ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

II თავი - ვარჯიშის განმსაზღვრელი პირობები

სავარჯიშო პროცესის დაგეგმვაში მრავალი ფაქტორი მონაწილეობს. ხშირ შემთხვევაში მათ სწორ გათვლაზეა დამოკიდებული სეზონში წარტების მიღწევა.
ეს ფაქტორებია:
- კალენდარი, რომელიც აფიქსირებს სეზsონის საერთო დინამიკას და სეზონის სხვადასხვა პერიოდებს (სეზონებს შუა, წინასაშეჯიბრო, საშეჯიბრო... და ა.შ.)
- გუნდის საერთო მიზნები (დივიზიონში ადგილის შენარჩუნება, კვალიფიკაცია... და ა.შ)
- თანამედროვე თამაშის მოთხოვნები და სხვადასხვა სახის დატვირთვებისას მოქმედი ფიზიოლოგიური მექანიზმები,
- გუნდის პოტენციური შესაძლებლობები (ძლიერი და სუსტი მხარეები, ადრე მიღწეული შედეგი, მოთამაშეების დონე და სეზონებს შორის შეძენილი ახალი მოთამაშეები),
- ვარჯიშების რაოდენობა კვირაში (2,3,4,...)
ნაშრომში არ შევეხებით ზემოთჩამოთვლილ ფაქტორთაგან ზოგიერთს, (პოტენციური შესაძლბლობები, ვარჯიშების რაოდენობა,...) რადგან ისინი ყოველი კლუბისათვის განსხვავებულია. სამაგიეროდ განვიხილავთ იმ ფაქტორებს, რომლებიც საერთოა ნებისმიერი კლუბისათვის (იხ. სქემა)*
- კალენდარი და პერიოდები
- საერთო და კონკრეტული მიზნები
- თანამედროვე თამაშის რეალური მოთხოვნები
- დატვირთვებთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური მექანიზმები
ჩვენი მიზანია წარმოვაჩინოთ საწვრთნელი პროცესის სტრატეგია და შემოგთავაზოთ რამდენიმე საორგანიზაციო პრინციპი.

====================================================================
* ~საერთო მახასიათებლები~ არა იმ გაგებით, როგორც ეს რ. დელაპლასს ესმის, არამედ იმ ფაქტორთა ერთიანობა, რომლებიც განსაზღვრავენ საწვრთნელი პროცესის დაგეგმვას, როგორიც არ უნდა იყოს მწვრთნელი და რა დონის თამაშსაც არ უნდა თამაშობდეს გუნდი.

"საერთო მახასიათებლები"

 

A კალენდარი და პერიოდები

1. კალენდარი

იგი აფიქსირებს შეჯიბრის საერთო დინამიკას და სეზონის სხვადასხვა პერიოდებს. ამ დინამიკის საილუსტრაციოდ მოგვყავს ორი ჩემპიონატის კალენდარი
პირველი ასახავს უმაღლესი ლიგის ჩემპიონატს, მეორე რეგიონალური ჩემპიონატის ~საპატიო სერიის~ გათამაშებას.

ა) კონსტატაცია

უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე კლუბები:

- ჩემპიონატი მიმდინარეობს 15.09-დან 16.02-მდე, ანუ 18 თამაში 5 თვეში.
- 11 თამაში ტარდება 13 ნოემბერსა და 12 იანვარს შორის პერიოდში, ამგვარად ჩემპიონატის გადამწყვეტი პერიოდი სწორედ ეს ორი თვეა.
ჩემპიონატში 3 ძირითადი შესვენებაა:

• სეზონებს შორის პერიოდი (4-იდან 7 თვემდე კლუბების მიხედვით)
• 13 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე – 15 დღე (2 მატჩი)
• იანვარსა და თებერვალში 21 დღე (2 მატჩი)

საპატიო სერიის კლუბები:

ჩემპიონატი მიმდინარეობს 15. 09-იდან 23,03-მდე, ანუ 18 მატჩი 6 თვეში
8 თამაში 2 თვის განმავლობაში 3 ნოემბრიდან 12 იანვრამდე
არის მრავალრიცხოვანი შესვენებები :
• სეზონებს შორის
• ოქტომბერში : 15 დღე (2 მატჩი)
• დეკემბერში : 15 დღე (2 მატჩი)
• იანვარში : 21 დღე (3 მატჩი)
• თებერვალში : 15 დღე (2 მატჩი)

 

 

 

B ანალიზი

შეგვიძლია ვთქვათ, რომ კალენდარი განსაზღვრავს ნამდვილ საშეჯიბრო დინამიკას, რომელიც შედგება დაძაბული და იოლი მონაკვეებისაგან, ამის მაჩვენებელია თამაშებისა და დასვენების ან შედარებით მოკლევადიანი შესვენებების (ნაკლებმნიშვნელოვანი ტურნირები და მატჩები) მონაცვლეობა.
ეს დინამიკა განსხვავებულია დივიზიონებისა და კლუბების დონეების მიხედვით:
• A ჯგუფის კალენდარი გარკვეულ პერიოდებში გადატვირთულია თამაშებით, ამის დამადასტურებელია ჩემპიონატის ზედიზედ 11 თამაში 3 ნოემბერსა და 12 იანვარს შორის
• საპატიო სერიის კალენდარი ხასიათდება ჩემპიონატის ხშირი წყვეტილობით (4)
აქედან გამომდინარეობს მწვრთნელისათვის ამ დინამიკის ~ფსიქოლოგიური~ თავისებურებების გათვალისწინების აუცილებლობა:
- A ჯგუფისათვის: ყურადღება მივაქციოთ ჩემპიონატის დაძაბული პერიოდის ბოლოს შესაძლო გადაღლის ფაქტორს.
- საპატიო სერიისათვის: შევუნარჩუნოთ მოთამაშეებს საკმარისი მოტივაცია, რომელიც შეიძლება შესუსტდეს ჩემპიონატის გამუდმებული წყვეტის გამო.
მაგრამ კალენდრის ~ფსიქოლოგიური~ და საწვრთნელ პროცესში მის მიერ ნაკარნახევი ცვლილებების მიუხედავად, სეზონი შეიძლება დაიყოს რამდენიმე პერიოდად, რომლებიც საერთო იქნება იქნება ნებისმიერი დონის კლუბისათვის.

1. პერიოდები

შეიძლება გამოვყოთ 5 პერიოდი:
1. ივნისი – ივლისი – აგვისტო
ეს არის წინასაშეჯიბრო პერიოდი, რომელიც ხასიათდება თამაშების არარსებობით და დროში შეესაბამება სეზონებს შორის მონაკვეთს.
2. სექტემბერი – ოქტომბერი
ეს პერიოდი არის ჩემპიონატის საწყისი ეტაპი, რომლის დროსაც იწყება მიმოსვლითი თამაშების ფაზა: 5 თამაში A ჯგუფში და 4 თამაში საპატიო სერიაში.
3. შუა ნოემბერი – შუა იანვარი
ეს არის ჩემპიონატის გადამწყვეტი ფაზა, რომლის დროსაც იკვეთება განსხვავება კლუბებს შორის (11 თამაში ეროვნულ და 8 თამაში რეგიონალურ ჩემპიონატში)
4. იანვრის ბოლო - თებერვალი
ეს არის შედარებითი წყვეტილობის პერიოდი. ჩემპიონატი უკვე დასასრულს უახლოვდება.
5. მარტი – მაისი
ეს არის ჩემპიონატის უკანასკნელი ფაზა: კლუბები ახდენენ თავიანთი ამბიციების რეალიზებას, უფრო მაღალ დივიზიონში გადასვლას ან ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.
Yყოველ პერიოდს, როგორც წესი, თავისი სპეციფიური მიზანი აქვს. არ შეიძლება მუშაობის ერთი და იგივე ფორმები გამოვიყენოთ წინასაშეჯიბრო და ფინალურ პერიოდებში. Aმავე დროს ყოველი ცალკეული პერიოდის კონკრეტული მიზანი გამომდინარეობს მწვთნელისა და მოთამაშეების მიერ დასახული ძირითადი მიზნისაგან.

ბ. ძირითადი და პერიოდული (კონკრეტული) მიზნები

1. ძირითადი მიზანი და საწვრთნელი პროცესის დინამიკა
როგორიც არ უნდა იყოს კლუბის დონე და რომელ ჩემპიონატშიც არ უნდა გამოდიოდეს იგი, შეიძლება გამოვყოთ სამი ძირითადი მიზანი:
- ჩემპიონის ტიტული ან ფინალური ფაზა
- კვალიფიკაცია: იმ კლუბების რიცხვში მოხვედრა, რომლებიც დაიშვებიან ფინალურ ეტაპზე საასპარეზოდ.
-Aადგილის შენარჩუნება: თავიდან ავიცილოთ უფრო დაბალ დივიზიონი გადასვლა
G გუნდის პოტენციური შესაძლებლობები, სეზონებს შორის პერიოდში შეძენილი მოთამაშეები, წინა სეზონის შედეგები, აი ის კრიტერიუმები, რომლებიც საშუალებას აძლევსMმწვრთნელს დასახოს ძირითადი მიზანი და დაგეგმოს გუნდის მომზადების დონე სხვადასხვა პერიოდებში.
საბოლოო ჯამში, ძირითადი მიზნიდან გამომდინარე მოხდება მაქსიმალური ფორმის დაგეგმვა სხვადასხვა პერიოდებში, რაც ქმნის საწვრთნელი პროცესის ჭეშმარიტ დინამიკას.
- კლუბებს, რომლებიც დარწმუნებულნი არიან ფინალურ ეტაპზე მონაწილეობაში, მაქსიმალური ფორმის მიღწევა დაგეგმილი აქვთ თებერვლის თვეში. Mმათი საწვრთნელი პროცესის დინამიკა მზარდი იქნება.
- კლუბებს, რომელთა მიზანიც საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლაა, მაქსიმალური ფორმის მიღწევა დაგეგმილი აქვთ ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპზე, ნოემბერ –დეკემბერში.
- გუნდები, რომელთა მიზანიც დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა, მაქსიმალური ფორმის მიღწევას ჩემპიონატის საწყის ეტაპზე შეეცდებიან, რათა რაც შეიძლება მეტი ქულა დააგროვონ მაშინ, როდესაც თეორიულად მათზე ძლიერი კლუბები ჯერ კიდევ მომზადების პერიოდში არიან.

 

აქედან გამომდინარე ის კლუბები, რომელთა მიზანიცაა დივიზიონში ადგილის შენარჩუნება ან კვალიფიკაცია, ეცდებიან უფრო ადრე მიაღწიონ სასურველ ფორმას. ამის გაკეთება სხვადასხვა ხერხით შეიძლება :
- წინასაშეჯიბრო პერიოდში ვარჯიშების უფრო ადრე დაწყება
- მეტი მოცულობის სამუშაო (ვარჯიშების რაოდენობა, შეკრებები)
- მაქსიმალური ფორმის მისაღწევად საჭირო ვარჯიშის ფორმების გამოყენება.
ეს საშუალებები დაწვრილებითაა განხილული თავში ~კომპლექსური ვარჯიში~.

2. პერიოდული (კონკრეტული) მიზნები
სეზონის სხვადასხვა პერიოდებიდან გამომდინარე, რომლებიც ადრე იქნა დაზუსტებული, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სპეციფიური, კონკრეტული მიზნები იმ კლუბებისათვის, რომლებსაც დაგეგმილი აქვთ საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა ან ჩემპიონობა.
წინასაშეჯიბრო პერიოდი
ეს პერიოდი შეიძლება დავახასიათოთ, როგორც მოსამზადებელი. მისი მიზანია:
- მოახდინოს გადასვლა დასვენების პერიოდიდან საშეჯიბრო პერიოდზე
- გააუმჯობესოს მოთამაშეების საერთო ფიზიკური მომზადება თანდათანობით მზარდი დატვირთვების საშუალებით.
I საშეჯიბრო პერიოდი (4 – 5 თამაში)
E ეს არის განვითარების პერიოდი. Mისი მიზანია:
- განავითაროს მოთამაშეების სპეციფიური ფიზიკური მონაცემები
- დაეხმაროს მოთამაშეებს ნამდვილი სათამაშო ინტენსივობისა და რიტმის მოძებნაში
II საშეჯიბრო პერიოდი (8 – 11 თამაში)
E ეს პერიოდი შეიძლება 2 ფაზად დავყოთ:
- პირველი ფაზა წინა პერიოდის გაგრძელებაა (სპეციფიური ფიზიკური მონაცემების განვითარება), მაგრამ უფრო გაზრდილი მოცულობის სამუშაოთი.
- მეორე ფაზა მიღწეული ფორმის სტაბილიზაციის პერიოდი. (შუა იანვარი – შუა თებერვალი)
ეს პერიოდი შეიძლება დავახასიათოთ, როგორც აღდგენითი. Mის მიზანია მოუხსნას მოთამაშეებს დაძაბულობა ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვების შემცირების ან სტაბილიზაციის გზით. Aმის გაკეთება აუცილებელია წინა, ძალზე გადატვირთული პერიოდის შემდეგ.
ფინალური ფაზის პერიოდი
ისიც ორ ნაწილად იყოფა:
- მოსამზადებელი პერიოდი, რომლის მიზანია ცალკეული მოთამაშეებისა და მთელი გუნდის პოტენციალის ოპტიმიზაცია.
- ფინალური ფაზის პერიოდი, რომლის მიზანია მოთამაშეთა მაქსიმალური ფორმის შენარჩუნება, როგორც ფიზიკური ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.
ჩვენი მიზანი იყო ნაშრომის ამ ნაწილში, რომელიც კალენდარსა და მიზნებს ეძღვნება, ჩამოგვეყალიბებინა მეთოდოლოგია და გაგვეშუქებინა ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.

კალენდრის "წაკითხვა" ხაზს უსვამს მწვრთნელის მიერ დასახულ მიზნებისა და სეზონის მონაკვეთებთან ადაპტირებული, სპეციფიური პროგრამის შედგენის აუცილებლობას.
ჩვენს მიერ შერჩეული ორი ჩემპიონატის კალენდარი ნათლად წარმოაჩენს საშეჯიბრო დინამიკის ცვალებადობას და მიზნად ისახავს გაამახვილოს ყურადღება სავარჯიშო პროცესის "ფსიქოლოგიურ მართვაზე", რომელიც სპეციფიურია ყველა მწვრთნელისათვის.
უმაღლესი ლიგის მწვრთნელისათვის : გაითვალისწინოს II საშეჯიბრო ფაზასთან (დეკემბერი) დაკავშირებული ფიზიკური გადაღლისა და გამოფიტვის ეფექტი და აქედან გამომდინარე დაგეგმოს ენერგიის აღდგენის პერიოდი შედარებით მსუბუქ მონაკვეთში (შუა იანვარი – შუა თებერვალი).
საპატიო სერიისათვის : "სათამაშო განწყობის შესუსტება" დაკავშირებული ჩემპიონატის ხშირ წყვეტასთან, რაც გავლენას ახდენს თამაშის დონეზე.
მუშაობის ის ფორმები, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ თავში ~ფიზიკური ვარჯიშები და მონაკვეთები~ შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ სიძნელეების დასაძლევად და ამგვარად მათ შეუძლიათ დიდი დახმარება გაუწიონ მწვრთნელებს.

 

ჩ. თანამედროვე თამაშის მოთხოვნები
ვარჯიშის მიზანია, საშუალება მისცეს მოთამაშეებს რაც შეიძლება ეფექტურად უპასუხონ თანამედროვე თამაშის მოთხოვნებს. თამაში და მასთან დაკავშირებული ფიზიკური დატვირთვები არის ის ორიენტირი, რომლის გათვალისწინებითაც აგებს მწვრთნელი თავის ვარჯიშებს. სწორედ თამაშის სრულყოფილი ცოდნა არის ის წინასწარი აუცილებლობა ნებისმიერი მწვრთნელისათვის, რომელიც ცდილობს შესთავაზოს გუნდს ყველაზე ადაპტირებული და დახვეწილი ვარჯიშები. Eეს ცოდნა შედგება ორი სახის ანალიზისაგან :
- თამაშის გლობალური ანალიზი, რომელიც განსაზღვრავს რაგბის ორიგინალობასა და სპეციფიურობას სპორტის სხვა კოლექტიურ სახეობებთან შედარებით (თამაშის გლობალური კითხვა).
- ანალიზი ცალკეული სათამაშო ამპლუების მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს ცალკეული მოთამაშეების მიერ გაწეულ სპეციფიურ ძალისხმევას, მათ მსგავსებასა და განსხვავებას (თამაშის კითხვა ამპლუების მიხედვით).

1. თამაშის გლობალური კითხვა
ა) პირველადი ანალიზი
იგი გვიჩვენებს, რომ რაგბი განსხვავდება სპორტის კოლექტიური სახეობების უდიდესი ნაწილისაგან. მისი ძირითადი მახასიათებლებია:
1. ფიზიკური ძალისხმევის ფაზების თანმიმდევრობა, როდესაც ერთმანეთს ენაცვლება სირბილი და ორთაბრძოლა. სირბილთან დაკავშირებული დატვირთვები შეიძლება 3 ჯგუფად დავყოთ :
ძუნძული
მიყოლის სირბილი
სპრინტი
მიყოლის სირბილი ძირითადად III ხაზის მოთამაშეებისთვისაა დამახასიათებელი დაცვისა და თავდასხმის დახმარებისას. Eეს არის სირბილის შუალედური ფორმა სპრინტსა და ძუნძულს შორის. ვიზუალურად მისი ინტენსივობის შეფასება შეიძლება, როგორც მაქსიმალური სისწრაფის 70 – 80%.
ორთაბრძოლასთან დაკავშირებული ძალისხმევა 4 ჯგუფად იყოფა:
- ჭიდაობა (შეჯგუფებებისას და იმ დროს, როდესაც ბლოკირებული მოთამაშე ბურთის შენარჩუნებას ან მოწინააღმდეგისათვის ბურთის წართმევას ცდილობს)
- მიწოლა (შერკინებისას)
- დაჯახება (შებოჭვის, კონტაქტის ან დაცემის დროს
- ახტომა (აუტის ან მაღალი ბურთის მიღების დროს)

სირბილისა და ორთაბრძოლის მონაცვლეობა არის რაგბის პირველი ძირითადი მახასიათებელი

1. ძალისხმევის ფაზებს უშუალოდ მოსდევს აღდგენის ფაზები, რომლებიც გამოიხატება მსაჯის მიერ თამაშის შეჩერებაში. ასეთი შეჩერებები საკმაოდ დიდი რაოდენობითაა.

ბ. დეტალური ანალიზი
თამაშის უფრო დაწვრილებითი ანალიზი აგებულია იმ მონაცემების გამოყენებაზე, რომლებიც საშუალებას გვაძლევს დავაზუსტოთ სათამაშო ეპიზოდების რაოდენობა და მათი ხანგრძლივობა. Aმის გაკეთება შეიძლება უბრალო ქრონომეტრით ან მატჩის ვიდეოჩანაწერის მეშვეობით, რომელიც დროს 1/100-ის სიზუსტით განსაზღვრავს.

1. ამგვარად 1960-იან წლებში ჰ. კუპონმა მოახდინა 100-ზე მეტი თამაშის სტატისტიკური ანალიზი, რომლის მიხედვითაც საშუალოდ ერთ 80 წუთიან მატჩზე მოდის 135 სათამაშო ეპიზოდი, რომლებიც საერთო ჯამში 27 წუთი გრძელდება.

• სათამაშო ეპიზოდები დროში შემდეგნაირად განაწილდა:
0 – 5 წმ. 32%
5 –10 წმ. 24%
10 – 20 წმ. 29%
20 – 30 წმ. 10%
30 – 40 წმ. 3%
40 – 50 წმ. 1%
60 წმ. 1%
ანუ სათამაშო ეპიზოდების 85% 20 წამზე ნაკლები ხანგრძლივობისაა

• თამაშის გაჩერებები დროში შემდეგნაირად განაწილდა:
0 – 10 წმ. 7%
10 – 20 წმ. 33%
20 – 30 წმ. 37%
30 – 60 წმ. 14%
60 – 80 წმ. 3%
80 წმ. 6%
ანუ გაჩერებების 60% 20 წამზე მეტ ხანს გრძელდება.

2. უფრო თანამედროვე გამოკვლევები, რომლებიც საფრანგეთის რაგბის ფედერაციის მიერ იქნა ჩატარებული (1981) I დივიზიონის მატჩებზე და ავტორის დაკვირვებები (1982) II დივიზიონის მატჩებზე გვიჩვენებენ, რომ:
- თამაში შედგება დაახლოებით 100 სათამაშო ეპიზოდისაგან (90-იდან 110 მდე).
- თითო სათამაშო ეპიზოდი გრძელდება დაახლ. 20 წმ. (5-იდან 100 წმ.-მდე)
- სათამაშო ეპიზოდების 44% 20 წამზე მეტ ხანს გრძელდება, 50 წამზე ხანგრძლივი სათამაშო ეპიზოდები ცოტაა (2 – 4%), ხოლო წუთზე ხანგრძლივი ეპიზოდები ძალზე იშვიათია (1%).
მხოლოდ ეს მონაცემებიც კი ცხადყოფს, რომ 60-იან წლებთან შედარებით თამაშის ხარისხი გაიზარდა (რაც სრულიად ნორმალურად გვეჩვენება) სათამაშო ეპიზოდების გახანგრძლივების ხარჯზე (ეს გაუმჯობესება შეიძლება აიხსნას მოთამაშეთა ტექნიკური დონის ამაღლებითა და წესების ცვლილებებით). აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ:
- საშუალო ხანგრძლივობის ყოველ 8 სათამაშო ეპიზოდზე (6-იდან 10-მდე) მოდის 1 შეჩერება, რომელიც დროის მიხედვით სხვებზე ხანგრძლივია და 1 – 2 წუთს გრძელდება. ეს შეჩერებები გამოწვეულია ლელოს გატანით, ჯარიმის კარში დარტყმით, მოთამაშის დაშავებით ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევით.
სათამაშო დროის ნაწილს
2 ხანგრძლივ ( 1 წთ.) შეჩერებას შორის, რომელიც 8 სათამაშო ეპიზოდისაგან (6 - 8) შედგება, ეწოდება "მონაკვეთი".

~მონაკვეთის~ ცნება, როგორც შემდეგ დავინახავთ, ძალზე მნიშვნელოვანია საწვრთნელი პროცესისათვის

2. თამაშის კითხვა ამპლუების მიხედვით
ერთი შეხედვით შეგვიძლია მოთამაშეებში ფიზიკური დატვირთვის 2 სახე გამოვყოთ:
- ორთაბრძოლა, რომელიც მეტწილად შერკინების მოთამაშეებისთვისაა დამახასიათებელი.
- სირბილი, რომელიც ხაზის მოთამაშეებში დომინირებს.
ეს დაყოფა ძალზე არაპროფესიული და ძალზე სქემატურია. უფრო ღრმა ანალიზი გვიჩვენებს, რომ ყოველ ხაზს და ყოველ სათამაშო ამპლუასაც კი თავისი სპეციფიური ფიზიკური დატვირთვა ახასიათებს. ბურჯის ძალისხმევა ძალზე განსხვავდება III ხაზის მოთამაშის ძალისხმევისაგან, შერკინების ნახევარმცველის ძალისხმევა არ არის იგივე რაც მცველისა და ა.შ.
ეს დაკვირვება ცხადყოფს აგრეთვე, რომ მოთამაშეთა ქმედება სათამაშო ეპიზოდების დროს დროში თანაბრად არ ნაწილდება. მაგალითად, ბურთის მოგების ფაზაში (შერკინება, აუტი) ძირითადად შერკინების მოთამაშეები მონაწილეობენ, ხოლო ბურთის გამოტანის შემდეგ აქტიური თამაშის ფაზაში 3/4 ები არიან, მაშინ როდესაც I და II ხაზის მოთამაშეები ჯერ კიდევ შეკრულები არიან და თამაშის დინამიკაში ფაქტიურად არ მონაწილეობენ.
ნათქვამის საილუსტრაციოდ მოვიყვანთ ამპლუების მიხედვით მოთამაშეთა ძალისხმევის თვისობრივ (ძალისხმევის ხასიათი) და რაოდენობრივ (ძალისხმევის ხანგრძლივობა) ანალიზს, რომელიც ზემოთმოყვანილ გამოკვლევებს ეყრდნობა.

B ბ) დაკვირვება სათამაშო ამპლუების მიხედვით
1. შერკინების მოთამაშეები
• ნებისმიერი ხაზის მოთამაშისათვის ძალისხმევის საერთო ხანგრძლივობა ყოველთვის ნაკლებია აღდგენის საერთო ხანგრძლივობაზე. Eეს სიდიდე საშუალოდ 18 წუთს შეადგენს (+ = 1. 30 წთ.) ერთი ტაიმისათვის ანუ 36 წუთს მთლიანი შეხვედრისათვის (მათ შორის ძუნძულიც).
• ძალისხმევის ერთი ფაზა დაახლ. 20 წამი გრძელდება. მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 70 წამი
• აღდგენის მინიმალური ხანგრძლივობა, რომელიც უშუალოდ ძალისხმევას მოსდევს დაახლ. 27 წამია.
• სირბილის ტიპის დატვირთვები დროში ყოველთვის მეტია ვიდრე ორთაბრძოლა. თუ ეს თანაფარდობა დაახლოებით თანაბარია I და II ხაზის მოთამაშეებისათვის იგი ძლიერ განსხვავდება III ხაზისათვის. ეს თანაფარდობა შემდეგნაირად გამოიყურება:
• 53% სირბილი – 47% ორთაბრძოლა (I – II ხაზი)
• 64% სირბილი – 36% ორთაბრძოლა (III ხაზი)
• ნებისმიერი ხაზის მოთამაშისათვის ძალისხმევის ძირითადი სახეობებია: ძუნძული, მიწოლა, ჭიდაობა.
• გამონაკლისს წარმოადგენს III ხაზი, რომლისთვისაც მესამე ადგილზე მიყოლის სირბილი დგას.
E ერთი სიტყვით შეიძლება ითქვას, რომ ძალისხმევის ყოველი ტიპის პროცენტული რაოდენობა სხვადასხვაა ყველა ცალკეული პოსტისათვის.

სქემა "ა": აღდგენის საერთო პროცენტული რაოდენობა მეტია ძალისხმევის საერთო პროცენტულ რაოდენობაზე.

2. უკანა ხაზები
• ისევე, როგორც შერკინების მოთამაშეებისათვის, აქაც ფიზიკური ძალისხმევის საერთო ხანგრძლივობა ნაკლებია აღდგენის საერთო ხანგრძლივობაზე, მაგრამ შერკინებასთან შედარებითLფიზ. ძალისხმევის საერთო ხანგრძლივობა აშკარად ნაკლებია და ძალზე ცვალებადი ყოველი ცალკეული მატჩისათვის (იგი მერყეობს 5-იდან 15 წუთამდე). რეალურად უკანა ხაზის მოთამაშეები არ მონაწილეობენ ბურთის მოგების ფაზაში; მეორეს მხრივ მატჩის ტაქტიკური კონტექსტის ცვალებადობიდან გამომდინარე 3/4-ების მობილიზება სათამაშო ეპიზოდებში შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს.
• ძალისხმევის თითოეული ფაზის ხანგრძლივობა ძალზე მცირეა (7 – 8 წმ.). რეალურად მოთამაშეებს ძალზე იშვიათად უწევთ 50 მ.-ზე მეტი მანძილის გარბენა, გარდა შერკინების ნახევარმცველისა და მცველისა, ეს ხანგრძლივობა მერყეობს 9 – 30 წმ. შორის.
• ძალისხმევის სახეობებს შორის მიყოლის სირბილი და სპრინტი დომინირებს. ორთაბრძოლის ტიპის ძალისხმევის პროცენტული რაოდენობა მცირეა (7 – 10%).
• სხვადასხვა სათამაშოEამპლუის მოთამაშეებს ძირითადი ძალისხმევის ტიპიც განსხვავებული აქვთ. მაგ. შერკინების ნახევარმცველისათვის უფრო დამახასიათებელია ძუნძული და მიყოლის სირბილი, ვიდრე სპრინტი, რომელიც შიდა და გარე სამმეოთხედების ახასიათებს.

 

დასკვნა


თამაშის ანალიზი, როგორც საერთო იე ცალკეული პოსტების მიხედვით გვიჩვენებს განსხვავებას შერკინების მოთამაშეებსა და 3/4 შორის. თუ ძალისხმევის საერთო ხანგრძლივობა შერკინების მოთამაშეებისათვის შედარებით სტაბილურია (დაახლ. 18 წთ. ტაიმში) ეს მაჩვენებელი ძალზე მერყევი და მცირეა 3/4 ებისათვის.
შერკინების მოთამაშეებისათვის დამახასიათებელია ყველა ტიპის ფიზიკური ძალისხმევა (სირბილი და ორთაბრძოლა), მაშინ როდესაც 3/4 ებს ძირითადად მიყოლის სირბილი და სპრინტი უწევთ.
ზემოთმოყვანილი ანალიზი გვიჩვენებს, როგორც ფიზიკური ძალისხმევის მახასიათებლებსა და ყველა მოთამაშისათვის საერთო დინამიკას ასევე გარკვეულ მნიშვნელოვან განსხვავებებს, ისეთს როგორიცაა III ხაზის მოთამაშეებისათვის დამახასიათებელი შეფარდება სირბილსა და ორთაბრძოლას შორის, რომელიც მათ შერკინების სხვა მოთამაშეებისაგან გამოარჩევს.
აქედან გამომდინარე იგი გვიჩვენებს საწვრთნელი პროცესის ინდივიდუალურ პროფილთან ადაპტირების აუცილებლობას:
• ვარჯიშებზე გარკვეული დრო უნდა დაეთმოს სპეციფიურ ვარჯიშებს ცალკეული პოსტებისათვის
• ამასთანავე, ძირითადად უნდა შევარჩიოთ კოლექტიური ვარჯიშები, რომლებიც საშუალებას მისცემს ყოველ მოთამაშეს მიაგნოს თავისი საკუთარი თამაშის რეალობებს.

D. ფიზიოლოგიური ფაქტორები და ძალისხმევასთან დაკავშირებული
მექანიზმები
Mმოთამაშეების ფიზიკური პოტენციალის გაზრდის საშუალებები ითვალისწინებს ძალისხმევის ფიზიოლოგიური მექანიზმების ზოგიერთ მონაცემს. სხვადასხვა ენერგეტიკული პროცესების ცოდნა საშუალებას აძლევს მწვრთნელს უკეთ განსაზღვროს ვარჯიშის ინტენსივობა და ხანგრძლივობა, აღდგენის ფორმა და ხანგრძლივობა და ამგვარად გამოიყენოს ენერგეტიკული წყაროების განვითარებისათვის ვარჯიშის ის ფორმები, რომლებიც ყველაზე უფრო მისაღებია რაგბისათვის
1. ენერგეტიკული პროცესები და წყაროები
არსებობს ენერგიის წარმოების სამგვარი მექანიზმი. Eეს პროცესები აუცილებელია ა.ტ.ფ. მოლეკულების (ადენოზინ ტრიფოსფატი) სინთეზისათვის, რომელიც კუნთების ენერგეტიკულ ბაზას (საწვავს) წარმოადგენს. ეს მექანიზმებია:
• ანაერობულ ალაქტიკური პროცესები, რომელიც მონაწილეობს ძალზე მოკლე და დიდი ინტენსივობის დატვირთვებში. ეს არის მექანიზმები, რომლებიც არ საჭიროებენ ჟანგბადის მიწოდებას და არ წარმოქმნიან რძის მჟავას.
• ანაერობულ ლაქტიკური პროცესები ერთვება უფრო ხანგრძლივი დატვირთვებისას (20 წამიდან 3 წუთამდე), როდესაც ინდივიდი ცდილობს შეინარჩუნოს მაქსიმალური ინტენსივობა. ეს პროცესი არ საჭიროებს ჟანგბადის მიწოდებას, მაგრამ წარმოქმნის რძის მჟავას და იწვევს P.H.-ის (წყალბად პროტეინი) დონის დაწევას კუნთის უჯრედებში, რაც იწვევს ვარჯიშის შეწყვეტის აუცილებლობას.
• აერობული პროცესები, რომლებიც მონაწილეობენ კიდევ უფრო ხანგრძლივ (რამდენიმე საათის ხანგრძლივობის) დაბალი ინტენსივობის დატვირთვებში.

რაგბიში სამივე ეს პროცესი გვხვდება:
• ძალზე დიდი ინტენსივობის დატვირთვები, როგორიცაა: მიწოლა, ჭიდაობა, სპრინტი.
• დატვირთვები, რომლებიც მიახლოებულია მაქსიმალურთან და რომლებიც 1-2 წუთის მანძილზე გრძელდება.
• ძალზე დაბალი ინტენსივობის დატვირთვები (ძუნძული, სიარული...) გადაადგილებისა და თამაშის შეჩერების დროს.
რაგბის, როგორც მრავალგვარი ფიზიკური დატვირთვის სპორტის სახეობისათვის, სადაც მატჩი 80 წუთი გრძელდება, ერთი შეხედვით ენერგიის წარმოების ძირითადად აერობული მექანიზმებია დამახასიათებელი სხვა ორ მექანიზმთან ერთად ისეთი პროპორციით, რომლის დადგენაც საკმაოდ ძნელია, თუმცა რამდენიმე მკვლევარმა სცადა ამ საკითხის გარკვევა.
1. პრაქტიკული გამოყენება რაგბიში.
რადგან ეს ენერგეტიკული წყაროები მონაწილეობენ მორაგბეთა ფიზიკურ დატვირთვებში, საინტერესო იქნებოდა მათი განვითარებისა და გაძლიერების საშუალებების გაცნობა. ჩვენ ქვემოთ მოვიყვანთ რამდენიმე საგულისხმო გამოკვლევას თუმცა ისინი უშუალოდ სარაგბო პრაქტიკაში ჯერ დანერგილი არ არის გვეჩვენება, რომ მათი გამოყენება საწვრთნელ პროცესში მიზანშეწონილი იქნებოდა.
ეს გამოკვლევები განსაზღვრავენ შესაბამის მეტაბოლურ წყაროს და ადგენენ ვარჯიშების ინტენსივობასა და ხანგრძლივობას, აგრეთვე აღდგენისათვის აუცილებელ დროს რაც ხელს უწყობს ამ წყაროს განვითარებას.

 

ა) ალაქტიკური შესაძლებლობების განვითარება
Mმარგარიამ და დი-პრამპერომ შენიშნეს, რომ 10 წამის სუპერმაქსიმალური დატვირთვის ვარჯიშებისას ალაქტიკური დეფიციტი ივსება 20-30 წამის შემდეგ. ეს არის აუცილებელი დრო ორგანიზმში ფოსფაგენის მარაგის ხელახლა შესაქმნელად, რომელიც მსგავსი დატვირთვებისას გამოიყენება. ამ გამოკვლევების ბაზაზე ფოგსი და მეტიუსი გვთავაზობენ 30 წამიან აღდგენას 10 წამიანი სუპერ მაქსიმალური დატვირთვის შემდეგ.
ბ) ლაქტიკური შესაძლებლობების განვითარება (ანაერობულ-ლაქტიკური წყარო)
ამ წყაროს განვითარება პირველ რიგში შერკინების მოთამაშეებისათვის არის საინტერესო, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი სათამაშო ეპიზოდის ხანგრძლივობა (1-2 წუთი) და დინამიური თამაშისადმი სულ უფრო და უფრო მზარდი მისწრაფება აუცილებელს ხდის ამ თვისების განვითარებას ყველა მოთამაშეში, მათ შორის 3/4 ებშიც, რათა მივაჩვიოთ ისინი რთულ პირობებში მუშაობას (P.H. – ის დონის დაცემა).
ასტრად-როდალმა დაადგინა, რომ რაც შეეხება ამ წყაროს განვითარებას, ყველაზე მაღალი კონცენტრაცია მიღწეული იქნა 1 წუთიანი მაქსიმალური ვარჯიშის შემდეგ, რომელსაც 4-5 წუთიანი აღდგენა მოსდევდა.
გ) აერობული შესაძლებლობების განვითარება
იგივე ავტორებმა შენიშნეს, რომ ჟანგბადის მიწოდების სისტემის განსავითარებლად არ არის სავალდებულო მაქსიმალური ინტენსივობის ვარჯიშების ჩატარება. ისინი გვირჩევენ 3-5 წუთიან სერიებს მაქსიმალური შესაძლებლობის 70-80%-ით, რომლებსაც იგივე ხანგრძლივობის აღდგენა მოსდევს.
ეს გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ნაკლებად სტრესული ინტენსივობის აერობული სამუშაო მშვენივრად ეწერება მოთამაშის ფიზ. მომზადების რეპერტუარში. ისინი არ გამორიცხავენ აგრეთვე უფრო ხანგრძლივი და უფრო დაბალი ინტენსივობის სამუშაოს
10-60 წთ. ხანგრძლივობით (მუშაობა ამტანობაზე მაქსიმალური დატვირტვის 40-50-60%).
ჩვენ შეგნებულად შემოვიფარგლეთ ფიზიკური ძალისხმევის ფიზიოლოგიის უმთავრესი მონაცემებით. ეს საკითხი უფრო დაწვრილებით განხილვას იმსახურებს. დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია ჩვენი ნაშრომის ბოლოს მოტანილ ბიბლიოგრაფიაში გაეცნოს მისთვის საინტერესო ლიტერატურას.
ამ გამოკვლევების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ რაგბიში საწვრთნელი პროცესი ორიენტირებული უნდა იყოს შემდეგი მიმართულებებით:
• ძალზე მოკლე, ფეთქებადი ტიპის ვარჯიშები, დაახლ. 10 წმ. ხანგრძლივობით 30 წმ.-იანი აღდგენით.
• 4 წთ.-იანი ვარჯიშები მაქსიმალური დატვირთვის 70-80%-ით ამდენივე ხანგრძლივობის აღდგენით, რათა ხელი სევუწყოთ ორგანიზმში ჟანგბადის მიწოდების სისტემის განვითარებას.
• და ბოლოს, დაახლ. 1 წუთიანი ვარჯიშები 4-5 წუთიანი აღდგენით, რომლის მიზანია მივაჩვიოთ მოთამაშე მძიმე ფიზიოლოგიურ დატვირთვებს.

 


 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



სუფთა
dfdfdf