ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

შესავალი

სპორტთან დაკავშირებული ტვინის შერყავის არის ტვინის ტრავმატული დაზიანების ქვე ტიპი, რომელიც ჩნდება სპორტის ფართო ნაწილში, ჩვეულებრივ როგორც შედეგი სწორხაზოვნი და ბრუნვადი ძალის გადაცემით ტვინზე.

ტვინის შერყევა არის ტვინის ფუნქციის ხანმოკლე ტრავმული აშლილობა, რომელიც გამოწვეულია რთული ნეირო-მეტაბოლიკური პათო-ფსიქოლოგიური პროცესისგან.   ამის შედეგია, ნორმალური ცელებრალური მეტაბოლიკური ჰომეოსტაზის დარღვევა, რაც დაკავშირებულია ენერგიის მომარაგებასა და მოთხოვნას შორის შეუსაბამობაასთან და დაუცველობის გაზრდის პერიოდს შემდგომი ტვინის ტრავმისთვის. როგორც ჩანს, არსებობს ადამიანებში თავზე დაჯახების ძალის ატანიზ მნიშვნელოვანი განსხვავება და არ არსებობს შეთანხმებული მინიმალური ბიომექანიკური ზღვარი, რომელიც გამოიწვევს ტვინის შერყევის კლინიკურ მახასიათებლებს.

კლინიკური პრიორიტეტები - ამოცნობა და გამოყვანა

სათამაშო ღონისძიებები, რომლებიც პოტენციურად იწვევენ ტვინის შერყევას, რაგბის კავშირში  და სხვა კონტაქტურ სპორტში არის ხშირი და შეიძლება არ იყოს დამსწრე ჯანდაცვის პრაქტიკისოების მიერ დანახული. ამრიგად, ეჭვის მაღალი კოეფიციანტია მოთხოვნილი პოტენციური თავის ტრავმისთვის. სანამ, საწყისი გამოვლინება შერყეული მოთამაშის შეიძლება იყოს გამოკვეთილი, მაგალითად დროებით კარგავს გონებას, უფრო ფარული გამოვლინებაა სრულიად ფხიზელ მოთამაშეში თავის ტკივილი, ღებინება ან სუსტი გონებრივი გაუერესება, რომლის შედეგია დაგეგმილი თამაშის მახსოვრობის პრობლემა, რომელიც შესაძლოა რთული ამოსავნობი იყოს.

ტვინის შერყევის შემდგომი პერიოდი, რაცც არის ტვინის დაუცველობა მომდევნო ტრავმისადმი, ხდის უმნიშვნელოვანეს, რომ შერყეულმა მოთამაშე გამოყვანილი იყოს თამაშიდან. თუ, ხერხემლის კისრის ნაწილის და უფრო სერიოზული ტვინის ტრავმა გამორიცხულია მოედანზე ან თავდაპირველ სამედიცინო ოთახში, ისტორიის შეფასება და ფიზიკური გამოკვლევა უნდა იყოს ორგანიზებული. ეს უნდა გაგრძელდეს ტრავმის უფრო დეტალური ისტორიითა და გამოკვლევით, რაც მოიცავს ტვინის შერყევის სიმპტომების, კოგნიტიურობისა და ბალანსის შემოწმებას.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ არ არსებობს ერთიანი დიაგნოსტირები ტესტი, რათა დადგინდეს მოთამაშეში შერევა და მოთამაშეს მუდმივად სურს თამაშში დაბრუნება. ამრიგად, ჯანდაცვის პრაქტიკოსებისთვის გამოწვევა არის შესაბამისად ამოიცნოს მოთამაშე, რომელზეც არის შერყევის ეჭვი, გამოიყვანოს თამაშიდან და მრავალ-მხრივი შეფასების გამოყენებით, შეასრულოს კლინიკური ფართო მოცულობითი შემოწმება, რათა დაადასტუროს ან უარყოს ტვინის შერყევის დიაგნოზი. SCAT5 შეფასების ინსტრუნმენტი უნდა იყოს მთლიანი შემოწმების ნაწილი.

მოედანზე: საწყისი შეფასება

მოთამაშის, რომელზეც არსებობს ტვინის შერყევის ტესტი, საწყისი შეფასება სრულდება SABDCE მიდგომის სტანდარტით.

სწრაფად გაიარეთABC კომპონენტები, როგორც აღწერილია პირველადი დათვალიერების ინსტრუქციაში, AVPU-ს გამოყენებით D ან ნევროლოგიური შეფასება სრულდება მოედანზე საწყის ეტაპზე.

ყველა მონაწილეს, ვისაც აქვს თავის ტრავმა, აქვს AVPU-დან V ან ნაკლები, უნდა იყვნენ გამოყვანილნი მოედნიდან სწრაფად, ხერხემლის იმობილიზაციასთან ერთად, როცა ეს არის უსაფრთხო და გადაყვანილი უნდა იყვნენ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში, რაც შეიძლება სწრაფად, თუ არ აღენიშნება ნიშნების აღდგენა.

თუ, AVPU-დან მოთამაშის შედეგია A და სხვა პრობლემა არ არის ამოცნობილი საწყის შეფასებაში, მაშინ მოედნისშიდა შეფასების სირთულეები უნდა იყოს პრინციპულად დამაჯერებელი ტვინის შერყევის ეჭვისთვის და მოთამაშე გამოყვანილი უნდა იყოს თამაშიდან, უფრო დეტალური შემოწმებისთვის და ხელახლა გადამოწმებისთვის.

არსებობს უწყვეტი დებატი, რადგან უნდა არსებობდეს მინიმალური ზღვარი ტვინის შერყევის დაეჭვებისთვის მოედანზე. ამჟამინდელი კონსესუსის ხედვით, ტვინის შერყევის ნებისმიერი სიმპტომი ან ნიშანი, (იხილეთ სიმპტომების და ნიშნების დანართი 1 - ტვინის შერყების ამოცნობის ინსტრუმენტი) თავზე ძალის გადაცემის მოვლენის კონტექსტში, უნდა მიანიშნებდეს ტვინის შერყევის ეჭვზე და მოთამაშე გამოყვანილი უნდა იყოს თამაშიდან.

რაგბის კავშირში და სხვა სპორტში მომუშავე პრაქტიკოსების განსაკუთრებულ გამოწვევ ისეთი ადგილები, სადაც არ არის დროებითი ჩანაცვლება, რათა მოხდეს ტრავმირებული მოთამაშის შეფასება (სისხლიანი ტრავმის მქონე სპორტსმენების გარდა), ეს ქმნის სირთულე, რადგან ვერ იქმნება შესაფერისი გარემო მოედნისშიდა საწყისი კლინიკური შეფასებისთვის. ამის შედეგია, ტვინის შერყევის მქონე მოთამაშეების დარჩენის ტენდენცია სათამაშო მოედანში.

გამოსავალი, საწყისი შეფასებისთვის შესაბამის გარემოს შექმნისთვის, იმ მოთამაშისთვის, რომელიც შესაძლოა განიცდის ტვინის შერყევას, არის შესწავლილი ახალ შეცვლილ კანონში პროფესიონალური რაგბის კავშირის თამაშში, რომელიც მოწონებულია მსოფლიო რაგბის მიერ. კანონი ნებას იძლევა 10 წუთიანი დროებით შეცვლაზე, რათა მოხდეს თავის ტრავმის მქონე მოთამაშის შეფასება და როცა, დიაგნოზი არ არის აშკარა, სტანდარტული მოედნისგვერდითა შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებით (თავის ტრავმის შეფასების ინსტრუმენტი ან თტშ უფრო ადრე ვიდრე მოედნის ტვინის შერყევის შემოწმება). თავის ტრავმის შეფასების სრული დეტალური შეფასება, შეგიძლიათ ნახოთ ტვინის შერყევის მართვა ელიტარული დონის თამაშის დღის სამედიცინო პერსონალისთვის მოდული აქ: playerwelfare.worldrugby.org.

ეს მიდგომა, შეფასებულია მრავალ მსოფლიო შეჯიბრებებში, რომელიც მოიცავს Aviva Premiership-ს და განასხვავებს ორ შორის:

  1. სიტუაციას, სადაც მოთამაშე ავლენს ტვინის შერყევის ნიშნებს და სიმპტომებს და შეუცვლელად უნდა იყოს  სათამაშო მოედნიდან გამოყვანილი.
  2. სიტუაციას, სადაც დიაგნოზი არ არის აშკარა და ეს შესაბამისია თამაშიდან დროებით ცვლილებასთან თტშ-ს კრიტერიუმში.

ისეთ თამაშებში და ტურნირებში, სადაც მსოფლიო რაგბი არ არის უფლებამოსილი, თტშ-ს ინსტრუმენტის გამოყენება, შემდეგ ტვინის შერყევის ამოცნობა და გამოყვანა არის, მოთამაშის საეჭვო ტვინის შერყევის მქონე მოთამაშის მართვაში მნიშვნელოვანი პუნქტი.

თავის ტრავმის შეფასება - მოედნისშიდა მითითებებ თამაშიდან დროებითი გამოყვანისთვის

თავზე მიღებული შეჯახების შემდეგ, ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც ავლენს ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებს ან სიმპტომებს მოედანზე, შეუცვლელად უნდა იყოს სათამაშო მოედანიდან გამოყვანილი.

  • დადასტურებული გონების კარგვა
  • სავარაუდო გონების კარგვა
  • ბალანსის დარღვევა/ატაქსია
  • თვალსაჩინო გაბრუება/გაშეშება
  • ვერ ორიენტირდება დროში, სივრცესა და ადამიანებში
  • კონკრეტული ქცევების ცვლილება
  • კონვულსია
  • უნებლიე მოძრაობები
  • ოკულომოტორული ნიშნები მაგ: სპონტანური ნისტაგმი
  • თვალსაჩინო დაბნეულობა
  • მოედანზე ტვინის შერყევის ნიშნის ან სიმპტომის ამოცნობა

თავის ტრავმის შეფასების მითითებები თტშ-ისთვის და მოედნისგვერდითა ნევროლოგიური შეფასებისთვის

მსოფლიო რაგბის მიერ ნებადართული თამაშისა და ტურნირისთვის, გარემოებების მიხედვით, მოთამაშე შესაძლოა დროებით შეიცვალოს 10 წუთით, თტშ ინსტრუმენტის გამოყენებით შემდგომი შეფასებისთვის.

  • თავის ტრავმა, როცა დიაგნოზი აშკარა არ არის
  • შესაძლო ქცევით ცვლილება
  • შესაძლო დაბნეულობა
  • ტრავმის მიღების მომენტი ნანახია, რომელიც პოტენციურად შერყევის ტრავმის გამომწვევია

საწყისი მართვა

არ არსებობს სპეციფიკური თერაპია, გარდა ჟანგბადის მაღალი ნაკადის მიწოდებისა, რომელიც შეიძლება შემოთავაზებული იყოს ტვინის შერყევის მქონე მოთამაშისთვის, როცა ის მოედანზე იმყოფება. ყოველი ძალისხმება მოთამაშის სამედიცინო ოთახში უსაფრთხო, რაც შეიძლება სწრაფი გადაყვანისკენ უნდა იყოს მიმართული, რათა მოხდეს მისი დეტალური შეფასება.

თუ ადეკვატურია ხერხემლის კისრის ნაწილის საგულდაგოლო იმობილიზაცია უნდა მოხდეს და თავის ტრავმის მართვის პრინციპები მკაცრად შესრულდეს, თუ მიიჩნევა, რომ მოთამაშე არ აქვს AVPU-ის საწყისი შეფასებიდან A.

სამედიცინო ოთახში შეფასება დროებითი ცვლილების დროს - თავის ტრავმის შეფასების პროცესი

დროებით შეცვლილი მოთამაშის შემოწმება სამედიცინო ოთახში, უნდა შესრულდეს თავის ტრავმის შეფასების სტანდრატული მიდგომის პროცესით. მსოფლიო რაგბის თავის ტრავმის შეფასების ინსტრუმენტი უნდა იყოს გამოყენებული, სხვა ნებისმიერი შესაბამისი შეფასების ინსტრუმენტთან ერთად, რომელსაც იყენებს ექიმი.

იხილეთ დანართ 2 ამჟამინდელი თტშ ინსტრუმენტის ვერსიის.

მოთამაშესთან ახლო ურთიერთობა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი მოედნისშიდა ან სამედიცინო ოთახში შეფასებისას და ნებისმიერი ეჭვი მოთამაშის სავარაუდო შერყევაზე არის მისი „ნორმალური“ არყოფნა, და უნდა მოხდეს მისი შესაძლო დაბნეულობის გამოკვეთა.

სამედიცინო ოთახში შეფასება სათამაშო მოედნიდან მუდმივი ცვლილებისას

შერყეული მოთამაშეს სჭირდება შესაბამისად სახლში გაწერა, თამაშის დასრულებამდე ადგილზე დარჩენა ან გადაუდებელი დახმარების სივრცეში გადაყვანა. ეს ყოველთვის არ არის მარტივი ან პირდაპირი გადაწყვეტილება და რეგულაური ხელახალი შემოწმება არის საჭირო, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. არასრულწლოვნების ხელახალი შეფასება უნდა განიხილოს მშობელთან/მეურვესთან. ნიშნები და სიმპტომები, რომლებმაც შეიძლება კარნახობენ გადაუდებელ დახმარების ოთახში შეფასებას, უნდა მიეწოდოს, როგორც აღწერილია თავის ტრავმის მითითებებში (იხილეთ SCAT5).

თამაშის შემდგომი დღის ზრუნვა

მოთამაშეები, ვისაც აქვთ ტვინის შერყევა, მედიცინურად ხელახლა უნდა შემოწმდნენ. სიმპტომების, კოგნიტიურობის და ბალანსის (როგორც მოწმნდება SCAT5-ში) თანმიმდევრული დაკვირვება არის სასარგებლო, რათა შეაფასოთ და დაუბრუნდეთ ტრავმის მიღებამდე არსებულ საბაზისო მონაცემებს. სიმპტომების გაუერესება, მკვეთრად გამოხაული ამნეზია, ზრდადი ბალანსის დისფუნქცია ან მნიშვნელოვანი ნევროლოგიური დეფიციტები შემოწმებისას, შეიძლება იყოს ინტრაკრანიალური პათოლოგიის ნიშანი და დაოყოვბლივ უნდა მოხდეს სპეციალისტის მიერი შეფასება და ნეირო გამოსახულება.

ტვინის შერყევის საწყისი მკურნალობა შედგება ფარდობით ფიზიკურ და კოგნიტიურ დასვენებას. ტვინის შერყევის ადღდგენის ადრინდელ საფეხურზე, მოთამაშე არ უნდა ჩაერთოს ფიზიკურ ან კოგნიტიურ აქტივობებში, რომელიც გამოიწვევს სიმპტომების გაზრდას.

საფეხუროებრივი თამაშში დაბრუნება

როცა მოთამაშე არის უსიმპტომო, მას შეუძლია დაიწყოს საფეხუროებრივი დაბრუნება. არსებობს რამდენიმე თამაშში საფეხურეობრივი დაბრუნების სპორტული სპეციკის პროტოკოლები და ისინი უფრო მეტად განსხვავდება ზრდასრული და ბავშვები მოთამაშეების ჯგუფებისთვის (სადაც, უფრო კონსერვატიული მიდგომაა რეკომენდირებული თამაში დასაბრუნებლად) და პროფესიონალ და საზოგადოებრივ პარამეტრებში. ჩველებრივ ეს შედგება 6 დონისგან; მოთამაშე პროგრესირებს ყოველ დღე, თუ მათ შეუძლიათ იმ დღის დონის შესრულება სიმტპომები არ იჩენს თავს.

ზრდასრულ მოთამაშეს, თეორიულად შეუძლია სრული პროტოკოლის გავლა 1 კვირაში, თუ სიმპტომები არ იჩენს თავს. თუ, ნებისმიერი ტვინის შერყევის შემდგომი სიმპტომი დაბრუნდება საფეხურეობრივი პროგრამის შესრულებისას, პაციენტი უნდა დაუბრუნდეს წინა უსიმპტომო დონეს, იქნება შეფასებული სამედიცინი პრაქტიკოსის მიერ და მან უნდა ცადოს ახლიდან პროგრესირება, 24 საათიანი დასვენების პერიოდის გასვლის შემდეგ. სამედიცინო მდგომარეობის სისუფთავის დარწმუნებულობა, სანამ მოთამაშე დაუბრუნდება სრულ კონტაქტურ ვარჯიშს და/ან თამაშს არის ჩვეულებრივ კატეგორიულად რეკომენდირებული.

ნევროფსიქოლოგიური ტესტირება გამოყენებული უნდა იყოს, რათა ობიექტურად შეფასდეს კოგნიტიური ნაწილები, როგორიცაა ყურადღების შემცირება და ინფორმაციის დამუშავების უნარი, რეაქციის დროის შენელება და დარღვეული მახსოვრობა და შეუძლია გადალახოს სუბიექტური სიმპომების გადალახვა, როცა მითითებები ეძლევა შერყეულ მოთამაშეს თამაშში უსაფრთხო დაბრუნებისას.

შეჯამება

ამოიცანი და გამოიყვანე - ნებისმიერი მოთამაშე, რომელზეც არსებობს ტვინის შერყევის ეჭვი, გამოყვანილი უნდა იყოს თამაშიდან და შეფასდეს ლიცენზირებული ჯანდაცვის უზრუნველმყოფელი პირისგან, გადამზადებული ტვინის შერყევის შეფასა და მართვაში.

პროფესიონალური რაგბის კავშირში 10 წუთიანი დროებითი ცვლილება, საშუალებას იძლევა მოედნიეს გარე შეფასებისთვის, როცა დიაგნოზი არ არის აშკარა.

არ არსებობს ერთიანი დიაგნოსტირების ტესტი, რასაც ექიმები დაეყრდნობიან ტვინის შერყევის დიაგნოსტირებისთვის სპორტულ გარემოში. ტვინის შერყევის დიაგნოსტირება არის კლინიკური შეფასება, კლინიკური შეფასების დახმარებით, რაც მოიცავს ფართო ნაწილებს, რომელიც მოიცავს სიმპტომებს, კოგნიტიურობასა და ბალანსს.

ტვინის შერყევით დიაგნოზირებული მოთამაშის იმავე დღეს თამაშში დაბრუნება გამორიცხულია.

მოთამაშეებს, რომლებსაც აქვთ დადასტურებული ტვინის შერყევა სჭირდებათ შესაფერისი სახლში გაწერა, თამაშის დასრულებამდე ადგილზე დარჩენა ან გადაუდებელი დახმარების სივრცეში გადაყვანა.

მკურნალობის ქვაკუთხედი არის ფარდობითი კოგნიტიური და ფიზიკური დასვენება, სანამ სიმპტომები არ ალაგდება და შემდეგ დატვირთვის საფეხურიანი პროგრამის შესრულება თამაშში დაბრუნებამდე.

სწავლების მნიშვნელოვანი პუნქტები

  • თავის ტრავმა შეიძლება დახარისხდეს, როგორც სუსტი, საშუალო და მძიმე
  • სამედიცინო მკურნალობა მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს მეორადი თავის ტრავმის პრევენცია
  • ყველა პაციენტს, ვისაც აქვს თავის ტრავმა, უნდა ჰქონდეს სრული ხერხემლის კისრის განყოფილების იმობილიზაცია
  • სათამაშო მოედანზე D ან ნევროლოგიური შეფასება სრულდება AVPU-ს გამოყენებით
  • ყველა მონაწილე, ვისაც აქვს თავის ტრავმა და AVPU-დან V ან ნაკლები, მოედნიდან გამოყვანილი უნდა იყვნენ ხერხემლის იმობილიზაციით, რაც შეიძლება სწრაფად, როცა ამის გაკეთება უსაფრთხო იქნება
  • უუნარობის ან D შეფასება სამედიცინო ოთახში ხდება გკშ-ს მეშვეობით
  • სპორტთან დაკავშირებული ტვინის შერყევა არის ტვინის ტრავმატული დაზიანების ქვეტიპი
  • საჭიროა დაეჭვების მაღალი მაჩვენებელი პოტენციური შერყევის ტრავმისთვის
  • საეჭვო ტვინის შერყევის მქონე მოთამაშის სამედიცინო ოთახში შეფასება უნდა შესრულდეს სტანდარტული მიდგომა, როცა შესაძლებელია
  • ტვინის შერყევის მქონე მოთამაშეებს უნდა ჩაუტარდეთ ხელახალი სამედიცინო შემოწმება
  • ტვინის შერყევის მკურნალობა შედგება ფარდობითი ფიზიკური და კოგნიტიური დასვენებისგან
  • როცა მოთამაშე არის უსიმპტომო, მას შეუძლია დაიწყოს საფეხურეობრივი თამაშში დაბრუნება
  • პრაქტიკოსები გაცნობილი უნდა იყვნენ სპორტისა და ასაკობრივი ჯგუფების სპეციფიკურ თამაშში დაბრუნების სახელმძღვანელოებს
  • ტვინის შერყევით დიაგნოზირებული მოთამაშის იმავე დღეს თამაშში დაბრუნება გამორიცხულია.

წყარო

დანართი 1: ტვინის შერყევის ამოცნობის ჯიბის ინსტრუმენტი -აუცილებელი ელექტრონული ასლი

დანართი 2: თავის ტრავმის შეფასების ინსტრუმენტი - აუცილებელი ელექტრონული ასლი

დანართი 3: სპორტული ტვინის შერყევის შეფასების ინსტრუმენტი 5 (SCAT5)


 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



სუფთა
dfdfdf