ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 
  სხვადასხვა

 

მსაჯები

 

[ყოველ] თამაშს | მატჩს უძღვებიან მსაჯები: 'მოედნის მსაჯი' | რეფერი [ქვემოთ | მოკლედ -- უბრალოდ 'მსაჯი'] და ორიც 'კიდის მსაჯი&ქუოტ; ან თანა-მსაჯი. ორგანიზატორმა თამაშზე კიდევ შეიძლება დანიშნოს | დაუშვას 'სათადარიგო მსაჯი', ტელე-მსაჯი [ვიდეო-რეფი], დროის მსაჯი, მატჩის ექიმი, გუნდების ექიმები, გუნდების არა-მოთამაშე წევრები და 'ბურთის მიმტანები'. თანა-მსაჯმა | კიდის მსაჯმა [მოედნის] მსაჯს უნდა ანიშნოს აუტში | ლელოს კიდეზე გადასვლა და კარში დარტყმის შედეგი. მსაჯმა თანა-მსაჯი შეიძლება დაიხმაროს სხვა მხრივაც -- ანიშნებინოს ბინძურად თამაშიც.

1. მსაჯს ნიშნავს ორგანიზატორი. თუ ამას მსაჯი არ დაუნიშნავს -- გუნდები მსაჯს თავად აირჩევენ; ხოლო თუ ვერ შეთანხმდნენ -- მსაჯს მასპინძელი გუნდი
დაასახელებს.
2 თუ მსაჯი თამაშს ბოლომდე ვერ გაუძღვა -- მისი შემცვლელი ორგანიზატორის მითითების თანახმად უნდა აირჩეს. თუ ორგანიზატორს ასეთი მითითება არ გაუცია -- მსაჯი თავად დაასახელებს შემცვლელს; ხოლო თუ მსაჯს ამის უნარი ვე[ღა]რ შესწევს -- ახალი მსაჯი მასპინძელმა უნდა დანიშნოს.

3. მსაჯმა უნდა ჩაატაროს წილის-ყრა: ერთი გუნდის კაპიტანმა 'ბორჯღალი' | 'თეთრი' აირჩიოს | თქვას, მეორისამ კი -- მონეტა ააგდოს. წილის მომგები აირჩევს ბურთს [თამაშის დაწყებას] ან მოედანს [მოედნის მხარეს]. თუ მან მოედანი აირჩია -- თამაშს &ქუოტ;მეტოქე გუნდი&ქუოტ; დაიწყებს, და პირუკუ: თუ აირჩია ბურთი -- მოედანს აირჩევს მეტოქე.
4. მსაჯებმა უნდა შეამოწმონ, შეესაბამება თუ არა მოთამაშეთა სამოსი და ბუცის მორჩები 4. წესის მოთხოვნებს.

5. [სათამაშო] არის ფარგალში
ა. მსაჯი წესებს ერთ-პიროვნულად უთანადებს მოვლენებს. მსაჯმა წესები ყოველთვის ზუსტად | განუხრელად უნდა ამოქმედოს.
ბ. მსაჯი ინიშნავს [სათამაშო] დროს. ერთია კია, ორგანიზატორს შეუძლია დანიშნოს [ცალკე] &ქუოტ;დროის მსაჯი&ქუოტ;, რომელიც ტაიმის ბოლოს | დამთავრებას [ხმოვანი სიგნალით] საჯაროდ გამოაცხადებს.
გ. მსაჯი ითვლის ანგარიშს.
6. მსაჯი მოთამაშეებსა და შემცვლელებს [სათამაშო] არეში შესვლის ნებას რთავს მაშინ, როცა ეს დროული | უხიფათოა. ***
7. მსაჯი მოთამაშეს [სათამაშო] არიდან გასვლის ნებას რთავს.

1 2 3 4 5

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf