შესავალი
მოთამაშეებში მოძრაობების დისბალანსის შესამჩნევად ფუნქციონალური ტესტი ეფექტური მეთოდია (ჩოოკ ეტ ალ, 2010).ფუნქციონალურში ჩვენ გვულისხმობთ იმ მოძრაობას რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება სპორტში ან ფიზიკურ აქტივობაში .მაგალითად ჩაჯდომის(ბუქნის)ვარჯიში.ჩაჯდომა ჩვეულებრივი მოძრაობაა რომელიც ყველა აქტიური ადამიანის მიერ ყოველდღიურად გამოიყენება.ჩაჯდომის მოძრაობა გვხვდება დაჯდომისას ადგომისას, ან რაიმეს ასაღებად მოხრისას.მორაგბეები ჩაჯდომას ხშირად აკეთებენ წვრთნის და თამაშის დროს. აღსანიშნავია რომ მოთამაშეები ჩაჯდომის ნაირსახეობას ასრულებენ შერკინებაში მოწყობის დროს ასევე ბუქნს იყენებენ დერეფანში მოთამაშის აწევის დროს.მოთამაშეების წონებით საწრვთნელ პროგრამაში აგრეთვე გვხვდება ფუნქციონალური მოძრაობის ორის სახე წინ ჩაჯდომა და უკან ჩაჯდომა. ბაცკ სქუატ ანდ ფრონტ სქუატ.რაგბის თამაშში ჩაჯდომა შეიძლება განვსაზღვროთ როგორც ზოგადი(ჩვეულებრივი) ფუნქციური მოძრაობა . ბუქნის მოძრაობის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ მოთამაშეს მისთვის უმჯობეს მოძრაობაში. ამან კი შეიძლება ჩვენ გვაჩვენოს მოძრაობაში უნთების დაჭიმულობის და სისუსტეების ის დისბალანსი რაც შეიძლება ინდივიდს ჰქონდეს მოძრაობის შესრულების დროს თ (ჩოოკ ეტ ალ, 2010, NAშMI, 2009). ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი და ამ განყოფილებაში ჩვენ ვისაუბრებთ თუ როგორ შევასრულოთ მარტივი ჩაჯდომა.ჩვენი მიზანი ისაა რომ მწვრთნელს მივეხმაროთ რათა დააკვირდეს სავარაუდო დისბალანსის არეებს, რითაც მას შეეძლება რომ სწვრთნელი პროგრამა უფრო ინდივიდუალიზებული გახადოს და მოთამაშეს მიეხმაროს ჩვეულებრივი მოძრაობების დროს უფრო მეტი სტაბიულურობის და მობილურურობის შეძენაში. . (Gილლიგან ეტ ალ, 2005). მოთამაშეებზე ფუნქციური ტესტის ჩასატარებლად მნიშვნელოვანია რომ მწვრთნელმა ტესტი კარგად დაგეგმოს.
ფუნქციური ტესტის ჩასატარებლად საჭირო გარემო
ტესტისთვის გვესაჭიროება ოთახი სწორი იატაკით.სასურველია რომ იყო ხის ან ვინილის საფარით იმისთვის რომ კარგად დავინახოთ ყველა ხარვეზი.არაა რეკომენდებული ტესტის ჩატარება ბალახზე ან ასფალტზე სადაც ტერფს კარგი მოჭიდება ექნება, ლეიკო პლასტი ან 2 პარალელური ხაზი იატაკზე რომლებისაც გამოვიყენებთ სანიშნეთ სადაც მოთამაშე დადგება.ტესტის მომზადებისას მნიშვნელოვანია რომ ტერფები ყოველ ჯერზე ერთმანეთის პარალელური და ერთ დონეზე იყოს . • მწვრთნელი დააკვირდება ჩაჯდომის ტესტის მიმდინარეობას .პლანშეტი გაუადვილებს დამკვირვებელს შენიშვნების ჩაწერას, რომ შევაჯამოთ მწვრთნელს ხელთ შემდეგი აღჭურვილობა უნდა ჰქონდეს პასტა ფურცელი პლანშეტი და ჯოხი.
მოთამაშის მომზადება
მოთამაშე გამოწყობილი უნდა იყოს მხოლოდ წინდებში,შორტებში და მაისურში.ამის მიზეზი ისაა რომ მწვრთნელს შეეძლოს დაინახოს თუ რა მოსდით ტერფებს,მუხლებბს,ტანს და მკლავებს.