ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

მიმოხილვა

ამ თავის დასრულების შემდეგ, თქვენ უნდა შეგეძლოთ დემონსტრირება სასუნთქი გზების მართვისა და ჰაერის მიწიდებოს ტექნიკების, რომლებიც შეიძლება აუცილებელი იყოს  დაშავებული/დაავადებული მოთამაშების შეფასებისას, რაგბის გადაუდებელი დახმარების დადგენილებებში.

  1. სასუნთქი გზების დახშობის მიზეზების განსაზღვრა და როგორ შეიძლება მისი ამოცნობა
  2. სასუნთქი გზების გახსნის მარტივი მანევრები და მათი გამოყენება ტრავმირებულ მოთამაშეზე
  3. სასუნთქ გზებთან დაკავშირებული        ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალების როლის გაგება ტრავმირებული მოთამაშს მართვაში
  4. ჰაერის მიწოდების ტექსტიკების კარგად ცოდნა

შესავალი

პაციენტის სასუნთქი გზების სწრაფი შეფასება და დროული ჩარევა, ნებისმიერი დახშობის გახსნა არის ფუნდამენტი ტრავმირებული მოთამის მართვაში.

დახშული სასუნთქი გზები სწარაფად გამოიწვევს ჰიპოქსიას, ჰიპერკაპნიასა და მოთამაშის მდგომარეობის გაუარესებას. საბოლოო ჯამში დახშული სასუნთქმა გზებმა შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. ეს შესაბამისია მდგომარეობის სირთულეზე, რომელიც მოთავსებულია პირველადი დათვალიერების დასაწყისში. სხვა სიტყვებით, როცა პრაქტიკოსი გადაწყვეტს, რომ მოთამაშესთან მისი მისვლა უსაფრთხოა, პირველს რასაც ის აფასებს (და მკურნალობს, თუ აუცილებელია) არის სასუნთქი გზები. ეს ზოგადად კავშირშია ხერხემის კისრის ნაწილის კონტროლთან.

სასუნთქი გზების დაშმობის უმეტეს ეპიზოდი შეიძლება იმართოს მარტივი მანევრებით. წარმატებული მართვის გასაღებია ადრინდელი ამოცნობა და ერთი მიზეზი ყოველთვის უნდა იყოს საეჭვო, რეალური ან პოტენციური სასუნთქი გზების დახშობის გარდა. ისეთი სიტუაციები, სადაც უფრო მოწინავე ჩარევაა საჭირო, იშვიათია სპორტში, მაგრამ პრაქტიკოსებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ სასუნთქი გზების დახშობის შესაძლებლობა და მზად უნდა იყვნენ შესაბამისი მართვისთვის, თუ აუცილებლობა წარმოიქმნება.

სასუნთქი გზების დახშობა

სასუნთქი გზების დახშობის მიზეზების განხილვისას, სასარგებლოა სასუნთქი გზების 3 რეგიონის განხილვა : ზემო სასუნთქი გზები (ხორხის მაღლა), ხორხი და ქვემო სასუნთქი გზები (ხორხის დაბლა).

ზემო სასუნთქი გზები : თუ, მოთამაშეს აქვს დაქვეითებული გონებაზე ყოფნის დონე, მაშინ სასუნთქი გზები განიხილება დახშულად. სხვა სიტყვებით, მოთამაშეს არ შეუძლია საკუთარი სასუნთქი გზების დაცვა. გლაზგოს კომას შკალა 8 ან ნაკლები, ან P შკალა AVPU-ში არის ტრადიციულად მიღებული, რომელიც ნიშნავს, რომ სასუნთქი გზები არის რისკის ქვეში. ეს არ არის სრულყოფილი და კლინიკური თვალსაზრისი უნდა გამოიყენებოდეს. თუ, მოთამაშე არ თვითონ  შეუძლია სასუნთქი გზების დაცვა, მაშინ არსებობს ასპირაციის (უცხო სხეულის გადაადგილება ფილტვებში) სერიოზული რისკი. ამან, შესაძლოა გამოიწვიოს დახშობა, ლარინგოსპაზმი, ბრონქოსპაზმი, ინფექცია, პნევმონიტი და ჰაერის მიწოდება-პერფუზიის შეუთავსებლობა. ყველაზე ხშირი ასპირაციული მატერებია სისხლი, ნარწყევი, კუჭის შემცველობები და ამოვარდნილი კბილები. უმიშვნელოვანესია, სწრაფი ნაბიჯების გატარება ასპირაციის პრევენციის/მინიმალიზაციისთვის.

თუ, მოთამაშეს აქვს დაქვეითებული გონებაზე ყოფნის დონე, ასევე არსებობს მოთამაშის ენით. სასუნთქი გზების ჩაკეტვის რისკი. ენა არის დიდი კუნთოვანი სტრუქტურა, რომელიც მოთავსებულია პირის ღრუს ფსკერზე. როცა, დაქვეითებულ გონებაზე მყოფნი მოთამაშე წევს ზურგზე, ენა გადავარდება უკან, რაც გამოიწვევს სასუნთქი გზების ჩაკეტვას.

გარე მატერიებმა, როგორიცაა კაპი ან საღეჭი რეზინი, შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი გზების ჩაკეტვა. უმნიშვნელოვანესია, რომ ესენი არის ამოცნობილი და შესაბამისად დროულად მართული.

ხორხი : ხორხი შედარებით ვიწროა და თუ, უცხო მატერია გაივლის ზემო სასუნთქ გზებს, ის შესაძლოა გაიჭედოს ხორხში და გამოიწვიოს სასუნთქი გზების ნაწილობრივი ან სრული დახშობა. გონზე მყოფი მოთამაშისთვის, ეს წარმოდგება როგორც ხველა, მაგრამ უგონო მოთამაშისთვის, ეს შესაძლოა არ იყოს ასეთი მკაფიო და ეჭვის მაღალი მაჩვენებული უნდა შენარჩუნდეს.

სასუნთქი გზების დახშობის სხვა მიზეზი ამ დონეზე არის ლარინგოსპაზმი. ამ რეფლექსურ ქმედებას იწვევს ხმის იოგების მჭიდრო დახურვა, მაშასადამე სასუნთქი გზების დაკეტვას.

შემდგომი პრობლემა ამ დონეზე არის ლარინგეალური ტრავმა. ლარინგეალური მოტეხილეობა არის სასუნთქი გზების სწრაფი დახშობის პოტენციური მიზეზი და პოტენციურად არის რთული მდგომარეობა სამართავად, კანქვეშა ემფიზემას მრუდე ანატომიური აგებულების გამო, თუმცა ამის მართვა შეიძლება ტექნიკებით, რომლებიც ახსნილია ამ თავში.

ქვედა სასუნთქი გზები : ყველაფერი, რაც გაივლის ხორხს, შეიძლება გამოიწვიოს ქვედა სასუნთქი გზების პრობლემა. ტიპიურად ეს არის სითხე (სისხლი, ნარწყევი ან კუჭის შემცველობები), მაგრამ შეიძლება მოიცავდეს უცხო სხეულებს, მაგალითად ამოვარდნილ კბილებს.

თუ, ეს მატერია ჩასუნთქულია ქვემო სასუნთ გზებში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი, ინფექცია, ბრონქოსპაზმი, ინფექცია, პნევმონიტი და ჰაერის მიწოდება-პერფუზიის შეუთავსებლობა და დისტალური ფილტვის კოლაფსი. თუ, განიხილება რომ მოთამაშეს გადასცდა რაიმე მატერია (ან თუ, კბილი მოსძვრა და ვერ მოხდა აღრიცხვა), მაშინ მოთამაშეს სჭიროდება გადაუდებელი დახმარებია დეპარტამენტის შეფასება.

სასუნთქი გზების დახშობის ამოცნობა

სასუნთქი გზების სწორი შეფასება მოითხოვს „შეხედე, მოუსმინე და იგრძენი“ მიდგომის გამოყენებას. თუმცა, რეალობაში თუ, მოთამაშეს შეუძლია საუბარი რესპირატორული დისტრესის გარეშე, მუცლის ხმების გარეშე და ნორმალური ხმით, მაშინ სასუნთქი გზების დაკეტვა ნაკლებ სავარაუდოა. თუ, მოთამაშეს აქვს დაქვეითებული გონებაზე ყოფნის დონე ან თუ, ვინმეს აქვს სასუნთქი გზებთან დაკავშირებით ეჭვი, მაშინ „შეხედე, მოუსმინე და იგრძენი“ მიდგომა უნდა შესრულდეს.

შეხედე : მოთამაშის მკერდისა და მუცლის მოძრაობა უნდა იყოს შეფასებული. ჩასუნთქვის დროს, მკერდი უნდა ამოიზიდოს, როცა ფილტვი გაიბერება. მუცელი უნდა ამოიზიდოს, როცა დიაფრაგმა იკუმშება, მოძრაობს ქვემოთ და აიძულებს წინა მუცლის კედელს აზიდვას.

თუ, სასუნთქი გზები ჩაკეტილია, მკერდი შესაძლოა მაინც ამოიზიდოს გულ-მერდის კედლის კუნთების აქტივობის გამო, მაგრამ მუცელი იქნება „შეწოვილი“ შიგნით ნეგატიური მკერდშიდა წნევის გამო, რომელსაც წარმოშობს გულ-მკერდის მოძრაობა. ეს ქმნის ეგრეთ წოდებულ „საქანელას” მსგავს სუნთქვას.

„შეხედე“, ასევე მოიცავს პირ-ხახის დათვალიერებას უცხო სხეულების შესამოწმებლად და ტრავმის ნიშნების ნახვას.

მოუსმინე : მნიშნელოვანია, ფრთხილად მოუსმინოთ მოთამაშის პირს. განსაკუთრებით, პრაქტიკოსმა უნდა მოუსმინოს სუნთქვის ხმის არსებობას, ისევე როგორც, დამატებით ხმებს. ბუყბუყის ხმები გულისხმობს, სითხეს სასუნთ გზებში. ეს შეიძლება იყოს სეკრეტები, სისხლი, ნარწყები ან კუჭის შემცველობებს. ხვრინვა ან ხრინწიანი ხმები გულისხმობს, ზემო სასუნთქი გზების დახშობას. ქშინვა გულისხმობს, ქვწმო სასუნთქი გზების დახშობას. მნიშვნელოვანია, მცდარად არ დარწმუნდეთ, თუ არ იქნება საერთოდ ხმა ან საწყისი დახშობის ხმები გახდება უფრო ჩუმი - ეს შეიძლება იყოს სასუნთქი გზების სრული (ან თითქმის სრული) დახშობა.

იგრძენი : პრაქტიკოსმა უნდა იგრძნოს მოთამაშის ამოსუნთქული ჰაერი ცხვირიდან და პირიდან.

ეს სამი მანევრი მოხერხებულად გაერთიანდეს ერთში. პრაქტიკოსმა მისი თავი უნდა მოათავსოს მოთამაშის თავის მაღლა, შეაბრუნოს და უყუროს მკერდს. ეს დაეხმარება მკერდისა და მუცლის მოძრაობის დაკვირვებაში, ამავდროულად ის მოუსმენს სუნთქვისა და ანომალიური სასუნთქი გზების ხმებს და ასევე, ამავდროულად შეიგრძნოს ამოსუნთქული ჰაერი ლოყაზე.

სასუნთქი გზების გახსნის მარტივი მანევრები

თუ, საჭიროა სასუნთქი გზების გახსნა, არსებობს 3 მარტივი მანევრი. ეს მანევრები ამოწევენ ენას წინ, ამგვარად შეამსუბუქებენ დახშობას, ენის უკან გადავრდნისგან.

ეს მანევრები: თავის გადაწევა, ნიკაპის აწევა და ყბის ამოწევა.

თავის გადაწევა და ნიკაპის აწევა

თავის გადაწევა და ნიკაპის აწევა, ზოგადად სრულდება ერთად და ხშირად ითვლება ერთ მანევრად. ამ მანევრის შესრულებისთვის, პრაქტიკოსმა ერთი ხელის გული უნდა მოათავსოს ტრავმირებული მოთამაშს შუბლზე და მეორე ხელის თითები უნდა მოათავსოს, კაუჭისებრად ნიკაპის წვერს ქვემოთ. შემდეგ თავი გადაიწევა უკან და იმავდროულად, ნიკაპი აწევა ზევით.

თავის გადაწევა და ნიკაპის აწევა (ხერხმელის ტრავმის ეჭვის გარეშე)

ხერხემლის კისრის ნაწილის დაზიანების შემთხვევაში, ამ მანევრებმა შეიძლება გააუარესონ ტრავმა. მაშასადამე, იმ მოთამაშეებისთვის, ვისზეც არის ხერხემლის კისრის ნაწილის დაზიანების ეჭვი (იხილეთ ხერხემლის დაზიანების თავი), თავის გადაწევა და ნიკაპის აწევა არ უნდა იყოს გამოყენებული და ის უნდა შეიცვალოს ყბის ამოწევის მანევრით.

ყბის ამოწევა

ყბის ამოწევა არ ცვლის კისრის თანაბრობას და ამრიგად, მისი გამოყენება ხერხემლის კისრის ნაწილის დაზიანების ეჭვის დროსაც შეიძლება. თითები თავსდება ქვედა ყბის შეერთების კუთხეში და იწევა წინ. ეს ამოწევს ქვედა ყბას და პირის ღრუსი ფსკერის ყველა ქსოვილს, ენის ჩავთვლით, წინ.

ტრადიციულად, ეს სრულდება ცერა დაბოლოების მაღლიდან მოთავსებით ყვრიმალის ძვლებზე, იმ დროს, როცა ქვედა ყბის კუთხეები იწევა ზევით. ეს არ უნდა შესრულდეს, როცა არსებობს სახის ტრავმა! თუმცა, თუ მანუალური ერთ-ხაზის იმობილიზაცია არის განხორციელებული თავის ბოლოდან, მაშინ შესაძლებელია „ქვემო მიდგომის“ ყბის ამოწევის შესრულება, როგორც ქვემოთაა ნაჩვენები.

ყბის ამოწევის ქვემო მიდგომა, მილსის პოზიციასთან ერთად.

ამოტუმბვა

ამოტუმბვის პორტატული ხელსაწყო გადაუდებლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოედანზე. ნებისმიერი უცხო სხეული პირ-ხახიდან ამოღებული უნდა იყოს დაოყვნებლივ, ასპირაციის პრევენციისთვის. ამოტუმბვა უნდა შესრულდეს უშუალო ხედვით, რათა მოხდეს პირ-ხახის ტრავმის და ცთომილი ნერვის სტიმულაციის პრევენცია. სასარგებლო რჩევაა, ამოტუმბისას სანათიანი კალამი მოათავსოთ კბილებს შორის.

ეს გაანათებს პირის ღრუს შიგნით და გაადვილებს ამოტუმბვას, მაგრამ ასევე, მოთამაშეს პროცედურის დროს შეიძლება განუვითარდეს ტრიზმა, რბილი ამოტუმბვის ხელსაწყო მაინც შეიძლება ამოღებული იყოს და ის არ გაიჭედება კბილებს შორის.

ამოტუმბვა პირდაპირი ხედვით

სასუნთქი გზების მარტივი დამხმარე ნივთები

სასუნთქი გზების მარტივი დამხმარე ნივთები ჩველეულებრივ ხელმისაწვდომია:

ცხვირ-საყლაპავის სასუნთქი გზა

ეს ხელსაწყო შექმნილია, რათა მოთავსდეს ნესტოს გავლით პირის ღრუს უკანა მხარეს, იმ მიზნით, რომ შექმნას ენის უკან ღია გზა. ტრადიციულად, სწავლება ხელსაწყოს ზომის შესახებ მოიცავს არჩევანის სწავლებას, რომ ზომა უნდა აერჩიეს პაციენტის ნეკა თითის მიხედვით, ხოლო სიგრძე უნდა აერჩიეს ყურის ნიჟარის წვერიდან ცხვირამდე მანძილის მიხედვით. ეს სწავლებებმა გარკვეულწილად დაკარგა კეთილგანწყობა და ხელსაწყო უნდა შეედაროს პაციენტის ნესტოს, რათა იპოვოთ შესაბამისი ზომა.

ხელსაწყო უნდა იყოს შემოწმებული, რათა დარწმუნდეთ რომ ის არის დაპატენტებული. მას უნდა ჰქონდეს დიდი კიდე ასპიტაციის პრევენციისთვის. თუ, მას არ აქვს სათანადო დიდი კიდე, მაშინ დაცვითი სამაგრი დამაგრდეს სასუნთქი გზის გაყოლების ბოლოს. დახმარება გაწეული უნდა იყოს, იმის დარწმუნებით, რომ ამოტუმბვის კათეტერს მაინც შეეძლოს მოწყობილობის სანათურში გაძრომა. მოწყობილობას გარედან უნდა წაესვას წყალზე დაფუძნებული გელი. ტრადიციულად ნასწვალია, რომ მოწყობილობის მოთავსება უფრო მარტივი მარჯვენა ნესტოში. ეს დაფუძნებულია იმ ფაქტზე, რომ მოსახლოების უმრავლესობას აქვს ტიხარი, რომელიც გადახრილია მარცხნივ.

მრავალ მოთამაშეს ექნებათ, ადრე მიღებული ცხვირის ძვლის ტრავმა და ამრიგად, ცხვირი უნდა შემოწმდეს, რათა გაიკრვეს რომელი ცხვირის ნესტო უფრო იძლევა სასუნთქი გზის შექმნის შესაძლებლობას.

ცხვირ-საყლაპავის სასუნთ გზას გარედან უნდა წაესვას წყალზე დაფუძნებული გელი. თუ, არ არის ხელმისაწვდომი, მაშინ გამოიყენეთ პაციენტის ნერწყვი. დარწმუნდით, რომ სასუნთქი გზის დიდი კიდე არის საკმარისი, ნესტოს ასპირაციის პრევენციისთვის. თუ, მას არ აქვს სათანადო დიდი კიდე, მაშინ დაცვითი სამაგრი უნდა დამაგრდეს პრევენციისთვის.

ცხვირ-საყლაპავის სასუნთქი გზა შედის, ცხვირის ძირის გასწვრივ (ანუ სახესთან დაახლოებით 90°-ით) - ჩაინიშნეთ, რომ ეს არ უნდა მოთავსდეს ცხვირის „მაღლა“. სუსტ წინააღმდეგობა შეიძლება იგრძოთ - ეს იქნება ცხვრისი ძვლის ნიჟარა და ის ადვილად გადასალახია სასუნთქი გზის რბილი ბრუნვით. როცა, ის მოთავსებულია, სასუნთქი გზა უნდა იყოს ხელახლა გადამოწმებული. მკურნალობა უნდა განხორციელდეს, როცა ის მოთავსებულია, რადგან მას შეუძლია ეპისტაქსისის გამოწვევა, რასაც შეუძლია სასუნთქი გზების პრობლემის გაუარესება.

ცხვირ-საყლაპავი სასუნთქი გზის მოთავსება

პირ-ხახის სასუნთქი გზა

პირ-ხახის სასუნთქი გზა არის შექმნილი, რათა მისი მოთავსება მოხდეს პირის გავლით, უდრეკი პლასტმასით, რომელიც თავსდება ენის მიღმა, მისი წინ აწევის ეფექტით, რაც ქმნის პაციენტისთვის სასუნთქ გზას.

არსებობს რამდენიმე გზა პირ-ხახის სასუნთქი გზის გასაზომად. ყველ ეს ტექნიკა მისაღებია და ყველა აღწევს საბოლოო მიზანს, რაც მოწყობილობის სიგრძის არჩევა, რომელიც საკმარისია წარმატებული სასუნთქი გზის შესაქმნელად ენის მიღმა, დიდი ხანი გაჩერების გარეშე, რაც იწვევს ლარინგოსპაზმს.

პარ-ხახის სასუნთქი გზის გაზომვა : საჭრელი კბილებიდან ქვედა ყბის კუთხეებამდე

ტრადიციულის სწავლების მიხედვით, ზრდასრულ მოსახლეობაში, ხელსაწყო თავსდება ფრთხილად „თავდაყირა“ და შემდეგ დატრიალდება 180 გრადუსით. ახალი სწავლების მიხედვით, ხელსაწყო თავსდება „სწორი მხარე ზევით“, ენის დეპრესოსის  ან ლარინგოსკოპის პირის გამოყენებით, რათა ენა აიწიოს წინ. ეს ხელსაწყო უნდა მოთავსდეს დიდი სიფრთხილით, რადგან მარტივია, უყურადღებობით მიყენებული რბილი და მყარი სასის ტრავმის რისკი. როცა, ის მოთავსებულია, სასუნთქი გზა უნდა იყოს ხელახლა გადამოწმებული

პირ-ხახის სასუნთქი გზის გადაბრუნებული მოთავსების ტექნიკა

პირ-ხახის სასუნთქი გზის პირდაპირი მოთავსების ტექნიკა, ენის დეპრესოსთან ერთად.

ცხვირ-საყლაპავი თუ პირ-ხახის საუნთქი გზა?

პირ-ხახის სასუნთქი გზის ატანისთვის, მოთამაშე უნდა იყოს ღრმად უგონოდ. თუ, ეს შემთხვევა არ არის, მაშინ არსებობს სერიოზული რისკი, რომ პაციენტი აღებინებს, რაც გაართულებს ნებისმიერი სასუნთქი გზის პრობლემას. ცხვირ-საყლაპავი სასუნთქი გზის უფრო კარგად ასატანია, მაგრამ შეიძლება არ იყოს ისეთივე წარმატებული სასუნთქი გზის გახსნისთვის. გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ყოველ შემთხვევისთვის, თუ რომელი ხელსაწყო იქნება გამოყენებული.

თუ, პაციენტი ვერ იტანს ყბის ამოწევას, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მან აიტანოს პირ-ხახის სასუნთქი გზა. ამ შემთხვევაში ცხვირ-საყლაპავი უფრო მეტად ადეკვატურია.

ჰაერის მიწოდების ტექნიკები

თუ, მოთამაშეს ჰაერი არ მიეწოდება ადეკვატურად, მაშინ მას სჭირდება დახმარება. ყველაზე გავრცელებული ხელსაწოები, რომლებიც გამოიყენება რაგბიში გადაუდებელი დახმარებისას, არის ჯიბის ნიღაბი და ჩანთა-სარქველი ნიღაბი. ჯიბის ნიღაბი მშველელს აძლევს საშუალებას ჩაბეროს ჰაერი მოთამაშის ფილტვებში, ნიღაბის პირზე დადების ტექნიკით.

მნიშნელოვანი პუნტქი ამ ტექნიკაში არის უნარი, შეძლოთ კარგი დალუქვა ნიღაბსა და მოთამაშის სახეს შორის. ეს შეიძლება გაკეთდეს ცერა თითების და საჩვენებელი თითის C-ფორმით, ნიღბის ორივე მხარეს დადებით და შემდეგ შუა და არათითს კაუჭისებრად ქვედა ყბის კუთხეებთან მოთავსებით. განსხვავებული, მაგრამ ეფექტურობით თანაბარი ტექნიკა არის, მშველელის ცერა დაბოლოების და სხივური საზღვრების მოთავსება ნიღბის ორივე მხარეს და ქვედა ყბის ზევით ამოწევა, როგორც ზემოთაა აღწერილი. ამ ტექნიკას აქვს ეფექტი, სადაც მოთამაშის სახე იწევა ნიღბისკენ იმ დროს, როცა ნიღაბზე ზემოდან მიდის დაწოლა მოთამაშის სახისკენ. მშველელი, შემდეგ ჩაბერავს ნიღბის მუნდშტუკში, რათა მოთამაშემ მიიღოს ჩასუნთქული ჰაერი.

ეს მოთამაშეს მოამარაგებს დაახლოებით 16% ჟანგბადით. ჯიბის ნიღაბს აქვს ჟანგბადის მომარაგებისთვის განყოფილება, თუ ჟანგბადი ხელმისაწვდომია.

ჯიბის ნიღბით ჰაერის მიწოდება ჟანგბადის დამატებით

ჩანთა-სარქველი ნიღაბის ხელსაწყოს აქვს ნიღაბი, რომელიც ძალიან გავს ჯიბის ნიღაბს (ფაქტია, რომ ყოველ ჯიბის ნიღაბი შეტავსებადია ჩანთა-სარქველი ნიღაბის ხელსაწყოსთან). ეს უნდა მოთავსდეს მოთამაშის სახეზე, როგორც ზემოთაა აღწერილი. თუ, მშველელმა ეს უნდა გააკეთოს ხშირად, ეს უნდა შესრულდეს ორი ხელით, რათა მოხდეს ოპტიმალური დალუქვა და მეორე მშველელმა უნდა მოუჭიროს ჩანთას.

ამ ხელსაწყობებს აქვს უპირატესობა, რადგან ადამიანის ადამიანთან პირდაპირი კონტაქტი აცილებულია თავიდან, რომელიც მოითხოვს პირით პირზე კონტაქტს, ამრიგად ამცირებს ინფექციის გადაკვეთის რისკს და ხდის უფრო მისაღებ პროცედურას მშველელისთვის.

ყველაზე ხშირი შეცდომები ჩანთა-სარქველი ნიღაბის გამოყენებისას არის ჟანგბადთან მიმაგრების დავიწყება, ჩანთის ძაან ჩქარა და ძაან ძლიერად მოჭერაა. იდეალური ჰაერის მიწოდება უნდა განხორციელდეს 5-6 წამში.

ამ ხელსაწყოების გამოყენება სავარაუდოდ გამოიწვევს მუცლის შებერილობას და ამრიგად, თუ ჰაერის მიწოდება გაგრძელდება დიდი ხანი, არსებობს სერიოზული რისკი, რომ პაციენტი აღებინებს და მოხდება ასპირაცია.

ჩანთა-სარქველი ნიღაბით ჰაერის მიწოდება

I-Gel სასუნთქი გზა

I-Gel არის ელიფსური გელის მანჟეტი, რომელიც მოთავსებულია ტუბის ბოლოს. გელის მანჟეტი შექმნილია იმისთვის, რომ მოთავსდეს ტრაქეალურ ხვრელზე. როგორც ასეთი, ის ქმნის გაკრვეულ დაცულობას ასპირაციისგან და ამცირებს კუჭის შებერილობას. დამატებით, მას აქვს ამოტუმბვის განყოფილება. თუმცა, I-Gel არ არის აბსოლუტირი სასუნთქი გზის დამხმარე და ის არ უნდა განიხილებოდეს, როგორც დაცული. I-Gel-ის მოთავსება შედარებით მარტივია და ტექნიკა ადვილად სასწავლი. ეს არის მნიშვნელოვანი უპირატესი პუნქტი, ლარინგეალური ნიღბისა ენდოტრაქეალურ ინტუბაციაზე.

I-Gel სასუნთქი გზის მოთავსება

შეჯამება

სასუნთქი გზების დახშობა არის პოტენციური სიციცოხლისთვის საშიში პრობლემა, რომელიც მოითხსოვს სწრაფ შეფასებასა და ჩარევას. ამ თავში, ჩვენ შევისწავლეთ როგორ შევაფასოთ სასუნთქი გზები და ტექნიკები, რათა გავხსნათ სასუნთქი გზები, შევისწავლეთ მარტივი მანევრები, მარტივი დამხმარეები, მოწინავე დამხმარეები და ქირურგიული ტექნიკები.

სწავლების მნიშვნელოვანი პუნქტები

ტრავმირებული მოთამაშე, როცა მიიჩნევა რომ მისვლა უსაფრთხოა, სასუნთქი გზების შეფასება (იდეალურად მაშინ, როცა ხდება ხერხემლის იმობილიზაცია) არის ყველა დანარჩენზე პრიორიტეტული. ამან შეიძლება წაიღოს წამები და არ მოითხოვოს ჩარევა ან შეიძლება მოითხოვოს აქტიური ჩარევა.

მარტივი მანევრები სასუნთქი გზების გასახსნელად არის    თავის გადაწევა, ნიკაპის აწევა და ყბის ამოწევა. ტრავმირებულ მოთამაშისთვის ყბის ამოწევა უმჯობესი, რადგან ის არ მოითხოვს ხერხემლის კისრის ნაწილის გამოძრავებას. ეს ტექნიკები არსებითად ზემოთ და წინ წევენ ენას, პირის ღრუს უკანა ნაწილიდან.

სასუნთქი გზების გასახსნელი მარტივი დამხმარეებია ცხვირ-საყლაპავი და პირ-ხახის სასუნთქი გზები. უფრო მოწინავე არის I-Gel.


 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



სუფთა
dfdfdf