კონტაქტურ/შეჯახებით(კოლიზიურ) სპორტებში მონაწილეთა რიცხვი იზრდება სპორტის ყველა დონეზე. ამ სახის კონტაქტურ სპორტებში მონაწილეები გახდნენ უფრო ძლიერნი და უფრო ათლეტურები, რაც განსაკუთრებით ეხება ელიტალურ დონეს, რამაც გამოიწვია ენერგიის დიდი დოზების გამოთავისუფლება კონტაქტის დროს. მართალია იშვიათად, მაგრამ მაინც ყოველწლიურად არის მნიშვნელოვანი ტრავმის თუ სამედიცინო გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევები კონტაქტურ, და ზოგჯერ არა-კონტაქტურ სპორტებშიც.
მაღალი ელიტალური სპორტულ ღონისძიებებს ხშირად ესწრება მრავალრიცხოვანი სამედიცინო პერსონალი, მათ შორის ექიმები და პარამედიკოსები, რომლებიც მზად არიან საჭიროების შემთხვევაში გასწიონ გადაუდებელი დახმარება. მაგრამ, უფრო ხშირად არაელიტალურ ღონისძიებებზე მცირეა იმ პერსონალის რაოდენობა, ვისაც ადეკვატური ცოდნა და აღჭურვილობა გააჩნია სპორტსმენებისთვის გადაუდებელი დამხარების გასაწევად. პარამედიკოსების შემთხვევის ადგილზე მისვლის დრო ასეთ შემთხვევებში შეიძლა გადამწყვეტი იყოს, განსაკუთრებით დაშორებულ, მისასვლელად შეზღუდულ სივრცეებში, როცა დროის ფაქტორს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს სიცოცხლისთვის საშიში ტრავმის ან სამედიცინო შემთხვისას.
კარგადაა განსაზღვრული იმის აუცილებლობა, რომ ის ექიმები, ფიზიოთერაპევტები თუ სხვა პერსონალი, რომლებიც ზრუნავენ მოთაშეებსა და გუნდებზე, შეიარაღებულნი უნდა იყვნენ ცოდნითა და სათანადო აღჭურვილობით, რათა შეძლონ გადაუდებელი დახმარების გაწევა უშუალოდ მოედანზე, სარბენ ბილიკზე, აუზთან და ა.შ. ეს პროფესიონალები უნდა იყვნენ მომზადებულნი არა მხოლოდ თამაშის/ღონისძიების დღისთვის, არამედ ვარჯიშებისა და სხვა ადგილებისთვის, სადაც შესაძლებელია ტრავმებისა და სამედიცინო პრობლემების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ იჩინოს თავი.
ამ კურსის მიზანია, გაგაცნოთ ის უნარები და აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა გადაუდაბელი დახმარების გაწევისას ჩვენი სპორტსმენებისთვის, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ დროის ფაქტორზე დამოკიდებული სიცოცხლისთვის ან კიდურისთვის საშიში ტრავმა ან სამედიცინო მდგომარეობა. კანდიდატები გაივლიან მულტიმოდალურ ტრენინგს პოზიტიურ სასწავლო გარემოში, გადმოცემულს გამოცდილი მასწავლებლებისგან პრე-ჰოსპიტალური დახმარებას, გადაუდებელი მედიცინის, და სპორტისა და ვარჯიშის მედიცინის სფეროებიდან.
კანდიდატები შეფასდებიან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ცოდნისა და უნარების ადეკვატური აღქმადობა სხვადასხვა სცენარების განოყენებით, ანალიზითა და შეფასებით, რაც მათ მისცემთ საშუალებას აჩვენონ, რომ შეუძლიათ გადაუდებელი დახმარების გაწევა კურსის გავლის შემდეგ.
ონლაინ სახელმძღვანელო და კითხვები არის დახმარება კანდიდატებისთვის მათი ადეკვატურად მოესამზადებლად. ყოველ თავში კანდიდატები გაეცნობიან გადაუდებელი დახმარების გაწევის საფუძვლებს. მნიშვნელოვანი სიცოცხლისთვის საშიში ტრავმის ან სამედიცინო შემთხვევისას, კანდიდატები ფოკუსირებას მოახდენენ SABCDE-ის მიდგომის სპეციფიკაზე, განივითარებენ შეფასების პროცესის გაგებას და დაეუფლებიან პოტენციურად დროზე დამოკიდებული სიცოცხლისთვის ან კიდურებისთვის საშიში ტრავმებისა და სამედიცინო მდგომარეობის მართვას. ყურადღება დაეთმობა ხერხემლის, სახის და ძვალკუნთოვან ტრავმებს, სამედიცინო გადაუდებელ მდგომარეობებს, რომელიც გულისხმობს ტემპერატურასთან დაკავშირებული დაავადებებსაც, განიხილება სამედიცინო აღჭურვილობა, რაც მოიცავს სამედიცინო გაზებსაც, თან პარალელურად ფოკუსირება მოხდება საგანგებო დაგეგმვაზე რაგბიში გადაუდებელი დახმარების გაწევისას.
ყოველი თავის ბოლოს, კანდიდატებს მოეთხოვებათ სწორად გასცენ პასუხი კითხვებს, სანამ შემდეგ თავზე გადავლენ. ეს გამოააშკარავებს იმ სფეროებს, რომლებიც მოითხოვს დამატებითი ყურადღების დათმობას ახალ საგანზე გადასვლამდე. ონლაინ თავების გავლის შემდეგ, კანდიდატებს მიეცემათ წვდომა მთელი კურსის მასალებზე, რომელიც მოიცავს სლაიდების კომპლექტს, უნარების და სცენარების ბროშურებს და კურსის პროგრამებს. ეს მათ საშუალებას მისცემს, რომ საფუძვლიანად მოემზადონ კურსის დასწრებითი კომპონენტისათვის.
მიზანია, რომ კურსის მიმდინაორებისას მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს მოთამაშეთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევისა და სამედიცინო ზრუნვის ხარისხი, რაც ხელს უწყობს არა მარტო ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებას, არამედ დახმარების გამწევთათვისაც დამაკმაყოფილებელს ხდის ამ პროცესს.