ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

გუნდი

რაოდენობა[ნი]
1. თამაშის დროს გუნდს [სათამაშო] არეში შეიძლება
ჰყავდეს მაქსიმუმ 15 მოთამაშე.
2. ორგანიზატორს შეუძლია შეამციროს წინა მუხლში
მოტანილი მაქსიმუმი.
3. გუნდს შეუძლია მსაჯს მოსთხოვოს მეტოქის მოთამაშეთა
დათვლა. თუ გაირკვა, რომ მეტოქეს ზედმეტ(ებ)ი
ჰყავს -- მსაჯი მის კაპიტანს მოთამაშეთა რიცხვს სათანადოდ
შეამცირებინებს, ოღონდაც ანგარიში ვერ
შეიცვლება. * სასჯელი: ჯარიმა.
4. ნაკრებთა | სანაკრებო თამაშზე | მატჩზე გუნდს შეუძლია
იყოლიოს მაქსიმუმ 8 შემცვლელი [სათადარიგო].
5. სხვა თამაშებზე შემცვლელთა რაოდენობას -- მაქსიმუმ
რვას -- ორგანიზატორი აწესებს.
6. შეცვლა კეთდება | ხორციელდება მხოლოდ &ქუოტ;უქმ
ბურთზე&ქუოტ; და თანაც -- მსაჯის დასტურით.
7. თუ მოთამაშე თამაშში მსაჯის უკითხავად ჩაება -- შემცვლელად
შევიდა ანაც შეცვლილი | სინბინიდან დაბრუნდა
-- და მსაჯს მიაჩნია, რომ ეს უპირატესობის
მისაღებად გაკეთდა -- მოთამაშე უწესობისთვისაა
დასასჯელი. * სასჯელი: ჯარიმა.
8. ქვემოთ მოტანილ ცხრილში წერია პირველ-ხაზელთა
მინიმალური რაოდენობანი და ვალდებულებანი.
მოთამაშეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვის გამო ორგანიზატორს
შეუძლია ამათი შეცვლა [გაზრდა | მომატება
| გამკაცრება] ზოგ ლიგაში | რაგბის სახეობაში.
გუნდში სულ რამდენი იყოს ვისი შეცვლა
რამდენი კაცია პირველ-ხაზელი უნდა შეეძლოთ
15 ან ნაკლები 3
16, 17 ან 18 4 კვაჭის ან ბურჯის
19, 20, 21 ან 22 5 კვაჭისა და ბურჯისაც
23 6 კვაჭისა და ორივე ბურჯის
9. თუ ორგანიზატორმა 23-კაცა რაზმებით თამაში დაადგინა,
მაგრამ გუნდს მხოლოდ ორი სათადარიგო [შემცვლელი]
პირველ-ხაზელი ჰყავს -- გუნდი სიაში მაქსიმუმ
22 კაცს ჩაწერს.
10. თამაშამდე გუნდმა იმ მსაჯს, ვისაც ეს საქმე აბარია --
ოქმში უნდა მიუთითოს პირველ-ხაზელები, მათი შესაძლო
შემცვლელები და ის პოზიციები, რომელზე
დადგომაც ამათ შეუძლიათ.
3. გუნდი
16
&ქუოტ;ნაღდი | მიწოლიანი შერკინების&ქუოტ; პირველ ხაზში მარტო
ეს მოთამაშეები უნდა ჩადგნენ და თანაც -- [მხოლოდ]
მითითებულ პოზიციებზე.
11. პირველ-ხაზელის შემცვლელს თამაშის დაწყება სხვა
პოზიციაზეც შეუძლია.
12. გუნდს ეკისრება პასუხის-მგებლობა იმაზე, რომ ყველა
პირველ-ხაზელი და მათი შემცვლელიც გამოცდილი
და სათანადოდ გაწვრთნილი იყოს.
ცრუ შერკინება
13. თუ თუნდაც ერთ გუნდს აღარა ჰყავს სათანადოდ
გაწვრთნილი პირველი ხაზი, ანაც მსაჯი ასე თავად
გადაწყვეტს -- თამაში &ქუოტ;ცრუ შერკინებით&ქუოტ; უნდა გაგრძელდეს.
14. ორგანიზატორს შეუძლია დებულებაში ჩაწეროს, თუ
მატჩის &ქუოტ;ცრუ შერკინებით&ქუოტ; დაწყება რა შემთხვევაშია
ნება-დართული.
15. თუ პირველ-ხაზელი [სათამაშო] არიდან გავიდა -- სულ
ერთია, ტრავმის | სინბინის | წითლით გაძევების გამო
-- მსაჯმა გუნდთან მაშინვე უნდა გაარკვიოს, &ქუოტ;ნაღდ |
მიწოლიან შერკინებაში&ქუოტ; დადგომა კიდევ თუ შეეძლება.
თუ უთხრეს, ვერაო -- მსაჯი &ქუოტ;ცრუ შერკინებას&ქუოტ; შემოიღებს.
როცა ეს &ქუოტ;გასული პირველ-ხაზელი&ქუოტ; დაბრუნდება
| თამაშში სხვა პირველ-ხაზელი ჩაებმება -- &ქუოტ;ნაღდი
შერკინება&ქუოტ; შეიძლება აღდგეს.
16. როცა რაზმში 23 კაცია | კავშირმა ასე საგანგებოდ
დაადგინა -- გუნდი ვერავის შეიყვანს იმ მოთამაშის
ნაცვლად, რომლის მოედნიდან გასვლასაც &ქუოტ;ცრუ შერკინების&ქუოტ;
შემოღება მოჰყვა.
17. სხვა მოთამაშეს მხოლოდ მაშინ შეუძლია [ცრუ შერკინების]
პირველ ხაზში ჩადგომა, როცა გუნდს [სათანადოდ
გაწვრთნილი] პირველ-ხაზელები აღარ ჰყოფნის.
18. თუ პირველ-ხაზელის სინბინის [დროებითი გაძევების]
გამო გუნდი მოედანზე მყოფი მოთამაშებით &ქუოტ;ნაღდ |
მიწოლიან შერკინებაში&ქუოტ; ვეღარ დგება -- მორიგი შერკინების
დანიშვნის შემდეგ, მის მოწყობამდე -- გაიყვანს
| გაწირავს რომელიმე არა-პირველ-ხაზელს და
მის ნაცვლად [სათანადოდ გაწვრთნილი] პირველ-ხაზელი
შევა.
ეს -- გაყვანილი | გაწირული მოთამაშე სინბინის განმავლობაში
ვერავის შეცვლის, დაბრუნება კი სინბინის
ამოწურვის შემდეგღა შეეძლება თავის ნაცვლად შესული
პირველ-ხაზელის მაგივრად.
3. გუნდი
17
19. თუ პირველ-ხაზელის წითლით | ბოლომდე გაძევების
გამო გუნდი მოედანზე მყოფი მოთამაშებით &ქუოტ;ნაღდ |
მიწოლიან შერკინებაში&ქუოტ; ვეღარ დგება -- მორიგი შერკინების
დანიშვნის შემდეგ, მის მოწყობამდე -- გაიყვანს
| გაწირავს რომელიმე არა-პირველ-ხაზელს და
მის ნაცვლად პირველ-ხაზელი შევა.
ამ -- გაყვანილ | გაწირულ მოთამაშეს [მყის] ენიჭება
შემცვლელის [სათადარიგოს] უფლებები.
ბოლომდე შეცვლა
20. ნება-დართულია დაშავებული [დამტვრეული | ტრავმირებული]
მოთამაშის შეცვლა. ასე შეცვლილი
თამაშში მეტად | ხელ-მეორედ ვეღარ ჩაებმება.
21. მოთამაშე დაშავებულად ითვლება, თუ მისთვის თამაშის
გაგრძელება საზიანო იქნება:
ა. ნაკრებთა მატჩში -- [მორიგე | ნეიტრალური] ექიმის
აზრით.
ბ. სხვა თამაშებში, ოღონდაც ორგანიზატორის საგანგებო
ნებართვით -- &ქუოტ;მედიცინაში ჩახედული
პირის&ქუოტ; აზრით.
გ. მსაჯის გადაწყვეტილებით -- დამოუკიდებლად | ექიმის
რჩევით: ამ დროს მსაჯი დაშავებულს [სათამაშო]
არიდან დაითხოვს | გასვლას უბრძანებს.
22. მსაჯს დაშავებულის დათხოვნა შეუძლია მაშინაც, თუ
სურს, რომ იგი ექიმმა გასინჯოს.
ბოლომდე -- &ქუოტ;შენიშნე და გაიყვანე&ქუოტ;
23. თუ თამაშის ნებისმიერ წუთზე მოთამაშეს ტვინი
შეერყა, ან შერყევის სიმპტომები შეეტყო | გამოაჩნდა
-- იგი &ქუოტ;ბოლომდე&ქუოტ; უმალ უნდა შეიცვალოს. ამ პროცესს
&ქუოტ;შენიშნე და გაიყვანე&ქუოტ; ჰქვია.
დროებითი შეცვლა -- სისხლი
24. თუ მოთამაშეს სისხლი სდის -- [სათამაშო] არიდან
უნდა გავიდეს. ნება-დართულია მის ნაცვლად &ქუოტ;დროებითი
შემცვლელის&ქუოტ; შესვლა, ოღონდაც სავალდებულო
სულაც არაა.
სისხლ-დადინებული მას შემდეგღა შეიძლება დაბრუნდეს,
რაც სისხლ-დენას შეუჩერებენ და ჭრილობას
დაუფარავენ. თუ იგი 15 &ქუოტ;ასტრონომიულ წუთში&ქუოტ;
დასაბრუნებლად მზად ვერ | არ იქნა -- &ქუოტ;ბოლომდე შეცვლილად&ქუოტ;
მიიჩნევა | თამაშში მეტად ვეღარ ჩაებმება.
25. ნაკრებთა თამაშზე &ქუოტ;მორიგე ექიმი&ქუოტ; წყვეტს, სისხლდენა
იმდენად სერიოზული თუა, რომ მოთამაშე
დროებით შეიცვალოს.
3. გუნდი
18
დროებითი -- შერყევაზე გასინჯვა
26. კაცთა იმ ელიტარულ მატჩებში, რომლებზეც &ქუოტ;მსოფლიო
რაგბმა&ქუოტ; -- 10.1.4 და 10.1.5 დებულებათა თანახმად
-- წინდაწინ გასცა სათანადო ნებართვა,
ა. მოთამაშე, რომელსაც [ტვინის] შერყევაზე გასინჯვა
| შემოწმება ჭირდება -- [სათამაშო] არიდან უნდა
გავიდეს.
ბ. ნება-დართულია მის ნაცვლად &ქუოტ;დროებითი შემცვლელის&ქუოტ;
შესვლა.
გ. თუ გასასინჯად გაყვანილს შერყევა დაუდგინდა --
&ქუოტ;დროებითი შეცვლა&ქუოტ; &ქუოტ;ბოლომდე შეცვლად&ქუოტ; იქცევა. ***
დ. გასასინჯად გაყვანილს გინდაც არაფერი სჭირდეს
-- თამაშში მაინც ვერ ჩაებმება 10 &ქუოტ;ასტრონომიულ
წუთზე&ქუოტ; ადრე. ***
დროებითი -- რაგინდარა მიზეზით
27. ნება-დართულია &ქუოტ;დროებითი შემცვლელის&ქუოტ; დროებით
შეცვლაც -- გინდაც გუნდს ყველა შემცვლელი | სათადარიგო
უკვე გამოყენებული ჰყავდეს.
28. თუ &ქუოტ;დროებითი შემცვლელი&ქუოტ; დაშავდა -- შეიძლება მისი
[ბოლომდე] შეცვლაც.
29. თუ &ქუოტ;დროებითი შემცვლელი&ქუოტ; წითლით | ბოლომდე
გააძევეს -- &ქუოტ;მის მიერ შეცვლილი&ქუოტ; ვეღარ დაბრუნდება.
გამონაკლისია 3.18 და 3.19 წესები -- თუ გასულ [დროებით
შეცვლილ] პირველ-ხაზელს დროულად უწამლეს
და გუნდს იგი &ქუოტ;ნაღდ | მიწოლიან შერკინებაში&ქუოტ; დაჭირდა.
30. თუ &ქუოტ;დროებითი შემცვლელი&ქუოტ; სინბინში | ყვითლით |
დროებითვე გააძევეს -- &ქუოტ;მის მიერ შეცვლილი&ქუოტ; სინბინის
ამოწურვის შემდეგღა შემოვა.
გამონაკლისია 3.18 და 3.19 წესები -- თუ გასულ [დროებით
შეცვლილ] პირველ-ხაზელს დროულად უწამლეს
და გუნდს იგი &ქუოტ;ნაღდ | მიწოლიან შერკინებაში&ქუოტ; დაჭირდა.
31. თუ &ქუოტ;დროებით შეცვლილის&ქუოტ; დასაბრუნებლად დადგენილი
ვადა შესვენებას დაემთხვა -- დამბრუნებელმა
მეორე ტაიმი თავიდანვე უნდა დაიწყოს, თორემ &ქუოტ;ბოლომდე
შეცვლილად&ქუოტ; მიიჩნევა.
3. გუნდი
19
შეცვლილის დაბრუნება
32. [ტაქტიკურად] შეცვლილ მოთამაშეს შეუძლია თამაშში
ხელახლა ჩაებას -- შეცვალოს:
ა. დაშავებული პირველ-ხაზელი.
ბ. დასისხლიანებული მოთამაშე.
გ. [ტვინის] შერყევაზე გასასინჯად გაყვანილი მოთამაშე.
დ. თამაშის წინა ეპიზოდში &ქუოტ;ბინძურად თამაშის&ქუოტ; გამო
დაშავებული -- რისთვისაც მსაჯმა [მინიმუმ] ჯარიმა
დანიშნა.
ე. 3.18 და 3.19 წესების თანახმად გაყვანილი | გაწირული
მოთამაშე.
როტაცია
33. ორგანიზატორს ზოგ ლიგაში | რაგბის სახეობაში შეუძლია
&ქუოტ;როტაციული შეცვლების&ქუოტ; [შედი-გამოდი]
შემოღება. ასეთ შეცვლათა მაქსიმუმი თორმეტია.
სათანადო წესებს ორგანიზატორი თავად ადგენს.
ჭაბუკები
++ ემატება
8'. გუნდში გინდ 22 მოთამაშე იყოს -- მაინც აუცილებელია
6 პირველ-ხაზელის ყოლა: გუნდს უნდა შეეძლოს
კვაჭისა და ორივე ბურჯის შეცვლა.
34. [ტაქტიკურად] შეცვლილ მოთამაშეს [უპირობოდ] შეუძლია
დაშავებული გუნდელის შეცვლა.
შვიდკაცა
1. თამაშის დროს გუნდს [სათამაშო] არეში შეიძლება
ჰყავდეს მაქსიმუმ 7 მოთამაშე.
2. = არ მოქმედებს =
4. ნაკრებთა თამაშზე გუნდს შეუძლია იყოლიოს და
გამოიყენოს მაქსიმუმ 5 შემცვლელი [სათადარიგო].
5. სხვა თამაშებზე შემცვლელთა რაოდენობას -- მაქსიმუმ
ხუთს -- ორგანიზატორი აწესებს.
8-13. და 15-19. = არ მოქმედებს =
30. თუ &ქუოტ;დროებითი შემცვლელი&ქუოტ; სინბინში | ყვითლით
გააძევეს და &ქუოტ;მის მიერ შეცვლილს&ქუოტ; დროულად უწამლეს
-- ამას შესვლა სინბინის ამოწურვის შემდეგღა
შეეძლება.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf