად ჰქონდეს გადატანილი თუნდაც ცალზე.
დ. კვაჭს ფეხი არ უნდა ედგას 'თანა-გუნდელი ბურჯების ყველაზე წინა ტერფის' წინ. * სასჯელი: თავისუფალი.

13. &ქუოტ;ცხრა&ქუოტ; თავად ირჩევს იმ მხარეს, საიდანაც ბურთი შერკინებაში უნდა შეაგდოს.
14. თუ როგორ უნდა ეჭიროს ცხრას ბურთი -- ეგ იხილეთ ნახატზე. ცხრას შეუძლია ისე დადგეს, რომ გვირაბისკენა მხარი შუა ხაზზე გაისწოროს.
15. თუ ორივე მწყობრი [უკვე] სწორადა და მყარად დგას და არც იძვრის -- ცხრას შეუძლია, ბურთი შეაგდოს [მსაჯისგან უნიშნებლადაც].
16. ცხრამ ბურთი უნდა შეაგდოს
ა. არჩეული მხრიდან.
ბ. გვირაბის გარედან.
გ. მალე | გაუჯანჯლებლივ.
დ. ერთ-მაგი | უწყვეტი 'წინ მოძრაობით'.
ე. ისე, რომ ბურთი სწრაფად მოძრაობდეს.
ვ. სწორად | პირდაპირ -- შუა ხაზის გასწვრივ.
ზ. ისე, რომ ბურთი მიწას პირველად გვირაბშიღა შეეხოს. * სასჯელი: თავისუფალი.

17. შერკინება იწყება მაშინ, როცა ბურთი 'ცხრის' ხელის მტევანს სწყდება | შორდება.
18. გუნდი არ უნდა მიაწვეს შერკინების დაწყებამდე. * სასჯელი: თავისუფალი.
19. ბურთის მოპოვება ნება-დართულია მიწოლით -- მეტოქე თუ უკან დაიხევს და ბურთი აქეთ დარჩება.
20. მოთამაშე უნდა მიაწვეს პირდაპირ და მიწის პარალელურად. * სასჯელი: ჯარიმა.
21. თუ გვირაბში ბურთი უკვე შეეხო მიწას -- პირველხაზელს შეუძლია, მისი მოგება ფეხით სცადოს. [შერკინებაში] ბურთის შემგდები გუნდის [რომელიმე]
პირველ-ხაზელმა ბურთს აუცილებლად უნდა [და]ჰკრას | მიარტყას ფეხი. * სასჯელი: თავისუფალი.
22. პირველ-ხაზელს შეუძლია, ბურთს ჰკრას ნებისმიერი ფეხი, მაგრამ არა -- ერთ-ბაშად ორივე. * სასჯელი: ჯარიმა.
23. პირველ-ხაზელმა ბურთი გვირაბიდან განზრახ არ უნდა გამოაგდოს შეგდების მხარეს. * სასჯელი: თავისუფალი.
24. შერკინებაში მდგარ მოთამაშეს შეუძლია იქვე მყოფი ბურთით თამაში -- ოღონდაც მხოლოდ 'ტერფით | ფეხის ქვემო ნაწილით'. მოთამაშემ ბურთი [მიწიდან] ტერფებით არ უნდა აწიოს. * სასჯელი: ჯარიმა. გამონაკლისი: შემკვრელს შეუძლია, [ხელით] აიღოს მეორე-ხაზელთა ფეხებთან დებული ბურთი.
25. თუ შერკინება ჩაიქცა ანაც მორკინალი ჰაერში აწიეს | შერკინებიდან ამოდევნეს -- მსაჯმა უმალ უნდა დაუსტვინოს, რათა მოთამაშეებმა მიწოლა შეწყვიტონ.
26. თუ შერკინება არ იძვრება, მაგრამ გუნდმა უკვე 3-5 წამია, რაც ბურთი მოიგო და მას შემკვრელი აკონტროლებს -- მსაჯმა უნდა დაუძახოს 'გამოიტანეთ!' ბურთიანმა გუნდმა მითითება | ბრძანება უმალ უნდა შეასრულოს. * სასჯელი: შერკინება.

 

1 2 3 4 5 6

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



სუფთა
dfdfdf