ტრავმა = ანთებას
სწორი კვება = სწრაფი აღდგენა
ზოგადად ანთება ადამიანის დამცველობით ფუნქციაა, ის ახდენს ქსოვილებში დამაზიანებელი ფაქტორების შემოფარგვლას და ლოკალიზაციას. მაგრამ როდესაც ანთება გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში, პირიქით ანეთბა უფრო მეტ ზიანს აყენებს ორგანიზმს, ვიდრე ის დამაზიანებელი ფაქტორი, რის გამოც ანთება განვითარდა.
საბედნიეროდ არსებობს საკვები, რომელიც ორგანიზმში ქრონიკულ ანთებას ამცირებს.
- ანტიოქსიდანტები - ანეიტრალებელ თავისუფალ რადიკალებს. ანტიოქსიდანტებს შეიცავს: ყვავილოვანი კომბოსტო, ყაბაყი, წითელი ბულგალური წიწაკა, სტაფილო, ციტრუსები, პომიდორი (ლიკოპენის გამო) , ისპანახი.
- პოლიფენოლები - წარმოადგენენ ანთების საწინააღმდეგო ფიტოქიმიურ ნაერთებს მცენარეებში. ეს კომპონენტი ხილს და ბოსტნეულს აძლევს მოლურჯო შეხედულებას, ან მოწითალო, მეწამულის ფერს. პოლიფენოლების წყაროა: ვაშლი, წითელი ყაბაყი, მოცვი, შტოში, ალუბალი, წითელი და შავი ყურძენი, ბროკოლი, ბოლოკი და ჩაი.
- ფლავონოიდები მცენარეული პიგმენტების ჯგუფი, კონკრეტულად ქუერცეტინი. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, მას შეიცავს ნიორი, ხახვი, წითელი ყურძენი და ბროკოლი.
- კურკუმინი - წარმოადგენს ყველაზე ძლიერ ცნობილ ბუნებრივ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. მას შეიცავს კოჭა (მიწის ვაშლი, ჯინჯერი, ჯანჯაფილი, ზინგიბერი)
- ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები - პოლი ნაჯერი ცხიმები, მნიშვნელოვანია ორგანიზმისვის აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მას შეიცავენ: სოიო, ისპანახი, ნიგოზი, სელი, კომბოსტო, სალათს ფოთლები.