ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 
  სხვადასხვა

 

ლელო

 

1. მოთამაშემ ბურთი ლელოში დაამიწა, თუ
ა. ბურთი ხელით ეჭირა და იგი ლელოში მიწას შეახო.
ბ. ბურთს ლელოში დაადო [ხელის] მტევანი [მტევნები] | მკლავ[ებ]ი, ანაც დააწვა გულ-მკერდით [მუცლიდან მოყოლებული კისრის ჩათვლით].
2. ბურთის &ქუოტ;მიწიდან აღება&ქუოტ; დამიწება არაა. მოთამაშეს შეუძლია ლელოში [მიწიდან] აიღოს ბურთი და ლელოშივე სხვაგან დაამიწოს.
3. თუ შემტევმა ბურთი დაამიწა [მეტოქის] ლელოში -- მის გუნდს &ქუოტ;ლელო გატანილად&ქუოტ; ეთვლება. &გტ;&გტ; წესი 8.2 [გვ.31]

4. თუ ბურთიანმა შემტევმა ბურთი [მეტოქის] ლელოში დაამიწა და იმავ-დროულად შეეხო ლელოს კიდის ხაზს | უკანა ხაზს | მიწას ამათ გადაღმა -- დამცველს ერგება '22-დან დარტყმა'.
5. თუ ბურთიანმა მოთამაშემ ბურთი [ნებისმიერ] ლელოში დაამიწა და იმავ-დროულად შეეხო კიდის ხაზს | მიწას ამის გადაღმა -- ბურთი აუტშია და დამცველს ერგება დერეფანი.
6. თუ დამცველმა ბურთი დაამიწა [თავის] ლელოში -- მის გუნდს 'ლელო დაცულად' ეთვლება.
7. თუ შებოჭილმა დამცველმა ინერციით უწია თავის ლელოს და ბურთი იქ დაამიწა -- ლელო დაცულად ეთვლება.
8. თუ დამცველი თავის 'კარის ხაზთან' შებოჭეს, მაგრამ ლელოს მისწვდა და იქ ბურთი უმალ დაამიწა -- ლელო დაცულად ეთვლება. * სასჯელი: ჯარიმა.
9. თუ დამცველმა ბურთი [შალითიანი] ძელის ძირში დაამიწა -- ერთ-დროულად შეახო მიწასა და ძელის ძირს -- 'ლელო დაცულად' ეთვლება.
10. გინდ მოთამაშე აუტში [კიდეზე] | 'ლელოს კიდეზე' იყოს -- თუ ბურთი არ უჭირავს -- ლელოში მისი დამიწებით 'ლელოს გატანა | დაცვა' მაინც შეუძლია.

11. თუ შებოჭილი ლელოს გადასწვდა და იქ ბურთის დამიწებას ცდილობს -- მეტოქეს შეუძლია ბურთი 'ხელით წაართვას' -- ოღონდაც, ბურთის 'ფეხით დარტყმა' ეკრძალება. * სასჯელი: ჯარიმა.

12. თუ მოედნიდან ფეხით დარტყმული ბურთი 'მეტოქის ლელოს გავლით' ლელოს კიდეზე | უკანა ხაზზე გადავიდა -- გამონაკლისია ჯარიმიდან | არეკნით 'კარში წარუმატებელი' დარტყმა -- დამცველ გუნდს შეუძლია აირჩიოს:
ა. 22-დან დარტყმა.
ბ. შერკინება დარტყმის ადგილზე.

13. თუ დამცველი თუნდაც ნაწილობრივადაა თავის ლელოში და იმავ-დროულად გადასული არაა კიდეზე | ლელოს კიდეზე | [ლელოს] უკანა ხაზზე -- 'თავის ლელოში მყოფად' ითვლება | მიიჩნევა.
14. თუ თავის ლელოში მყოფმა მოთამაშემ მოედნიდან აიღო ბურთი -- მას ბურთის 'ლელოში შეტანა' ჩაეთვლება.
15. თუ ლელოს უკანა ხაზზე | ამის გადაღმა | ლელოს კიდეზე მყოფმა მოთამაშემ ლელოდან აიღო ბურთი -- მას ბურთის 'უქმად ქცევა'ჩაეთვლება.


 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



სუფთა
dfdfdf