ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

თავი 9 - კიდურების დაზიანებები

ამ თავის მიზნები

  1. კუნთების, ძვლებისა და სახსრების ანატომიის შესწავლა.
  2. კიდურების დაზიანების ტიპების შესწავლა.
  3. რბილი ქსოვილების მართვის PRICE პრინციპის გაცნობა.
  4. მიუხედავად მძიმე სანახაობისა, DR ABC მნიშვნელობის უპირატესობის გათვალისწინება.
  5. ფიქსატორებისა და არტაშნების დადების შესახებ ცოდნის გაღრმავება.

 

შესავალი

ისეთი დაზიანებები, როგორიცაა კუნთების გახევა და სასხრების ღრძობა ხშირად გვხვდება ყველა კონტაქტურ სპორტში, მათ შორის რაგბიში. იშვიათად შესაძლოა ძვლების მოტეხილობა ან სახსრის ამოვარდნილობა (დისლოკაცია) განვითარდეს, ისევე როგორც ნებისმიერ კონტაქტურ სპორტში. ნებისმიერი ჩამოთვლილთაგანს შეუძლია სპორტსმენს ხელი შეუშალოს თამაშის გაგრძელებიდან და ხშირად საკმაოდ რთული სადიფერენციოა.

 

ძვლები ერთმანეთს უკავშირდება სახსრებით და მათთან მიმაგრებული ძლიერი იოგების მეშვეობით, რომლებიც შესაძლოა გაწყდეს ან დაიჭიმოს, რასაც “ღრძობა” ეწოდება. გატეხილი ძვლის შესაბამისი სამედიცინო ტერმინია - მოტეხილობა (ფრაქტურა). თუ იოგები გაწყდება და ორი ძვალი, რომელიც სახსარს ქმნიდა, ერთმანეთს დასცილდება, ამ მოვლენას ამოვარდნილობა ანუ “დისლოკაცია” ეწოდება.

 

კუნთები სახსრების გარშემო მოქმედებენ და მათ ძლიერი მყესების საშუალებით უმაგრდება. კუნთებმა და მყესებმა შესაძლოა განიცადოს გახევა/გაგლეჯვა. მსგავსი დაზიანებებისას სპორტსმენს აღენიშნება ტკივილი, კიდურის მოძრაობის ნაწილობრივი ან სრული შეზღუდვა, რასაც შეიძლება თან ახლდეს კიდურის დეფორმაცია და სწრაფი შეშუპება.

კიდურის დაზიანებათა სიმპტომები

კიდურის დაზიანებისას ათლეტებს აღენიშნებათ შემდეგი ჩივილები:

ლოკალიზებული ტკივილი - შესაძლოა იტანჯებოდეს ძლიერი ტკივილის გამო, მაგრამ შეუძლია მკაფიოდ მიუთითოს თუ რა სტკივა.

მოძრაობის შეზღუდვა - დაზიანებული კიდურის მოძრაობა ტკივილს აძლიერებს ანდა უბრალოდ შეუძლებელია.

შეშუპება - დაზიანებულ ქსოვილში და მის გარშემო სისხლდენა იწვევს შეშუპებას. ეს ზღუდავს მოძრაობას და იწვევს ტკივილის გაძლიერებას.

დეფორმაცია - როგორც წესი, მხოლოდ მოტეხილობის ან დისლოკაციის დროს. მძიმე სანახაობაა, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ DR ABC ჩატარება.

 

დეფორმირებული ან დრამატული შესახედაობის დაზიანებული კიდურის გასინჯვისას, მნიშვნელოვანია რომ ამან არ გადაგვატანინოს ყურადღება DR ABC შეფასებიდან. კიდურის დაზიანება შესაძლოა მძიმე, დრამატული სანახაობის იყოს, მაგრამ მიუხედავად ამისა მთავარი მნიშვნელობა მაინც ენიჭება იმას, რომ დავრწმუნდეთ რომ მოთამაშეს აქვს ღია სასუნთქი გზები და ნორმალური სუნთქვა.

 

რბილი ქსოვილების დაზიანება

ხშირია ტრავმები ბარძაყის გარშემო -ოთხთავა კუნთისა და უკანა ჯგუფის კუნთების (ჰამსტრინგების)- და შეიძლება წარმოდგენილი იყოს შეშუპებითა და მოძრაობისას ტკივილით ბოჭვის ან სხვა ინციდენტისას შემდეგ. შეშუპება იწვევს მეტ ტკივილს და ქმნის მანკიერ წრეს. პირველადი დახმარება გულისხმობს დაზიანებული ადგილის დაცვას, მოძრაობის შეზღუდვას და შეშუპების შემცირებას.

 

რბილ ქსოვილთა დაზიანების მართვისას მივყვებით PRICE მნემონურ გეგმას.

რაგბიში ხშირია ბარძაყის უკანა ჯგუფის კუნთების (ჰამსტრინგების) დაზიანება

კიდურების დაზიანების პირველადი დახმარება დამოკიდებულია არსებული სიმპტომების ხასისხზე. ძალზედ რთულია კუნთის დაზიანებისა და იოგების სერიოზული დაზიანების დიფერენციაცია, ამიტომ ხშირად საწყისი მკუნრალობა ერთი და იგივეა - DR ABC-ის მხედველობაში ქონა და PRICE-ის ჩატარება სანამ უფრო გამოცდილი დახმარების მოგვეშველებოდეს.

 

კიდურთა ხშირი დაზიანებები

 

კუნთების ტრავმები

ფეხებზე ბოჭვის შედეგად შესაძლოა განვითარდეს დაბეჟილობა ან სისხლდენა ბარძაყში (ოთხთავა კუნთში). ეს შესაძლოა ვარირებდეს ნაკლებად მნიშვნელოვანი “მკვდარი ფეხიდან”, როცა მოედანზე ჩატარებული მცირედი მკურნალობის შემდეგ სპორტსმენი თვლის რომ შეუძლია თამაშის გაგრძელება, ისეთ მდგომარეობამდე, როცა მას თამაშის გაგრძელება აღარ ძალუძს. 

 

ნებისმიერი კუნთოვანი ტრავმისას, პირველადი დახმარების მართვა მოიცავს DR ABC, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნახევარი წყალი - ნახევარი ყინულის დადებას ტრავმირებულ არეზე 20 წუთის განმავლობაში ყოველი 2 საათში ერთხელ, და მსუბუქ გადახვევას სტრაპით ან კომპრესიას (ელასტიური ნახვევის დადებას).

 

თუ სპორტსმენს შეუძლია სიარული, დასაშვებია რომ ექიმის ან ფიზიოთერაპევტის შეფასება ჩატარდეს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, იმ შემთხვევაში თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. თუ არ შეუძლია სიარული, მაშინ ექიმის შეფასება აუცილებელია რომ იმავე დღეს ჩატარდეს, რადგან ტრავმა სერიოზული შეიძლება იყოს. მსგავსი მკურნალობა მიღებულია კანჭის ან ბარძაყის უკანა ჯგუფის კუნთების (ჰამსტრინგების) გახევისას და ზოგადად, რბილი ქსოვილების დაბეჟილობისას.

 

იოგების ტრავმები

იოგების ტრავმირება ხდება მაშინ, როცა სახსარზე მიყენებულ გარეგან ძალას იგი მიჰყავს ამობრუნებამდე ანდა ისეთ მდგომარეობამდე რაც მისთვის არაა ბუნებრივად კომფორტული. იოგები ძვლებს ერთმანეთთან ამაგრებენ სახსრების საშუალებით და შესაძლოა დაიჭიმოს და გაწყდეს. თუ რამდენიმე იოგი მთლიანად გაწყდა და ძვლები სახსარში ერთმანეთს დასცილდა - ამოვარდნილობა (დისლოკაცია) ვითარდება.

 

იოგების ტრავმა ხშირია კოჭში (კოჭის ღრძობა) ან მუხლში (მუხლის გადაბრუნება) ან მხრის არეში ლავიწის ძვლის ბოლოში (აკრომიოკლავიკულური სახსარი). თუმცა, უმრავლესობა სახსრების იოგები შესაძლოა დაზიანდეს, განიცადოს ღრძობა და გაწყვეტა.


პირველადი დახმარება ძალიან წააგავს კუნთების ტრავმების მართვას, ვინაიდან მიჰყვება DR ABC და PRICE პრინციპებს. იოგების ტრავმისას ძლიერ მტკივნეულ სახსარს დიდ შვებას გვრის ფიქსატორის ან არტაშნის დადება, რაც სასხსარს იცავს მტკივნეული მოძრაობებისაგან, მაგ. ხელბანდით ჩამოკიდება მხრის ტრავმისას. წყლითა და ყინულით სავსე პოლიეთილენის პარკი უნდა მოვათავსოთ მტკივნეულ ადგილას 20 წუთის განმავლობაში და დავაფიქსიროთ მსუბუქი ნახვევით, მოხსნის შემდეგ კი განვაგრძოთ მცირე კომპრესია.


იოგების ტრავმა ან სახსრის ღრძობა რთული გასარჩევია მოტეხილობისგან, ასე რომ ექიმის ან ფიზიოთერაპევტის ადრეული შეფასება აუცილებელია. ისევე როგორც კუნთების ტრავმისას, თუ მოთამაშეს აშკარა სირთულე აქვს სიარულისას ან ტრავმირებული კიდურის ხმარებისას, საჭიროა ექიმის მიერ იყოს შეფასებული მატჩის დღესვე.

შეახვიეთ სახსარი რათა დაიცვათ იგი მტკივნეული მოძრაობებისაგან

დისლოკაციები

დისლოკაცია ვითარდება, როცა სახსარში იოგები იმდენად იჭიმება ან წყდება, რომ ძვლები ამოვარდება. დისლოკაცია როგორც წესი იწვევს კიდურის დეფორმაციას, რაც ძალზედ მძიმე შესახედია. ამას თან სდევს ძლიერი ტკივილი, ვინაიდან დისლოცირებული სახსრის გარშემო რბილი ქსოვილები განიცდიან ზეწოლას და გაჭიმვას, და შესაძლოა გამოიწვიოს კიდურში ცირკულაციისა და ნერვული მომარაგების დარღვევაც. შესაბამისად, იგი უნდა იყოს განხილული როგორც გადაუდებელი მდგომარეობა. აქ საფრთხე იმში მდგომარეობს, რომ დისლოცირებულმა და დეფორმირებულმა სახსარმა შეიძლება იმდენად გაუფანტოს მაშველს ყურადღება, რომ პირველადი დახმარების მთავარი პრინციპები, DR ABC და უფრო მძიმე დაზიანებებიც, როგორიცაა კისრის სერიოზული ტრავმა ან სასუნთქი გზების ობსტრუქცია გამოეპაროს. ამიტომ ზოგჯერ ასეთ დაზიანებებს “დამაბნეველ”, “ყურადღების გამფანტავ” ტრავმებსაც უწოდებენ. არ გაგეფანტოთ ყურადღება!

 

სახსრები, რომლებიც რაგბიში ყველაზე ხშირად განიცდის ამოვარდნილობას მდებარეობს ზედა კიდურზე, მათ შორის უფრო მეტად მხრისა და თითების სახსრები დისლოცირდება. კოჭის დისლოკაციაც შესაძლებელია თუ მოტეხილობის აქვს ადგილი. პრინციპები იგივე რჩება: DR ABC და PRICE-ის გათვალისწინება. თუმცა, სიტუაციის ურგენტულობიდან გამომდინარე და მოთამაშის “ტანჯვის” გათვალისწინებით პრიორიტეტულია ტრავმირებული კიდურის დაცვა და იმობილიზაცია, რადგან ეს საჭიროებს სასწრაფოდ უახლოესი გადაუდებელი მედიცინის განოფილებაში გადაყვანას.

 

თავიდან მხრის დისლოკაცია განსაკუთრებით მტკივნეულია და ხშირად აშკარა დეფორმაციას განიცდის. მოთამაშის მკლავი უნდა დაფიქსირდეს მისთვის ყველაზე კომფორტულ პოზიციაში. ეს შესაძლოა განხორციელდეს სპორტული მაისურის აკეცილი ქვედა ბოლოთი, ან ფართო ხელბანდით ან უბრალოდ, თავად მოთამაშის მიერ თავისივე ხელის დაჭერით. ყინული შესაძლოა დავადოთ თუ მოთმენადია, მაგრამ ყველა შემთხვევაში სწრაფად საავადმყოფოში გადაყვანაა საჭირო.

დისლოცირებული თითები აშკარად დეფორმირებულია სახსრების დონეზე და ისევ - ძალზედ მტკივნეულია. დაშავებულს შეუძლია საკუთარი მაჯა დაიჭიროს ხელით, სანამ გადავიყვანთ საავადმყოფოში.

 

კოჭის დისლოკაცია როგორც წესი კომბინირებულია მოტეხოლობასთან და ხშირად ცნობილია ფრაქტურა-დისლოკაციის სახელით. იგი უბრალოდ უნდა დავაფიქსიროთ სასწრაფო დახმარების მოსვლამდე.

 

არასდროს ეცადოთ დისლოცირებული სახსრის ჩასმას! ამის გაკეთება დიდ გამოცდილებასა და ტრენირებას მოითხოვს და ხშირად ჯერ რენტგენზე გაშუქებაა საჭირო, რათა ექიმი დარწმუნდეს თუ რაში მდგომარეობს პრობლემა.

 

მოტეხილობები

ფრაქტურა არის მოტეხილობის სამედიცინო ტერმინი. ფრაქტურა განსაკუთრებულად მტივნეულია, რაც მიმდინარეობს შესიებით, შესაძლოა იყოს დეფორმირებული და მოთამაშეს კიდურის განძრევა ან ძალიან უჭირს ან საერთოდ არ შეუძლია.

 

ზოგჯერ შესაძლოა ორივემ, მაშველმაც და ტრავმირებულმაც შეიგრძნოს მოტეხილი ძვლის კიდეების ერთმანეთზე ხახუნი, რაც ძალიან მტკივნეულია. სხეულში ნებისმიერმა ძვალმა შეიძლება განიცადოს მოტეხილობა, მაგრამ კონტაქტურ სპორტში ყველაზე ხშირი ფრაქტურებია ლავიწის ძვლის, მაჯის, ხელისა ან კოჭის. მოტეხილი ძვლის კიდეებს შესაძლოა ბასრი ბოლოები ჰქონდეს, რითაც შეუძლია დააზიანოს ირგვლივ მდებარე სისხლძარღვები და რბილი ქსოვილები, ან სულაც კანის ზედაპირის გამოჭრას და გარეთ გამოვიდეს, რასაც “ღია მოტეხილობას” უწოდებენ.

 

კვლავაც, DR ABC და PRICE პრინციპებია მკურნალობის ამოსავალი წერტილი; რადგან ხშირად რთულია დიფერენცირება იოგის დაჭიმვას, ღრძობასა და მოტეხილობას შორის, გარდა იმ შემთხვევებისა როცა აშკარა დეფორმაცია და ძლიერი შეშუპებაა სახეზე.

 

მოტეხილი კიდურის ტკივილის შემსუბუქება სწორი დაფიქსირებითა და არტაშნის დადებითაა შესაძლებელი. ზოგადად, თუ დაშავებულს ძალიან უჭირს მოძრაობა, განსაკუთრებით ქვედა კიდურების ტრავმისას, დაფიქსირების მგივრად შეიძლება იგი ადგილზე დავტოვოთ და დაველოდოთ უფრო კვალიფიციური დახმარების მოსვლას.

 

არტაშნის დადება

როცა ძვალი მოტეხილობას განიცდის, მოტეხილი ბოლოები შეიძლება ეხახუნებოდეს ერთმანეთს და მიმდებარე რბილ ქსოვილებს, და იწვევდეს ძლიერ ტკივილსა და ქსოვილების დაზიანებას. თუ აღინიშნება დეფორმაცია, იგი ჭიმავს გარშემო რბილ ქსოვილებს და თავის მხრივაც იწვევს მნიშვნელოვან ტკივილს.

 

ამგვარად, მთელი კიდურის დაფიქსირება რათა შემცირდეს მოძრაობა მოტეხილობის ადგილას, იწვევს ტკივილის გაყუჩებას და ხელს უშლის მომდევნო დაზიანების განვითარებას. დაფიქსირება შესაძლოა განხორციელდეს უბრალოდ მაშველის მიერ ხელებით მიწაზე დაბჯენით, ან იმპროვიზირებული არტაშნებით, მაგალითად, დაკეცილი გაზეთის ჩადებით და გადახვევით, ასევე სპეციალური ღუნვადი მეტალის ფიქსატორებით ან დარბილებული “ყუთისმაგვარი არტაშნით” (box splints). არტაშნის დადების პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ არტაშანმა უნდა დააფიქსიროს კიდური მოტეხილი ადგილის ზევით და ქვევით.

მოთამაშე ფეხის მოტეხილობაზე ეჭვით გაჰყავთ მოედნიდან

 

ღია მოტეხილობა

ღია მოტეხილობა პრობლემურია იმ თვალსაზრისით, რომ მიკრობები აღწევენ ძვლებში და ხელს უშლიან შეხორცების პროცესს. როდესაც გვაქვს ღია მოტეხილობა ჭრილობიდან ამოშვერილი გადატეხილი ძვლით, დაფრეთ იგი სტერილური საფენით და ჩვეულებრივად დააფიქსიფეთ კიდური. თუ ჭრილობიდან აქტიური სისხლდენა აღინიშნება, მოახდინეთ ზეწოლა სტერილური საფენით, რათა შეაჩეროთ სისხლდენა. ეს ღია მოტეხოლობას, ასე ვთქვათ “გადააქცევს” დახურულ მოტეხილობად.

 

ფიქსატორები და ხელბანდები

 

მოთამაშის მაისური

ზედა კიდურის მტკივნეული ტრავმა, რომლის დროსაც მოთამაშე ვერ ამოძრავებს კიდურს, შესაძლოა უბრალოდ დაფიქსირდეს მოთამაშისავე მაისურის აკეცილი ბოლოთი, ისე რომ დაზიანებული ხელი მაისურში მოექცეს.

ეს აფიქსირებს მაჯას, წინამხარს, იდაყვს და მხარს.

ფართო ხელბანდი

ეს არის მარტივი ხელბანდი, რათა ზედა კიდური ჩამოვუკიდოთ სამკუთხა სახვევით.

  1. გაკვანძეთ სახვევის მოკლე, ბლაგვი კუთხე.
  2. კვანძი იდაყვთან მოაქციეთ და სახვევის გრძელი მხარე მოათავსეთ წინამხრის ქვეშ.

  1. ასწიეთ სახვევის ორივე თავისუფალი ბოლო კისრის ნებისმიერ მხარეს და შეკარით კისრის უკან.

  1. სახვევი კისრის უკან ისე შეკარით, რომ იდაყვი 90°-ით იყოს მოხრილი.

ფართო ხელბანდი კარგია მხრის, იდაყვის, წინამხრის და მაჯის დაფიქსირებისათვის. თუ საჭიროა წინამხრის დამატებითი დაფიქსირება ან არტაშნის დადება, შესაძლოა დაკეცილი გაზეთი ან დრეკადი მეტალის არტაშანი მოვაქციოთ ხელბანდში.

 

მაღალი ხელბანდი

ეს კიდევ ერთი მარტივი გზაა სამკუთხა სახვევის გამოყენებისა, რაც უზრუნველყოფს კიდურის აწევას. შესაბამისად, ეს კარგი არჩევანია მტევნისა და მაჯის ტრავმისას.

  1. გაკვანძეთ სახვევის მოკლე, ბლაგვი კუთხე.
  2. მოათავსეთ დაზიანებული ხელი გულმკერდზე მტევნით საპირისპირო მხრის მიმართულებით.
  3. კვანძი იდაყვთან მოაქციეთ.
  4. სახვევის გრძელი ნაწილი მოათავსე წინამხრის ზემოდან და გადაკიდეთ თავისუფალი კუთხე მოპირდაპირე ბეჭზე.

  1. სახვევის ქვედა მხარე მოაქციეთ წინამხრის ქვეშ, შემოატარეთ ზურგს უკან და შეკარით მეორე ნაწილთან კისრის უკან.

დრეკადი SAM არტაშანი

არსებობს ძლიერ დრეკადი და რბილობიან სარჩულიანი ალუმინის არტაშნები, რომელიც შესაძლოა დაშავებული კიდურის დასაფიქსირებლად სურვილისამებრ მოვდრიკოთ. განსაკუთრებით გამოსადეგია მაჯის, მტევნის, წინამხრისა და კოჭის იმობილიზაციისთვის. შესაძლოა ორმაგად მოიდრიკოს დამატებითი საყრდენის შესაქმნელად და შემოვახვიოთ გარშემო მაჯას ან კოჭს “U”-ს მაგვარად. იგი შეიძლება ნებისმიერი ფორმით მოიდრიკოს დეფორმაციაზე მოსარგებად. იგი ნახვევით უნდა დაფიქსირდეს ნაზად, რომ შეასრულოს საყრდენი, დამცავი და ტკივილგამაყუჩებელი ფუნქცია.

დრეკადი არტაშნის დადება კოჭის მოტეხილობაზე

 

დრეკადი არტაშნის დადება წინამხრის მოტეხილობაზე

 

პოლიურეთანის ყუთისმაგვარი არტაშანი

სტაფილოსფერი ყუთის არტაშნები ძალიან ხშირად იხმარება და მარტივი დასადებია. იგი რბილი პოლიურეთანის “ქაფისგან/ღრუბლისგან” მზადდება და უმაგრდება Velcro-ს ზონრებით. იგი ასე ვთქვათ ახდენს ტრავმირებულ ძვლის “შეფუთვას”.

პოლიურეთანის ყუთისმაგვარი არტაშნის დადება კოჭის მოტეხილობაზე

 

მანუალური არტაშანი

ზოგჯერ ერთადერთი ხელმისაწვდომი რამ, რაც შეიძლება არტაშანის ფუნქციით გამოვიყენოთ არის მიწა/იატაკი, საპირისპირო ფეხი და მაშველის ხელები. გახსოვდეთ, რომ კიდური უნდა დაფიქსირდეს მოტეხილობის ზევით და ქვევით, რათა დავიცვათ შემთხვევითი შეხებისგან.

კიდურის ხელებით დაფიქსირება მოტეხილობის ზევით და ქვევით

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



სუფთა
dfdfdf