ამ თავში წარმოგიდგენთ ვარჯიშების კრებულს, რომლებიც დაყოფილია 4 დიდ თემად:
- მოსამზადებელი მონაკვეთების ვარჯიშები,
- მოკლე მონაკვეთების ვარჯიშები,
- მოდელური მონაკვეთების ვარჯიშები,
- ოპტიმიზაციის მონაკვეთების ვარჯიშები.
აქვე ვსარგებლობ შემთხვევით, რათა კიდევ ერთხელ მოვუხადო მადლობა იმ მწვრთნელებს, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ ნაშრომის შექმნაში.
წიგნში მოტანილია ვარჯიშები, რომლებსაც ისინი ჩვეულებრივ თავიანთ კლუბებში იყენებენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვარჯიშები დოგმა არ არის, ნებისმიერ მწვრთნელს შეუძლია მათი დახვეწა და გამდიდრება საკუთარი შეხედულებისა და გამოცდილებისამებრ...
მოსამზადებელი მონაკვეთები
(ვარჯიშები # 1 - 12)
პრეზენტაცია: ჩვეულებრივ 2 ფორმა გამოიყენება
ა) უწყვეტი ფორმა (აერობული ამტანობა)
- ხანგრძლივობა: 10 – 45 წთ.
- ინტენსივობა: მაქსიმალური სისწრაფის 50 – 60%
ბ) წყვეტილი ფორმა (აერობული სიმძლავრე)
- ხანგრძლივობა: დაახლ. 4 წთ.
- ინტენსივობა: მაქსიმალური სისწრაფის 70 – 80%
- გამეორებების რიცხვი თითოეულ მონაკვეთში: 3 – 6
- მონაკვეთების რაოდენობა: 2 – 3
- აღდგენა ვარჯიშებს შორის: დაახლ. 4 წთ.
- მთლიანი აღდგენა: ყოველი მონაკვეთის შემდეგ
როდის გამოვიყენოთ ეს მონაკვეთები ?
ა) უწყვეტი ფორმა:
- სეზონის დასაწყისში, საზაფხულო შესვენების შემდეგ ვარჯიშის განახლებისას.
- მთელი სეზონის განმავლობაში, ვარჯიშის წინ საერთო გახურებისას.
ბ) წყვეტილი ფორმა:
- ამტანობაზე მუშაობის შემდეგ წინასაშეჯიბრო პერიოდში, ანუ ჩემპიონატის დაწყებამდე 3 კვირით – 1 თვით ადრე.
მიზნები:
ფიზიოლოგიური: აერობული ამტანობისა (ა) და აერობული სიმძლავრის(ბ) განვითარება
სათამაშო: საბაზო ამტანობისა და საერთო ფიზიკური მონაცემების განვითარება.
პრაქტიკული რჩევები: ზოგიერთი წარმოდგენილი ვარჯიში გარკვეულ წილად სპეციფიურია, როგორც სავარჯიშო სივრცის ორგანიზების ისე ტექნიკური თვალსაზრისით; სეზონის დასაწყისში საჭიროა მათი გასალაშინება, რათა შემდგომში შევძლოთ ამ ვარჯიშების წყვეტილი ფორმით გამოყენება.
მთლიანი შემადგენლობა
ბურთით
(ვარჯიში #1)
ორი გუნდი მთლიანი შემადგენლო-
ბით (15/20 მოთამაშე) ვარჯიშობს
მთელ მოედანზე. ჯგუფები მორიგე-
ობით გადაადგილდებიან გაშლილი
და ჯგუფური თამაშით. ჯგუფური თა-
მაში მიმდინარეობს 15 მ.-იან ზონებში.
I ფაზა - "ა" გუნდი, რომელიც გან-
ლაგებულია გაშლილად ჩათვლის
მოედნის წინ ათამაშებს ბურთს.
როდესაც ბურთი ხაზში ბოლო მოთა-
მაშეს მიუვა ისინი იწყებენ ჯგუფურ
თამაშს გაჭრაზე 15 მ.-იან ზონაში,
ღომელიც რაქით მთავრდება.
II ფაზა - "ბ" გუნდი იღებს მიწაზე
დადებულ ბუთს და იწყებს ჯერ
გაშლილ, ხოლო შემდეგ ჯგუფურ
თამაშს, ამასობაში ~ა" გუნდი ხელ-
ახლა ეწყობა შეტევაში.
III ფაზა – ჩათვლის მოედანში შეს-
ვლის შემდეგ ბურთიანი გუნდი შე-
მოტრიალდება და აგრძელებს თამაშს იმ ფორმით, როგორითაც იგი ჩათვლის მოედანში შევიდა (ჯგუფური ან გაშლილი).
მითითებები:
- ჯგუფის ყველა მოთამაშე უნდა შეეხოს ბურთს, როგორც გაშლილი ისე ჯგუფური თამაშისას.
- ყურადღება გაამახვილეთ მიყოლაზე პასის შემდეგ. პირველმა მოთამაშემ, რომელიც პასს გასცემს გაშლილი თამაშისას, ასევე პიველმა უნდა წამოიწყოს ჯგუფური თამაში.
ჯგუფური ბურთით
(ვარჯიში # 2)
მოთამაშეები 4 კაციან ჯგუფებად
მოძრაობენ მოედნის მთელ სიგრძეზე.
ისინი მწვრთნელის მიერ მითითებული
3 სახის წყობით გადაადგილდებიან:
- კვადრატი
- ხაზი
- კოლონა
კვადრატსა და კოლონაში მოთამაშე-
ები ადგილს არ იცვლიან. კოლონაში
მოთამაშეები პასს ჯერ უკან შემდეგ
წინ, ხოლო კვადრატში ნებისმიერი
მიმართულებით აწვდიან.
ვარიანტები:
მოთამაშეები მთელ მოედანზე თავი-
სუფლად გადაადგილდებიან საკუთარი
შეხედულების მიხედვით.
მწვრთნელი იძლევა მითითებებს: 1/2
ბრუნი, სირბილი მარჯვნივ, მარცხნივ
და ა.შ.
მითითებები
მივაქციოთ ყურადღება, რომ ერთი
სტრუქტურიდან მეორეზე გადაწყობა
სწრაფად მოხდეს.
მოვითხოვოთ, რომ პასები რაც შეიძლება
სწრაფად გაკეთდეს (მოთამაშეებმა ბურთით რაც შეიძლება ნაკლები უნდა იმოძრაონ).
მთლიანი შემადგენლობით
(ვარჯიში # 3)
მოთამაშეები დაყოფილი არიან
შერკინებად და 3/4 ებად, რომლე-
ბიც თავის მხრივ ხაზების მიხედ-
ვით იყოფიან (I-II-III ხაზი; 9-10;
12-13; 11-14-15).
ყოველი ხაზი მორიგეობით კარ-
ნახობს თავის რიტმს დიაგონალზე
და სიგანეზე სირბილისას.
მოთამაშეები შეუსვენებლად დარ-
ბიან 3 დიაგონალს და 3 სიგანეს.
მითითებები:
ისინი დაკავშირებულია სირბილის
ტექნიკასთან.
ვირბინოთ კუნთებისა და სუნთქვის
დაძაბვის გარეშე (ვერიდოთ და-
ჭიმვებს).
70-80% აჩქარებისას მაქსიმალურად
გავშალოთ ნაბიჯი.
მთლიანი შემადგენლობით
ბურთით
(ვარჯიში # 4)
მოთამაშეები დაწყობილი არიან 2
კოლონად და გადაადგილდებიან
ბურთით.
I ფაზა – მოთამაშეები არტყამენ
მთლიან წრეს მოედანს ბურთის
გათამაშების შემდეგი ხერხით:
"ა" აწვდის "ბ"-ს, რომელიც ბურთს
მიწაზე დებს. "გ" იღებს ბურთს და
აწვდის "დ"-ს, რომელიც ისევ მი-
წაზე დებს ბურთს და ა.შ. (50%-იანი
სისწრაფე) კოლონის ჩამკეტ მოთა-
მაშეებს ბურთი კოლონის თავში
ამოაქვთ.
II ფაზა – როდესაც ორივე კოლონა
საწყის პოზიციას დაუბრუნდება და
ყველა მოთამაშე 22 მ.-იან ზონაში
იქნება, მწვრთნელის სიგნალზე
ორივე კოლონა გადაეწყობა ხაზად
გაშლილი თამაშისათვის. ბურთის
ფრთაზე ბოლომდე ჩათამაშების
შემდეგ უკან მდგომი ხაზი ერთვება
ინტერვალებში და ა.შ. (მოედნის
ბოლომდე ჩასვლა და უკან დაბრუ-
ნება 70% აჩქარებით)
ვარიანტი:
დასაწყისში ბურთის მიწაზე დადება არ ხდება და კოლონის ბოლო მოთამაშეს იგი კოლონის თავში არ ამოაქვს. (ხდება ბურთის უბრალო გადაწოდება ჯერ უკან, შემდეგ წინ)
მითითებები:
დავიცვათ მწვრთნელის მიერ მითითებული ინტენსივობა.
ყურადღება მივაქციოთ პასის ხარისხს.
ჯგუფური
(ვარჯიში # 5)
მოთამაშეების 3 ჯგუფი "ა", "ბ" და
"გ" მოძრაობენ მოედნის სიგრძეზე,
"ა" და "ბ" ჯგუფები ბურთით, "გ"
სახით მათკენ ბურთის გარეშე.
"ა" ჯგუფი ხელმძღვანელობს დანარ-
ჩენი ორი ჯგუფის გადაადგილების
მიმართულებას.
ვარიანტები:
შემოვიტანოთ ტექნიკური ელემენტები:
- გამოტოვება
- ჯვარი 1-3; 2-4.
- შემორბენი
- ჯგუფებმა ცვალონ ადგილები
მითითებები:
გავიმეოროთ "ა" ჯგუფის გადაადგი-
ლებისმიმართულება და გადაცემის
ხერხი ("ბ" და "გ")
ყურადღება მივაქციოთ "ა" და "ბ"
ჯგუფების მიერ პასის გადაცემის
ტექნიკას.
მთლიანი შემადგენლობით
ბურთით
(ვარჯიში #6)
მოთამაშეები დაყოფილნი არიან 4 კა-
ციან ჯგუფებად და გადაადგილდებიან
მთელ მოედანზე.
ისინი მოძრაობენ სხვადასხვა ხერხის
გამოყენებით, რომლებიც გათვალისწი-
ნებულია ტექნიკური ილეთებისა და
ორგანიზებულობის დასახვეწად.
მაგალითად:
- "ბურთი მიწაზე": მოთამაშეები
ერთმანეთს უნაცვლებენ ბურთის
აღებას და დადებას.
- "ბურთი მარჯვნივ": მოთამაშეები
მუდმივად მარჯვნივ აწვდიან ერთმა-
ნეთს ბურთს, რაც მოითხოვს პერმა-
ნენტულ მიყოლას ხაზის მარჯვენა
ბოლოში.
- "ბურთი ხელიდან ხელში"
- "გაგორებული ბურთი" და ა. შ.
ვარიანტები:
შესაძლოა ნებისმიერი ვარიანტი,
ყველაფერი მწვრთნელის ფანტაზიაზეა
დამოკიდებული.
მითითებები:
ვარჯიში დაახლ. 4 წთ. უნდა გრძელდე-
ბოდეს (ეცადეთ თავი აარიდოთ ჩათვლის
მოედანში შეჩერებას; შეარჩიეთ მარტივი
ვარჯიშები).
მთლიანი შემადგენლობა
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #7)
დასაწყისში 2 გუნდი მთლიანი შემად-
გენლობით (15-20 მოთამაშე) განლაგე-
ბულია უწესრიგოდ.
მწვრთნელი აწვდის ბურთს ერთ ან
მეორე გუნდს, რომელიც გადაადგილ-
დება მოედნის მთელ სიგრძეზე მის მიერ
თავისუფლად არჩეული ხერხით.
მოედნის მთელი სიგრძის გავლის შემ-
დეგ ბურთი დამცველ გუნდს გადაეცემა.
ვარიანტები:
ისინი მრავალრიცხოვანია:
მწვრთნელი წინასწარ განსაზღვრავს
შემტევი გუნდის თამაშის ფორმას (ჯგუ-
ფური ან გაშლილი)
შეიძლება თავიდანვე ცალ ცალკე დავა-
ყენოთ შერკინება და 3/4-ები და მოძრაო-
ბა დავაწყებინოთ ჯგუფური ან გაშლი-
ლი თამაშით.
მოვთხოვოთ შემტევ გუნდს მოლის ან
რაქის დაყენება.
შემოვიტანოთ თამაშში მეორე ბურთი,
რათა ხელი შევუწყოთ დადაწყობას და
გუნდის რეორგანიზებას.
მოვთხოვოთ შემტევ გუნდს ჩათვლის მოედნის სიახლოვეს ითამაშოს ფეხით.....
მითითებები:
წინააღმდეგობა პასიურია. მცველები თამაშობენ მოთამაშეზე და არა ბურთზე.
მცველები ფაქტიურად უკან-უკან მოძრაობენ, ისინი ხელს არ უშლიან შემტევი გუნდის წინსვლას
ფეხით თამაში აკრძალულია.
სპეციფიური შერკინებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #8)
ორი გუნდი მთლიანი შემადგენლობით
15-20 მოთამაშე ვარჯიშობს მთელ
მოედანზე.
შერკინება გაყოფილია 2 ჯგუფად 4 და 5
მოთამაშის შემადგენლობით.
I ფაზა: საწყისი მდგომარეობა – აუტი
ჩათვლის მოედნის სიახლოვეს. შემტევი
გუნდი ათამაშებს ბურთს ბოლო 3/4 მდე.
II ფაზა: როდესაც ბურთი ფრთის 3/4 ს
მიუვა შერკინების მოთამაშეების მეორე
ჯგუფი თამაშობს ჯგუფურ თამაშს გაჭ-
რაზე. Aმ დროს დანარჩენი გუნდი ხელახ-
ლა გადაეწყობა შეტევაში, კერძოდ შერ-
კინების პირველი ჯგუფი პოზიციას
3/4 ების უკან იკავებს.
III ფაზა: როდესაც შერკინების მეორე
ჯგუფის ყველა მოთამაშე შეეხება ბურთს
თამაში საწინააღმდეგო ფრთისაკენ
გაგრძელდება; ბურთის შეჯგუფებიდან
გამოტანა ხორციელდება 2 მოთამაშის
(მაგ. 9 და 15) მიერ, რომლებიც შერკი-
ნების ჯგუფების უკან იკავებენ პოზიციას.
ვარიანტები:
დაუმატეთ ტექნიკურ-ტაქტიკური ვარიან-
თები შერკინებისა და 3/4 ებისათვის:
- მოლი, რაქი
- შემორბენი, გამოტოვება.
მითითებები:
- წინააღმდეგობაში მონაწილე მოთამაშეები არ თამაშობენ ბურთზე არც აუტის და არც ბურთის გათამაშების დროს.
- შემტევი გუნდის მოთამაშეები არ დარბიან ბურთით: სწრაფი პასი (არა უმეტეს 3 მ. ბურთიანად)
- შებოჭვა წელს ზევით.
სპეციფიური შერკინებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #9)
მოთამაშეთა 1 ჯგუფი (6 – 8 კა-
ცი) დგას ჩათვლის მოედნის ხაზს
უკან.
- დამცველთა 4 ჯგუფი დგას 22 მ
50 მ, 22 მ, და ჩათვლის მოედნის
ხაზზე.
- შემტევი გუნდი თამაშობს ორი
ხერხით:
- "ა" და "გ" გუნდების წინააღმ-
დეგ ჯგუფური თამაში.
- "ბ" და "დ" გუნდების წინააღმ-
დეგ გაშლილი თამაში.
ვარიანტები
- ჯგუფურ თამაშში ვეძებოთ
კონტაქტი მოწინააღმდეგესთან
ან პირიქით მოვერიდოთ
კონტაქტს.
მითითებები
- დაცვა პასიურია, ხელს არ უშ-
ლის ბურთის გადაადგილებას და
რაც მთავარია არ ცდილობს
ბურთის დაუფლებას.
სპეციფიური შერკინებისათვის
ბურთით
(ვარჯიშI #10)
- 5 კაციანი ჯგუფები მოძრაობენ
მოედნის გარშემო, ისინი დანომ-
რილები არიან 1 დან 5-მდე.
- მოთამაშეები მოედანს 2 წრეს
არტყამენ და ამავე დროს
სხვადასხვა სახის ვარჯიშებს
ასრულებენ.
- მოედნის სიგრძეზე: 1 გარბის
ტრიალდება თავისი პარტნიორე-
ბისაკენ, 2 მიდის კონტაქტზე
1-თან და ართმევს ბურთს 3 და 4
დამხმარის როლს ასრულებენ, 2
აწვდის 5-ს, რომელიც ახალ შე-
ტევას იწყებს.
- მოედნის სიგანეზე: ძუნძული
მოკლე პასებით.
- უკან დაბრუნებისას, სიგრძეზე:
1 გარბის ბურთიანად ჩათვლის
მოედნისაკენ, 2 ბოჭავს მას და
ატრიალებს, 3 და 4 უთავისუფ-
ლებენ 1-ს ხელებს, 5 იღებს
ბურთს და იწყებს ახალ შეტევას.
ვარიანტები:
- ტექნიკური ვარიანტები მრავალ-
გვარია: მოლის დატრიალება ერთ ან მეორე მხარეს იმისდა მიხედვით თუ რომელი მხრიდან შევა მოლში 5, ასეთ შემთხვევაში შეტევას 2 აგრძელებს.
- ვცვალოთ პასის მიმართულება (მარჯვნივ - მარცხნივ).
მითითებები:
- ინდივიდუალური მოქმედებების კარგი კოორდინაცია
- თავიდან ავიცილოთ შეჩერებები, ვარჯიში ერთ ტემპში უნდა მიდიოდეს.
სპეციფიური შერკინებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #11)
- 6 – 10 კაციანი 4 ჯგუფი ვარჯი-
შობს 15 მ.-იან ზონაში მოედნის
სიგრძეზე.
I ფაზა: მწვრთნელის ნიშანზე "ა"
ჯგუფი იწყებს ჯგუფურ თამაშს
"ბ"-ს წინააღმდეგ, 4 პასის შემდეგ
თამაში რაქში გადადის.
II ფაზა: რაქში ბოლოს მისული
მოთამაშე გადასცემს ბურთს "ც"
ჯგუფს, რომელიც ირჩევს შეტევის
მიმართულებას, "დ" ერთვება თა-
მაშში.
ჯგუფები ასეთი თანმიმდევრობით
აგრძელებენ ვარჯიშს ჩათვლის
მოედნამდე, ამის შემდეგ მცველები
და თავდამსხმელები ცვლიან ადგი-
ლებს.
ვარიანტები:
- ვარჯიშის სტრუქტურა იგივეა,
მხოლოდ I ფაზაში შეტევა გაშლილ
თამაშს თამაშობს.
მითითებები:
- დამცველები ბურთზე არ თამაშობენ და მოწინააღმდეგეს მხოლოდ წელს ქვევით ბოჭავენ.
- ბურთიანი მოთამაშე კონტაქტისას ცდილობს ბურთი ფეხებს შუა ჩადოს და თვითონ მიაწვეს მოწინააღმდეგეს.
სპეციფიური 3/4 ებისათვის
ბურთით
(ვარჯიში #12)
- 4 – 6 კაცისაგან შემდგარი, ხაზად
განლაგებული, რამდენიმე ჯგუფი
მოძრაობს მოედნის გარშემო, თითო
ჯგუფს თითო ბურთი.
ბურთის ჩათამაშება სხვადასხვა
ხერხებით:
- კლასიკური 1 – 4,
- ჯვარი,
- შემორბენი,
- გამოთოვება და ა. შ.
მოედნის სიგრძეზე: 70%-იანი აჩქა-
რება.
მოედნის სიგანეზე: აღდგენითი ძუნ-
ძული (40-50%).
3-5 სერია, თითო სერიაში 3-4 გამე-
ორება.
ვარიანტები
- ყოველი სერიის ბოლო გამეორები-
სას 1 ძუნძული სიგანეზე შევცვა-
ლოთ 70%-იანი აჩქარებით.
- ჯგუფებს ვთხოვოთ ისე იმოძრაონ,
რომ მათი სირბილის მიმართულება
კვეთდეს ერთმანეთს.
მითითებები:
- ვირბინოთ თავისუფლად და დაძაბ-
ვის გარეშე,
- მოთამაშეებმა ყურადღება მიაქციონ სუნთქვას,
- ყურადღება მივაქციოთ პასის ხარისხს.
მოკლე მონაკვეთები
(ვარჯიშები # 13 - 35)
პრეზენტაცია:
- ვარჯიშის ხანგრძლივობა: 5 – 10 წმ.
- ინტენსივობა: სუპერმაქსიმალური (ფეთქებადი ძალისხმევა)
- გამეორებების რაოდენობა მონაკვეთში: დაახლ. 8
- მონაკვეთების რაოდენობა: 3 – 5
- აღდგენა გამეორებებს შორის: 30 - 20 წმ.
- აღდგენა მონაკვეთებს შორის: მთლიანი პასიური, შემდეგ აქტიური.
როდის გამოვიყენოთ ეს მონაკვეთები?
- სეზონის დასაწყისში, ეს მონაკვეთები გამოიყენება მოსამზადებელ ("ა" ტიპის) მონაკვეთებთან ერთად
- სტაბილიზაციის ან აღდგენის პერიოდში
მიზნები:
- ფიზიოლოგიური: ანაერობული შესაძლებლობების განვითარება
- სათამაშო: სპეციფიური თვისებების განვითარება – სისწრაფე, ძალა, კუნთებისა და მყესების გაძლიერება
პრაქტიკული რჩევები:
მოთამაშეებს მოვთხოვოთ ტექნიკური ილეთების ზუსტი შესრულება მაქსიმალური დატვირთვებისას. თუ ტექნიკური წუნი ბევრია (ბურთის დავარდნა) მოვუნაცვლოთ ერთმანეთს ბურთიანი და უბურთო ვარჯიშები, ისე რომ შევინარჩუნოთ დატვირთვების გარკვეული მოცულობა.
ჯგუფური
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #13)
- მოთამაშეების 2 ჯგუფი (6/8)
გაყოფილი შერკინებად და 3/4-
ედებად, ვარჯიშობს ჩათვლის
მოედნისა და 22 მ.-იან ხაზებს
შუა, 1/4 მოედანზე.
I ფაზა: 3/4-ების ჯგუფი, რომელიც
განლაგებულია ჩათვლის მოედნის
ხაზზე, ადგილზე ათამაშებს
ბურთს, მათ უკან განლადებული
შერკინების ჯგუფი მიყვება ბურ-
თის გადაადგილებას.
II ფაზა: მწვრთნელის ნიშანზე
ბურთიანი 3/4 აწვდის პასს შერ-
კინების ჯგუფს, რომელიც ჯგუ-
ფური თამაშის შემდეგ აყალიბებს
რაქს.
III ფაზა: 3/4-ედებს, რომლებიც
მიყვებოდნენ შერკინებას, გამო-
აქვთ ბურთი რაქიდან და ათამა-
შებენ მარაოს. შერკინების ჯგუფი
თამაშობს დაცვას.
ვარიანტები:
- რაქის დაყენება 3/4-ების ხაზის
როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს
მითითებები:
- ადგილზე მდგომი 3/4-ების მიერ ბურთის რაც შეიძლება სწრაფი გათამაშება.
- ბურთის მიმღები შერკინების I მოთამაშე მოძრაობს წინასწარ დაგეგმილი მიმართულებით.
- ბურთი გამუდმებით მოძრაობაში უნდა იყოს.
ჯგუფური
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #14)
ორი გუნდი 8-10 მოთამაშის შემად-
გენლობით ვარჯიშობს 40 მ.-იან
ხაზსა და ჩათვლის მოედანს შორის.
ორივე გუნდი გაყოფილია შერკინებისა
და 3/4 მოთამაშეებად.
I ფაზა – ყოველ გუნდს თავისი ბურთი
აქვს (#9). მწვრთნელის ნიშანზე ბურ-
თი ეძლევა 3/4 ებს, რომლებიც ხაზად
დგანან.
II ფაზა – 3/4 ები წინააღმდეგობის
გარეშე ათამაშებენ ბურთს და შემდეგ
ეთამაშებიან მოწინააღმდეგე შერკი-
ნების ჯგუფს, რომელიც ცერად გა-
მორბის დაცვაში.
ვარიანტები:
- მოსთხოვეთ მოთამაშეებს ნაღდი თა-
მაში დაცვაში, მაგრამ მას შემდეგ რაც
3/4 ები რამდენჯერმე გაივლიან ერთ-
მანეთის რიგებში, რათა შერკინებას
არ მოუწიოს მუდმივად ერთი და იგივე
ხაზის წინააღმდეგ თამაში.
მითითება:
- ყურადღება მიაქციეთ, რომ ბურთი ხაზის ბოლო მოთამაშემდე ჩავიდეს.
შერკინება და 3/4 ები
(ვარჯიში #15)
მოთამაშეები განლაგებულნი არიან 2-2 ად
ჩათვლის მოედნის ხაზს უკან.
მოედანი მონიშნულია კონუსებით 5, 10 და
15 მ.-იან მონაკვეთებად.
მწვრთნელის ნიშანზე მოთამაშეები იწყე-
ბენ მაქოსებურ სირბილს: 5-5, 10-10, 15-15.
ვარიანტები:
- მწვრთნელმა შეიძლება მოითხოვოს
ჩათვლის მოედანთან ყოველი მობრუნების
შემდეგ ორთაბრძოლის სხვადასხვა ფორმა
* ერთი მოთამაშე სწევს მეორეს
* კოჭზე შეხება
* ხელი გამოშლა
მითითებები:
- სუპერ მაქსიმალური ინტენსივობა
- სწრაფი რეაქცია
- ყურადღება მივაქციოთ საყრდენი კიდურების მდგომარეობას სირბილის განახლებისას (მუხლებში მოხრილი).
ჯგუფური
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #16)
მოთამაშეთა 2 ჯგუფი ვარჯი-
შობს ჩათვლის მოედნის ხაზსა
და 40 მ.-იან ხაზს შორის სიგა-
ნეზე. თითოეული გუნდი შედ-
გება შერკინების, ნახევარდაცვი-
სა და 3/4 ებისაგან.
I ფაზა – ბურთი გადაეცემა
ერთ-ერთ შერკინებას, რომელიც
იწყებს ჯგუფურ თამაშს.
II ფაზა – მწვრთნელის სიგნალ-
ზე ბურთი გადაეცემა #9-ს,
რომელიც ხაზზე იღებს პასს
და თამაშობს მოწინააღმდეგის
#10-ზე (ნაღდი თამაში).
ვარიანტები:
- ვარჯიშის დასაწყისში ბურთი
შეიძლება 3/4 ებს გადაეცეს,
მწვრთნელის ნიშანზე ბურთი
უბრუნდება #9, რომელიც შერ-
კინების მოთამაშეებით განაგრ-
ძობს შეტევას.
- იხ. ვარჯიში #14
მითითებები:
_ შეტევის I ფაზაში დამცველებს არა აქვთ ბურთზე თამაშის უფლება, მოძრაობის ტრაექტორია წინასწარ შეთანხმებულია.
- შემტევ გუნდს შეუძლია აირჩიოს:
• ინტერვალებში შეჭრა და პასი დაცვის ზურგს უკან
• თავიდანვე შემორბენაზე გაშლილი თამაში.
სპეციფიური შერკინებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #17)
მოთამაშეთა 3 ჯგუფი ვარჯიშობს მოედ-
ნის სიგრძეზე აუტისა და 15 მ. ხაზებს
შორის. 6 კაცისაგან შემდგარი თავდამ-
სხმელთა ჯგუფი განლაგებულია ჩათვლის
მოედანში.
დამცველთა 2 ჯგუფიდან ერთ-ერთი
(3 კაცი), განლაგებულია 22 მ.-იანი ხაზის
უკან, თავდამსხმელებისაგან ზურგშექცე-
ვით, ხოლო მეორე ცენტრალური ხაზის
უკან.
მწვრთნელის ნიშანზე თავდამსხმელები
იწყებენ კოლექტიურ დრიბლინგს მცველთა
პირველ სამეულთან კონტაქტში.
ერთ-ერთი შემტევი მოთამაშე იღებს
ბურთს და აგრძელებს შეტევას 50 მ.-იანი
ხაზის მიმართულებით; თამაშში მცველთა
მეორე სამეული ერთვება.
ვარიანტები:
- მცველთა I სამეულს შეუძლია თამაშის
მეორე ფაზაში დაეხმაროს მცველთა II სამეულს
მითითებები:
- მცველთა I ჯგუფმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს თავდასხმის კოლექტიურ მიწოლას.
- შემტევი ექვსეულის მოთამაშეები კარგად უნდა იყვნენ შეკრული ერთმანეთთან.
- შეტევის II ფაზაში რიცხობრივი უპირატესობის სწრაფი გამოყენება.
სპეციფიური შერკინებისათვის
ბურთი
(ვარჯიში #18)
მოთამაშეების 2 ჯგუფი განლაგებულია
აუტის ხაზის უკან. ორივე ჯგუფს თავისი
ბურთი აქვს.
მწვრთნელის ნიშანზე მოთამაშეები მოკლე
პასების მეშვეობით თამაშობენ ჯგუფურ
თამაშს გაჭრაზე.
15 მ.-იან ხაზთან ყალიბდება რაქი. ბოლო
მოთამაშე იღებს ბურთს და იწყებს მოძ-
რაობას საწინააღმდეგო მიმართულებით.
აუტის ხაზთან ისევ დგება რაქი და ა. შ.
ვარიანტები:
- უკან დაბრუნება მაქსიმალური აჩქარე-
ბით, ბურთის გარეშე.
- 15 მ.-იან ზონაში ბურთის დადების შემ-
დეგ გუნდები ცვლიან ადგილებს.
მითითებები:
- 4 აუცილებელი პასი აუტის ხაზსა და
15 მ.-იან ხაზს შორის.
- გუნდს, რომლის უკანასკნელი მოთამა-
შეც გადალახავს აუტის ხაზს, ეწერება
1 ქულა.
სპეციფიური შერკინებისათვის
ბურთი
(ვარჯიში #19)
4-6 მოთამაშისაგან შემდგარი 2 ჯგუფი
ვარჯიშობს 15 მ.-იან ზონაში მოედნის
სიგრძეზე.
Mწვრთნელის ნიშანზე შემტევი გუნდი
იწყებს ჯგუფურ თამაშს გაჭრაზე 3 სახის
პასის გამოყენებით:
- პასი კონტაქტამდე
- პასის კონტაქტისას
- პასი კონტაქტის შემდეგ
უკანასკნელი ბურთიანი მოთამაშე აყე-
ნებს რაქს პირველ მცველთან (~დ1~),
რომელიც ~დ4~-ის დასახმარებლად უკან@@@@
ჩამოდის.
ვარიანტები:
- ცვალეთ მოკლე პასების მიმართულება
(მარჯვნივ-მარცხნივ)
- მეორე ფაზაში დააყენეთ მოლი
მითითებები:
- აჩქარება ბურთის მიღებისას
- ტექნიკური ილეთების ზუსტად შესრუ-
ლება
- სწრაფი ჩამოსვლა დაცვაში
სპეციფიური შერკინებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #20)
მოთამაშეთა 2 ჯგუფი განლაგებულია აუტის
ხაზს უკან მათ შორის მწვრთნელი დგას.
მწვრთნელის მიერ ბურთის ფეხით დარტყმის-
თანავე მოთამაშეები მირბიან ბურთისაკენ და
თამაში იწყება.
ვარიანტები:
- ბურთი დავურტყათ ერთ-ერთი ჯგუფს რათა
მივცეთ მას უპირატესობა ბურთის დაუფლები-
სას, მათ უნდა გამოიყენონ ეს უპირატესობა
შეუტიონ და დაამიწონ ბურთი მწვრთნელთან.
- მწვრთნელს თამაშში შემოაქვს მეორე ბურთი
მოედნის სხვა მონაკვეთში.
მითითებები:
- მოთამაშეებს მოვთხოვოთ იდგნენ ფეხზე
- დაცვა ბურთზე არ თამაშობს, მოვერიდოთ
შებოჭვას.
სპეციფიური შერკინებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #21)
2-2 მოთამაშე დგას აუტის ხაზს იქით.
ყოველი წყვილის წინ 15 მ.-იან ხაზზე დევს
ბურთი.
I სიგნალი: მიწოლა 1X1
II სიგნალი: სპრინტი ბურთამდე
მოთამაშე, რომელიც უფრო ადრე მივა ბურთთან
იღებს მას, მეორე ცდილობს წართმევას. უკან
ბრუნდებიან ძუნძულით.
ვარიანტები:
შეიძლება ორთაბრძოლის ფორმების ვარირება:
- მოვთხოვოთ უბურთოს ბურთიანის მიწაზე
წაქცევა (საუკეთესო ვარიანტია ბურთის გამოგ-
ლეჯა და მოლის რაქში გადაყვანა)
- 1X1 მიწოლა შუაში ბურთით.
მითითებები:
- მაქსიმალური ინტენსივობა ორთაბრძოლისას
- დავიცვათ სხეულის სწორი პოზიცია მიწოლისას.
სპეციფიური შერკინებისათვის
ბურთი
(ვარჯიში #22)
იგივე სტრუქტურაა რაც ვარჯიში #18,
მაგრამ ტარდება 2 ჯგუფს შორის შე-
ჯიბრების ფორმით.
მოთამაშეების 2 ჯგუფი განლაგებულია
კარის ძელებთან.
4 ბურთი (2-2 თითო გუნდს) დევს 22 მ.
(5 მ.) და 40 მ. (15 მ.) ხაზებზე.
ნიშანზე გუნდები იწყებენ მოძრაობას
და ქმნიან რაქს ჯერ I და შემდეგ II
ბურთთან.
ვარიანტები:
- ავიღოთ I ბურთი და მივიტანოთ II
ბურთის დონეზე სადაც შევქმნათ რაქი.
- მოთამაშეებს მოვთხოვოთ გადაბმუ-
ლებმა იმოძრაონ.
მითითებები:
- ყურადღება მივაქციოთ მოთამაშეების
შეკვრას რაქში.
- ბურთის წინ პირველი 3 მოთამაშის ბლოკირება.
- გადავაბიჯოთ ბურთს ისე, რომ არ შევეხოთ მას.
სპეციფიური შერკინებისათვის
ბურთი
(ვარჯიში #23)
1 ბურთი, მაქს. 4-5 მოთამაშე განლაგე-
ბულია კოლონაში და მოძრაობს
აუტისა და 15 მ.-იან ხაზებს შორის.
სიგნალზე მოთამაშეები იწყებენ ჯგუ-
ფურ თამაშს გაჭრაზე (დინ. ესტაფეტა).
მწვრთნელი მართავს მათ მოძრაობას
სხვადასხვა მითითებებით:
- 1./2 ბრუნი,
- პასი მარჯვნივ,
- პასი მარცხნივ,
- ბლოკი...
ვარიანტები:
- შეიძლება დავამატოთ მოლი და რაქი.
მითითებები:
- მიყოლა ღერძზე ბურთიანთან
- პოზიცია ავირჩიოთ იმ მოთამაშესთან
მიმართებაში ვინც ბურთი უნდა მიიღოს
და არა ბურთიანთან.
სპეციფიური შერკინებისათვის
ბურთი
(ვარჯიში #24)
6 კაციანი ჯგუფი: ჰუკერი 10 ბურთით,
1 მხტომელი, 2 დამხმარე, 9-10, 3 კაციანი
ჯგუფი (III ხაზი) დაცვაში.
ჰუკერი აგდებს ბურთს მხტომელზე,
მხტომელი აწვდის ბურთს #9,
#9 აწვდის #10, III ხაზის მოთა-
მაშეები რიგრიგობით ამოდიან
ჩახურვაზე.
ვარიანტები:
- ვცვალოთ ბურთის მომგები და დამც-
ველი გუნდები.
- ვცვალოთ ბურთის მოგების ფორმა და
აგდების ზონა.
- ვცვალოთ #9 - #10 პასის ფორმა.
მითითებები:
- ყურადღება მივაქციოთ ყოველი ცალ-
კეული პოსტის ინდ. ტექნიკას.
სპეციფიური 3/4 ებისთვის
ბურთი - წინააღმდეგობა
(ვარჯიში #25)
3/4 ედების ჯგუფი განლაგებულია კარის
ძელთან ახლოს.
მწვრთნელს ბურთი თამაშში შეჰყავს
ფეხის დარტყმით.
ბურთის დამჭერი მოთამაშე აწვდის მას
მარაოში გაშლილ პარტნიორებს, რის
შემდეგაც ხდება მცველი და წინიდან
ხურავს მარაოს.
ვარჯიშის მიზანია ლელოს გატანა
22 ან 40 მ.-იანხაზს იქით.
ვარიანტები:
- მოთამაშეები დანომრილები არიან და
მწვრთნელი ასახელებს იმ ნომერს,
რომელმაც უნდა აიღოს ბურთი
- მცველი მარაოს ხურავს უკნიდან და
ცდილობს შეეხოს ბურთიან მოთამაშეს
მანამ ვიდრე ის პასს გააკეთებს.
- გავზარდოთ მცველების რაოდენობა
(2X2, 2X3, 2X4 ...)
მითითებები:
ყურადღება გავამახვილოთ:
- ბურთის გადაცემის, სირბილის სისწრაფესა და ხარისხზე.
- მოთამაშეების პოზიციაზე მცველთან მიმართებაში.
სპეციფიური 3/4 ებისთვის
ბურთი
(ვარჯიში #26)
4 თავდამსხმელი (ყველა ბურთით) დგას
15 მ.-იან ზონაში, 6 მცველი განლაგე-
ბულია დიაგონალზე.
მწვრთნელის ნიშანზე თავდამსხმელები
იწყებენ სირბილს, მათი მიზანია ბურთის
ჩათვლის მოედანზე დამიწება.
მცველები ცდილობენ შეეხონ თავდამს-
ხმელებს (მათ არა აქვთ სირბილის პირ-
დაპირი ტრაექტორიის შეცვლის უფლება)
ვარიანტები:
- ბოლო მცველი ცდილობს შებოჭოს
ერთ-ერთი თავდამსხმელი.
მითითება:
- თავდამსხმელისათვის ორიენტირია
ჩათვლის მოედნის დროშა და მან არ
უნდა დააგდოს სიჩქარე მიუხედავად
მცველის სირბილის ტრაექტორიისა.
სპეციფიური 3/4 ებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #27)
4-6 კაციანი 2 ჯგუფი განლაგებულია
ერთმანეთის პირისპირ, ერთი ჩათვლის
მოედანში, მეორე 22 მ.-იანი ხაზის უკან
I ეტაპი: ორივე გუნდი მარაოზე ათამა-
შებს ბურთს.
II ეტაპი: ნიშანზე ერთ-ერთი გუნდი ცდი-
ლობს ლელოს გატანას საკუთარ ჩათვლის
მოედანზე.
ვარიანტები:
- მწვრთნელს შეუძლია ვარჯიშის ხანგრ-
ძლივობის გაზრდა მე-2 ბურთის შემოტა-
ნით დამცველი გუნდისათვის.
მითითებები:
- ბურთის გადაცემის მაქსიმალური სისწრაფე.
- შემტევებისათვის წინ პასის შესაძლებლობა.
- მცველები თამაშობენ შეხებამდე.
სპეციფიური 3/4 ებისათვის
(ვარჯიში #28)
მოთამაშეთა რამდენიმე ჯგუფი დგას
ჩათვლის მოედანში და მწვრთნელის
სიგნალზე გადაადგილდება 1/2 მოე-
დანზე შემდეგნაირად:
- სპრინტი 40 მ.-იანამდე,
- ძუნზული სიგანეზე,
- სპრინტი ჩათვლის მოედნამდე,
- ძუნძული ჩათვლის მოედანში.
სრულდება 6-8 გამეორება.
ვარიანტები:
- სირბილებს შორის შეიძლება ჩავრ-
თოთ ორთაბრძოლის სხვადასხვა
ფორმა: მიწოლა, ხელის გამოშლა,
კოჭზე შეხება...
მითითებები:
- ყურადღება მიაქციეთ სირბილის ტექნიკას
- სპრინტისას შეინარჩუნეთ მაქსიმალური ინტენსივობა, მაგრამ მოითხოვეთ, რომ ტორსი და ხელები არ იყოს დაძაბული.
სპეციფიური 3/4 ებისათვის
ბურთი წინააღმდეგობა
(ვარჯიში #29)
მოთამაშეების 4 კაციანი ჯგუფი დგას
ჩათვლის მოედნის ხაზზე, მათ უკან
განლაგებულია 3 მცველი, რომლებიც
თამაშში ერთვებიან II ეტაპზე.
ნიშანზე თავდამსხმელები ბურთს ათა-
მაშებენ ბოლომდე, ბოლო თავდამ-
სხმელი აწვდის ბურთს მწვრთნელს,
რომელიც 22 მ. დგას.
თავდამსხმელები შემოურბენენ
მწვრთნელს და გადაეწყობიან შეტევა-
ში ჩათვლის მოედნის მიმართულებით.
მცველები მოძრაობას იწყებენ მწვრთნე
ლის პასის შემდეგ. შეტევის მიზანია
ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება.
ვარიანტები:
- შეგვიძლია გავზარდოთ ან შევამცი-
როთ შემტევი ან გამცველი მოთამა-
შეების რაოდენობა
- გავზარდოთ სათამაშო არე (მოედნის
მთელი სიგანე).
მითითებები:
- მივაქციოთ ყურადღება ბურთის გადაცემის ხარისხს (სისწრაფე-სიზუსტე),
- ვაკონტროლოთ სირბილის ტრაექტორია,
- ფიქსაციის ხარისხი რიცხობრივი უპირატესობის გამოსაყენებლად (4X3).
სპეციფიური 3/4 ებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #30)
მოთამაშეთა რამდენიმე წყვილი ვარ-
ჯიშობს ჩათვლის მოედნიდან 40 მ. იან
ხაზამდე.
ერთ-ერთი მოთამაშე ფეხით აცურებს
ბურთს 22 მ.-იან ხაზამდე. მოთამა-
შეები ცდილობენ მიასწრონ ერთმა-
ნეთს ბურთთან და პირველი დაეუფ-
ლონ მას.
ბრძოლა ბურთის გამოგლეჯისათვის,
შემდეგ პასები 40 მ.-დე
ვარიანტები:
- გამოვიყენოთ ორთაბრძოლის სხვა-
დასხვა ფორმა,
- მოვწყვიტოთ მოწინააღმდერგე მიწას,
- წავაქციოთ მოწინააღმდეგე.
მითითებები:
- ვეცადოთ პასი გავაკეთოთ მაქსიმა-
ლურ სიჩქარეზე,
- მოთამაშეს, რომელიც პირველი მიირბენს ბურთთან, მოვთხოვოთ თავიდან დაახტეს ბურთს,
ხოლო შემდეგ ეცადოს მოწინააღმდეგის დაწოლის მიუხედავად წამოდგეს ფეხზე.
შერეული შემადგენლობა
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #31)
8-10 კაციანი 2 ჯგუფი ვარჯიშობს
ნახევარ მოედანზე, ისინი გაყოფილი
არიან 2 ხაზად თითოში 4 მოთამაშე.
გუნდები ეთამაშებიან ერთმანეთს
გაშლილ თამაშს, მაგრამ წინასწარ
განსაზღვრული ხერხით: "შეტევის
თავდაპირველი მიმართულების შე-
ნარჩუნება."
მწვრთნელი აწვდის ბურთს "ა" ან
"ბ" ხაზს, რომელიც ათამაშებს
ბურთს მარჯვნივ ან მარცხნივ.
როგორც კი ბურთის შემდგომი გათა-
მაშების საშუალება აღარ არის ბურ-
თი ფეხით იგზავნება "დ" ხაზისაკენ,
რომელიც თავის მხრივ იწყებს შეტე-
ვას.
"ა" ხდება მცველი, "ბ" შეტევის დამ-
ხმარე. როდესაც "დ" ამოწურავს შე-
ტევის შესაძლებლობას იგი ფეხით
აწვდის ბურთს "ც"-ს, რომელიც თავის მხრივ იწყებს შეტევას.
ვარიანტები:
- ვცვალოთ მოთამაშეები ხაზებში.
მითითებები:
- შეტევის მიმართულების შეცვლა არ შეიძლება (მათ შორის "ჯვარი").
- ფეხის დარტყმის მომენტს შემტევი გუნდი ირჩევს.
სპეციფიური 3/4 ებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #32)
3 კაციანი რამდენიმე ჯგუფი,
თავდამსხმელები და მცველები,
ვარჯიშობს მოედნის 1/4-ზე.
თავდამსხმელები დგანან ჩათვ-
ლის მოედნის ხაზზე, მცველები
40 მ.-იანი ხაზის დონეზე.
მწვრთნელი აწვდის ბურთს ერთ-
-ერთ თავდამსხმელს, მცველები
იწყებენ თამაშს თავდამსხმელე-
ბის მიერ ბურთის მიღებისთანავე.
ვარიანტები:
- მწვრთნელი დამცველებს ოდნავ
ადრე აძლევს დაწყების ნიშანს,
რათა თავდასხმას ბურთის მიღე-
ბის შემდაგ ნაკლები დრო ჰქონ-
დეს გადაწყვეტილების მისაღე-
ბად.
მითითებები:
- რეალური დაცვა,
- ფეხით თამაში აკრძალულია,
- შეტევის მიმართულების შეცვ-
ლა მხოლოდ ერთხელ შეიძლება.
სპეციფიური 3/4 ებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #33)
3/4-ედების 2 ჯგუფი ("ა" და "ბ") ვარ-
ჯიშობს მოედნის 1/4-ზე.
ჩათვლის მოედნის ხაზს უკან დევს 5
ბურთი.
I ფაზა: სიგნალზე ორივე ჯგუფი ათა-
მაშებს ბურთს ხაზზე და ამიწებს თა-
ვის ჩათვლის მოედანში
II ფაზა: "ა" გუნდის მოთამაშეები იღე-
ბენ ყველა ბურთს ტრიალდებიან და
თამაშობენ "ბ" გუნდის წინააღმდეგ,
ამგვარად თამაში გადადის 1 X 1
ვარიანტები:
- შეუცვალეთ გუნდებს როლები.
მითითებები:
- ყურადღება გაამახვილეთ პასის ხარი-
სხზე და სირბილის ორიენტაციაზე.
- 1 X 1-ზე თამაშისას თავდამსხმელებს
ეკრძალებათ უკან მოძრაობა.
სპეციფიური 3/4 ებისათვის
ბურთი
(ვარჯიში #34)
4 კაციანი ჯგუფი ვარჯიშობს 1/4 მოე-
დანზე, რომელზედაც მონიშნულია 4
დერეფანი (სიგანე 1 მ., დაშორება 4 მ.
სიგანეში და 4 მ. სიღრმეში)
2 მოთამაშე ასრულებს #9-ს როლს.
მწვრთნელის სიგნალზე იწყება ბურ-
თის ჩათამაშება, ამასთანავე ყოველი
მოთამაშე მხოლოდ მის წინ მდგომი
პარტნიორის მიერ ბურთის მიღების
შემდეგ იწყებს მოძრაობას.
მოთამაშეები პასს აწვდიან პარტნიორს
დერეფანში შესვლამდე და დაუყოვნებ-
ლივ მიდიან მიყოლაზე. ხაზის ბოლო
მოთამაშე აწვდის ბურთს #9-ს.
მოთამაშეები გადაეწყობიან და შეტევა
საწინააღმდეგო მიმართულებით გრძელ
დება.
ვარიანტები:
- შევამციროთ მანძილი დერეფნებს შორის რათა გავართულოთ ვარჯიში.
მითითებები:
- აუცილებლად მოვთხოვოთ მოთამაშეებს პასის მიცემის შემდეგ მიყოლა,
- ყურადღება მიაქციეთ გადაწყობის ხარისხს II ფაზაში,
- ყურადღება მიაქციეთ მოთამაშეების მიერ მოძრაობის თავის დროზე დაწყებას (ბურთის მიმღების შემდეგ).
შპეციფიური 3/4 ებისათვის
Bურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #35)
4 თავდამსხმელი დგას აუტის ხაზის
უკან და გადაადგილდება მოედნის
სიგანეზე ჩათვლისა და 22 მ.-იან
ხაზებს შორის.
მათ წინ განლაგებულია დამცველთა
3 წყვილი.
თავდამსხმელებმა რიგრიგობით უნდა
გაიარონ დაცვის სამივე წყვილი.
მცველებს არ შეუძლიათ უკან გამოუდ-
გნენ თავდამსხმელებს.
ვარიანტები:
- დაცვას მივცეთ გამოკიდების უფლე-
ბა.
მითითებები:
- ფიქსაციის ხარისხი,
- სიღრმის დაცვა,
- ვარჯიშის გასაადვილებლად საწყის
ეტაპზე დაცვას მოთხოვეთ ითამაშოს
მოწინააღმდეგეზე და არა ბურთზე.
შეგვიძლია მოვთხოვოთ თავდამსხმელებს გადააბან 2 – 3 ჩათამაშება ორივე მიმართულებით და ამგვარად შევასრულოთ "ოპტიმიზაციის" ტიპის სამუშაო.
მოდელური მონაკვეთები (ვარჯიშები # 36 - 61)
პრეზენტაცია
- ვარჯიშის ხანგრძლივობა: 20 – 30 წმ.
- ინტენსივობა: მაქსიმალური
- გამეორებების რაოდენობა: დაახლ. 6
- მონაკვეთების რაოდენობა: დაახლ. 3 – 5
- აღდგენა გამეორებებს შორის: 40 – 60 წმ.
- აღდგენა სერიებს შორის: მთლიანი, აქტიური, 3 – 5 წთ.
როდის გამოვიყენოთ ეს მონაკვეთები?
მოდელური მონაკვეთები პრივილეგირებული მონაკვეთებია, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ვარჯიშისას. მათ ძირითადად იყენებენ I და II საშეჯიბრო პერიოდებისას.
მიზნები
ფიზიოლოგიური: ანაერობულ – ალაქტიკური შესაძლებლობების განვითარება.
სათამაშო: მიღწეული ფორმის სტაბილიზება. რეალურ სათამაშო რიტმსა და რეალურ სათამაშო დატვირთვებთან შეგუება.
პრაქტიკული რჩევები
იმის გათვალისწინებით, რომ ეს მონაკვეთები ახდენენ რეალური სათამაშო სიტუაციების მოდელირებას უნდა ვიყოთ ძალიან მომთხოვნი ყვალაფერში, რაც შეეხება ტექნიკასა და ტაქტიკას. ამიტომ წინასწარ გაამახვილეთ ყურადღება ტექნიკური ილეთების შესრულებასთან დაკავშირებულ მითითებებზე
მთლიანი შემადგენლობა
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #36)
2 გუნდი მთლიანი შემადგენლობით ვარჯი-
შობს მთელ მოედანზე.
თამაში შემდეგი წესით მიმდინარეობს:
ბურთიან მოთამაშეს ეკრძალება მცველთან
კონტაქტში მარტო შესვლა ან დაშვებულია
მხოლოდ კონტაქტი 3X1.
თამაში იწყება მწვრთნელის პასით ერთი ან
მეორე გუნდისათვის.
ვარიანტები:
- კონტაქტისას ვცვალოთ მოლი და რაქი
- ვარჯიშის თანდათანობითი გართულების
მიზნით საწყის ეტაპზე დაცვა ბურთზე არ
თამაშობს.
მითითებები:
- "კონტაქტი 3X1" ეხება როგორც 3/4 ებს ისე
შერკინებას.
- ფეხით თამაში აკრძალულია.
- კონტაქტში მყოფ მცველს პარტნიორები არ
ეხმარებიან.
მთლიანი შემადგენლობა
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #37)
მოთამაშეების 2 ჯგუფი (შერ-
კინება და 3/4 ები) განლაგებულნი
არიან 22 მ.-იან ზონაში (8X8).
ორივე ჯგუფს თითო ბურთი.
I ფაზა – მოთამაშეები ძუნძულით
შემოურბენენ 40 მ.-იანზე განლა-
გებულ კონუსებს და მწვრთნელის
პასის შემდეგ იწყებენ ჯგუფურ
თამაშს გაჭრაზე
ვარიანტები:
- I ფაზა 40/50 მ. ზონაში II ფაზა
22 მ.-იანში, გაშლილი თამაში.
მითითებები:
- შერკინება არ უნდა ჩაიქცეს და
ბურთის მოგების შემდეგ მოვით-
ხოვოთ მე-2 მიწოლა.
- ჯგუფური თამაშისას დაცვა თა-
მაშობს მოწინააღმდეგეზე და არა
ბურთზე.
შემცირებული შემადგენლობა
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #38)
8-10 კაციანი 2 ჯგუფი ვარჯიშობს
მოედნის 1/4-ზე.
ორივე გუნდში არის #9 და #10,
რომლებსაც განსხვავებული ფერის
მაისურები აცვიათ
I ფაზა-რეალური თამაში 8X8 ან 10X10
#9 და #10 თამაშში არ მონაწილეო-
ბენ.
II ფაზა-მწვრთნელის სიგნალზე ბურ-
თიანმა მოთამაშემ სასწრაფოდ უნდა
მოძებნოს #9 ან #10, რომლებიც
მაშინვე ერთვებიან თამაშში და საკუ-
თარი სეხედულებისამებრ ირჩევენ შე-
ტევის მიმართულებას.
ვარიანტები:
- იგივე ვარჯიში შეიძლება გაკეთდეს
წინასწარ განსაზღვრული III ხაზის
მონაწილეობით (2-3 მოთამაშე).
მითითებები:
- #9 და #10 მიყოლის ხარისხი (სწრაფი მზადყოფნა სათამაშოდ)
- ტაქტიკური გონიერება (შეტევის განვითარების მიმართულების სწორი არჩევანი)
- ბურთიანი მოთამაშის მიერ #9 და #10 თამაშში ჩართვისას ტექნიკურ-ტაქტიკური ელემენტების კარგი ფლობა.
შემცირებული შემადგენლობა
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #39)
7-კაციანი 2 ჯგუფი, რომლებიც
შედგება 3/4 ებისა და მთლიანი
III ხაზისაგან.
თამაშს იწყებს #9, რომელიც
ბურთს ერთ ან მეორე გუნდს
აწვდის.
ვარჯიშის მიზანია ლელოს გატანა,
მაგრამ აუცილებლად III ხაზის
მონაწილეობით.
ვარიანტები :
- მწვრთნელი წინასწარ განსაზღვ-
რავს თუ როდის უნდა ჩაერთოს
თამაშში III ხაზი: 10, 12 თუ 14-ის
დონეზე.
- ფეხით მოკლე გადაკიდება ნება-
დართულია.
მითითებები:
- პირველ ეტაპზე ვარჯიში გულისხმობს ბურთის ჩათამაშებას ფრთის 3/4-მდე და ფეხით თამაშის აკრძალვას.
სპეციფიური შერკინებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #40)
8 კაციანი 2 ჯგუფი, რომელთაგანაც
ერთი განლაგებულია საწყისი დარტ-
ყმის მისაღებად, ხოლო მეოტე ცენტ-
რალური ხაზის უკან.
მწვრთნელი ფეხით აგზავნის ბურთს
მიმღები გუნდის მიმართულებით.
I ფაზა-მიმღები გუნდი, დაცვის მოქმე-
Dებიდან გამომდინარე, იწყებს დინამიურ
Eსტაფეტას ან აყენებს მოლს ან რაქს.
II ფაზა-მწვრთნელს თამაშში შეჰყავს
მე-2 ბურთი ერთი ან მეორე გუნდისა-
თვის, რათა უზრუნველყოს თამაშის
უწყვეტობა.
ვარიანტები:
- მწვრთნელი წინასწარ ადგენს ზონას,
რომელშიაც მიმღებმა გუნდმა უნდა გა-
ნავითაროს შეტევა:
• ან ჯგუფური თამაში მოედნის ცენტრისაკენ
• ან ჯგუფური თამაში აუტის ხაზსა და 15 მ.-იან ხაზს შორის.
- მწვრთნელი წინასწარ უკვეთავს მოლს ან რაქს.
სპეციფიური შერკინებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიშI #41)
მოთამაშეთა 2 ჯგუფი 8 თავდამ-
სხმელი და 5 მცველი განლაგებუ-
ლია 22 მ.-იან ზონაში. ისინი თავი-
სუფლად გადაადგილდებიან და იკა-
ვებენ სივრცეს.
I ფაზა- მწვრთნელი აწვდის ბურთს
ერთ-ერთ მოთამაშეს. იგი იღებს
ბურთს და ელოდება დახმარებას
პარტნიორებისაგან კოლექტიური
მიწოლისათვის (10 წმ.)
II ფაზა- მოთამაშეები გაიფანტებიან
მოედანზე, ტოვებენ ბურთს და ხელ-
ახლა გადაადგილდებიან თავისუფ-
ლად.
III ფაზა-მწვრთნელს თამაშში შეჰ-
ყავს მე-2 ბურთი და გუნდები იწყე-
ბენ რეალურ თამაშს.
ვარიანტები:
- ბურთის მიმღები მოთამაშე განსაზღვრავს შეტევის ზონას.
- ცვალეთ შემტევ ან დამცველ გუნდებში მოთამაშეთა რაოდენობა (შეტევითი ან დაცვითი რიცხობრივი უპირატესობა).
მითითებები:
- ეფექტურად გამოიყენეთ რიცხობრივი უპირატესობა I (კოლექტიური მიწოლა) და III (რეალური თამაში) ფაზებში
- დაცვა თამაშობს ბურთზე ან მოწინააღმდეგეზე.
სპეციფიური შერკინებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #42)
4-5 კაციანი 2 ჯგუფი ვარჯიშობს 15 მ.-იან ზო-
ნაში 22 მ.-იანსა და ჩათვლის მოედანს შორის.
ჯგუფები თამაშობენ ნაღდ თამაშს, მაგრამ მწვ-
რთნელის მიერ წინასწარ განსაზღვრული 3 ხერ-
ხიდან ერთ-ერთის გამოყენებით:
1. "ბურთი მიწაზე": ბურთიან მოთამაშეს არ აქვს
უფლება ბურთი გადააწოდოს პარტნიორს, ამგვა-
რად ვღებულობთ კონტაქტებისა და "რაქების"
სერიას.
2. "ხელიდან ხელში": პასი ნებადართულია, მხო-
ლოდ ხელიდან ხელში, ამგვარად ხელოვნურად
ვქმნით "მოლს".
3. "ბურთი ჰაერში": უწყვეტი თამაში შეჯგუფე-
ბების გარეშე, მოთამაშეები ცდილობენ ხელის
განთავისუფლებას და პასს კონტაქტში.
ვარიანტები:
- ვცვალოთ სათამაშო სივრცე და მოთამაშეთა რაოდენობა.
მითითებები:
- შეტევაში სათანადო ეფექტის მისაღწევად, საწყის ეტაპზე დაცვა ბურთზე არ თამაშობს.
სპეციფიური შერკინებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #43)
იგივე პრინციპი რაც წინა ვარჯიშისას.
1. 3 X 1 + 1 + 1, მცველები განა-
წილებული არიან "ა", "ბ" და "ც"
ზონებში.
2. 4 ან 5 X 2 + 2 + 2 + 2, მცველები
განაწილებული არიან "ა", "ბ", "ც" და
"დ" ზონებში
მითითებები :
- თავდამსხმელების რიცხობრივი უპი-
რატესობის გათვალისწინებით, მცვე-
ლებს შეუძლიათ საკუთარი შეხედულე
ბისამებრ თამაში.
სპეციფიური შერკინებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #44)
მოთამაშეთა 2 ჯგუფი (4-5) ერთი
ბურთით ვარჯიშობს მოედნის სი-
გრძეზე აუტისა და 15 მ.-იან ხაზებს
შორის.
I ფაზა-სიგნალზე თავდასხმა ადგილ-
ზე ბოლომდე ათამაშებს ბურთს;
ყოველი მოთამაშე პასის მიცემის
შემდეგ შემოურბენს ხაზს. დამცველე-
ბი არ ერთვებიან თამაშში, მხოლოდ
სარკისებურად იმეორებენ თავდამსხ-
მელების მოძრაობას.
II ფაზა-როგორც კი გუნდები გადაი
ნაცვლებენ 5 მ.-იან ზონაში თავდას
ხმა იწყებს ჯგუფურ თამაშს გაჭრაზე
დაცვა პასიურად უშლის მათ ხელს
ისე რომ შეტევის წინსვლას არ აჩე-
რებს. დერეფნის ბოლოს გუნდები
ისევ საწყის პოზიციას უბრუნდებიან
დაცვა და შეტევა ცვლიან როლებს.
ვარიანტები:
- მართვადი თამაში ორივე ჯგუფისა-
თვის
- ვცვალოთ დერეფნები და ა.გ. პასის მიმართულება.
- რეალური თამაში დერეფანში.
მითითებები:
- შეტევა: მოძრაობა პირდაპირ რაც შეიძლება მეტი მცველის დაფიქსირებით.
- დაცვა: შეტევას ხელს ვუშლით, მაგრამ არ ვბოჭავთ.
სპეციფიური შერკინებისათვიოს
(ვარჯიში #45)
მოთამაშეთა ჯგუფი (8) დგას კარის
ძელთან და მოძრაობს მოედნის სიგრ-
ძეზე.
3 ბურთი განლაგებულია შემდეგი თან-
მიმდევრობით: 22 მ.-5 მ., 50მ.-ცენტრი,
22 მ.-5 მ.
მოთამაშეები თანმიმდევრობით აყენე-
ბენ თითოეულ ბურთთან რაქს.
ვარიანტები:
- შეიძლება ყოველი ბურთის უკან
მცველების (3) დაყენება პასიურ წინა-
აღმდეგობაში.
- შეიძლება იგივე ვარჯიში ბურთით
ხელში.
მითითებები:
- მოითხოვეთ მოთამაშეების შეკვრა
და ბურთზე გადაბიჯება წმენდის
დროს.
- მოსთხოვეთ I ეშელონის 3 მოთამა
შეს გაუძლონ მიწოლას.
- ყურადღება მიაქციეთ დინამიკას წინ-
სვლის განახლებისას.
სპეციფიური შერკინებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #46)
მოთამაშეთა 2 ჯგუფი მოწყობი-
ლია მთლიან აუტში.
I ფაზა-ჰუკერი ზედიზედ აგდებს
აუტს 1, 2 და 3 მხტომელზე. მო-
თამაშეები ბურთისათვის იბრძვი-
ან მხოლოდ ჰაერში.
II ფაზა-გუნდები ძუნძულით
შემოურბენენ კონუსებს.
III ფაზა-მწვრთნელი აწვდის
ბურთს ერთ-ერთ გუნდს და იწყე-
ბა კოლექტიური ბრძოლა ბურთი-
სათვის 8X8.
ვარიანტები:
- იგივე ვარჯიში, მაგრამ შერკინე-
ბიდან.
- ცვალეთ აუტში ბურთის შეგდების ფორმა.
მითითებები:
- ყურადღება გაამახვილეთ ჰუკერის, მხტომელისა და დამხმარეების ურთიერთშეთამაშებაზე.
- ბურთზე კოლექტიური ბრძოლისას გამორიცხეთ შებოჭვა (დაცვა ცდილობს ბურთის ხელიდან გამოგლეჯას).
სპეციფიური შერკინებისათვის
(ვარჯიში #47)
მოთამაშეები წყვილ-წყვილად მო-
ძრაობენ მოედნის 1/4 ზე ჩათვლის მოე-
დანი – 22 მ.
სიგნალზე მოთამაშეები გადაადგილდე-
ბიან 3 სხვადასხვა ხერხით და კუთხე-
ებში (პირველი კუთხის გარდა) იწყებენ
ორთაბრძოლის 3 სხვადასხვა ფორმას.
I – მიყოლის სირბილი და ხელების გა-
დაწევა,
II – ძუნძული და ორთაბრძოლა 1X1
III – სპრინტი და ზედიზედ 3 ახტომი
ვარიანტები:
- ვცვალოთ ორთაბრძოლის ფორმები.
მითითებები:
- ორთაბრძოლის ფაზებში დავიცვათ მაქ-
სიმალური ან მაქსიმალურთან მიახლოე-
ბული ინტენსივობა.
სპეციფიური შერკინებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #48)
8 მოთამაშისაგან შემდგარი
2 გუნდი (I, II და III ხაზი) განლაგე-
ბულია ჩათვლის მოედნის ხაზზე.
I ფაზა-ყოველი ხაზი ასრულებ მის-
თვის დამახასიათებელ ტექნიკურ
ილეთს:
- I ხაზი: მიწოლა 3X3
- II ხაზი: ხტომა კარის ხარიხაზე
- III ხაზი: ბურთის გამოგლეჯა
II ფაზა-გუნდები ძუნძულით მიდინ
თავ თავის მხარეს 22 მ. და 40 მ.
ხაზებს შორის.
III ფაზა-მწვრთნელი ბურთს აძლევს
ერთ-ერთ გუნდს, რომელიც იწყებს
ჯგუფურ თამაშს აღნიშნულ ზონაში.
ვარიანტები:
- ცვალეთ I და III ფაზის რიგითობა
მითითებები:
- მაქსიმალური ინტენსივობა I ფაზა-
ში.
- ძუნძული ჯგუფად გადაადგილები-
სას.
სპეციფიური შერკინებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #49)
მოთამაშეების 2 ჯგუფი (6/8) გადაადგილდება
ჩათვლის მოედნისა და 40 მ.-იან ხაზებს შო-
რის. ვარჯიშის დასაწყისში გუნდები ზურგ-
შექცევით დგანან ერთმანეთისაკენ. მწვრთნე-
ლის სიგნალზე გუნდები ძუნძულით მიემარ-
თებიან ერთი ჩათვლის მოედნის, ხოლო მეო-
რე 40 მ.-იანი ხაზისაკენ. შემდეგ ორივე გუნ-
დი ბრუნდება 22 მ.-იანი ხაზისაკენ მიყოლის
სირბილის ტემპით. ამის შემდეგ მწვრთნელი
აძლევს ბურთს ერთ-ერთ გუნდს, რომელიც
იწყებს ჯგუფურ თამაშს "მოლის" ან "რაქის"
ფორმით აუტისა და 15 მ.-იან ხაზებს შორის.
ვარიანტები:
- მწვრთნელს შეუძლია წინასწარ განსაზღვ-
როს ჯგუფური თამაშის ფორმა
- მწვრთნელის მიერ ბურთის გადაცემის ფო-
რმას და დროს შეუძლია განსაზღვროს ჯგუ-
ფური თამაშის ფორმა.
მითითებები:
- შეტევა: შევინარჩუნოთ ბურთი და ვიმოძრაოთ წინ.
- დაცვა: ვითამაშოთ კაცზე და არა ბურთზე.
სპეციფიური შერკინებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #50)
8 კაციანი 2 ჯგუფი ვარჯიშობს მოედ-
დნის 1/4 ზე ჩათვლის მოედნი-
დან მოედნის ცენტრამდე.
I ფაზა-ორივე გუნდი მთლიანი შემად-
გენლობით დგას აუტში. მწვრთნელი
წინასწარ ასახელებს აუტის მომგებ
გუნდს.
II ფაზა-თამაში გრძელდება ჯგუფური
ფორმით, რომლის ბოლოსაც ყალიბდე-
ბა რაქი ან მოლი. თამაშდება 3 აუტი
22, 40 და 50 მ.-იან ხაზებზე.
ვარიანტები:
- ვცვალოთ აგდების ზონები (1, 2, 3)
- ცვალეთ დარტყმის ზონები ბურთის
მოგების შემდეგ (ღერძზე, მარჯვნივ,
მარცხნივ)
- ცვალეთ გუნდები ისე, რომ
მხტომელი ხან ერთ ხან მეორე
მხარეს იდგეს
მითითებები:
- დაცვა არ იბრძვის ბურთზე I ფაზაში. ისინი თამაშობენ კაცზე და არა ბურთზე.
პეციფიური შერკინებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #51)
6, 8 კაციანი 2 ჯგუფი ვარჯიშობს
მოედნის სიგრძეზე აუტისა და 15 მ.-იან
ხაზებს შორის
მოედანი დაყოფილია 3 ზონად:
- ჩათვლის მოედანი – 22 მ.
- 22 მ. – 40 მ.
- 22 მ. – 50 მ.
მწვრთნელის სიგნალზე ჯგუფებნი ერთ-
დროულად იწყებენ მოძრაობას.
"ა" ზონაში მწვრთნელი აძლევს გუნ-
დებს ნიშანს გააკეთონ 1/2 ბრუნი და და-
ბრუნდნენ საწყის პოზიციაზე. მწვთნელს
შეუძლია გუნდებს ნებისმიერი რაოდენო-
ბის 1/2 ბრუნების გაკეთება ვიდრე გუნ-
დებს მისთვის სასურველ ზონაში არ
დაუპირისპირებს ერთმანეთს.
ვარიანტები:
- ცვალეთ დამცველი და შემტევი მოთა-
მაშეების რაოდენობა.
- ცვალეთ სათამაშო არის სიდიდე.
მითითებები:
- დაცვამ ხელი უნდა შეუშალოს თავდასხმის წინსვალას (შებოჭვა)
- თავდასხმა თამაშობს შეჯგუფებების გარეშე.
სპეციფიური შერკინებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #52)
ვარჯიშში მონაწილეობას იღებს 3 ჯგუფი:
- 1 ჯგუფი 6-7 შერკინების მოთამაშე,
- 2 ჯგუფი, რომლებიც შედგება 1 ბურთიანი
თავდამსხმელისა და 2 მცველისაგან, რომ-
ლებიც განლაგებულნი არიან "ა" და "ბ"
ზონებში (22 მ. და 40 მ.)
მწვრთნელის სიგნალზე თავდამსხმელი 1
ცდილობს ფეხზე მდგომმა შეინარჩუნოს
ბურთი მცველებთან ორთაბრძოლაში. შერ-
კინების ჯგუფი ერთვება თამაშში და ეხმა-
რება თავდამსხმელს ბურთის შენარჩუნება-
ში.
მეორე ფაზაში შერკინების ჯგუფი გადაად-
გილდება მეორე თავდამსხმელთან, ამასო-
ბაში თავდამსხმელი 1 გადადის მე-3 პოზი
ციაზე
ვარიანტები:
გავზარდოთ ან შევამციროთ მანძილი შერ-
კინების ჯგუფსა და ბურთიან თავდამსხ-
მელს შორის.
მითითებები
დამცველები თამაშობენ ბურთზე და არ ცდილობენ ბურთიანი მოთამაშის წაქცევას.
სპეციფიური შერკინებისათვის
ბურთი - წინააღმდეგობა
(ვარჯიში #53)
მოთამაშეების 3 ჯგუფი:
-1 ჯგუფი თავდამსხმელები (6/7)
+ ნახევარმცველი,
-დამცველების 2 ჯგუფი (4/5) გან-
ლაგებული 22 მ. "ა" და "ბ" ზო-
ნებში ერთმანეთისაგან გარკვეულ
დაშორებაზე. თავდამსხმელები მო-
ძრაობენ ერთი აუტის ხაზიდან
მეორემდე.
მწვრთნელის სიგნალზე თავდამს-
ხმელები თამაშობენ ჯგუფურ თა-
მაშს გაჭრაზე დამცველების I
ჯგუფის წინააღმდეგ. კონტაქტის-
თანავე ხდება რაქის ფორმირება
#9 იღებს ბურთს და შეტევას
წარმართავს დამცველების II ჯგუ-
ფის მიმართულებით. ამასობაში
დამცველების I ჯგუფი იცვლის
პოზიციას და ა.შ.
მითითებები:
- მცველები ბოჭავენ თავდამსხმელებს მხრების დონეზე ან იყენებენ საკონტაქტო ბალიშებს.
- კოლექტიური მიწოლა რაქის ფორმირებისას.
სპეციფიური 3/4 ებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #54)
მოთამაშეების 2 ჯგუფი თავდამ-
სხმელები (4) და მცველები (3) მო-
ძრაობენ მოედნის სიგრძეზე ჩათვ-
ლის მოედანსა და 40 მ.-იან ხაზს
შორის.
ვარჯიშის დასაწყიში მცველები
დგანან 22 მ. ხაზზე ისინი იცა-
ვენ ამ ხაზს
როდესაც შემტევი გუნდი მიაღ-
წევს 40 მ.-იან ხაზს იგი აკეთებს
ნახევარ წრეს და აგრძელებს შე-
ტევას საწინააღმდეგო მიმართუ-
ლებით
ვარიანტები:
-დავახლოვოთ გუნდები, რათა გავ-
ზარდოთ პასის სისწრაფე და სი-
ზუსტე I ეტაპზე.
-დაცვამ მოძრაობა დაიწყოს მანამ
სანამ თავდასხმა 40 მ.-იან ხაზს
მიაღწეს და შემობრეუნდება.
მითითებები:
2 სახის დაცვა
- I ეტაპზე კაცი კაცზე (სარკისებური) რათა გავუადვილოთ თავდასხმას უპირატესობის გამოყენება.
- II ეტაპზე დაცვა თამაშობს საკუთარი შეხედულებისამებრ.
სპეციფიური 3/4 ებისათვის
ბურთი
(ვარჯიში #55)
მოთამაშეთა ჯგუფი (4-5)
განლაგებულია ჩათვლის მო-
ედნის ხაზზე და მოძრაობს
მოედნის სიგრძეზე.
მოედანზე დევს 3 ბურთი: 22 მ.,
50 მ. და 22 მ.-იან ხაზებზე.
მწვრთნელის ნიშანზე პირველი
მოთამაშე იღებს ბურთს და
ათამაშებს მას ბოლომდე.
ბოლო მოთამაშე ამიწებს და
ამგვარად თამაშდება სამივე
ბურთი, რის შემდეგაც ვარჯი-
ში მეორდება საწინააღმდეგო
მიმართულებით.
ვარიანტები:
- შევამციროთ მოედნის სიგრ-
ძე ან გავზარდოთ ბურთების
რაოდენობა, რათა დავაჩქაროთA
ბურთის ჩათამაშება.
- გადაწყობის გასაუმჯობესებ-
ლად, ყოველი გათამაშებისას
დავასახელოთ ახალი მოთამაშე, რომელიც დაიყებს ვარჯიშს.
მითითებები:
- ყურადღება გავამახვილოთ გაშლილი თამაშისათვის აუცილებელ ტექნიკურ მოთხოვნებზე.
სპეციფიური 3/4 ებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #56)
3/4-ების ორი მთლიანი ჯგუფი
ვარჯიშობს მოედნის 1/4-ის სი-
გრძეზე. მათ შორის მონიშნულია
ნეიტრალური ზონა.
მწვრთნელის ნიშანზე გუნდები
ერთდროულად იწყებენ ბურთის
გათამაშებას. ფრთის 3/4 ამიწებს
ბურთს.
#9 იწყებს შეტევას საწინააღმ-
დეგო მიმართულებით, მას შემ-
დეგ რაც გუნდები დაამთავრებენ
გადაწყობას
ვარიანტები:
- ბურთის დამიწების შემდეგ
მწვრთნელი ასახელებს ერთ-ერთ
გუნდს, რომელიც ხდება შემტევი
და იწყება ნაღდი თამაში 7X7
მითითებები
- ნეიტრალურ ზონაში შესვლის უფლება მხოლოდ #9-ს აქვს.
- ყურადღება მივაქციოთ II ფაზაში გადაწყობის ხარისხს (პოზიციის შერჩევა, ისწრაფე)
პეციფიური 3/4 ებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #57)
მოთამაშეთა 2 ჯგუფი ვარჯიშობს
22 მ.-იან ზონაში.
I ფაზა : გუნდები მაქსიმალური
სისწრაფით გარბიან კონუსებისაკენ
და შემოურბენენ მათ.
II ფაზა: მწვრთნელი აწვდის ბურთს
ერთ-ერთ გუნდს და იწყება გაშლი-
ლი თამაში.
ვარიანტები:
- მწვრთნელი აწვდის ბურთს იმ მო-
თამაშეს, რომელიც პირველი მიირ-
ბენს მასთან
- საწყისი სპრინტისას მოთამაშეები ხელიხელჩაკიდებულნი არიან.
მითითებები:
- II ფაზაში აუცილებელია გაშლილი თამაში.
- მცველები ბურთზე არ თამაშობენ.
- აკრძალულია ფეხით თამაში.
სპეციფიური 3/4 ებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #58)
მოთამაშეთა 2 ჯგუფი (4-6) განლა-
გებულია შესაბამისად კარის ძე-
ლებს შუა და 40 მ.-იან ხაზზე.
მწვრთნელი, რომელის მათ შორის
დგას ბურთს ფეხით აგზავნის
მარჯვნივ ან მარცხნივ. Gგუნდი,
რომელიც პირველი დაეუფლება
ბურთს იწყებს გაშლილ თამაშს.
ვარიანტები:
- ვცვალოთ ბურთის თამაშში შე-
ყვანის ფორმა (სხვადასხვა სახის
დარტყმები), რათა გავართულოთ
ბურთის მიღება
- გუნდები ზურგშექცევით დავა-
ყენოთ ერთმანეთისაკენ
მითითებები:
- ვარჯიშის მიზანია ლელოს
გატანა.
- თუ თავდასხმა სწრაფად მიაღწევს მიზანს, შემობრუნდება და საწინააღმდეგო მიმართულებით იყებს შეტევას.
- დაცვა ბურთზე არ თამაშობს
- ნაღდი თამაში: დაცვას შეუძლია ბურთზე თამაში და კონტრშეტევა
სპეციფიური 3/4 ებისათვის
ბურთი
(ვარჯიში #59)
მოთამაშეთა 2 ჯგუფი განლაგე-
ბული ერთმანეთის უკან და გა-
დადგილდება მოედნის სიგრძეზე
პირველი ჯგუფი ბურთს ათამა-
შებს ბოლომდე ისე რომ პასის
გამშვები მოთამაშე აგრძელებს
მოძრაობას მიყოლაზე და ამგვა-
რად მოედნის კიდეზე ხდება
რაქის ფორმირება.
მეორე ჯგუფს გამოაქვს ბურთი
და თავის მხრივ იგივე წესით
ათამაშებს მას. ამასობაში პირ-
ველი ჯგუფი ხელახლა გადაეწ-
ყობა ბურთის გაშლილი გათა-
მაშებისათვის და ა.შ.
ვარიანტები:
- დინამიური ესტაფეტა რაქის ჩამოყალიბებამდე.
- რაქის ნაცვლად მოლის ფორმირება.
მითითებები:
- ყურადღება მივაქციოთ პასის ხარისხს და სწორ გადაადგილებას უბურთოდ.
- მოვითხოვოთ სწრაფი გადაწყობა რაქის შემდედ.
- მოვითხოვოთ მიყოლა ღერძზე.
სპეციფიური 3/4 ებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #60)
მოთამაშეთა 3 ჯგუფი (4-5) განლა- GANLA
გებულია იმგვარად, როგორც ნახაზ-
ზეა მოცემული.
მწვრთნელი აწვდის ბურთს ერთ ან
მეორე შემტევ გუნდს, რომლებმაც
ლელო უნდა გაიტანონ.
დაცვა მორიგეობით თამაშობს ორი-
ვე მხარეს. ყოველი შეტევის შემდეგ
გუნდები ბრუნდებიან საწყის პოზი-
ციაზე.
ვარიანტები:
- ცვალეთ შემტევი გუნდების განლა-
გება მარჯვნივ და მარცხნივ, რათა
პასის გაშვება ორივე მხარეს მოხ-
დეს.
- ცვალეთ მცველების საწყისი მდგომარეობა (შორს, ახლოს)
- ცვალეთ შემტევი ან დამცველი გუნდების მოთამაშეთა რაოდენობა.
მითითებები:
- ნაღდი დაცვა.
- ყურადღება გაამახვილეთ შემტევი გუნდის მოთამაშეების სწორ სირბილზე.
სპეციფიური 3/4 ებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #61)
მოთამაშეთა 2 ჯგუფი (5-6) ხა-
ზად დგანან ჩათვლის მოედნის
(თავდასხმა) და 40 მ.-იან (დაცვა)
ხაზებზე.
I ფაზა: შეტევა ათამაშებს
ბურთს, დაცვა პასიურ წინააღმ-
დეგობაშია.
II ფაზა: მწვრთნელის ნიშანზე
ბურთიანი მოთამაშე ტრიალდება
ზურგით დაცვისკენ და ცდი-
ლობს ბურთი თავისუფალ პარ-
ტნიორს გადასცეს. აქედან მო-
ყოლებული დაცვას შეუძლია
ნებისმიერი შემტევი შებოჭოს
გარდა ზურგით მდგომი მოთა-
მაშისა.
თავდამსხმელები ცდილობენ თა-
ვი დააღწიონ დამცველებს, მიი-
ღონ ბურთი და განაგრძონ წინ-
სვლა.
ვარიანტები:
- როდესაც ვარჯიშის შესრულების ხარისხი გაუმჯობესდება, შეიძლება დაცვა 2 ეშელონად მოვაწყოთ. II ეშელონი თამაშში ერთვება როდესაც თავდასხმა I ეშელონს გაივლის.
მითითებები:
- I ფაზაში დაცვითი პრესინგი აკრძალულია.
- შებოჭილი მოთამაშე უნდა ეცადოს რაც შეიძლება სწრაფად განთავისუფლდეს და ხელახლა ჩაერთოს თამაშში.
ოპტიმიზაციის მონაკვეთები (ვარჯიშები #62 - 80)
პრეზენტაცია: შესაძლებელია 2 ფორმის გამოყენება
ა) მოდელური მონაკვეთებიდან აღებული ვარჯიშები, რომელთა ხანგრძლივობა 20 – 30 წამია, ხოლო აღდგენა უდრის ან ნაკლებია ვარჯიშის ხანგრძლივობაზე (დაახლ. 20 წმ.)
ბ) ვარჯიშები:
- ხანგრძლივობა: 50 წმ. – 1 წთ. 30 წმ.
- ინტენსივობა: მაქსიმალური
- ვარჯიშების რაოდენობა მონაკვეთში: 3 – 5
- მონაკვეთების რაოდენობა: 2 – 3
- აღდგენა ვარჯიშებს შორის: ვარჯიშის ხანგრძლივობაზე 3-ჯერ მეტი ან ვარჯიშის ხანგრძლივობის ტოლი
- აღდგენა მონაკვეთებს შორის: მთლიანი, აქტიური.
როდის გამოვიყენოთ ეს მონაკვეთები?
სტაბილიზაციის ან აღდგენის პერიოდის შემდეგ
მიზნები:
ფიზიოლოგიური: ლაქტიკური შესაძლებლობების განვითარება
სათამაშო: მაქსიმალური ფორმის მიღწევა
პრაქტიკული რჩევები:
ამ მონაკვეთების მართვა ვარჯიშების მაქსიმალური ინტენსივობის შენარჩუნების თვალსაზრისით საკმაოდ ძნელია, განსაკუთრებით მე-2 ფორმის (50 წმ. – 1 წთ. 30 წმ.)
მეორეს მხრივ, ისინი სათანადო სიფრთხილითა და შემდეგი პირობების დაცვით უნდა გამოვიყენოთ:
- წინასწარ საკმაო მოცულობისა და რეგულარული სამუშაოს ჩატარების შემდეგ (მოვერიდოთ მოთამაშეებში ამ ტიპის სამუშაოს ტრავმის მოშუშებისთანავე.)
- შევწყვიტოთ ამ ტიპის ვარჯიშები ფინალური ფაზის დაწყებამდე 15 დღით, 3 კვირით ადრე, რათა მივაღწიოთ "ზეკომპენსაციის" ეფექტს.
შემცირებული შემადგენლობით
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #62)
2 გუნდი (8-10) ვარჯიშობს მოედ-
ნის 1/4-ის სიგრძეზე.
სავარჯიშო არე გაყოფილია 2 ზო-
ნად. ზონა "ა": აუტის ხაზი - 15 მ.
ზონა "ბ": 15 მ. – მოედნის ღერძი.
შერკინება 3/4-ების წინააღმდეგ:
"ა" ზონაში ჯგუფური თამაში გა-
ჭრაზე, «ბ» ზონაში გაშლილი თა-
მაში. მწვრთნელი უნაცვლებს ერთ-
მანეთს ზონებს.MA
ვარიანტები:
- შეიძლება ჯგუფებმა გაცვალონ
როლები
მითითებები:
- შერკინების მოთამაშეები კონ-
ტაქტში მთელი ძალით არ შედიან
- 3/4-ებს დაცვაში შეუძლიათ ბურ-
თზე თამაში.
მთლიანი შემადგენლობა
ბურთი
(ვარჯიში #63)
ჩათვლის მოედნის ხაზებზე განლაგე-
ბული 2 გუნდი ვარჯიშობს მთელ მოე-
დანზე. მწვრთნელი აწვდის ბურთს
ერთ-ერთ გუნდს. გუნდი ვალდებულია
დაიცვას 2 აუცილებელი პირობა:
- მოედნის ცენტრამდე ჩამოაყალიბოს
რაქი ან მოლი.
- ყველა მოთამაშე შეეხოს ბურთს.
უკანასკნელი ბურთიანი მოთამაშე
ფეხით აგზავნის ბურთს მოპირდაპირე
მხარეს და ვიდრე მეორე გუნდი ვარ-
ჯიშს ასრულებს, პირველი უბრუნდება
საწყის პოზიციას.
ვარიანტები:
- წინასწარ დავასახელოთ ხაზი, რომე-
ლიც ბურთს მიიღებს (შერკინება ან 3/4)
- მოვთხოვოთ შერკინებას მოლი ან
რაქი მას შემდეგ რაც მიყოლაზე ითა-
მაშებენ 3/4-ებთან.
- მთელ გუნდს მოვთხოვოთ მხოლოდ
ჯგუფური თამაში
მითითებები:
- შერკინებას: მიყოლაზე თამაშის ხარისხი (სირბილის ტრაექტორიის სწორი არჩევა ღერძზე, სიღრმიდან მიყოლისათვის).
- 3/4-ებს: პასის ხარისხი (ბურთის გადაცემის სისწრაფე, სწორი სირბილი)
- სწრაფი გადაწყობა საწყის პოზიციაზე, ფეხის დარტყმის შემდეგ.
შემცირებული შემადგენლობა
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #64)
მოთამაშეთა 2 ჯგუფი (10-12) ვარ-
ჯიშობს მოედნის სიგანეზე.
თითოეული გუნდი გაყოფილია 3
ჯგუფად:
- 2 ჯგუფი 3/4 (2-2 მოთამაშე) გან-
ლაგებული, შესაბამისად ჩათვლის
მოედანი – 22 მ. და მოედნის ცენ-
ტრი – 40 მ.
- 1 ჯგუფი შერკინება (8 მოთამაშე)
22 მ. – 40 მ.
მწვრთნელი მიუთითებს ზონას საი-
დანაც იწყება თამაში. ჯგუფები თავ-
თავიანთ ზონებში რჩებიან.
ვარიანტები:
- მას შემდეგ, რაც მოთამაშეები
ვარჯიშს კარგად დაეუფლებიან,
შეიძლება ჯგუფებს ზონიდან ზო-
ნაში გადასვლის უფლება მივცეთ.
(თავისუფალი თამაში)
მითითებები:
- სწორი თამაში 2 X 2 (პასი, ტექნიკა, ორთაბრძოლის მოგება უშუალო მოწინააღმდეგესთან...).
- სწორი მოქმედება ჯგუფური თამაშისას.
- მოვთხოვოთ გუნდებს 5 წმ.-ზე მეტი ბურთი ზონაში არ დააყოვნონ.
მთლიანი შემადგენლობა
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #65)
10-10 მოთამაშისაგან შემდგარი
2 გუნდი (5-შერკინება 5-3/4) ვარ-
ჯიშობს მთელ მოედანზე.
შერკინება განლაგებულია ცენტრსა
და 40 მ.-ან ხაზს შორის, ხოლო 3/4
22 მ.-იან ზონაში.
მწვრთნელი აწვდის ბურთს 3/4-ების
ერთ-ერთ ჯგუფს, რომლებიც მოწი-
ნააღმდეგის შერკინებას ეთამაშება.
შერკინების ზონაში მისვლის შემ-
დეგ 3/4-ები ფეხით აწვდიან ბურთს
მოწინააღმდეგის 3/4-ებს და სწრა-
ფად ბრუნდებიან საწყის პოზიციაზე.
თამაში საპირისპირო მიმართულე-
ბით გრძელდება.
ვარიანტები:
- 3/4-ედები 3/4-ების წინააღმდეგ
- შერკინება შერკინების წინააღმდეგ
მითითებები:
- მაქსიმალური ინტენსივობა
- მოვთხოვოთ შემტევ გუნდს მოწინააღმდეგის 22. მ-იან ზონაში ბურთი აუტში გაგზავნოს გაცურებული დარტყმით.
მთლიანი შემადგენლობა
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #66)
2 კოლონად დაწყობილი მოთა-
მაშეთა ჯგუფი გადაადგილდება
5 მ.-იან და აუტის ხაზებს შო-
რის.
I ფაზა: მოთამაშეები გადაად-
გილდებიან მოედნის სიგრძეზე
და ერთმანეთს აწვდიან ბურთს.
ბოლო 2 მოთამაშეს ბურთი
კოლონის თავში ამოაქვთ პარ-
ტნიორებს შორის ზიგზაგის
გზით.
II ფაზა: როდესაც ყველა მოთა-
მაშე 22 მ.-იან ზონას მიაღწევს
ისინი სიგანეზე მარაოში გადა-
ეწყობიან, ათამაშებენ ბურთს
ბოლომდე რის შემდეგაც აყა-
ლიბებენ შეჯგუფებას. მეორე
გუნდი იღებს ბურთს ათამა-
შებს ბოლომდე და თავის
მხრივ აყალიბებს შეჯგუფებას
და ა.შ.
ვარიანტები:
- II ფაზის შემდეგ შეჯგუფებაში მყოფი გუნდი დაცვის როლს ასრულებს.
მითითებები:
- ცვალეთ ინტენსივობა ვარჯიშის I და II ფაზას შორის (შესაბამისად 50% და 90%)
- ყურადღება მიაქციეთ II ფაზაში გადაწყობისა და ბურთის გათამაშების სისწრაფეს
შემცირებული ან მთლიანი შემადგენლობა
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #67)
2 გუნდი გაყოფილია შერკინებისა და 3/4-ების
ჯგუფებად. სინი თავთავიანთი ჩათვლის მო-
ედნის ხაზთან არიან განლაგებულნი: შერკი-
ნება შერკინების, ხოლო 3/4-ები 3/4-ების პი-
რისპირ.
მწვრთნელი აძლევს ერთ ბურთს შერკინებას,
მეორე ბურთს 3/4-ებს.
შერკინების ჯგუფს ბურთი მოედნის ცენტრა-
მდე ჯგუფური თამაშით მიაქვს, ხოლო 3/4-ს
გაშლილით. მოედნის ცენტრიდან ჯგუფები
ფეხით აწვდიან ბურთს თავთავიანთ ვიზავის
და ვარჯიში საპირისპირო მიმართულებით
გრძელდება.
ვარიანტები:
- მე-4 ან მე-5 გათამაშების შემდეგ იწყება
რეალური თამაში: შერკინება შერკინების,
3/4-ები 3/4-ების წინააღმდეგ.
- მე-4 ან მე-5 გათამაშების შემდეგ იწყება
რეალური თამაში გუნდი გუნდზე.
მითითებები:
- სწორი თამაში შეჯგუფებებისას.
- სწორი თამაში მარაოში.
- დავიცვათ მაქსიმალური ინტენსივობა.
მთლიანი შემადგენლობა
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #68)
2 გუნდი ვარჯიშობს მთელ
მოედანზე.
კონუსები განლაგებულია 22,
40, 40 და 22 მ.-იან ხაზებზე.
მწვრთნელი წინასწარ ასა-
ხელებს თამაშის ფორმას:
- ჯგუფური
- გაშლილი
- ჯგუფური/გაშლილი
- ფეხით თამაში (და ა.შ.)
გუნდები (შეტევაც და დაცვაც)
დამატებით ქულას იწერენ
ყოველი ზონის გავლისას.
ვარიანტები:
- თამაშის ტექნიკურ და ტაქ-
ტიკურ მხარესთან დაკავშირე-
ბული ნებისმიერი ვარიანტი.
მითითებები:
- დასახული მიზნებიდან გა-
მომდინარე მწვრთნელს შეუ-
ძლია ყურადღება გაამახვილოს შემდეგ მომენტებზე:
• შეტევის ორგანიზება (მიმყოლი მოთამაშეების პოზიცია და მოძრაობის ტრაექტორია ბურთიან მოთამაშესთან მიმართებაში)
• დაცვითი პრესინგი და დაცვის 3 ეშელონის ორგანიზება.
• დაცვა არ თამაშობს ბურთზე.
მთლიანი შემადგენლობა
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #69)
ვარჯიში მიმდინარეობს მთელ მოედანზე 15 X 15.
სათამაშო ფაზები გრძელდება წუთიდან წუთნახევრამდე. ღ
ოდესაც ეპიზოდი ძალზე დიდ ხანს გრძელდება მწვრთნელს, რომელიც მოედნის ცენტრში დგას, თამაშში შეყავს მეორე ბურთი იმის მიხედვით თუ რა სიტუაციაა მოედანზე და რა სათამაშო სიტუაციის პროვოცირება სურს მას.
მოთამაშეებმა სწრაფი ადაპტირება უნდა მოახდინონ ახლად შექმნილ სიტუაციასთან.
მითითებები:
- თამაში მიმდინარეობს შერკინებებისა და აუტების გარეშე ანუ მუდმივ დინამიკაში. ნებადართულია მხოლოდ რაქები და მოლები, რომელთა ხანგრძლივობაც 10 წმ.-ს არ უნდა აღემატებოდეს.
- ფეხით თამაში აკრძალულია.
- დაცვა თამაშობს, მხოლოდ მოთამაშეზე და არა ბურთზე.
- ვარჯიშის პიველ ეტაპზე დაცვას არ აქვს ბურთზე თამაშის უფლება: ბურთი მოწინააღმდეგეს გადაეცემა 2 თითო წუთიანი სათამაშო მონაკვეთის შემდეგ.
- ბურთზე თამაშის შეზღუდვა იხსნება 4 ერთწუთიანი მონაკვეთის შემდეგ (2 X 2)
სპეციფიური შერკინებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #70)
2 გუნდი: 8 შერკინების მოთამაშე + # 9
ვარჯიშობს ნახევარ მოედანზე.
მოედანი გაყოფილია 3 ზონად:
- ჩათვლის მოედნის ხაზი – 22 მ.
- 22 მ. – 40 მ. (ნეიტრალური ზონა)
- 40 მ. – 50 მ
I ფაზა: მწვრთნელი აწვდის ბურთს
ერთ-ერთ გუნდს პირველ ზონაში
II ფაზა: მწვრთნელი იღებს ბურთს ნეი-
ტრალურ ზონაში #9-ისაგან და მიდის
მეორე ზონისაკენ სადაც უბრუნებს
ბურთს შემტევ გუნდს და თამაში გრ-
ძელდება. (მიზანი: გავწელოთ ჯგუფი და
მოვახდინოთ რეორგანიზაცია გაშლილი
წყობიდან ჯგუფურ წყობაზე).
ვარიანტები:
- თავისი მოძრაობის ტრაექტორიით
მწვრთნელი უპირატესობას უქმნის ან შეტევას ან დაცვას.
მითითებები:
- ჯგუფური თამაშის ძირითადი პრინციპები:
* შეტევა: შევინარჩუნოთ ბურთი და ვიმოძრაოთ წინ.
* დაცვა: ჩავკეტოთ თავდასხმა აუტის ხაზთან.
მოვწყვიტოთ ბურთიანი მოთამაშე მიმყოლ მოთამაშეებს.
სპეციფიური შერკინებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #71)
მოთამაშეთა ჯგუფი, რომელიც გაყოფი-
ლია I, II და III ხაზად მოძრაობს აუტისა
და 15 მ.-იან ხაზებს შორის. ჩათვლის
მოედანში დგას დაზგა.
I ფაზა: 70%-იანი აჩქარება დაზგამდე. მო-
თამაშეები ეწყობიან შერკინებაში და
ახორციელებენ 2 მიწოლას თითო 5 წმ.
II ფაზა: I და II ხაზი ახორციელებს ერთ
დამატებით მიწოლას ამასობაში III ხაზი
იღებს, ბურთს რომელიც 22 მ.-იან ხაზზე
დევს.
III ფაზა: III ხაზი უტევს ჩათვლის მოე-
დანს. I და II ხაზი თამაშობს დაცვას.
ვარიანტები:
- იგივე ვარჯიში შეიძლება შევასრულოთ
რიცხობრივი უპირატესობით თავდასხმაში
(II და III ხაზი I-ის წინააღმდეგ).
- ფიზიკური დატვირთვის შესამცირებლად
ვარჯიშიდან შეიძლება დაზგაზე მიწოლა
ამოვიღოთ.
მითითებები:
- ყურადღება მივაქციოთ შერკინებაში სწორ დგომსა და მიწოლას. Aუცილებლად მოვითხოვოთ მიწოლის წინ მუხლების მოხრა.
სპეციფიური შერკინებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #72)
მოთამაშეთა 2 ჯგუფი (4-6) ვარჯი-
შობს აუტისა და 15 მ.-იან ხაზებს
შორის მოედნის სიგრძეზე.
ერთი გუნდი უტევს მეორე თავს იცავს
I ფაზა: ჯგუფური თამაში გაჭრაზე
დინამიური ესტაფეტის ფორმით (მო-
კლე პასები). 22 მ.-იან ხაზთან ბურთი-
ანი მოთამაშე მიწაზე დებს ბურთს და
პარტნიორებთან ერთად აყალიბებს
რაქს 2 X 2.
II ფაზა: მოთამაშეები იღებენ ბურთს
და უტევენ ჩათვლის მოედნის მიმარ-
თულებით. თამაშში ერთვებიან მცვე-
ლები.
III ფაზა: მწვრთნელს თამაშში შეყავს
მეორე ბურთი თავდამსხმელების
ზურგს უკან. ამასობაში მცველები
საწყის პოზიციაზე ბრუნდებიან.
ვარიანტები:
- II ფაზაში ცვალეთ ორთაბრძოლის
ფორმა: მიწოლა, ბურთის გამოგლეჯა და ა. შ.
- მწვრთნელს მეორე ბურთი თამაშში შეყავს I ფაზაში.
მითითებები:
- დაცვა ბურთზე არ თამაშობს.
- ვარჯიში გააგრძელეთ ბურთის დაკარგვის შემთხვევაშიც კი.
სპეციფიური შერკინებასათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #73)
მოთამაშეთა 2 ჯგუფი (8 X 8)
ვარჯიშობს 22 მ.-იან ზონაში მო-
ედნის სიგანეზე.
გუნდები ნაღდ თამაშს თამაშობენ
2 სპეციფიური დამატებით:
- კონტაქტისას ბურთი მიწაზე და
ორთაბრძოლა 1 X 1.
- კონტაქტიტას ბურთი მიწაზე და
ორთაბრძოლა 3 X 3
ვარინტები:
- შევამციროთ სათამაშო არე რა-
თა გავზარდოთ კონტაქტის სიხში-
რე.
მითითებები:
- დაცვა ბურთზე არ თამაშობს.
- თავდასხმას ეკრძალება უკან
დახევა.
- მუდმივად ეძებეთ ინტერვალები.
სპეციფიური 3/4 ებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #74)
3 თავდამსხმელი და 2+1 მცველი
ვარჯიშობს მოედნის სიგრძეზე 15
მეტრიან დერეფანში.
მწვრთნელის ნიშანზე თავდასხმა
თანმიმდევრობით თამაშობს 2+1
დაცვის წინააღმდეგ.
ვარიანტები:
- მწვრთნელი მოედნის ერთი მხრი-
დან მეორეზე გადაადგილდება, რათა
მოთამაშეებს პასის გაშვება ორივე
მხრიდან მოუხდეთ.
- დაცვის I ეშელონში მყოფ 2
მცველს შეუძლიათ გააგრძელონ
თამაში მას შემდეგაც, რაც თავ-
დასხმა მათ გასცდება.
მითითებები:
- დაცვა თავისი სურვილისამებრ
არჩევს სამოქმედო გეგმას.
სპეციფიური 3/4 ებისათვის
ბურთი
(ვარჯიში #75)
4 გუნდი "ა", "ბ", "გ" და "დ" ვარ-
ჯიშობს კვადრატში. თითოეულ
გუნდს თავისი ბურთი აქვს.
I სიგნალზე გუნდები კვადრატში მო-
ძრაობენ და გადასცემენ ერთმანეთს
ბურთს ნებისმიერი მიმართულებით.
II სიგნალზე გუნდები გადაეწყობიან
თავთავიანთ მხარეს. "ა" და "გ" გუნ-
დები შემხვედრი მიმართულებით
ათამაშებენ მარაოს ამის შემდეგ
იგივეს აკეთებენ "ბ" და "დ" გუნდე-
ბი.
ვარიანტები:
- ვარჯიშის II ფაზაში გუნდები
არაერთდროულად იწყებენ მოძრაო-
ბას.
- მოსთხოვეთ მოპირდაპირე გუნდების ფრთის 3/4-ებს ნაღდი თამაში 1 X 1.
- 4-ვე გუნდი ერთდროულად იწყებს ბურთის გათამაშებას.
მითითებები:
- ყურადღება მივაქციოთ სირბილის სწორ ტრაექტორიას და პასის ხარისხს.
- არ დავიბნეთ მოედანზე ერთდროულად დიდი რაოდენობით მოთამაშეების ყოფნისას.
სპეციფიური 3/4 ებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #76)
მოთამაშეთა 2 ჯგუფი (4-7) ვარჯიშობს
მოედნის სიგანეზე.
ვარჯიშის დასაწყისში ჯგუფები ერთმა-
ნეთის პირისპირ არიან განლაგებულნი
მწვრთნელი აძლევს ბურთს ერთ-ერთ
ჯგუფს, რომელიც იწყებს შეტევას მა-
რაოთი.
როგორც კი მწვრთნელი ჩათვლის, რომ
შეტევას მწვავე გაგრძელება აღარ აქვს
მას თამაშში მეორე ბურთი შეყავს.
ვარიანტები:
- მწვრთნელს შეუძლია მოთამაშეებს
კონკრეტული დავალება მისცეს:
* ბურთის ჩათამაშება ბოლომდე
* თამაში ინტერვალებში, გაჭრაზე.
მითითებები:
- ყურადღება გაამახვილეთ პასის შემდეგ მიყოლასა და გადაწყობაზე
სპეციფიური 3/4 ებისათვის
ბურთი - წინააღმდეგობა
(ვარჯიში #77)
მოთამაშეთა 2 ჯგუფი (4-8) თამა-
შობს გაშლილ თამაშს მოედნის
სიგანეზე.
შეტევის მიზანია ლელოს გატანა.
ვარიანტები:
- შემტევი გუნდი ვალდებულია
I ფაზაში ბოლომდე ჩაათამაშოს
ბურთი.
- თუ შეტევა მოახერხებს დაცვის
გადალახვას შემოტრიალდება და
საწინააღმდეგო მიმართულებით
იწყებს შეტევას.
- გავზარდოთ შემტევი მოთამაშე-
ების რაოდენობა (რიცხობრივი
უპირატესობა).
მითითებები :
- აკრძალულია ფეხით თამაში.
- დაცვა ბურთზე არ თამაშობს.
- ყურადღება გაამახვილეთ თავდასხმაში სწრაფ გადაწყობაზე.
სპეციფიური 3/4 ებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #78)
ჯიშობს მოედნის სიგანეზე
22 მ.-იან ზონაში.
მწვრთნელი აწვდის ბურთს
ერთ-ერთ გუნდს, რომელმაც
ლელო უნდა გაიტანოს შემდე-
გი წესით:
- 5 პასი ერთმანეთის მიყოლე-
ბით – 5 ქულა.
- ლელო – 5 ქულა.
ვარიანტები:
- დამატებითი მოთამაშე მოედ-
ნის გარეთ, რომელიც მწვრთნე-
ლის ნიშანზე ერთვება თამაშში
ერთ-ერთი გუნდის გასაძლიე-
რებლად.
- დაცვას დავურიცხოთ 1 ქულა
ყოველი შებოჭვისათვის.
მითითებები:
- დაცვა ბურთზე არ თამაშობს, მისი მთავარი მიზანია შებოჭოს მოწინააღმდეგე.
სპეციფიური 3/4 ებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიში #79)
3-4 კაციანი 3 ჯგუფი ვარჯიშობს
მოედნის სიგანეზე 22 მ.-იან ზონა-
ში.
შეტევის 2 ჯგუფი განლაგებულია
აუტისა და 15 მ.-იან ხაზებს შორის
მათ შუა დგას მცველთა ჯგუფი.
მწვრთნელი აწვდის ბურთს ერთ
ან მეორე შემტევ გუნდს, რომელ-
მაც ლელო უნდა გაიტანოს.
ვარიანტები:
- მწვრთნელს შეუძლია თამაშში
მეორე ბურთი შეიყვანოს მეორე
შემტევი ჯგუფისათვის, დაცვამ
ღაც შეიძლება სწრაფად უნდა მო-
ახდინოს ადაპტირება ახალ სიტუ-
აციასთან (ფიზ. დატვირთვის გაზრ-
და).
- რამდენიმე დაცვითი ფაზის შემ-
დეგ ბურთი დაცვის ჯგუფს ეძლევა, რომლებიც თვითონ ირჩევენ შეტევის ზონას.
- შემტევი ჯგუფები ერთად ეთამაშებიან დაცვას. თუ დაცვა კარგადაა ორგანიზებული შემტევი გუნდი ფეხით აწვდის ბურთს მეორე შემტევ გუნდს.
მითითებები:
- შეტევამ უნდა მონახოს საშუალება დაცვის ხაზის გადასალახავად (ჯვარი, შემორბენი, ფინტი, ჯგუფური თამაში ინტერვალში და ა. შ.).
- დაცვა სწრაფად უნდა გადაეწყოს ერთი მიმართულებიდან მეორეზე.
სპეციფიური 3/4 ებისათვის
ბურთი – წინააღმდეგობა
(ვარჯიოში #80)
მოთამაშეთა 2 ჯგუფი (4-6) ვარ-
ჯიშობს ჩათვლის მოედნის ხაზ-
სა და 40 მ.-იან ხაზს შორის.
ერთი გუნდი უტევს, მეორე თავს
იცავს.
I ფაზა: შეტევა ათამაშებს ბურთს
ბოლომდე, ბოლო მოთამაშე ამი-
წებს ბურთს 22 მ.-იან ხაზზე.
II ფაზა: სპრინტი 40 მ.-იან ხაზამ-
დე, შემობრუნება, ძუნძული, ბურ-
თის აღება.
III ფაზა: შეტევა ჩათვლის მოედ-
ნის მიმართულებით, დაცვა ერთ-
ვება თამაშში.
IV ფაზა: მწვრთნელს თამაშში
შეყავს მეორე ბურთი შემტევი
გუნდის უკან. დაცვა ჩათვლის
მოედნის ხაზს უკან იხევს.
ვარიანტები:
- იგივე ვარჯიში შეიძლება შესრულდეს შემდეგი წესით: მწვრთნელს თამაშში შეყავს მეორე ბურთი I ან II ფაზაში, მაგრამ შეუძლია მისცეს როგორც შემტევ, ასევე დამცველ გუნდს.
მითითებები:
- ყურადღება გაამახვილეთ გაშლილი თამაშისათვის დამახასიათებელი პრინციპების დაცვაზე.
- ყურადღება გაამახვილეთ დაცვითი პრესინგის ხარისხსა და დაცვაში გადაწყობის სისწრაფეზე IV ფაზაში.