ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

მიმოხილვა

ამ თავის დასრულების შემდეგ, თქვენ უნდა შეგეძლოთ დემონსტრირება გადაუდებელი დახმარების პრინციპების საწყისი შეფესების დაშავებული/დაავადებული მოთამაშისთვის.

მიზნები

  1. ინდენტიფიცერება მოახდინეთ და დარწმუნდით სამედიცინო გუნდის უსაფრთხეობაში, სანამ დასახმარებლად მიახლოვდებით დაშავებული/დაავადებული მოთამაშეს.
  2. იდენტიფიცირება გაუკეთეთ პრიორიტეტების სწორ მიმდინარეობას დაშავებული/დაავადებული მოთამაშის დასახმარებლად.
  3. გამოიყენეთ პირველადი და მეორადი დათვალიერების შეფასების პრინციპები, რათა შეაფასოთ დაშავებული/დაავადებული მოთამაშე.
  4. გამოიყენეთ სახელმძღავანელოები  და აღიარებული ტექნიკები დაშავებული/დაავადებული მოთამაშის საწყისი რეანიმაციისთავის.
  5. ახსენით რა წვლილი აქვს სამედიცინო ისტორიასა და ტრავის მექანიზმნს მოთამაშის მდგომარეობაში.
  6. გაიაზრეთ განმეორებითი შეფასების მნიშვნელოვნობა დაშავებული/დაავადებული მოთამაშისთვის.
  7. განსაზღვრეთ მეორადი შეფასების გაგების როლის, ზოგადად პროცესის და როცა ის ხორციელდება
  8. განსაზღვრეთ, სწორად როგორ მოემზადოთ ტრავმირებული/დაავადებული მოთამაშის ზუსტი მკურნალობისთვის, დოკუმენტირების  და მიმღებ საავადმყოფოში კომუნიკაციის მნიშვნელობის გაგება.

 

შესავალი

სერიოზულად დაზიანებული ან დაავადებული მოთამაშის მკურნალობა მოითხოვს, უსაფრთხო გარემოში სწრაფ შეფასებასა და ადეკვატურ ზრუნვას სიცოცხლის ან კიდურის გადარჩენისთვის.  დრო არის ქვაკუთხედი. ტრავმისა ან დაავადების შედეგის ამოსაცნობა და მათი თანმიმდევრული სწორი მკურნალობა მოითხოვს სისტემატიურ შეფასებას.

ამ პროცეს ჰქვია პირველადი შეფასება და მოცემული შაბლონი უნდა იყოს გამოყენებული ყველა გაუთვალისწინებელი შემთხვევის შეფასებისას.

  • SAFE მისვლა
  • პირველად შეფასება
  • რეანიმაცია მოთხოვნის შესაბამისად
  • განმეორებითი შეფასება
  • მეორადი დათვალიერება
  • საბოლოო ზრუნვა

SAFE მისვლა და პირველადი დათვალიერება გამოიყენება ყველა გაუთვალისწინებელი შემთხვევისას. სრული მეორადი დათვალიერება მოითხოვს პაციენტისგან სამოსის გახდას და საბოლოო ზრუნვა მის ადეკვატურ გარემოში გადაყვანას. მეორადი დათვალიერება შესაძლოა განხორციელდეს მოედნის გარეთ, რადგან მოთამაშეს შესაძლოა აწუხებდეს მოძრაობის შეზღუდვა მაგ. კოჭის ღია მოტეხილობა, თუმცა უკეთესია ეს მოხდეს სამედიცინო ოთახში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში. არ უნდა მოხდეს პაციენტის საავადმყოფოშ გადაყვანის დაყოვნება მეორადი შეფასების გამო თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ან კრიტიკული ტრავმა აქვს.

SAFE მისვლა

აუცილებელია სამედიცინო გუნდი დარწმუნდეს უსაფრთხოებაში, სანამ მივლენ ტრავმირებული მოთამაშის დასახმარებლად.

SAFE მისვლა არის შემდეგი:

  • უხმეთ დახმარებას
  • შეაფასეთ ადგილი
  • უსაფრთხოება
  • დაათვალიერეთ ათლეტი

როდესაც შედიხართ სათამაშო მოედანზე, დარწმუნდით რომ თქვენმა სამედიცინო გუნდმა იცის, რომ მოთამაშესთან მიდიხართ, დარწმუნდით რომ ოფიციალურმა პირები არიან გაფრთხილებულნი. მნიშვნელოვანია გაგება, რომ უსაფრთხოება დინამიურია დროსა და სივრცეში და არ არის შეზღუდული ინციდენტის  დასაწყისში ერთეული დათვალიერება.

როდესაც იმყოფებით მოთამაშესთან, საციცოხლოდ მნიშვნელოვანია გეცვათ შესაბამისი ჩაცმულობა თქვენივე უსაფრთხოებისთვის და ადვილი იდენტიფიცირებისთვის. ღია ფერის ჩაცმულობა შეიძლება დაეხმაროს ოფიციალურ პირებს, გაფრთხილდნენ  რომ თქვენ მოედანზე იმყოფებით. პრიორიტეტულია კლინიკური ხელთათამის ორივე ხელზე ტარება, ეს დაგეხმარებათ დროის დაზოგვაში, როცა მოთამაშესთან იქნებით და ასევე დაცულად იქნებით განსაკუთრებით, როცა შეხება გექნებათ სხეულის სითხეებთან, მაგ. სისხლი.

მნიშნველოვანია დარწმუნდეთ, რომ სამედიცინო ოთახში ყველა აღჭურვილობა გამოყენებულია მოთხოვნების შესაბამისად. ყოველი ნემსი უნდა იყოს ნემსებისთვის გამოყოფილ ყუთში მოთავსებული და კლინიკური ნარჩენები უნდა მოთავსდეს ფორთოხილისფერ/ყვითელ ნარჩენების პარკში.


 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



სუფთა
dfdfdf