მიმოხილვა
ამ თავის დასრულების შემდეგ, კანდიდატებმა უნდა გაიგონ გულ-მკერდის ტრავმის მქონე მოთამაშესთან თავდაპირველი მისვლა. თქვენ იქნებით ინფორმირებული, სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში გულ-მკერდის ტრავმების არსებობის ამოცნობისა და დაოყოვნებლივი მართვის შესახებ.
შესავალი
საბედნიეროდ, გულ-მკერდის დიდი ტრავმები სპორტში ხშირი არ არის, მაგრამ სერიოზული ტრავმები მაინც გხვდება და მნიშვნელოვანია მოედნის დამხმარეებს შეეძლოთ გულ-მკერდის სერიოზული ტრავმების დიაგნოზირება და მართვა.
სუნთქვის პრობლემების ამოცნობა
ტრავმირებულ მოთამაშესთან მისვლა ხდება ისევე, როგორც აღწერილია მთელი კურსის განმავლობაშიდა უსაფრთხოება და ABCDE მიდგომა უნდა იყოს შესრულებული. მოთამაშეს, რომელსაც ნათლად აქვს გულ-მკერდის ტრავმა, მნიშვნელოვანია მიეწოდოს დამატებითი ჟანგბადი, რაც შეიძლება სწრაფად.
სუნთქვის დათვალიერების განსაკუთრებული ყურადღებისთვის, ჩვენ ვემხრობით იმას, რომ მარტივი ტექნიკები გამოიყენება მოედანზე და უფრო დეტალური დათვალიერება ხორციელდება სამედიცინო ოთახში. თუ, მოედანზე საწყისი შემოწმებამ გააჩინა ეჭვი, შეიძლება უფრო შესაფერსისი ადეკვატური იყოს მოედანზევე დეტალური დათვალიერების ჩატარება.
მარტივი „მოედნის“ დათვალიერება შედგება:
მოთამაშის ფერი და გონზე ყოფნის დონე
ლაპარაკი : შეუძლია მოთამაშეს თქვენთან ლაპარაკი? თუ, ასეა შეუძლიათ სრული წინადადების წარმოთქმა?
სუნთქვის სიხშირე : სავარაუდოდ ეს იქნება გაზრდილი, თუ მოთამაშემ ახლახანს შეწყვიტა თამაში, მაგრამ უმნიშვნელოვანესია საბაზისო მონაცამების აღება, რადგან შემდგომი დაკვირვებები უფრო ხილვადია, მდგომარეობა უმჯობესდება თუ უარესდება.
გაფართოება : ხელები უნდა მოათავსოთ გულ-მკერდის კედლის წინა მხარეს. ეს მოგცემთ საშუალებას, რომ გულ-მკერდის გაფართოება შეაფასოთ სწრაფად, ასევე მგრძობიარე ადგილების ამოცნობისთვის.
სამედიცინო ოთახში უფრო სიღრმისეული შემოწმებას შესრულდება პრაქტიკოსის ეჭვებისა და მოთამაშს მდგომარეობის მიხედვით, მაგრამ ეს სავარაუდოდ მოიცავს:
ლაპარაკს, სუნთქვის სიხშირეს, გაფართოებას, როგორც ზემოთაა ნაჩვენები.
პერკუსიის ხმა
სუნთქვის ხმა და ჰაერის ჩასვლა (მაღალი და ფართო)
ტრაქეალური პოზიცია
სიცოცხლისთვის საშიში გულ-მკერდის ტრავმები
არსებობს 6 სიცოცხლისთვის დაოყვნებლივად საშიში გულ-მკერდის ტრავმა, რომლებსაც განვიხილავთ.
ესენია:
სასუნთქი გზების დახშობა
უმეტესწილად ტრავმა, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების დახშობას, არის ხორხის დაზიანება. მოთამაშეს შეიძლება აღენიშნებოდეს ხმის ხრიწინი და კანქვეშა ემფიზემა, ისევე როგორც სასუნთქი გზების დახშობის ნიშნები. ამის მკურნალობა მითითებულია სასუნთქი გზების თავში.
პნევმოტორაქსის დაძაბვა
გულ-მკერდის კედლის ტრავმისას პლევრას გახვრეტამ შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის შესვლა პლევრას სივრცეში. თუ, ცალმხრივი სარქველის მექანიზმი წარმოიქმნა, ჰაერს შეუძლია შევიდეს პლევრას სივრცეში, მაგრამ ვერ გამოვა იმავე დოზით. ამრიგად, ყოველ ჩასუნთქვისას, პნევმოტორაქსი გაიზრდება ზომაში და წარმოქმნის წნევას. ეს პნევმოტორაქსი დაიწყებს „დაძაბვას“, დროის მოკლე მონაკვეთში. ამას ექნება გავლენა მეორე ფილტვის გაჩერებაზე და უფრო მნიშვნელოვნად, ეს გამოიწვევს შუასაყარის გადაადგილებას საპირისპირო-ჰორიზონტალურ. ამას აქვს ეფექტი კავა ვენის გადაგრეხვასა და ვენის დაბრუნების რადიკალურ შემცირებაზე. თუ, ეს არ გამოსწორდება სასწრაფოდ, მდგომარეობა გაუარესდება და გამოიწვევს გულის შეტევას. ამრიგად, დაოყვნებლივი დიაგნოზირება და მკურნალობა უაღრესად მნიშვნელოვანია.
პნევმოტორაქსის დაძაბვის გამოსახულებითი ნახატი
პნევმოტორაქსის დაძაბვის ამოცნობა
ხშირად არსებობს ეჭვი, თუ როგორ უნდა განვასხვავოთ სუსტი პნევმოტორაქსი და პნევმოტორაქსის დაძაბვა. არ არსებობს ფიზიოლოგიური პარამეტრები, რომელსაც შეიძლება გამოყენებული იყოს, მაგრამ რეალობაში პაციენტს, რომელსაც აქვს პნევმოტორაქსის დაძაბვა არის აშკარა, მნიშვნელოვანი დისტრესებით და ხილული გაუარესებით.
პნევმოტორაქსის დაძაბვის მართვა
ღია პნევმოტორაქსი
ეს ტრავმა შედეგია, ძლიერი დაზიანების, რომელიც ანგრევს გულ-მკერდის კედელს, რაც იწვევს პნევმოტორაქს და კომუნიკაციას შიდა და გარე გულ-მკერდის ღრუს. ეს, ასევე ცნობილია, როგორც გულ-მკერდის „შიშინის/შეწოვის“ დაზიანება. თუ, გულ-მკერდის ხვრელი დიდი ვიდრე ტრაქეას დიამეტრის 2/3-ზე, ჰაერი შესუნთქულია გულ-მკერდის ღრუში დაზიანების გავლით და არა ტრაქეას. ეს ნიშნავს, რომ აირის გაცვლა ავლეოლებში არ მოხდება.
ზოგ შემთხვევაში, გულ-მკერდის კედლის კომუნიკაცია დარჩება ღიად და პნევმოტორაქსი დარჩება „მარტივად“. თუმცა, შემთხვევებში, რბილი ქსოვილები შეიძლება გარდაიქმნას სარქველად, რაც გამოიწვევს პნევმოტორაქსის დაძაბვას. მნიშვნელოვანია, რომ ამ პაციენტების მონიტორინგი მოხდეს დაკვრივებით, რათა, თუ საჭროა პნევმოტორაქსის დაძაბვის მკურნალობა მოხდეს სწრაფად.
ღია პნევმოტორაქსის გამოსახულებითი ნახატი
ღია პნევმოტორაქსის ამოცნობა
გულ-მკერდის კედლის დეფექტი, თუ დახედავთ, ჩვეულებრივ მარტივად შესამჩნევია. პნევმოტორაქსისა და ჰემოტორაქსის შემოწმებისას უნდა მიყვებით სტანდარტულ მიდგომას.
ღია პნევმოტორაქსის მართვა
მასიური ჰემოტორაქსი
მასიური ჰემოტორაქსი განმარტებით არის, 1500მლ ჰემოტორაქსი (ცირკულაციის მოცულობის 30%). ზუსტად შეუძლებელია ჰემოტორაქსის მოცულობის განსაზღვრა მოედანზე, მაგრამ გამოსადეგია დაახლოებით განსაზღვროთ, რომ მასიური ჰემოტორაქსი ჰემოტორაქსია, რომელიც იწვევს დაზიანებას. ეს მდგოამრეობა იწვევს დაზიანებას, რომელიც ერევა აირების ცვლილებაში, ისევე, როგორც სავარაუდოდ იწვევს ჰიპოვოლემიას.
მასიური ჰემოტორაქსის ამოცნობა
მასიური ჰემოტორაქსის მკურნალობა
ამ მდგომარეობის მართვა მოიცავს ჟანგბადის მაღალი ნაკადის გამოყენებას არა-ხელახალ-ჩასუნთქვადი ნიღბით და სასწრაფოდ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში გადაყვანას.
ჩალეწილი გულ-მკერდი
ჩალეწილი ნაწილი ჩნდება მაშინ, როცა ორი ან მეტი ნეკნია გატეხილი, ორ ან მეტ ადგილას, რაც ქმნის გულ-მკერდის კედლის „თავისუფალ დენის“ სეგმენტს. ამას თავის მხრივ აქვს სერიოზული შედეგები ჰაერის მოძრაობის მექანიზმზე, მაგრამ შეიძლება, უფრო მეტი შეშფოთება გამოიწვიოს სიძლიერის დონემ, რასაც ეს ტრავმა ავლენს. ახალგაზრდა ადამიანს, რომელსაც აღენიშნება ჩალეწილი ადგილი, მათ გადაეცათ მნიშვნელოვანი ენერგია და ეს გამოიწვევს ფილტვის კონტუზიას. მიუხედავად ამისა, ეს შეიძლება არ იყოს მაშინვე ხილვადი, ამას სჭირდება ფასეული და შესაბამისი ორგანიზებული მართვა.
ჩალეწილი გულ-მკერდის გამოსახულებითი ნახატი
ჩალეწილი გულ-მკერდის ამოცნობა
ჩალეწილი გულ-მკერდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამახასითებელი ასპექტია, დაკავშრებული ტკივილის ექსტრემალური ხარისხი. ეს გაზრდის ჩალეწილი გულ-მკერდის ალბათობას. შეიძლება იყოა ხელშესახები ძვლებისა და ხრტილების ჭრაჭუნის ხმა და სავარაუდოდ იქნება გახშირებული სუნთქვა და ზედაპირული სუნთქვა.
ყველაზე ხშირი სწავლების აღმოჩენაა, რომ ჩალეწილი ნაწილის პარადოქსული მოძრაობა. სხვა სიტყვებით, ჩასუნთქვის დროს გულ-მკერდის კედელი მოძრაობს მაღლა და გარეთ, მაგრამ თავისუფალი მოშვებისას ჩალეწილი ნაწილი პარადოქსულად იწევა შიგნით, როგორც ნეგატიური მკერდშიდა წნევის შედეგი. თუმცა, რეალობაში გულ-მკერდის კედლის კუნთოვანი სისტემა დასაწყისში ამაგრებს ჩალეწილ სეგმენტს და პარადოქსული მოძრაობა თავიდან არ არის ხილვადი.
ჩალეწილი გულ-მკერდის მართვა
გულის კონტუზია
გულ-მკერდის კედლის პირდაპირი ტრავმის შემდეგ, არსებობს შესაძლებლობა გულის კუნთის (მიოკარდი) კონტუზიის. ამის შედეგი შესაძლოა იყოს, ფუნქციონირების დასუსტება სეგმენტის აკინეზიური ფორმაციით ან ელექტრული გამტარიანობის გაუარესება მიუკარდიის გზით, რაც გამოიწვევს არარეგულარულ რიტმს.
გულის კონტუზიის ამოცნობა
გულის კონტუზიის კლინიკური ეჭვი არის, როცა მოთამაშე აქვს მკერდის შუაში/მარცხენა მხარის ტკივილი, როცა მიიღებს მნიშვნელოვანი დარტყმას ამ ადგილას. თუ, ტკივილი იზრდება, როცა მოთამაშე ღრმად სუნთქავს და/ან არის მკერდის ძვლის ან მარცხენა ნეკნის კიდის ტკაცუნის ხმა ჩასუნთქვის დროს, მაშინ მოთამაშეს სჭირდება გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში შეფასება. თუ, მოთაშეს უვითარდება არარეგულარული პულსი, გულ-მკერდის კედელზე მიღებული ასეთი ძალის შემდეგ, მაშინ ის სასწრაფოდ უნდა იყოს გადაუდებელ დახმარების დეპარტამენტში გადაყვანილი.
გულის კონტუზიის მართვა
სიცოცხლის პოტენციურად საშიში ტრავმები
ეს ტრავმები მაინც მოითხოვს სერიოზულ განხილვას, იმ მოთამაშისთვი ვისაც აქვს სერიოზული გულ-მკერდის ტრავმა.
სუსტი პნევმოტორაქსი
სუსტი პნევმოტორაქსის გამოსახულებითი ნახატი
ჰემოტორაქსი
ჰემოტორაქსის გამოსახულებითი ნახატი
ფილტვის კონტუზია
ტრაქეალური ტრავმა
აორტის გაწყვეტის ტრავმა
აორტის გაწყვეტის გამოსახულებითი ნახატი
დიაფრაგმული გაწყვეტის ტრავმა
მედიასტალური გადაკვეთის დაზიანებები
შეჯამება
მოთხოვნილია სისტემატური მიდგომის გამოყენება, რათა მოხდეს განსაზღვრა დაოყოვნებლივი და სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში გულ-მკერდის ტრავმა. სასუნთქი აპარატის შეფასება არის მნიშვნელოვანი ასპექტი : სათამაშო მოედანზე; სუნთქვის სიხშირე, გაფართოება და გულ-მკერდის კედლის მგრძნობიარობა. სამედიცინო ოთახში უფრო სიღრმისეული შემოწმება მოიცავს სუნთქვის სიხშირეს, გაფართოებას, პერკუტირებასა და აუსკულტაციას, თუ შესაძლებელია ჟანგბადის მიწოდებასთან ერთად დაკვირვება პულსოქსიმეტრის დახმარებით.
ასეთი მიდგომა, პრაქტიკოსს შესაძლებლობა მისცემს განსაზღვროს მდგომარეობა, როგორც განხილულია ამ თავში და ან უმკურნალოს შესაბამისად ან სწრაფად ხელი შეუწყოს, უსაფრთხო გადაყვანა საბოლოო მკურნალობის ჩასატარებლად. გადაყვანა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში სპეციალსიტებთან სამკურნალოდ, უნდა მოხდეს უახლეს შესაბლობისთანავე, როცა გადაყვანა იქნება უსაფრთხო, შესაბამისი აღჭურვილობით და გადამზადებული პერსონალით.
სწავლების მნიშვნელოვანი პუნქტები